პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქმრები
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქმრები

ყვე­ლა გო­გო­ნა იმა­ზე ოც­ნე­ბობს, რომ მისი საქმრო ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს. მაგ­რამ ცოტა ვინ­მე თუ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლა იმა­ზე, რის ფა­სად უჯ­დე­ბა ცოლს გე­ნი­ა­ლუ­რი ქმრის ატა­ნა. თა­ნახ­მა ხართ და­ი­ვი­წყოთ პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, დათ­მოთ პრინ­ცი­პე­ბი და ქმრის ჩრდილ­ში იცხოვ­როთ? გა­გაც­ნობთ იმ ის­ტო­რი­ულ პი­როვ­ნე­ბებს, რო­მელ­თაც ცო­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აძ­ლევ­დნენ, მათ შო­რის - სი­ცო­ცხლე­საც.

ალექ­სან­დრ ბლო­კი, უდი­დე­სი რუსი პო­ე­ტი სიმ­ბო­ლის­ტი.

რო­გორ მოხ­ვდა სი­ა­ში: ძა­ლი­ან ღრმად შე­ტო­პა სურ­ვი­ლით, გა­ნე­ცალ­კე­ვე­ბი­ნა ბუზი კატ­ლე­ტის­გან, სექ­სი - სიყ­ვა­რუ­ლის­გან.

"მე­ში­ნია შენ­თან შეხ­ვედ­რის. შენ­ზე სა­შიშს არა­ვის შევ­ხვედ­რი­ვარ", - და­წე­რა ერთხელ ბლოკ­მა და წი­ნათ­გრძნო­ბამ არ უღა­ლა­ტა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში - ამ სტრო­ფის პირ­ველ წი­ნა­და­დე­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლუ­ბო­ჩკა მენ­დე­ლე­ე­ვა სიყ­ვა­რუ­ლით შე­ირ­თო, ბლო­კი სა­მუ­და­მოდ ჩარ­ჩა მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში, რო­დე­საც ბი­ჭუ­ნა ერთ გო­გო­ნას აღ­მერ­თებს, მე­ო­რეს­თან კი, რო­მე­ლიც ად­ვი­ლი შე­საბ­მე­ლია, ძი­რი­თა­დად სექ­სი აინ­ტე­რე­სებს. ბლო­კი ცოლ­ქმრუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ქორ­წი­ლის შემ­დეგ მთე­ლი წელი არ მიჰ­კა­რე­ბია ცოლს, თავს მე­ძა­ვი ქა­ლე­ბით იკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. შემ­დეგ ლუ­ბამ მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ქმრის "ცდუ­ნე­ბა", მაგ­რამ პო­ე­ტი ძი­რი­თა­დად მა­ინც "სუ­ლი­ერ სი­ახ­ლო­ვეს" ამ­ჯო­ბი­ნებ­და, რომ... გული არ გა­ტე­ხო­და, არ გა­და­ეყ­ვა­რე­ბი­ნა იგი. ერო­ტი­კულ და­ძა­ბუ­ლო­ბას პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხვედრთან იხ­სნი­და, მაგ­რამ არა ლუ­ბას­თან და არც ფიქ­რობ­და, ეს ფაქ­ტი მე­უღ­ლის­თვის და­ე­მა­ლა.

ალ­ბერტ აინშტა­ი­ნი - ფარ­დო­ბი­თო­ბის თე­ო­რი­ის ავ­ტო­რი

რო­გორ მოხ­ვდა სი­ა­ში: გა­მუდ­მე­ბით ერე­ო­და ერ­თმა­ნეთ­ში ღვთის სა­ჩუ­ქა­რი და ერ­ბოკ­ვერ­ცხი, ცოლი და მო­სამ­სა­ხუ­რე.

უდი­დეს ფი­ზი­კოსს არ და­ე­ზა­რა მთე­ლი მა­ნი­ფეს­ტის შე­თხზვა, რო­მე­ლიც გად­მოს­ცემ­და მის ურ­თი­ერ­თო­ბას პირ­ველ ცოლ­თან. ასე ვთქვათ, დრო გა­მო­ნა­ხა სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­სა და გვერ­დზე გაბ­მულ ინ­ტრი­გებს შო­რის. ალ­ბერტს უნ­დო­და რო­გორ­მე და­ე­რე­გუ­ლი­რე­ბი­ნა მე­უღ­ლეს­თან არე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ბავ­შვებს გული არ სტკე­ნო­დათ. მაგ­რამ... თა­ვად გან­სა­ჯეთ: თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მე­თერ­თმე­ტე წელს ალ­ბერ­ტის მე­უღ­ლე მი­ლე­ვა მა­რიჩ­მა ქმრის­გან მო­თხოვ­ნე­ბის სია მი­ი­ღო.

მას ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცია, რომ დიდი ფი­ზი­კო­სი ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბერ­ტი დღე­ში სამ­ჯერ უნდა გა­მო­ეკ­ვე­ბა, ქმა­რი არ უნდა და­ემ­ცი­რე­ბი­ნა ბავ­შვე­ბის წი­ნა­შე - სი­ტყვე­ბით ან მოქ­მე­დე­ბით. თით­ქოს ამ პუნ­ქტებ­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. მაგ­რამ შემ­დეგ მო­დის: აინშტა­ინ­მა ვეტო და­ა­დო ცოლ­ქმრულ ცხოვ­რე­ბას. მი­ლე­ვა არ უნდა და­ლო­დე­ბო­და ქმრის­გან ინ­ტი­მურ სი­ახ­ლო­ვეს ან საყ­ვე­დუ­რი ეთ­ქვა იმის­თვის, რომ მათ შო­რის არ არ­სე­ბობ­და ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე. იმა­საც უნდა დას­ჯე­რე­ბო­და, რომ ამი­ე­რი­დან მისი ქმა­რი არ იჯ­დე­ბო­და მას­თან ერ­თად სახ­ლში და ერ­თა­დაც არ იმოგ­ზა­უ­რებ­დნენ. აგ­რეთ­ვე არ უნდა ჰქო­ნო­და იმის ილუ­ზია, თუ ვინ იყო შინ ოჯა­ხის უფ­რო­სი. ამა­ზე მი­უ­თი­თებს შემ­დგო­მი ორი მო­თხოვ­ნა: "თქვენ უნდა გა­ჩუმ­დეთ, თუკი ამას მე გთხოვთ" და "თქვენ უნდა და­ტო­ვოთ სა­ძი­ნე­ბე­ლი ან კა­ბი­ნე­ტი მა­შინ­ვე, პრე­ტენ­ზი­ის გა­რე­შე, თუკი მე ეს მინ­და".

განა გა­საკ­ვი­რია, რომ ეს ქორ­წი­ნე­ბა კრა­ხით დას­რულ­და?

კარლ გუს­ტავ იუნ­გი, ანა­ლი­ტი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი

რო­გორ მოხ­ვდა სი­ა­ში: არა მარ­ტო და­ჟი­ნე­ბით სთა­ვა­ზობ­და თა­ვის კლი­ენ­ტებს პო­ლი­გა­მი­ას, რო­გორც პა­ნა­ცე­ას ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბის­გან, არა­მედ თვი­თო­ნაც ცდი­ლობ­და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ეს მე­თო­დი.

ფრო­ი­დის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მო­წა­ფე მხო­ლოდ ერთხელ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და თა­ვის კა­ნო­ნი­ერ მე­უღ­ლეს­თან 50 წელ­ზე მეტი იცხოვ­რა. ემა რა­უ­შენ­ბახ­მა მე­უღ­ლეს ოთხი ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი გა­უ­ჩი­ნა, მაგ­რამ იყო კი ბედ­ნი­ე­რი? უდი­დეს ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს ჰგავ­და - რაც უფრო დიდ­ხანს გრძელ­დე­ბო­და მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მით უფრო სა­ში­ში ხდე­ბო­და ზღა­პა­რი. იუნ­გი თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბით სარ­გებ­ლობ­და და სა­სარ­გებ­ლოს სა­სი­ა­მოვ­ნოს­თან შერ­წყმა შე­ეძ­ლო, ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­დი­ო­და კლი­ენ­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც მას­თან ანა­ლიზ­ზე მი­დი­ოდ­ნენ. სა­ბი­ნა შპი­ლი რეი, რო­მე­ლიც ფილმში "სა­ში­ში მე­თო­დი" კირა ნა­იტ­ლიმ გა­ნა­სა­ხი­ე­რა, ერ­თა­დერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც კარ­ლი და­უ­ახ­ლოვ­და.

სა­ბი­ნას გარ­და, რო­მელ­მაც, სხვა­თა შო­რის, ფრო­ი­დიც მო­ხიბ­ლა, კი­დევ ბევ­რი არ­სე­ბობ­და, მათ შო­რის ფრო­ი­ლა­ინ ან­ტო­ნია ვოლ­ფი. იუნ­გის სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, "შე­სა­ნიშ­ნა­ვი, ჭკვი­ა­ნი, რო­მე­ლიც კარ­გად გრძნობ­და რე­ლი­გი­ა­სა და ფი­ლო­სო­ფი­ას", და, რა თქმა უნდა, თა­ვად მეფე გუს­ტავს.

სწო­რედ ან­ტო­ნი­ას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და ფსი­ქო­ლო­გი კო­ლექ­ტი­ურ ცნო­ბა­და­კარ­გუ­ლო­ბა­ზე და... შე­იც­ნო "სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის მის­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა" - ამ იდე­ის ცოლ­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მელ­მაც მას ხუთი შვი­ლი აჩუ­ქა, თავ­ში აზ­რა­დაც კი არ მოს­ვლია.

ვი­ა­ჩეს­ლავ მო­ლო­ტო­ვი, პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე.

რო­გორ მოხ­ვდა სი­ა­ში: ცო­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა, ისე, რომ არც კი გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია ეს ფაქ­ტი.

პო­ლი­ნა ჟემ­ჩუ­ჟნა­ია ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და ამ­ხა­ნაგ სტა­ლინს მი­ნი­მუმ ორი მი­ზე­ზის გამო. პირ­ვე­ლი - ნა­დეჟ­და ალი­ლუ­ე­ვას­თან მე­გობ­რობ­და და ხალ­ხის ბე­ლა­დი მი­იჩ­ნევ­და, რომ სწო­რედ ეს ქალი ახ­დენ­და ყვე­ლა­ზე ცუდ გავ­ლე­ნას მის ცოლ­ზე და, რაც მთა­ვა­რია, პო­ლი­ნას ცო­ლის სიკ­ვდილ­ში სდებ­და ბრალს. ქმარ­თან მო­რი­გი ჩხუ­ბის შემ­დეგ ნა­დეჟ­და პო­ლი­ნას­თან ერ­თად ღა­მით კრემ­ლის გარ­შე­მო სე­ირ­ნობ­და. მე­გო­ბარს ისიც შეს­ჩივ­ლა, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და, გაყ­რას გეგ­მავ­და. იმა­ვე ღა­მეს ტყვი­ით მო­იკ­ლა თავი... მე­ო­რეც: პო­ლი­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი "ძა­ლი­ან" იყო - ძა­ლი­ან მებ­რძო­ლი, ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი... რომ არ არ­სე­ბობ­დეს ან­და­ზა, რომ მა­მა­კა­ცი - თა­ვია, ქალი - კი­სე­რი, მა­შინ ეს გა­მოთ­ქმა სპე­ცი­ა­ლუ­რად პო­ლი­ნას­თვის უნდა გა­მო­ე­გო­ნე­ბი­ნათ. იგი ქმარს თა­ვის ჭკუ­ა­ზე ატ­რი­ა­ლებ­და და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კა­რი­ე­რის მო­წყო­ბა­საც ახერ­ხებ­და. იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნო­ვიჩ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ურ­ჩია ვი­ა­ჩეს­ლავ მი­ხა­ი­ლო­ვიჩს... ცოლს გაყ­რო­და! მო­ლო­ტოვ­მა ბე­ლა­დის რე­კო­მენ­და­ცი­ას ყური არ ათხო­ვა და მა­შინ რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­წყო. ჟემ­ჩუჩ­ნა­ია ცე­კას კან­დი­და­ტო­ბი­დან გა­რი­ცხეს, შემ­დეგ სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და და­ა­პა­ტიმ­რეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოლი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ვი­ა­ჩეს­ლავ მი­ხა­ი­ლო­ვიჩ­მა არც კი გა­აპ­რო­ტეს­ტა. "მე პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რი ვარ და ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, პარ­ტი­ულ დის­ციპ­ლი­ნას დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი... მე და­ვე­მორ­ჩი­ლე პო­ლიტ­ბი­უ­როს, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ ჩემი ცოლი საქ­მის­თვის უნდა ჩა­მო­ე­შო­რე­ბი­ნათ", - ასე ახ­სნა მო­ლო­ტოვ­მა თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ლო­ტო­ვი ასე იხ­სე­ნებ­და თა­ვის მე­უღ­ლეს: "მე წი­ლად მხვდა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ პო­ლი­ნა ჩემი მე­უღ­ლე ყო­ფი­ლი­ყო. გულ­წრფე­ლი და ჭკვი­ა­ნი, იგი ნამ­დვი­ლი ბოლ­შე­ვი­კი იყო, ნამ­დვი­ლი საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი. მან ჩემ გამო მძი­მე ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა. მძი­მე პე­რი­ოდ­ში დი­დად და­ზა­რალ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­აც­ნო­ბი­ე­რა და არა მარ­ტო არ ლან­ძღავ­და სტა­ლინს, არა­მედ სტა­ლინ­ზე ცუ­დის გა­გო­ნე­ბაც კი არ უნ­დო­და".

ჰენ­რიხ VIII, ინ­გლი­სის მეფე

რო­გორ მოხ­ვდა სი­ა­ში: ცო­ლებს ისე ექ­ცე­ო­და, რო­გორც სა­ჭი­რო მა­სა­ლას და მო­ბეზ­რე­ბუ­ლებს თა­ვი­დან იცი­ლებ­და.

ამ ბრი­ტა­ნე­ლი მო­ნარ­ქის ყვე­ლა ცო­ლის და­მახ­სოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ექ­ვსჯერ იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ ძნე­ლია. ინ­გლი­სელ მოს­წავ­ლე­ებს ასე ას­წავ­ლი­ან ამ მო­ნაკ­ვეთს: "გა­ე­ყა­რა - სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა - გა­ე­ყა­რა - სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა".

რო­გორც ჩანს, ტი­უ­დო­რე­ბის დი­ნას­ტი­ის მე­ო­რე წარ­მო­მად­გე­ნელს მალე უცივ­დე­ბო­და გული იმი­სად­მი, რა­საც იღებ­და (და სუ­ლაც არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ძა­ლის­ხმე­ვას ხარ­ჯავ­და ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად). იმი­სათ­ვის, რომ ანა ბო­ლე­ინ­ზე ექორ­წი­ნა, რო­მე­ლიც მის საყ­ვარ­ლო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და, მეფე ხან­გრძლივ გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თო პირ­ველ ცოლ ეკა­ტე­რი­ნა არა­გო­ნელ­თან (შვი­დი წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­ცე­სი), ვა­ტი­კა­ნი გა­და­ი­კი­და და ინ­გლი­სუ­რი ეკ­ლე­სია რო­მის­გან გა­მო­ა­ცალ­კე­ვა. ასე­თი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით მო­პო­ვე­ბულ ქალს სულ რა­ღაც სამ წე­ლი­წად­ში ღა­ლა­ტი და­აბ­რა­ლა და ეშა­ფოტ­ზე გაგ­ზავ­ნა. ამ­ბო­ბენ, ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ ანამ ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა, არა­და, მეფე მემ­კვიდ­რე­ზე ოც­ნე­ბობ­და - ერთი გოგო უკვე ჰყავ­და.

მერე ჯეინ სე­ი­მურს გა­უ­მიჯ­ნურ­და და ანას სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­დან ერთ კვი­რა­ში ახლა მას­ზე იქორ­წი­ნა. ჯე­ი­ნი მშო­ბი­ა­რო­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. როცა მე­ფეს ჰკი­თხეს, რო­მე­ლი გა­და­ერ­ჩი­ნათ - დედა თუ შვი­ლი, მან უპა­სუ­ხა: "ბავ­შვს უშ­ვე­ლეთ. ქალს იმ­დენს ვი­შო­ვი, რამ­დე­ნიც მო­მინ­დე­ბა..."

შემ­დე­გი ქორ­წი­ნე­ბა პორ­ტრე­ტის გამო არ შედ­გა - ანა კლევ­სკის პორ­ტრე­ტი მო­ნარ­ქს მო­ე­წო­ნა, თვით პა­ტარ­ძა­ლი კი ნაკ­ლე­ბად. ასე რომ, თით­ქმის ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში ქორ­წი­ნე­ბა გა­უქ­მდა.

მე­ხუ­თე ცოლი ეკა­ტე­რი­ნა ჰო­ვარ­დი (მე­ო­რე ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი) ღა­ლატ­ში ამ­ხი­ლეს და სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. ყვე­ლა­ზე მე­ტად ეკა­ტე­რი­ნა პარს გა­უ­მარ­თლა, რო­მელ­მაც თა­ვის ქმარ­ზე მეტ ხანს იცო­ცხლა.

(და­სას­რუ­ლი შემ­დეგ ნო­მერ­ში)

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქმრები

მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქმრები

ყველა გოგონა იმაზე ოცნებობს, რომ მისი საქმრო ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი, სახელგანთქმული აღმოჩნდეს. მაგრამ ცოტა ვინმე თუ ჩაფიქრებულა იმაზე, რის ფასად უჯდება ცოლს გენიალური ქმრის ატანა. თანახმა ხართ დაივიწყოთ პატივმოყვარეობა, დათმოთ პრინციპები და ქმრის ჩრდილში იცხოვროთ? გაგაცნობთ იმ ისტორიულ პიროვნებებს, რომელთაც ცოლები ყველაფერს აძლევდნენ, მათ შორის - სიცოცხლესაც.

ალექსანდრ ბლოკი, უდიდესი რუსი პოეტი სიმბოლისტი.

როგორ მოხვდა სიაში: ძალიან ღრმად შეტოპა სურვილით, განეცალკევებინა ბუზი კატლეტისგან, სექსი - სიყვარულისგან.

"მეშინია შენთან შეხვედრის. შენზე საშიშს არავის შევხვედრივარ", - დაწერა ერთხელ ბლოკმა და წინათგრძნობამ არ უღალატა. ყოველ შემთხვევაში - ამ სტროფის პირველ წინადადებაში. მიუხედავად იმისა, რომ ლუბოჩკა მენდელეევა სიყვარულით შეირთო, ბლოკი სამუდამოდ ჩარჩა მოზარდობის ასაკში, როდესაც ბიჭუნა ერთ გოგონას აღმერთებს, მეორესთან კი, რომელიც ადვილი შესაბმელია, ძირითადად სექსი აინტერესებს. ბლოკი ცოლქმრული მოვალეობის შესრულების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ქორწილის შემდეგ მთელი წელი არ მიჰკარებია ცოლს, თავს მეძავი ქალებით იკმაყოფილებდა. შემდეგ ლუბამ მაინც მოახერხა ქმრის "ცდუნება", მაგრამ პოეტი ძირითადად მაინც "სულიერ სიახლოვეს" ამჯობინებდა, რომ... გული არ გატეხოდა, არ გადაეყვარებინა იგი. ეროტიკულ დაძაბულობას პირველივე შემხვედრთან იხსნიდა, მაგრამ არა ლუბასთან და არც ფიქრობდა, ეს ფაქტი მეუღლისთვის დაემალა.

ალბერტ აინშტაინი - ფარდობითობის თეორიის ავტორი

როგორ მოხვდა სიაში: გამუდმებით ერეოდა ერთმანეთში ღვთის საჩუქარი და ერბოკვერცხი, ცოლი და მოსამსახურე.

უდიდეს ფიზიკოსს არ დაეზარა მთელი მანიფესტის შეთხზვა, რომელიც გადმოსცემდა მის ურთიერთობას პირველ ცოლთან. ასე ვთქვათ, დრო გამონახა სამეცნიერო მუშაობასა და გვერდზე გაბმულ ინტრიგებს შორის. ალბერტს უნდოდა როგორმე დაერეგულირებინა მეუღლესთან არეული ურთიერთობა, რომ ბავშვებს გული არ სტკენოდათ. მაგრამ... თავად განსაჯეთ: თანაცხოვრების მეთერთმეტე წელს ალბერტის მეუღლე მილევა მარიჩმა ქმრისგან მოთხოვნების სია მიიღო.

მას ყურადღება უნდა მიექცია, რომ დიდი ფიზიკოსი ყოველთვის მოწესრიგებული ყოფილიყო, ალბერტი დღეში სამჯერ უნდა გამოეკვება, ქმარი არ უნდა დაემცირებინა ბავშვების წინაშე - სიტყვებით ან მოქმედებით. თითქოს ამ პუნქტებში გასაკვირი არაფერია. მაგრამ შემდეგ მოდის: აინშტაინმა ვეტო დაადო ცოლქმრულ ცხოვრებას. მილევა არ უნდა დალოდებოდა ქმრისგან ინტიმურ სიახლოვეს ან საყვედური ეთქვა იმისთვის, რომ მათ შორის არ არსებობდა ფიზიკური სიახლოვე. იმასაც უნდა დასჯერებოდა, რომ ამიერიდან მისი ქმარი არ იჯდებოდა მასთან ერთად სახლში და ერთადაც არ იმოგზაურებდნენ. აგრეთვე არ უნდა ჰქონოდა იმის ილუზია, თუ ვინ იყო შინ ოჯახის უფროსი. ამაზე მიუთითებს შემდგომი ორი მოთხოვნა: "თქვენ უნდა გაჩუმდეთ, თუკი ამას მე გთხოვთ" და "თქვენ უნდა დატოვოთ საძინებელი ან კაბინეტი მაშინვე, პრეტენზიის გარეშე, თუკი მე ეს მინდა".

განა გასაკვირია, რომ ეს ქორწინება კრახით დასრულდა?

კარლ გუსტავ იუნგი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამაარსებელი

როგორ მოხვდა სიაში: არა მარტო დაჟინებით სთავაზობდა თავის კლიენტებს პოლიგამიას, როგორც პანაცეას ყველა დაავადებისგან, არამედ თვითონაც ცდილობდა აქტიურად გამოეყენებინა ეს მეთოდი.

ფროიდის სახელგანთქმული მოწაფე მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და თავის კანონიერ მეუღლესთან 50 წელზე მეტი იცხოვრა. ემა რაუშენბახმა მეუღლეს ოთხი ქალიშვილი და ვაჟი გაუჩინა, მაგრამ იყო კი ბედნიერი? უდიდეს ფსიქოლოგთან ერთად ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა - რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა მათი თანაცხოვრება, მით უფრო საშიში ხდებოდა ზღაპარი. იუნგი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით სარგებლობდა და სასარგებლოს სასიამოვნოსთან შერწყმა შეეძლო, ინტიმურ ურთიერთობაში შედიოდა კლიენტებთან, რომლებიც მასთან ანალიზზე მიდიოდნენ. საბინა შპილი რეი, რომელიც ფილმში "საშიში მეთოდი" კირა ნაიტლიმ განასახიერა, ერთადერთი პაციენტი არ ყოფილა, რომელსაც კარლი დაუახლოვდა.

საბინას გარდა, რომელმაც, სხვათა შორის, ფროიდიც მოხიბლა, კიდევ ბევრი არსებობდა, მათ შორის ფროილაინ ანტონია ვოლფი. იუნგის სიტყვებით რომ ვთქვათ, "შესანიშნავი, ჭკვიანი, რომელიც კარგად გრძნობდა რელიგიასა და ფილოსოფიას", და, რა თქმა უნდა, თავად მეფე გუსტავს.

სწორედ ანტონიასთან ერთად მუშაობდა ფსიქოლოგი კოლექტიურ ცნობადაკარგულობაზე და... შეიცნო "სექსუალურობის მისტიკური მნიშვნელობა" - ამ იდეის ცოლთან ერთად განხორციელება, რომელმაც მას ხუთი შვილი აჩუქა, თავში აზრადაც კი არ მოსვლია.

ვიაჩესლავ მოლოტოვი, პოლიტიკური მოღვაწე.

როგორ მოხვდა სიაში: ცოლის დაპატიმრების უფლება მისცა, ისე, რომ არც კი გაუპროტესტებია ეს ფაქტი.

პოლინა ჟემჩუჟნაია ძალიან აღიზიანებდა ამხანაგ სტალინს მინიმუმ ორი მიზეზის გამო. პირველი - ნადეჟდა ალილუევასთან მეგობრობდა და ხალხის ბელადი მიიჩნევდა, რომ სწორედ ეს ქალი ახდენდა ყველაზე ცუდ გავლენას მის ცოლზე და, რაც მთავარია, პოლინას ცოლის სიკვდილში სდებდა ბრალს. ქმართან მორიგი ჩხუბის შემდეგ ნადეჟდა პოლინასთან ერთად ღამით კრემლის გარშემო სეირნობდა. მეგობარს ისიც შესჩივლა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, გაყრას გეგმავდა. იმავე ღამეს ტყვიით მოიკლა თავი... მეორეც: პოლინაში ყველაფერი "ძალიან" იყო - ძალიან მებრძოლი, ძალიან ამბიციური, ძალიან ჭკვიანი... რომ არ არსებობდეს ანდაზა, რომ მამაკაცი - თავია, ქალი - კისერი, მაშინ ეს გამოთქმა სპეციალურად პოლინასთვის უნდა გამოეგონებინათ. იგი ქმარს თავის ჭკუაზე ატრიალებდა და დამოუკიდებელი კარიერის მოწყობასაც ახერხებდა. იოსებ ბესარიონოვიჩმა რამდენჯერმე ურჩია ვიაჩესლავ მიხაილოვიჩს... ცოლს გაყროდა! მოლოტოვმა ბელადის რეკომენდაციას ყური არ ათხოვა და მაშინ რეპრესიები დაიწყო. ჟემჩუჩნაია ცეკას კანდიდატობიდან გარიცხეს, შემდეგ სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ძალიან უყვარდა, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩმა არც კი გააპროტესტა. "მე პოლიტბიუროს წევრი ვარ და ვალდებული ვიყავი, პარტიულ დისციპლინას დავმორჩილებოდი... მე დავემორჩილე პოლიტბიუროს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩემი ცოლი საქმისთვის უნდა ჩამოეშორებინათ", - ასე ახსნა მოლოტოვმა თავისი მოქმედება.

მოგვიანებით მოლოტოვი ასე იხსენებდა თავის მეუღლეს: "მე წილად მხვდა დიდი ბედნიერება, რომ პოლინა ჩემი მეუღლე ყოფილიყო. გულწრფელი და ჭკვიანი, იგი ნამდვილი ბოლშევიკი იყო, ნამდვილი საბჭოთა ადამიანი. მან ჩემ გამო მძიმე ცხოვრება გამოიარა. მძიმე პერიოდში დიდად დაზარალდა, მაგრამ ყველაფერი გააცნობიერა და არა მარტო არ ლანძღავდა სტალინს, არამედ სტალინზე ცუდის გაგონებაც კი არ უნდოდა".

ჰენრიხ VIII, ინგლისის მეფე

როგორ მოხვდა სიაში: ცოლებს ისე ექცეოდა, როგორც საჭირო მასალას და მობეზრებულებს თავიდან იცილებდა.

ამ ბრიტანელი მონარქის ყველა ცოლის დამახსოვრება, რომელიც ექვსჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული, საკმაოდ ძნელია. ინგლისელ მოსწავლეებს ასე ასწავლიან ამ მონაკვეთს: "გაეყარა - სიკვდილით დასაჯა - გაეყარა - სიკვდილით დასაჯა".

როგორც ჩანს, ტიუდორების დინასტიის მეორე წარმომადგენელს მალე უცივდებოდა გული იმისადმი, რასაც იღებდა (და სულაც არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ძალისხმევას ხარჯავდა ამ მიზნის მისაღწევად). იმისათვის, რომ ანა ბოლეინზე ექორწინა, რომელიც მის საყვარლობაზე უარს ამბობდა, მეფე ხანგრძლივ განქორწინების პროცესში ჩაერთო პირველ ცოლ ეკატერინა არაგონელთან (შვიდი წელი მიმდინარეობდა პროცესი), ვატიკანი გადაიკიდა და ინგლისური ეკლესია რომისგან გამოაცალკევა. ასეთი დიდი ძალისხმევით მოპოვებულ ქალს სულ რაღაც სამ წელიწადში ღალატი დააბრალა და ეშაფოტზე გაგზავნა. ამბობენ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ანამ ქალიშვილი გაუჩინა, არადა, მეფე მემკვიდრეზე ოცნებობდა - ერთი გოგო უკვე ჰყავდა.

მერე ჯეინ სეიმურს გაუმიჯნურდა და ანას სიკვდილით დასჯიდან ერთ კვირაში ახლა მასზე იქორწინა. ჯეინი მშობიარობისას გარდაიცვალა. როცა მეფეს ჰკითხეს, რომელი გადაერჩინათ - დედა თუ შვილი, მან უპასუხა: "ბავშვს უშველეთ. ქალს იმდენს ვიშოვი, რამდენიც მომინდება..."

შემდეგი ქორწინება პორტრეტის გამო არ შედგა - ანა კლევსკის პორტრეტი მონარქს მოეწონა, თვით პატარძალი კი ნაკლებად. ასე რომ, თითქმის ნახევარ წელიწადში ქორწინება გაუქმდა.

მეხუთე ცოლი ეკატერინა ჰოვარდი (მეორე ცოლის ბიძაშვილი) ღალატში ამხილეს და სიკვდილით დასაჯეს. ყველაზე მეტად ეკატერინა პარს გაუმართლა, რომელმაც თავის ქმარზე მეტ ხანს იცოცხლა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს