მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ტუღუში - საგამოძიებო კომისია 10 დღის ვადაში შეიქმნება
გიორგი ტუღუში - საგამოძიებო კომისია 10 დღის ვადაში შეიქმნება

10 დღის ვა­და­ში, პრე­ზი­დენ­ტი­სა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­იქ­მნე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებს შე­ის­წავ­ლის.

ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კო­მი­სი­ა­ში შევ­ლენ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ან მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი, პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ერთი პრო­კუ­რო­რი, რო­მელ­საც წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის საქ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არ უწარ­მო­ე­ბია. ჯგუფ­ში ასე­ვე მიწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბი­ან კონ­სულ­ტან­ტე­ბი, ცნო­ბი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი, დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი.

რო­გორც ტუ­ღუშ­მა აღ­ნიშ­ნა, ჯერ­ჯე­რო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის, ჯგუფ­ში რამ­დე­ნი კაცი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ჯგუფს შე­ეძ­ლე­ბა იმ ფაქ­ტე­ბის და შემ­თხვე­ვე­ბის მოკ­ვლე­ვა და იმ პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­თაც ეხე­ბა წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში.

ამას­თან, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის თქმით, ჯგუფს და­ა­ფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო.

მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ იზ­რუ­ნებს, რათა ჯგუ­ფი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, მაქ­სი­მუმ 10 დღის ვა­და­ში; სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას მი­ე­ცე­მა ფარ­თო კომ­პე­ტენ­ცია - თუ კი კო­მი­სია ჩათ­ვლის, რომ სა­ხელ­მწი­ფოს რო­მე­ლი­მე სტრუქ­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას, ჯგუ­ფი გას­ცემს რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს უნდა შე­უ­ჩერ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა; მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი.

ამას­თან, გი­ორ­გი ტუ­ღუ­შის თქმით, ჯგუ­ფის წევ­რებს შე­არ­ჩევს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, თუმ­ცა ჯგუფ­ში მათი ჩას­მა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გარ­კვე­უ­ლი გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიორგი ტუღუში - საგამოძიებო კომისია 10 დღის ვადაში შეიქმნება

გიორგი ტუღუში - საგამოძიებო კომისია 10 დღის ვადაში შეიქმნება

10 დღის ვადაში, პრეზიდენტისა და სასჯელაღსრულების მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეისწავლის.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიაში შევლენ სასჯელაღსრულების მინისტრი ან მისი უფლებამოსილი პირი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ერთი პროკურორი, რომელსაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე გამოძიება არ უწარმოებია. ჯგუფში ასევე მიწვეული იქნებიან კონსულტანტები, ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები, დამკვირვებლები და უფლებადამცველები.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, ჯგუფში რამდენი კაცი იქნება, თუმცა ჯგუფს შეეძლება იმ ფაქტების და შემთხვევების მოკვლევა და იმ პირებთან ურთიერთობა, რომელთაც ეხება წამება, არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების სისტემაში.

ამასთან, სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, ჯგუფს დააფინანსებს სახელმწიფო.

მინისტრი ამბობს, რომ იზრუნებს, რათა ჯგუფი უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდეს, მაქსიმუმ 10 დღის ვადაში; საგამოძიებო კომისიას მიეცემა ფართო კომპეტენცია - თუ კი კომისია ჩათვლის, რომ სახელმწიფოს რომელიმე სტრუქტურის ხელმძღვანელი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ჯგუფი გასცემს რეკომენდაციას, რომ სახელმწიფო მოხელეს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება; მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული.

ამასთან, გიორგი ტუღუშის თქმით, ჯგუფის წევრებს შეარჩევს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ჯგუფში მათი ჩასმა სამინისტროს წარმომადგენლებთან გარკვეული განხილვების შემდეგ მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა