პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
დაიხურა თუ არა "მზესუმზირები"
დაიხურა თუ არა "მზესუმზირები"

ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში უკვე გა­ნახ­ლდა დღის შო­უ­ე­ბი, მაგ­რამ "მზე­სუმ­ზი­რე­ბი" ჩვენს ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს. გია ჯა­ჯა­ნი­ძე ამ გა­და­ცე­მა­ში თა­ვი­სი უც­ნა­უ­რო­ბე­ბით ყვე­ლას აო­ცებ­და. მან ისიც მო­ა­ხერ­ხა, რომ უც­ნა­უ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი­სა და სა­მო­სის წყა­ლო­ბით ბევ­რი სხვა შოუს სტუ­მა­რი გამ­ხდა­რი­ყო. გავ­რცელ­და ჭორი, რომ შე­იძ­ლე­ბა, "მზე­სუმ­ზი­რე­ბი" სა­ერ­თო­დაც აღარ გა­ვი­დეს ეთერ­ში. ამ ჭო­რის გა­და­მოწ­მე­ბა გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნებ­თან ვცა­დე.

- გია, ამ­ბო­ბენ, "მზე­სუმ­ზი­რე­ბი" აღარ გავა ეთერ­შიო.

- "მზე­სუმ­ზი­რე­ბი" აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეთე­რით გავ­დი­ვართ და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ვი­ყოთ. ზუს­ტად არ ვიცი, პრო­დი­უ­სე­რი რას გა­და­წყვეტს. ვიცი, რომ მე აუ­ცი­ლებ­ლად ვიქ­ნე­ბი გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი.

- რო­გორც ჩანს, თქვე­ნი უც­ნა­უ­რი იმი­ჯის გამო ვერ შე­გე­ლი­ათ პრო­დი­უ­სე­რი. ასე­თი­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით ახალ სე­ზონ­ზეც?

- ალ­ბათ კი­დევ შე­ვი­ტან სი­ახ­ლე­ებს ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. ჯერ არ ვიცი, რა სი­ახ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბა ეს, სპონ­ტა­ნუ­რად მომ­დის ხოლ­მე იმიჯ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იდე­ე­ბი.

- რო­დის აპი­რებთ ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- "მზე" მალე აპი­რებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეთე­რით დაბ­რუ­ნე­ბას. რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის იდეა აქვთ, რო­მელ­საც წი­ნას­წარ არ ამ­ხე­ლენ.

- უკვე ხომ არ შე­იც­ვა­ლეთ რა­ი­მე გა­რეგ­ნო­ბა­ში?

- ჯერ არა. ამ ეტაპ­ზე ვის­ვე­ნებ და სიზ­მრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წიგნს ვა­კე­თებ.

- რო­გორც ჩანს, სიზ­მრე­ბის გჯე­რათ...

- სიზ­მრე­ბის მგო­ნი, მთელ მსოფ­ლი­ოს სჯე­რა. მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ნიშ­ნავს სიზ­მრში ნა­ნა­ხი და მჯე­რა.

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე:

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე- გი­ორ­გი, გია ჯა­ჯა­ნი­ძემ გვი­თხრა, რომ წამ­ყვა­ნე­ბი "მზე­სუმ­ზი­რებ­ში" შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლონ. კვლავ იქ­ნე­ბი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი?

- ჩვენ სე­ზონს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­წყებთ. სხვა არ­ხებ­მა სკო­ლე­ბი­ვით 1-ელ სექ­ტემ­ბერს და­ი­წყეს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეთე­რი. ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შოუ გვაქვს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვი­წყებთ სე­ზონს. მე პი­რა­დად ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მსმე­ნია. გია ჯა­ჯა­ნი­ძემ შე­იძ­ლე­ბა მო­რი­გი ხუმ­რო­ბა გა­მოთ­ქვა. შე­იძ­ლე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბი მარ­თლაც იყოს გა­და­ცე­მა­ში. ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი. შე­იძ­ლე­ბა, მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი აღარ იყოს და მარ­ტო მე და გიამ წა­ვიყ­ვა­ნოთ "მზე­სუმ­ზი­რე­ბი", ან გია არ იყოს და მარ­ტო მე და მა­კამ წა­ვიყ­ვა­ნოთ გა­და­ცე­მა. სუ­ლაც შე­იძ­ლე­ბა, წამ­ყვა­ნი მარ­ტო მე ვიყო (იცი­ნის). ძა­ლი­ან ცოტა დრო დარ­ჩა გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლამ­დე და ყვე­ლა გა­ი­გებს, ვინ იქ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი და ვინ - არა. რო­გორც ვიცი, ეთერ­ში სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ან ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გა­ვალთ.

- გა­და­ცე­მა­ში ყვე­ლა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად სკან­და­ლუ­რე­ბი ხართ. ცოტა ხნის წინ ბეჭ­დით გა­მოჩ­ნდი და თქვი, რომ და­ო­ჯა­ხე­ბას აპი­რებ­დი. თუმ­ცა ამ ამ­ბავს მოჰ­ყვა ჭორი, რომ ეს უბ­რა­ლოდ შენი მო­რი­გი სკან­და­ლუ­რი ნა­ბი­ჯი იყო.

- არ და­ვო­ჯა­ხე­ბულ­ვარ. უბ­რა­ლოდ მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ბეჭ­დე­ბი გავცვა­ლეთ. უკვე 27 წლის ვარ და ალ­ბათ უკვე დროა, და­ვო­ჯახ­დე. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვა ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლიც ვთხო­ვო, ვნა­ხოთ.

- ვინ არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გიყ­ვარს?

- ეს გო­გო­ნა წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს. უკ­რა­ი­ნა­ში აქვს სახ­ლი და მგო­ნი, თით­ქმის მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცხოვ­რობს. ახლა ნიუ-იორკშია. ჰქვია ირი­ნა.

- გვა­რი...

- ძა­ლი­ან რთუ­ლი გვა­რი აქვს. სულ მა­ვი­წყდე­ბა... ტყუ­ი­ლად ამ­ბო­ბენ, რომ მო­ვი­გო­ნე ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი. რომ ჩა­მო­ვა, არაა პრობ­ლე­მა, ყვე­ლა გა­იც­ნობს.

- რო­დის აპი­რებს ჩა­მოს­ვლას?

- სა­ვა­რა­უ­დოდ ორ კვი­რა­ში ჩა­მო­ვა. მინ­და გი­თხრათ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­რე­შეც ძა­ლი­ან კარ­გად ვართ ერ­თად.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მაკა შა­ლი­კაშ­ვილ­საც და­ვუ­კავ­შირ­დი.

- "მზე­სუმ­ზი­რებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი ვიცი. ავად ვი­ყა­ვი და არ ვიცი, გა­და­ცე­მა გავა თუ არა ეთერ­ში და არც ის ვიცი, მე ვიქ­ნე­ბი თუ არა მისი წამ­ყვა­ნი. ახლა ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ებს გავ­დი­ვარ. გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს.

- "მზე­ში" "მზე­სუმ­ზი­რებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არა­ვის­თვის და­გის­ვამს?

- თუ დავ­ჭირ­დე­ბი, თვი­თონ და­მი­რე­კა­ვენ. ამ ეტაპ­ზე მთელ დღე­ებს რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ვა­ტა­რებ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დაიხურა თუ არა "მზესუმზირები"

დაიხურა თუ არა "მზესუმზირები"

ქართულ ტელევიზიებში უკვე განახლდა დღის შოუები, მაგრამ "მზესუმზირები" ჩვენს ტელეეკრანებზე ჯერჯერობით არ ჩანს. გია ჯაჯანიძე ამ გადაცემაში თავისი უცნაურობებით ყველას აოცებდა. მან ისიც მოახერხა, რომ უცნაური ვარცხნილობებისა და სამოსის წყალობით ბევრი სხვა შოუს სტუმარი გამხდარიყო. გავრცელდა ჭორი, რომ შეიძლება, "მზესუმზირები" საერთოდაც აღარ გავიდეს ეთერში. ამ ჭორის გადამოწმება გადაცემის წამყვანებთან ვცადე.

- გია, ამბობენ, "მზესუმზირები" აღარ გავა ეთერშიო.

- "მზესუმზირები" აუცილებლად გაგრძელდება. განახლებული ეთერით გავდივართ და შესაძლებელია, ახალი შემადგენლობით ვიყოთ. ზუსტად არ ვიცი, პროდიუსერი რას გადაწყვეტს. ვიცი, რომ მე აუცილებლად ვიქნები გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი.

- როგორც ჩანს, თქვენი უცნაური იმიჯის გამო ვერ შეგელიათ პროდიუსერი. ასეთივე განსხვავებული იქნებით ახალ სეზონზეც?

- ალბათ კიდევ შევიტან სიახლეებს ჩემს ჩაცმულობაში. ჯერ არ ვიცი, რა სიახლეები იქნება ეს, სპონტანურად მომდის ხოლმე იმიჯთან დაკავშირებული იდეები.

- როდის აპირებთ ეთერში დაბრუნებას?

- "მზე" მალე აპირებს განახლებული ეთერით დაბრუნებას. რამდენიმე საინტერესო პროექტის იდეა აქვთ, რომელსაც წინასწარ არ ამხელენ.

- უკვე ხომ არ შეიცვალეთ რაიმე გარეგნობაში?

- ჯერ არა. ამ ეტაპზე ვისვენებ და სიზმრებთან დაკავშირებით წიგნს ვაკეთებ.

- როგორც ჩანს, სიზმრების გჯერათ...

- სიზმრების მგონი, მთელ მსოფლიოს სჯერა. მეც მაინტერესებს, რას ნიშნავს სიზმრში ნანახი და მჯერა.

გიორგი ნაზღაიძე:

გიორგი ნაზღაიძე- გიორგი, გია ჯაჯანიძემ გვითხრა, რომ წამყვანები "მზესუმზირებში" შეიძლება შეიცვალონ. კვლავ იქნები ერთ-ერთი წამყვანი?

- ჩვენ სეზონს მოგვიანებით დავიწყებთ. სხვა არხებმა სკოლებივით 1-ელ სექტემბერს დაიწყეს განახლებული ეთერი. ჩვენ განსხვავებული შოუ გვაქვს და განსხვავებულად ვიწყებთ სეზონს. მე პირადად ცვლილებების შესახებ არაფერი მსმენია. გია ჯაჯანიძემ შეიძლება მორიგი ხუმრობა გამოთქვა. შეიძლება, ცვლილებები მართლაც იყოს გადაცემაში. ამის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება, მაკა შალიკაშვილი აღარ იყოს და მარტო მე და გიამ წავიყვანოთ "მზესუმზირები", ან გია არ იყოს და მარტო მე და მაკამ წავიყვანოთ გადაცემა. სულაც შეიძლება, წამყვანი მარტო მე ვიყო (იცინის). ძალიან ცოტა დრო დარჩა გადაცემის ეთერში გასვლამდე და ყველა გაიგებს, ვინ იქნება წამყვანი და ვინ - არა. როგორც ვიცი, ეთერში სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გავალთ.

- გადაცემაში ყველა სხვადასხვანაირად სკანდალურები ხართ. ცოტა ხნის წინ ბეჭდით გამოჩნდი და თქვი, რომ დაოჯახებას აპირებდი. თუმცა ამ ამბავს მოჰყვა ჭორი, რომ ეს უბრალოდ შენი მორიგი სკანდალური ნაბიჯი იყო.

- არ დავოჯახებულვარ. უბრალოდ მყავს შეყვარებული და ბეჭდები გავცვალეთ. უკვე 27 წლის ვარ და ალბათ უკვე დროა, დავოჯახდე. საქართველოში რომ ჩამოვა ჩემი შეყვარებული, შეიძლება ხელიც ვთხოვო, ვნახოთ.

- ვინ არის გოგონა, რომელიც გიყვარს?

- ეს გოგონა წარმოშობით ქართველია, მაგრამ საქართველოში არ ცხოვრობს. უკრაინაში აქვს სახლი და მგონი, თითქმის მთელ მსოფლიოში ცხოვრობს. ახლა ნიუ-იორკშია. ჰქვია ირინა.

- გვარი...

- ძალიან რთული გვარი აქვს. სულ მავიწყდება... ტყუილად ამბობენ, რომ მოვიგონე ჩვენი სიყვარულის ამბავი. რომ ჩამოვა, არაა პრობლემა, ყველა გაიცნობს.

- როდის აპირებს ჩამოსვლას?

- სავარაუდოდ ორ კვირაში ჩამოვა. მინდა გითხრათ, რომ ოფიციალური ურთიერთობების გარეშეც ძალიან კარგად ვართ ერთად.

რასაკვირველია, მაკა შალიკაშვილსაც დავუკავშირდი.

- "მზესუმზირებთან" დაკავშირებით არაფერი ვიცი. ავად ვიყავი და არ ვიცი, გადაცემა გავა თუ არა ეთერში და არც ის ვიცი, მე ვიქნები თუ არა მისი წამყვანი. ახლა ახმეტელის თეატრში რეპეტიციებს გავდივარ. გადაცემის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

- "მზეში" "მზესუმზირებთან" დაკავშირებით კითხვები არავისთვის დაგისვამს?

- თუ დავჭირდები, თვითონ დამირეკავენ. ამ ეტაპზე მთელ დღეებს რეპეტიციაზე ვატარებ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები