პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონფლიქტის ზონის "ტაქსისტები" - სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მოსიარულე მედროგეები
კონფლიქტის ზონის "ტაქსისტები" - სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მოსიარულე მედროგეები

გზა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე მედ­რო­გე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დის, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, როცა თხილ­ზე ან, სუ­ლაც, უკვე გა­ყი­დუ­ლი თხი­ლი­დან აღე­ბულ ფულ­ზე და­გე­ში­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი ნა­დი­რო­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში არც გზა­საც­დე­ნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი იხე­ვენ უკან და არც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი. ფული ყვე­ლას უყ­ვარ­სო, - ამ­ბო­ბენ დევ­ნი­ლე­ბი. ვინ რისი მაქ­ნი­სია და სად გა­დის ზღვა­რი ფუ­ლის შოვ­ნის სურ­ვილ­სა და პა­ტი­ოს­ნე­ბას შო­რის, ყვე­ლა­ზე კარ­გად იმ მედ­რო­გე­ებ­მა იცი­ან, რომ­ლე­ბიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის სხვა­დას­ხვა სო­ფელ­სა და ზუგ­დიდს შო­რის რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრს გა­დი­ან. ცხე­ნი და "ტა­ჩკა", მარ­თა­ლია არა­კომ­ფორ­ტუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტია. გა­ლის გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის შე­მოვ­ლით გზებ­ზე ხი­ფა­თის შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, თხი­ლი­თა და სხვა სა­ნო­ვა­გით დატ­ვირ­თუ­ლი "მძღო­ლი" შე­ჩერ­დე­ბა და მხო­ლოდ ხი­ფა­თის ჩავ­ლის შემ­დეგ და­იძ­ვრე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს ცოდ­ნა უნდა, რათა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ხელ­ში არ ჩა­ვარ­დე. ცოდ­ნას კი თან­და­თან, გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად აგ­რო­ვე­ბენ.

მა­მუ­კა არო­ნია, 47 წლის:

- სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი საბ­ჭო­თა წლე­ბის შემ­დეგ არ გვი­ნა­ხავს. ომამ­დე მი­ლი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ნორ­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბაც მქონ­და. ახლა მი­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა აფხა­ზე­ბის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნას ნიშ­ნავს. როცა ვი­თა­რე­ბა ჩა­წყნარ­და, შე­მომ­თა­ვა­ზეს, გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს, საქ­მე იცი და იმუ­შა­ვე ჩვენ­თა­ნო, უარი ვუ­თხა­რი, ჯან­მრთე­ლო­ბა არ მი­წყობს ხელს-მეთ­ქი. მიხ­ვდნენ, რა­ტო­მაც ვთქვი უარი და და­ვი­მახ­სოვ­რებ­თო, შე­მო­მით­ვა­ლეს. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ სახ­ლში მო­მად­გნენ და ჩემი თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბის აღ­წე­რა ჩა­ა­ტა­რეს. ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფის უფ­როს­მა მი­თხრა, ჯან­მრთე­ლო­ბა არ გქო­ნია და ამ­ხე­ლა მი­წას ვერ და­ა­მუ­შა­ვებ, ცოტა ჩვენ უნდა დაგ­ვით­მოო და მოვ­ლი­ლი თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი ჩემ თვალ­წინ ვი­ღა­ცას ჩა­ა­ბა­რეს. რას ვი­ზამ­დი?.. ხომ გა­გი­გი­ათ, ძალა აღ­მართს ხნავ­სო. სამი შვი­ლი მყავს და არ მყოფ­ნის ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ მი­წა­ზე მოყ­ვა­ნი­ლი თხი­ლი. ისიც კა­პი­კე­ბი ღირს აფხა­ზეთ­ში და გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, იქ ჩა­ვა­ბა­როთ, როცა ზუგ­დი­დის ბა­ზარ­ში თხი­ლის ფასი 4 ლა­რამ­დე ადის.

- ენ­გურს აქეთ "ტაქ­სა­ო­ბა" რო­დის და­ი­წყეთ?

- თა­ვი­დან ჩემი თხი­ლის ჩა­სა­ბა­რებ­ლად გად­მო­ვი­პა­რე ენ­გურს აქეთ. შემ­დეგ თან­და­თან კლი­ენ­ტიც "ავ­კრი­ფე" და რუ­სე­ბიც შე­მო­ვიჩ­ვიე. ახლა უკვე ვიცი მათი სუს­ტი წერ­ტი­ლი, "პოლ ლიტ­რა" და პრობ­ლე­მაც მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. ჩემ­მა ცხენ­მა ისე კარ­გად იცის ჩემი სახ­ლი­დან ზუგ­დი­დამ­დე გზა, რომ ერთხელ ღა­მე­ნა­თევს ჩა­მე­ძი­ნა და დი­ლას რომ გა­მეღ­ვი­ძა, ჩემი სახ­ლის ჭიშ­კარ­თან ვი­დე­ქი.

- ალ­ბათ რის­კი დი­დია, არა?

- დიახ, ჯა­რი­მაა. კუ­რი­ო­ზია, მაგ­რამ ჩემი "ტრან­სპორ­ტი­თაც" ის თან­ხაა ჯა­რი­მა, რაც ავ­ტო­მან­ქა­ნით... ერთხელ გა­მო­მი­ჭი­რეს, გა­ლის მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­მიყ­ვა­ნეს და და­მა­ჯა­რი­მეს, ტვირ­თიც წა­მარ­თვეს და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტით 500 ლა­რამ­დე მი­მა­ტა­ნი­ნეს. სხვა­თა შო­რის, კარ­გი და ცუდი იმათ­შიც არის, ან უბ­რა­ლოდ, მოჰ­ბეზ­რდათ მუდ­მი­ვად "ომო­ბა­ნას" და მტრო­ბის თა­მა­ში. ზე­მო­დან მი­საყ­ვე­დუ­რე­ბენ, თო­რემ დღეს­ვე გა­გიშ­ვებ­დი სახ­ლშიო, მი­თხრა გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა. მა­შინ გა­ლის მი­ლი­ცი­ა­ში სი­სას­ტი­კი­თა და ქარ­თველთმო­ძუ­ლე­ო­ბით ცნო­ბი­ლი აფხა­ზე­ბი, ტურ­ნან­ბა და კვი­ცა­რი­ე­ბიც მუ­შა­ობ­დნენ, მაგ­რამ გა­მი­მარ­თლა, ისი­ნი არ დამ­ხვდნენ. თხი­ლის სე­ზო­ნია და შე­მოვ­ლა­ზე არი­ან წა­სუ­ლე­ბიო, მი­თხრეს. ერთი თვე ვაგ­რო­ვებ­დი ჯა­რი­მის ფულს, ისევ ქურ­დუ­ლად დავ­დი­ო­დი ერთი სოფ­ლი­დან მე­ო­რე­ში და იქი­დან - ენ­გუ­რის ხი­დამ­დე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დენ­ნა­ირ ადა­მი­ანს გა­და­ვე­ყა­რე, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნე, აქამ­დე წარ­მოდ­გე­ნაც რომ არ მქონ­და.

- მა­ინც?

- ყვე­ლას, რა თქმა უნდა, ვერ გა­ვიხ­სე­ნებ. ერთი სოფ­ლი­დან მო­ხუ­ცი კაცი დამ­ყვე­ბო­და. სე­ზონ­ზე იმ­დენ­ჯერ მი­წევ­და მისი სა­მეგ­რე­ლო­ში წაყ­ვა­ნა, მისი ოჯა­ხის ის­ტო­რია თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ზე­პი­რად ვი­ცო­დი. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში, არ­ხან­გელსკში ცხოვ­რობ­და და ხის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. ძმე­ბი სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­წი­ლებ­ში ყო­ფი­ლან ჩარ­თუ­ლი. ყვე­ლა, ვი­საც ნარ­კო­ტი­კის ფული შე­მო­აკ­ლდე­ბო­და, მათ აკი­თხავ­და ხოლ­მე. რამ­დენ­ჯე­რაც გავ­ყა­რე, იმ­დენ­ჯერ შე­მო­მიძ­ვრე­ნო. ერთი სი­ტყვით, შვი­ლი და ძმის­შვი­ლი ერთ დღეს და­ე­ღუ­პა ნარ­კო­ტი­კით, მას შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დეთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი­თო. ამ დროს აფხა­ზე­თი უკვე და­კარ­გუ­ლი ყო­ფი­ლა და გალ­ში ისე­თი ამ­ბე­ბი ტრი­ა­ლებ­და, ყო­ველ­დღე ვნა­ნობ­დი, რომ ჩა­მო­ვე­დიო. სამი გოგო ჰყავ­და. მწა­რედ ხუმ­რობ­და, ამათ იმედ­ზე დავ­რჩიო... ზოგ­ჯერ, როცა გამ­თე­ნი­ი­სას ან შუ­ა­ღა­მეს ვა­პი­რებ­დით ენ­გუ­რის­კენ წა­მოს­ვლას, მას­თან ცოტა ადრე მივ­დი­ო­დი და იმ დრომ­დე სახ­ლში ვრჩე­ბო­დი. ათას­ნა­ირ დრო­სა და შე­მოვ­ლით გზებს ვე­ძებ­დით, რომ მშვი­დო­ბით გა­მოგ­ვეღ­წია იქი­დან და ასე­ვე მშვი­დო­ბით, უდა­ნა­კარ­გოდ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით.

- იქა­უ­რი გზე­ბი არ იცო­დით?

- კი, მაგ­რამ როცა ერთი და იმა­ვე გზით ხში­რად ვსარ­გებ­ლობ­დით, გვამ­ჩნევ­დნენ და მარ­შრუ­ტის შეც­ვლა გვი­წევ­და... რუ­სულ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყო­ველ რო­ტა­ცი­ას ში­შით ვე­ლო­დით, რად­გან ძვე­ლებს უკვე შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვით, სა­ერ­თო ენაც ნა­პოვ­ნი გვქონ­და და იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა დაგ­ვხმა­რე­ბი­ან კი­დეც.

- რო­გორ?

- ცუდ ამინ­დში, როცა მდი­ნა­რე ენ­გუ­რი ადი­დე­ბუ­ლია, ის გზა მოჭ­რი­ლი გვაქვს, ამ დროს მხო­ლოდ შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით უნდა ვი­მოძ­რა­ოთ. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, როცა ისი­ნი სამ­ხედ­რო წვრთნებს ატა­რებ­დნენ და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დაგ­ვეყ­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ. გვკი­თხავ­დნენ, საით გა­გი­წე­ვი­ათ, "ჭაჭა" თუ მო­გე­პო­ვე­ბათ, დაგ­ვი­ტო­ვე­თო. გალ­ში ამის მეტი რა არის და ჩვენც ერთი-ორი ბოთ­ლი ყო­ველ­თვის გვაქვს გა­და­ნა­ხუ­ლი. სხვა­თა შო­რის, ბევ­რად უფრო სა­ხი­ფა­თოა აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თან ან ქარ­თველ კრი­მი­ნა­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, რად­გან მათ არ­ყით ვერ მო­ი­შო­რებ. ფული უნ­დათ.

ერთხელ ვი­ღაც ახალ­გაზ­რდა რუსი გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა. უფრო სწო­რად, იმ­დე­ნად არ ჰგავ­და რუსს, სამ­ხედ­რო ფორ­მა რომ არ სცმო­და, ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, რომ რუსი იყო. ერთი სო­ფე­ლი და­მი­სა­ხე­ლა, თუ იცი სად არი­სო. თან უბის წიგ­ნაკ­ში იხე­დე­ბო­და და რა­ღა­ცას კი­თხუ­ლობ­და. მივ­ხვდი, ვი­ღა­ცის მი­სა­მარ­თი ეწე­რა. ის სო­ფე­ლი უხვმო­სავ­ლი­ა­ნო­ბით გან­თქმუ­ლია და ვი­ფიქ­რე, შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღაც მი­ზან­ში ჰყავთ ამო­ღე­ბუ­ლი-მეთ­ქი. რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხში­რად ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით მოქ­მე­დე­ბენ. შე­მო­მიჯ­და კო­ფო­ზე, კა­ცუ­რად, იმ სო­ფელ­ში წა­მიყ­ვა­ნეო. თან მე­ო­რე "სალ­და­თიც" ახ­ლდა და კაი დე­დის­შვი­ლი ვი­ყა­ვი, უარს ვე­ტყო­დი. ერთი სული მქონ­და მე­კი­თხა, სად მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე. მთე­ლი გზა გო­გო­ნებ­ზე და ჯარ­ში არ­სე­ბულ ნა­ხევ­რად ვე­ლურ პი­რო­ბებ­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. ერთ ჯა­რის­კაცს დი­ზენ­ტე­რია და­მარ­თვია, მე­ო­რეს - ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, დე­ზერ­ტი­რო­ბის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა გა­იხ­სე­ნეს. ეს ბიჭი ამ­ბობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა აუ­ცი­ლებ­ლად მჭირ­დე­ბო­და, თო­რემ დე­და­ჩემს კო­მი­სა­რი­ატ­ში ახ­ლო­ბე­ლი კაცი ჰყავ­და და შეგ­ვეძ­ლო სხვა­გან გა­ვე­ნა­წი­ლე­ბი­ნე­თო. როცა იმ სოფ­ლამ­დე მი­ვაღ­წი­ეთ, იმ ჩემი ახ­ლო­ბე­ლი კა­ცის სა­ხე­ლი და გვა­რი მი­თხრა, მის სახ­ლში მი­მიყ­ვა­ნეო. შევცბი, ვერ მი­გიყ­ვანთ, ბი­ჭე­ბო, თუ გინ­დათ აქვე დამ­ხვრი­ტეთ-მეთ­ქი. ჩემს შე­ში­ნე­ბულ სა­ხე­ზე პირ­ველს გა­ე­ღი­მა, მე­ო­რემ კი გა­და­ხარ­ხა­რა. მერე პირ­ველ­მა მხარ­ზე ხელი და­მარ­ტყა, - მიდი, მიდი, ჩვენ სა­ში­ში არ ვარ­თო.

- რა უნ­დო­დათ, არ გი­თხრეს?

- არა, არ მი­თხრეს. ია­რა­ღი რომ მო­ებ­ჯი­ნათ, მარ­თლა არ წა­ვი­დო­დი, მაგ­რამ ისე მი­თხრეს, ვი­ფიქ­რე, მარ­თლა არ ჩა­ნან სა­ში­შე­ბი-მეთ­ქი... მოკ­ლედ, მი­ვე­დით და­ნიშ­ნულ ად­გი­ლამ­დე. კაცს რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ნახ­ვა­ზე ფერი ეც­ვა­ლა და გან­წი­რუ­ლი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და, ეს რა მი­ქე­ნიო, მაგ­რამ რო­გორც კი მათ ერ­თად მოვ­კა­რი თვა­ლი, მა­შინ­ვე ყვე­ლა­ფერს მივ­ხვდი, - ის ბიჭი ძა­ლი­ან ჰგავ­და ამ გა­ლელს. ამის გა­ფიქ­რე­ბა იყო და ამ ბიჭ­მა გუ­ლის ჯი­ბი­დან ფოტო ამო­ი­ღო, რო­მელ­ზეც ვი­ღაც ქალი და პა­ტა­რა ბავ­შვი იყ­ვნენ გა­მო­სა­ხუ­ლი. კაცს თვა­ლე­ბი შუბ­ლზე აუ­ვი­და და ამ ბი­ჭის­კენ ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად გა­მო­ი­წია, მაგ­რამ იმან უკან და­ი­ხია. ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იყო, რო­გორც თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თველს, ამა­საც რუ­სეთ­ში ცოლი ჰყავ­და, რო­მელ­მაც შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა და წლე­ბის შემ­დეგ, როცა შვი­ლი წა­მო­ი­ზარ­და და სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვა მო­უ­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში, აფხა­ზეთ­ში გა­ამ­წე­სეს. დე­დამ მომ­ცა თქვე­ნი მი­სა­მარ­თიო, უხერ­ხუ­ლად იღი­მო­და ნა­ხევ­რად რუსი ბიჭი... კაცი სი­ხა­რუ­ლის­გან მე­ცხრე ცაზე იყო. მას­პინ­ძელ­მა სახ­ლში შეგ­ვი­პა­ტი­ჟა. ყველ­გან გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ფო­ტო­ე­ბი ეწყო. ეტა ტვოი ბრატ, - უთხრა მა­მამ შვილს. მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

- ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი რო­გორ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს?

- სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ჩან­და, იმ კაც­მა იხუმ­რა, ჩემი ცოლი კარ­გად მი­გებ­სო. სა­მი­ვე ქა­ლიშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და ძმის გა­საც­ნო­ბად. პირ­და­ღე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი... იმ ნა­ხევ­რად ქარ­თველ ჯა­რის­კაცს ქარ­თუ­ლი თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და. ალ­ბათ გენი თა­ვი­სას შვრე­ბა. რუს ძმა­კაცს გა­ე­ხუმ­რა, ჩემს დებს ცუ­დად არ შე­ხე­დო, თო­რემ თვა­ლებს დაგ­თხრი, შე­ნის­თა­ნა "ბომ­ჟი" სი­ძედ არ მინ­დაო. ამა­სო­ბა­ში ხარი დაკ­ლეს. რო­გორც გა­ვი­გე, ამ გა­ლელს შვი­ლის­თვის გვა­რიც არ ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი, მაგ­რამ რა პრობ­ლე­მაა, დღეს­ვე მოგ­ცე­მო, უთხრა. ჯა­რის­კაცს გა­ე­ცი­ნა, მგო­ნი ის დროა, თქვენც ჩვენს გვარ­ზე გად­მო­დი­ო­დე­თო...

მთე­ლი ღამე ვი­ქე­ი­ფეთ. მე­ო­რე დღეს ის ბი­ჭე­ბი ისევ მე წა­მო­ვიყ­ვა­ნე. იმ­დე­ნი ხო­რა­გი გა­მოგ­ვა­ტა­ნეს, ნა­წილ­თან მო­სუ­ლებ­მა ბი­ჭებს გას­ძა­ხეს და ლა­მის ერთი სა­ა­თი ცლიდ­ნენ. მას შემ­დეგ ხში­რად დამ­ყვე­ბო­და მა­მას­თან სახ­ლში. ის კა­ციც ხში­რად აკი­თხავ­და, შემ­წვა­რი გო­ჭე­ბით, ხა­ჭა­პუ­რე­ბი­თა და ჭა­ჭით დატ­ვირ­თუ­ლი. ჯა­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლს და­ვუმ­ტკი­ცებ და ჩემ­თან ვა­ცხოვ­რე­ბო, ამ­ბობ­და და ასეც მო­იქ­ცა, ახლა ის ბიჭი ხან აფხა­ზეთ­შია, ხა­ნაც - რუ­სეთ­ში, დე­დას­თან.

- დე­დაც ხომ არ ჩა­მო­იყ­ვა­ნა?

- მეც ვკი­თხე ხუმ­რო­ბით. არაო, მი­თხრა, დე­დას სხვა ოჯა­ხი აქვს, ქა­ლა­ქის მე­რის მო­ად­გი­ლის ცო­ლია და სოფ­ლე­ლი ქმა­რი რად უნ­დაო... კაცს უხა­რო­და, ჩემს ბიჭს აქა­უ­რო­ბა მო­ე­წო­ნა და ტრა­დი­ცი­ებ­საც კარ­გად ით­ვი­სებ­სო. რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი თუ იმ კაცს სად­მე გა­და­ა­წყდე­ბი­ან, ხელს აუ­წე­ვენ ხოლ­მე, - პრი­ვეტ, ატე­ცო!..

- რა ღირს მგზავ­რო­ბა გა­ლის რო­მე­ლი­მე სოფ­ლი­დან ზუგ­დი­დის ბაზ­რამ­დე?

- გაჩ­ნია სო­ფელს და ტვირთს, "ტუდა-აბ­რატ­ნი" ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტით 30 ლა­რია, ზოგ­ჯერ 50 ლა­რიც ამი­ღია. თუ ორნი მო­დი­ან, უფრო დიდი "ტა­ჩკით" მივ­დი­ვარ, ტვირ­თსაც მეტს ვდებ და თან­ხაც მეტი მრჩე­ბა.

- ყო­ველ­დღე გი­წევთ მუ­შა­ო­ბა?

- არა, პრაქ­ტი­კუ­ლად ერთი დღე-ღამე გზა­ში ვარ და მე­ო­რე დღეს თუ არ და­ვის­ვე­ნე, ფი­ზი­კუ­რად ვერ გავძლებ... ერთხელ გზე­ბი ისე­თი გა­და­თხრი­ლი იყო, მან­ქა­ნა ვერ გა­ივ­ლი­და. თუ სწო­რად მახ­სოვს, გა­ე­რო აკე­თებ­და ცენ­ტრა­ლურ გზებს. ჩემს მე­ზო­ბელს ცო­ლად სო­ხუ­მე­ლი აფხა­ზი გო­გო­ნა ჰყავს. მისი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ მო­სუ­ლი და დე­დას ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა. იცით, ალ­ბათ, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და სოფ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი ჩვენ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ფუ­ფუ­ნე­ბაა და უცებ ისღა მო­ვი­ფიქ­რეთ, ავად­მყო­ფი გა­ლის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მიგ­ვეყ­ვა­ნა, იმ იმე­დით, რომ მერე რა­ღაც საშ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და. გზა­ში "პე­რესტრელ­კა" ატყდა, რო­მე­ლი­ღაც კრი­მი­ნა­ლურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა ერ­თმა­ნეთს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ჩვენ შუ­ა­ში ვი­ყა­ვით და ლა­მის ჩაგ­ვცხრი­ლეს. ხე­ლე­ბა­წე­უ­ლი ვყვი­რო­დი, ავად­მყო­ფი მიგ­ვყავს და გა­მა­ტა­რეთ-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში ად­გილ­ზე აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცია და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბიც მო­ვიდ­ნენ. რუ­სებ­მა გაგ­ვა­ჩე­რეს, გაგ­ვარ­კვი­ეთ, რა ხდე­ბაო. როცა ავუხ­სე­ნით, გა­ოც­დნენ, რა უც­ნა­უ­რი ხალ­ხი ხართ ეს ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი, რამ­დე­ნი­მე წელი ერ­თმა­ნეთს და­უნ­დობ­ლად ხო­ცავ­დით და ახლა ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­ცო­ცხლეს არ ზო­გავ­თო... რა ვქნა, ვრის­კავ, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად ვერ ვი­მუ­შა­ვებ, ოჯახს რჩე­ნა ხომ უნდა. ასეთ დღე­შია ყვე­ლა ცხე­ნით "მო­ტაქ­სა­ვე".

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კონფლიქტის ზონის "ტაქსისტები" - სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მოსიარულე მედროგეები

კონფლიქტის ზონის "ტაქსისტები" - სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მოსიარულე მედროგეები

გზა, რომელსაც რამდენიმე მედროგე დღის განმავლობაში გადის, ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით ახლა, როცა თხილზე ან, სულაც, უკვე გაყიდული თხილიდან აღებულ ფულზე დაგეშილი სეპარატისტები ნადირობენ. ამ შემთხვევაში არც გზასაცდენილი ქართველები იხევენ უკან და არც რუსი სამხედროები. ფული ყველას უყვარსო, - ამბობენ დევნილები. ვინ რისი მაქნისია და სად გადის ზღვარი ფულის შოვნის სურვილსა და პატიოსნებას შორის, ყველაზე კარგად იმ მედროგეებმა იციან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში კონფლიქტის ზონის სხვადასხვა სოფელსა და ზუგდიდს შორის რამდენიმე კილომეტრს გადიან. ცხენი და "ტაჩკა", მართალია არაკომფორტული, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია. გალის გაველურებული სოფლების შემოვლით გზებზე ხიფათის შემჩნევის შემთხვევაში, თხილითა და სხვა სანოვაგით დატვირთული "მძღოლი" შეჩერდება და მხოლოდ ხიფათის ჩავლის შემდეგ დაიძვრება. ამ ყველაფერს ცოდნა უნდა, რათა მოწინააღმდეგის ხელში არ ჩავარდე. ცოდნას კი თანდათან, გამოცდილებასთან ერთად აგროვებენ.

მამუკა არონია, 47 წლის:

-  სტაბილური სამსახური საბჭოთა წლების შემდეგ არ გვინახავს. ომამდე მილიციაში ვმუშაობდი და ნორმალური ანაზღაურებაც მქონდა. ახლა მილიციაში მუშაობა აფხაზების სამსახურში ყოფნას ნიშნავს. როცა ვითარება ჩაწყნარდა, შემომთავაზეს, გამოცდილება გაქვს, საქმე იცი და იმუშავე ჩვენთანო, უარი ვუთხარი, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს-მეთქი. მიხვდნენ, რატომაც ვთქვი უარი და დავიმახსოვრებთო, შემომითვალეს. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში მომადგნენ და ჩემი თხილის პლანტაციების აღწერა ჩაატარეს. ოპერატიული ჯგუფის უფროსმა მითხრა, ჯანმრთელობა არ გქონია და ამხელა მიწას ვერ დაამუშავებ, ცოტა ჩვენ უნდა დაგვითმოო და მოვლილი თხილის პლანტაციები ჩემ თვალწინ ვიღაცას ჩააბარეს. რას ვიზამდი?.. ხომ გაგიგიათ, ძალა აღმართს ხნავსო. სამი შვილი მყავს და არ მყოფნის ნახევარ ჰექტარ მიწაზე მოყვანილი თხილი. ისიც კაპიკები ღირს აფხაზეთში და გვაიძულებენ, იქ ჩავაბაროთ, როცა ზუგდიდის ბაზარში თხილის ფასი 4 ლარამდე ადის.

-  ენგურს აქეთ "ტაქსაობა" როდის დაიწყეთ?

-  თავიდან ჩემი თხილის ჩასაბარებლად გადმოვიპარე ენგურს აქეთ. შემდეგ თანდათან კლიენტიც "ავკრიფე" და რუსებიც შემოვიჩვიე. ახლა უკვე ვიცი მათი სუსტი წერტილი, "პოლ ლიტრა" და პრობლემაც მოგვარებულია. ჩემმა ცხენმა ისე კარგად იცის ჩემი სახლიდან ზუგდიდამდე გზა, რომ ერთხელ ღამენათევს ჩამეძინა და დილას რომ გამეღვიძა, ჩემი სახლის ჭიშკართან ვიდექი.

-  ალბათ რისკი დიდია, არა?

-  დიახ, ჯარიმაა. კურიოზია, მაგრამ ჩემი "ტრანსპორტითაც" ის თანხაა ჯარიმა, რაც ავტომანქანით... ერთხელ გამომიჭირეს, გალის მილიციის განყოფილებაში წამიყვანეს და დამაჯარიმეს, ტვირთიც წამართვეს და ეროვნული ვალუტით 500 ლარამდე მიმატანინეს. სხვათა შორის, კარგი და ცუდი იმათშიც არის, ან უბრალოდ, მოჰბეზრდათ მუდმივად "ომობანას" და მტრობის თამაში. ზემოდან მისაყვედურებენ, თორემ დღესვე გაგიშვებდი სახლშიო, მითხრა განყოფილების უფროსმა. მაშინ გალის მილიციაში სისასტიკითა და ქართველთმოძულეობით ცნობილი აფხაზები, ტურნანბა და კვიცარიებიც მუშაობდნენ, მაგრამ გამიმართლა, ისინი არ დამხვდნენ. თხილის სეზონია და შემოვლაზე არიან წასულებიო, მითხრეს. ერთი თვე ვაგროვებდი ჯარიმის ფულს, ისევ ქურდულად დავდიოდი ერთი სოფლიდან მეორეში და იქიდან - ენგურის ხიდამდე. ამ ხნის განმავლობაში იმდენნაირ ადამიანს გადავეყარე, იმდენი ადამიანური ისტორია მოვისმინე, აქამდე წარმოდგენაც რომ არ მქონდა.

-  მაინც?

-  ყველას, რა თქმა უნდა, ვერ გავიხსენებ. ერთი სოფლიდან მოხუცი კაცი დამყვებოდა. სეზონზე იმდენჯერ მიწევდა მისი სამეგრელოში წაყვანა, მისი ოჯახის ისტორია თავიდან ბოლომდე ზეპირად ვიცოდი. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში, არხანგელსკში ცხოვრობდა და ხის ბიზნესი ჰქონდა. ძმები საოჯახო ბიზნესწილებში ყოფილან ჩართული. ყველა, ვისაც ნარკოტიკის ფული შემოაკლდებოდა, მათ აკითხავდა ხოლმე. რამდენჯერაც გავყარე, იმდენჯერ შემომიძვრენო. ერთი სიტყვით, შვილი და ძმისშვილი ერთ დღეს დაეღუპა ნარკოტიკით, მას შემდეგ ყველაფერი გავყიდეთ და საქართველოში დავბრუნდითო. ამ დროს აფხაზეთი უკვე დაკარგული ყოფილა და გალში ისეთი ამბები ტრიალებდა, ყოველდღე ვნანობდი, რომ ჩამოვედიო. სამი გოგო ჰყავდა. მწარედ ხუმრობდა, ამათ იმედზე დავრჩიო... ზოგჯერ, როცა გამთენიისას ან შუაღამეს ვაპირებდით ენგურისკენ წამოსვლას, მასთან ცოტა ადრე მივდიოდი და იმ დრომდე სახლში ვრჩებოდი. ათასნაირ დროსა და შემოვლით გზებს ვეძებდით, რომ მშვიდობით გამოგვეღწია იქიდან და ასევე მშვიდობით, უდანაკარგოდ დავბრუნებულიყავით.

-  იქაური გზები არ იცოდით?

-  კი, მაგრამ როცა ერთი და იმავე გზით ხშირად ვსარგებლობდით, გვამჩნევდნენ და მარშრუტის შეცვლა გვიწევდა... რუსულ სამხედრო ნაწილში განხორციელებულ ყოველ როტაციას შიშით ველოდით, რადგან ძველებს უკვე შეჩვეული ვიყავით, საერთო ენაც ნაპოვნი გვქონდა და იყო შემთხვევები, როცა დაგვხმარებიან კიდეც.

-  როგორ?

-  ცუდ ამინდში, როცა მდინარე ენგური ადიდებულია, ის გზა მოჭრილი გვაქვს, ამ დროს მხოლოდ შემოვლითი გზებით უნდა ვიმოძრაოთ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ისინი სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ და სრულიად მოულოდნელად გადაგვეყრებოდნენ, მაგრამ არაფერი დაუშავებიათ. გვკითხავდნენ, საით გაგიწევიათ, "ჭაჭა" თუ მოგეპოვებათ, დაგვიტოვეთო. გალში ამის მეტი რა არის და ჩვენც ერთი-ორი ბოთლი ყოველთვის გვაქვს გადანახული. სხვათა შორის, ბევრად უფრო სახიფათოა აფხაზური მილიციის თანამშრომელთან ან ქართველ კრიმინალებთან შეხვედრა, რადგან მათ არყით ვერ მოიშორებ. ფული უნდათ.

ერთხელ ვიღაც ახალგაზრდა რუსი გამომელაპარაკა. უფრო სწორად, იმდენად არ ჰგავდა რუსს, სამხედრო ფორმა რომ არ სცმოდა, ვერც ვიფიქრებდი, რომ რუსი იყო. ერთი სოფელი დამისახელა, თუ იცი სად არისო. თან უბის წიგნაკში იხედებოდა და რაღაცას კითხულობდა. მივხვდი, ვიღაცის მისამართი ეწერა. ის სოფელი უხვმოსავლიანობით განთქმულია და ვიფიქრე, შეიძლება, ვიღაც მიზანში ჰყავთ ამოღებული-მეთქი. რუსი სამხედროები და აფხაზური მილიციის თანამშრომლები ხშირად ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ. შემომიჯდა კოფოზე, კაცურად, იმ სოფელში წამიყვანეო. თან მეორე "სალდათიც" ახლდა და კაი დედისშვილი ვიყავი, უარს ვეტყოდი. ერთი სული მქონდა მეკითხა, სად მიდიოდნენ, მაგრამ ვერ გავბედე. მთელი გზა გოგონებზე და ჯარში არსებულ ნახევრად ველურ პირობებზე ლაპარაკობდნენ. ერთ ჯარისკაცს დიზენტერია დამართვია, მეორეს - ფილტვების ანთება, დეზერტირობის უამრავი შემთხვევა გაიხსენეს. ეს ბიჭი ამბობდა, საქართველოში ჩამოსვლა აუცილებლად მჭირდებოდა, თორემ დედაჩემს კომისარიატში ახლობელი კაცი ჰყავდა და შეგვეძლო სხვაგან გავენაწილებინეთო. როცა იმ სოფლამდე მივაღწიეთ, იმ ჩემი ახლობელი კაცის სახელი და გვარი მითხრა, მის სახლში მიმიყვანეო. შევცბი, ვერ მიგიყვანთ, ბიჭებო, თუ გინდათ აქვე დამხვრიტეთ-მეთქი. ჩემს შეშინებულ სახეზე პირველს გაეღიმა, მეორემ კი გადახარხარა. მერე პირველმა მხარზე ხელი დამარტყა, - მიდი, მიდი, ჩვენ საშიში არ ვართო.

-  რა უნდოდათ, არ გითხრეს?

-  არა, არ მითხრეს. იარაღი რომ მოებჯინათ, მართლა არ წავიდოდი, მაგრამ ისე მითხრეს, ვიფიქრე, მართლა არ ჩანან საშიშები-მეთქი... მოკლედ, მივედით დანიშნულ ადგილამდე. კაცს რუსი ჯარისკაცების დანახვაზე ფერი ეცვალა და განწირული თვალებით შემომხედა, ეს რა მიქენიო, მაგრამ როგორც კი მათ ერთად მოვკარი თვალი, მაშინვე ყველაფერს მივხვდი, - ის ბიჭი ძალიან ჰგავდა ამ გალელს. ამის გაფიქრება იყო და ამ ბიჭმა გულის ჯიბიდან ფოტო ამოიღო, რომელზეც ვიღაც ქალი და პატარა ბავშვი იყვნენ გამოსახული. კაცს თვალები შუბლზე აუვიდა და ამ ბიჭისკენ ჩასახუტებლად გამოიწია, მაგრამ იმან უკან დაიხია. ყველაფერი გასაგები იყო, როგორც თითქმის ყველა ქართველს, ამასაც რუსეთში ცოლი ჰყავდა, რომელმაც შვილი გაუჩინა და წლების შემდეგ, როცა შვილი წამოიზარდა და სამხედრო გაწვევა მოუვიდა, საქართველოში, აფხაზეთში გაამწესეს. დედამ მომცა თქვენი მისამართიო, უხერხულად იღიმოდა ნახევრად რუსი ბიჭი... კაცი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. მასპინძელმა სახლში შეგვიპატიჟა. ყველგან გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ფოტოები ეწყო. ეტა ტვოი ბრატ, - უთხრა მამამ შვილს. მართლა ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.

-  ოჯახის დიასახლისი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

-  სხვათა შო­რის, ძალიან გახარებული იყო. განათლებული ქალბატონი ჩანდა, იმ კაცმა იხუმრა, ჩემი ცოლი კარგად მიგებსო. სამივე ქალიშვილი გამოვიდა ძმის გასაცნობად. პირდაღებული ვუყურებდი... იმ ნახევრად ქართველ ჯარისკაცს ქართული თვისებები ჰქონდა. ალბათ გენი თავისას შვრება. რუს ძმაკაცს გაეხუმრა, ჩემს დებს ცუდად არ შეხედო, თორემ თვალებს დაგთხრი, შენისთანა "ბომჟი" სიძედ არ მინდაო. ამასობაში ხარი დაკლეს. როგორც გავიგე, ამ გალელს შვილისთვის გვარიც არ ჰქონდა მიცემული, მაგრამ რა პრობლემაა, დღესვე მოგცემო, უთხრა. ჯარისკაცს გაეცინა, მგონი ის დროა, თქვენც ჩვენს გვარზე გადმოდიოდეთო...

მთელი ღამე ვიქეიფეთ. მეორე დღეს ის ბიჭები ისევ მე წამოვიყვანე. იმდენი ხორაგი გამოგვატანეს, ნაწილთან მოსულებმა ბიჭებს გასძახეს და ლამის ერთი საათი ცლიდნენ. მას შემდეგ ხშირად დამყვებოდა მამასთან სახლში. ის კაციც ხშირად აკითხავდა, შემწვარი გოჭებით, ხაჭაპურებითა და ჭაჭით დატვირთული. ჯარის დასრულების შემდეგ სახლს დავუმტკიცებ და ჩემთან ვაცხოვრებო, ამბობდა და ასეც მოიქცა, ახლა ის ბიჭი ხან აფხაზეთშია, ხანაც - რუსეთში, დედასთან.

-  დედაც ხომ არ ჩამოიყვანა?

-  მეც ვკითხე ხუმრობით. არაო, მითხრა, დედას სხვა ოჯახი აქვს, ქალაქის მერის მოადგილის ცოლია და სოფლელი ქმარი რად უნდაო... კაცს უხაროდა, ჩემს ბიჭს აქაურობა მოეწონა და ტრადიციებსაც კარგად ითვისებსო. რუსი სამხედროები თუ იმ კაცს სადმე გადააწყდებიან, ხელს აუწევენ ხოლმე, - პრივეტ, ატეცო!..

-  რა ღირს მგზავრობა გალის რომელიმე სოფლიდან ზუგდიდის ბაზრამდე?

-  გაჩნია სოფელს და ტვირთს, "ტუდა-აბრატნი" ეროვნული ვალუტით 30 ლარია, ზოგჯერ 50 ლარიც ამიღია. თუ ორნი მოდიან, უფრო დიდი "ტაჩკით" მივდივარ, ტვირთსაც მეტს ვდებ და თანხაც მეტი მრჩება.

-  ყოველდღე გიწევთ მუშაობა?

-  არა, პრაქტიკულად ერთი დღე-ღამე გზაში ვარ და მეორე დღეს თუ არ დავისვენე, ფიზიკურად ვერ გავძლებ... ერთხელ გზები ისეთი გადათხრილი იყო, მანქანა ვერ გაივლიდა. თუ სწორად მახსოვს, გაერო აკეთებდა ცენტრალურ გზებს. ჩემს მეზობელს ცოლად სოხუმელი აფხაზი გოგონა ჰყავს. მისი მშობლები იყვნენ მოსული და დედას ინსულტი დაემართა. იცით, ალბათ, რომ სასწრაფო დახმარება და სოფლის სამედიცინო პუნქტი ჩვენთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა და უცებ ისღა მოვიფიქრეთ, ავადმყოფი გალის ცენტრალურ საავადმყოფომდე მიგვეყვანა, იმ იმედით, რომ მერე რაღაც საშველი გამოჩნდებოდა. გზაში "პერესტრელკა" ატყდა, რომელიღაც კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ჩვენ შუაში ვიყავით და ლამის ჩაგვცხრილეს. ხელებაწეული ვყვიროდი, ავადმყოფი მიგვყავს და გამატარეთ-მეთქი. ამასობაში ადგილზე აფხაზური მილიცია და რუსი სამხედროებიც მოვიდნენ. რუსებმა გაგვაჩერეს, გაგვარკვიეთ, რა ხდებაო. როცა ავუხსენით, გაოცდნენ, რა უცნაური ხალხი ხართ ეს ქართველები და აფხაზები, რამდენიმე წელი ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავდით და ახლა ერთმანეთისთვის სიცოცხლეს არ ზოგავთო... რა ვქნა, ვრისკავ, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიმუშავებ, ოჯახს რჩენა ხომ უნდა. ასეთ დღეშია ყველა ცხენით "მოტაქსავე".

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?