საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვანცა დარასელია ახალ ამპლუაში
გვანცა დარასელია ახალ ამპლუაში

"რუს­თა­ვი 2"-ის ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა: რო­გორც ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ამ­ბობს, ის არ­ხის ცენ­ტრა­ლუ­რი პრო­ექ­ტის - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბა...

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" წამ­ყვა­ნე­ბად მე და აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი დაგ­ვამ­ტკი­ცეს. ეს გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ იქ­ნე­ბა. ბა­თუმ­სა და თბი­ლის­ში კას­ტინ­გი უკვე ჩა­ვა­ტა­რეთ, კონ­კურ­სან­ტე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის მთა­ვა­რი სი­ახ­ლეა. თუმ­ცა, "სხვა ამ­ბებ­ში" და დი­ლის გა­და­ცე­მა­ში მუ­შა­ო­ბა­საც ვაგ­რძე­ლებ. ვცდი­ლობ, საქ­მე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ვუ­თავ­სო. სე­ზო­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მარ­თე­ბით და­ვი­წყე, რად­გან მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­მე­ნატ­რა და ვფიქ­რობ, მა­საც მო­ვე­ნატ­რე...

- შენი კო­ლე­გე­ბის­გან მსმე­ნია, - შვე­ბუ­ლე­ბის მერე ისე­თი გან­ცდა გვაქვს, თით­ქოს ეთერ­ში პირ­ვე­ლად გავ­დი­ვარ­თო...

- არა, ასე­თი გრძნო­ბა არ მქო­ნია, პი­რი­ქით - თით­ქოს ეთე­რი არც "გა­წყვე­ტი­ლა"... ჩვე­ნი ტე­ლე­არ­ხი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ იმას ამ­ტკი­ცებს, რომ ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რია და ჩემი აზ­რით, ეს უმ­თავ­რე­სია. ადა­მი­ან­მა იცის, რომ ყვე­ლა­ზე ადრე და ხა­რის­ხი­ა­ნად მო­წო­დე­ბულ ახალ ამ­ბებს სწო­რედ "რუს­თა­ვი 2"-დან შე­ი­ტყობს...

- "ხა­რის­ხი­ა­ნად მო­წო­დე­ბულ ახალ ამ­ბებს" არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბა­ში ხში­რად სდე­ბენ ბრალს.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კას­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია - პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი არა­სო­დეს გა­მი­შუ­ქე­ბია.

- სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს ხომ უყუ­რებ?

- რა თქმა უნდა! შე­უძ­ლე­ბე­ლია, შინ მი­ვი­დე და "კუ­რი­ერს" არ ვუ­ყუ­რო. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ "ნი­უ­სის" სფე­რო­ში, "კუ­რი­ე­რის" გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რია და აქვს პრე­ტენ­ზია, რომ ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ან გა­და­ცე­მას აკე­თებს...

- მოდი, ახალ პრო­ექ­ტზე - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" გვე­სა­უბ­რე. კას­ტინ­გი რა ფორ­მით ჩა­ტარ­და?

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" "ამე­რი­ქან აი­დო­ლის" ზუს­ტი ანა­ლო­გია. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ერ მომ­ღერ­ლებს ვე­ძებთ. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი ნინო ქა­თა­მა­ძე, ნინო ხოშ­ტა­რია და ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი არი­ან. ვფიქ­რობ, ამ პრო­ექ­ტის უმ­თავ­რე­სი "კო­ზი­რი" სწო­რედ ესაა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, კონ­კურ­სან­ტებ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბეს - კას­ტინგზე უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. იმე­დია, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის მო­ლო­დინს წამ­ყვა­ნე­ბიც გა­ვა­მარ­თლებთ.

- კას­ტინ­გი წამ­ყვა­ნე­ბის შე­სარ­ჩე­ვა­დაც ხომ არ ჩა­ტარ­და?

- არა, პირ­და­პირ და­მამ­ტკი­ცეს. პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს ნდო­ბის­თვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. 17 სექ­ტემ­ბრი­დან ეთერ­ში კას­ტინ­გე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი გავა, ოქ­ტომ­ბრი­დან კი "ლაივ"-კონ­ცერ­ტე­ბი და­ი­წყე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ ორ­შა­ბათს, მე და აჩი­კო გა­ვუ­ძღვე­ბით.

- კას­ტინ­გე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას შენ და აჩი­კოს რა გე­ვა­ლე­ბო­დათ?

- მარ­ტი­ვად რომ ვთქვა - კონ­კურ­სან­ტებ­თან მე­გობ­რო­ბა და მათი გამ­ხნე­ვე­ბა გვე­ვა­ლე­ბო­და. აჩი­კოს­თან ად­რეც ვმე­გობ­რობ­დი და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა მი­თხრეს, რომ ჩემი პარტნი­ო­რი სწო­რედ ის იქ­ნე­ბო­და. ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებთ. როცა ადა­მი­ან­თან მე­გობ­რობ, გიყ­ვარს და აფა­სებ, მას­თან მუ­შა­ო­ბაც არ გა­გი­ჭირ­დე­ბა.

- ალ­ბათ, კას­ტინგზე უც­ნა­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც გყავ­დათ. რით გა­გა­ო­ცეს?

- ზოგი ემო­ცი­ას გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტავ­და, ჟი­უ­რის წევ­რებს უც­ნა­ურ ტექსტს უმ­ღე­რო­და... ბა­თუმ­ში ბევ­რი სი­ურპრი­ზი მოგ­ვი­წყვეს, რა­საც ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იხი­ლავს.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­მა" "ჯე­ოს­ტა­რი" ჩა­ა­ნაც­ვლა...

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" სრუ­ლი­ად ახა­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მაა. ესეც მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სია, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რია...

- "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამას წი­ნათ, ეთერ­ში კუ­რი­ო­ზებს უჩ­ვე­ნებ­დნენ. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ხში­რად აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

- კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ჩვენ­თვის უცხო ნამ­დვი­ლად არ არის. მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ ანი გი­უნ­ტერ­მა და ნატა ნი­ჟა­რა­ძემ 3-3 ტორ­ტი ერ­თმა­ნეთს სა­ხე­ზე შე­ა­ზი­ლეს. ძა­ლი­ან მაგ­რად მახ­სენ­დე­ბა ეთე­რი, როცა ჩვენს წამ­ყვანს - ვას­კას თმა წით­ლად შე­ვუ­ღე­ბეთ: სტი­ლის­ტთა და ვი­ზა­ჟის­ტთა კონ­კურ­სის და­ჯილ­დო­ე­ბას ვა­შუ­ქებ­დით. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი და სტი­ლის­ტე­ბი მო­ვიწ­ვი­ეთ. მე ავან­გარ­დუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვას­კა უფუნ­ქცი­ოდ რომ არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ვი­ფიქ­რე: კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თმას წით­ლად, ოღონდ - ისე­თი სა­ღე­ბა­ვით შე­უ­ღე­ბა­ვენ, რო­მელ­საც შემ­დეგ იო­ლად მო­ი­შო­რებს-მეთ­ქი. მოკ­ლედ, მე და ვას­კა სტი­ლისტს ერ­თად შე­ვუ­თან­ხმდით, რომ ასეთ სა­ღე­ბავს მო­ი­ტან­და.

ვას­კას თმა პირ­და­პირ ეთერ­ში წით­ლად შე­ვუ­ღე­ბეთ - ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო და კარ­გა­დაც გა­ვერ­თეთ. ეთე­რის შემ­დეგ, საგ­რი­მი­ო­რო­ში შე­სულ­მა და­ვი­ნა­ხე, ვას­კას თავი ნი­ჟა­რა­ში ჰქონ­და ჩა­ყო­ფი­ლი და ცდი­ლობ­და, სა­ღე­ბა­ვი ჩა­მო­ე­ბა­ნა, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. გა­ირ­კვა, სტი­ლისტს ისე­თი სა­ღე­ბა­ვი მო­ე­ტა­ნა, რომ­ლი­თაც ქა­ლე­ბი ჭა­ღა­რა თმას იღე­ბა­ვენ. ზუს­ტად 2 თვე, ჩემს კო­ლე­გას წი­თე­ლი თმა ჰქონ­და... იმ სტი­ლისტზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დით. პი­რა­დად მე, თავი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი და ბევ­რიც ვი­ნერ­ვი­უ­ლე. ვას­კა "ლა­ი­თი" ადა­მი­ა­ნია და რაც მთა­ვა­რია, მის­მა მე­უღ­ლემ ამ ამ­ბავს იუ­მო­რით შე­ხე­და. ჩემი ქმა­რი შინ წი­თე­ლი თმით რომ მო­ვი­დეს, ალ­ბათ, გავ­გიჟ­დე­ბი (იცი­ნის)!..

- გვან­ცა, ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დი და ბავ­შვის გა­ჩე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ისევ სამ­სა­ხურს და­უბ­რუნ­დი. ზა­ფხულ­ში მა­ინც თუ და­ის­ვე­ნე?

- ჩემი თა­ვის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე. უბ­რა­ლოდ, მო­ვა­ხერ­ხე, რომ შვი­ლი აბას­თუ­მან­ში ერთი კვი­რით წა­მეყ­ვა­ნა და მეც, ასე თუ ისე, და­ვის­ვე­ნე. ჩემი ბი­ჭუ­ნას გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი გვა­ო­ცებს. უკვე აზ­რი­ა­ნად თა­მა­შობს. ძალ­ზე მხი­ა­რუ­ლია. არ გვაწ­ვა­ლებს. სულ ვფიქ­რობ, - მეტი რა უნდა გა­ა­კე­თოს, რომ უფრო მე­ტად მიყ­ვარ­დეს-მეთ­ქი? ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, - ლა­პა­რაკს რომ და­ი­წყებს და "დე­დას" და­გი­ძა­ხებს, მერე ნა­ხავ, რაც და­გე­მარ­თე­ბაო. "დე­დას" რომ და­მი­ძა­ხებს, შე­იძ­ლე­ბა სი­ხა­რუ­ლის­გან გული გა­მის­კდეს! ახ­ლა­ხან ძი­ძას და­ვუ­რე­კე და შვი­ლი მო­ვი­კი­თხე. მი­თხრა: პა­ტა­რამ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გნა­ხაო. თურ­მე, ეკ­რან­ზე რომ და­მი­ნა­ხა, თვა­ლე­ბი გა­უშ­ტერ­და (იღი­მის).

- გული არ გწყდე­ბა, რომ შვილს ბევრ დროს ვერ უთ­მობ?

- რაც დრო გა­დის, შვილ­თან ყოფ­ნა უფრო დიდ­ხანს მინ­და. გუ­შინ, სამ­სა­ხუ­რის მერე მე­გობ­რებ­მა და­მი­რე­კეს - და­ქა­ლის სახ­ლში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დი და ვფიქ­რობ­დი, - წა­ვი­დე თუ არა-მეთ­ქი? რა თქმა უნდა, შვილ­მა "გა­და­წო­ნა" და მე­გობ­რებ­თან არ წა­ვე­დი. ვი­ცო­დი, რომ ჩემს ბი­ჭუ­ნას 1 სა­ათ­ში უნდა და­ე­ძი­ნა და მერე ვე­ღარ ვე­თა­მა­შე­ბო­დი. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა: ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შვილ­მა ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. თუკი მივ­ხვდე­ბი, რომ ბავ­შვს მცი­რე ყუ­რა­დღე­ბა­საც ვერ ვუთ­მობ, რა­ღა­ცას დავ­თმობ. ვფიქ­რობ, ჩემი გუნ­დიც ხელს შე­მი­წყობს, რომ დრო შვილ­საც და­ვუთ­მო. მო­გეხ­სე­ნე­ბა, კა­ცებს ჩვილ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ცო­ტა­თი უჭირთ.

რაც დრო გა­დის, შვილ­თან ჩემი მე­უღ­ლეც უფრო მეტ დროს ატა­რებს. როცა პა­ტა­რას მისი ხმა ეს­მის, ფარ­თხა­ლებს (იცი­ნის). მე­უღ­ლე მუ­შა­ო­ბა­ში ხელს მი­წყობს. ახალ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას, ბა­თუმ­ში ჩემ­თან ერ­თად იყო. დი­ლის 9 სა­ა­თი­დან ღა­მის 12-მდე გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ საყ­ვე­დუ­რიც კი არ დას­ცდე­ნია. თუმ­ცა, ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წყინ­და; უჩე­მოდ აღარ იცო­და, რა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. მინ­და, დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მოთ­მი­ნე­ბის­თვის. როცა ვიცი, რომ მას ჩემი საქ­მე მოს­წონს, ყვე­ლა­ფერს ორ­მა­გი ხა­ლი­სით ვა­კე­თებ. სა­ნამ გავ­თხოვ­დე­ბო­დი, მე­გო­ნა, რომ გუ­ლის სიღ­რმე­ში კა­რი­ე­რის­ტი ვი­ყა­ვი. ახლა ვხვდე­ბი, ასე­თი ნამ­დვი­ლად არ ვარ: ჩემ­თვის ქმარ-შვი­ლი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია. ღმერ­თმა ნუ ქნას, მაგ­რამ თუკი ოდეს­მე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დგე­ბი, კა­რი­ე­რას ოჯახს ვამ­ჯო­ბი­ნებ!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გვანცა დარასელია ახალ ამპლუაში

გვანცა დარასელია ახალ ამპლუაში

"რუსთავი 2"-ის ახალი სატელევიზიო სეზონი გვანცა დარასელიასთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა: როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ის არხის ცენტრალური პროექტის - "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანი იქნება...

- "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანებად მე და აჩიკო სოლოღაშვილი დაგვამტკიცეს. ეს გრანდიოზული სატელევიზიო შოუ იქნება. ბათუმსა და თბილისში კასტინგი უკვე ჩავატარეთ, კონკურსანტები შევარჩიეთ. "საქართველოს ვარსკვლავი" სატელევიზიო სეზონის მთავარი სიახლეა. თუმცა, "სხვა ამბებში" და დილის გადაცემაში მუშაობასაც ვაგრძელებ. ვცდილობ, საქმეები ერთმანეთს შევუთავსო. სეზონი განსაკუთრებული შემართებით დავიწყე, რადგან მაყურებელი მომენატრა და ვფიქრობ, მასაც მოვენატრე...

- შენი კოლეგებისგან მსმენია, - შვებულების მერე ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს ეთერში პირველად გავდივართო...

- არა, ასეთი გრძნობა არ მქონია, პირიქით - თითქოს ეთერი არც "გაწყვეტილა"... ჩვენი ტელეარხი წლების განმავლობაში სულ იმას ამტკიცებს, რომ ყველაზე სტაბილურია და ჩემი აზრით, ეს უმთავრესია. ადამიანმა იცის, რომ ყველაზე ადრე და ხარისხიანად მოწოდებულ ახალ ამბებს სწორედ "რუსთავი 2"-დან შეიტყობს...

- "ხარისხიანად მოწოდებულ ახალ ამბებს" არაობიექტურობაში ხშირად სდებენ ბრალს.

- ტელევიზიაში მუშაობის 5 წლის განმავლობაში პოლიტიკასთან შეხება არ მქონია - პოლიტიკური მოვლენები არასოდეს გამიშუქებია.

- საინფორმაციო გამოშვებებს ხომ უყურებ?

- რა თქმა უნდა! შეუძლებელია, შინ მივიდე და "კურიერს" არ ვუყურო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ნიუსის" სფეროში, "კურიერის" გუნდი საქართველოში ყველაზე მაღალკვალიფიციურია და აქვს პრეტენზია, რომ ყველაზე ხარისხიან გადაცემას აკეთებს...

- მოდი, ახალ პროექტზე - "საქართველოს ვარსკვლავი" გვესაუბრე. კასტინგი რა ფორმით ჩატარდა?

- "საქართველოს ვარსკვლავი" "ამერიქან აიდოლის" ზუსტი ანალოგია. მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერლებს ვეძებთ. ჟიურის წევრები ნინო ქათამაძე, ნინო ხოშტარია და ნიკოლოზ რაჭველი არიან. ვფიქრობ, ამ პროექტის უმთავრესი "კოზირი" სწორედ ესაა. სიმართლე გითხრათ, კონკურსანტებმა მოლოდინს გადააჭარბეს - კასტინგზე უამრავი ნიჭიერი ადამიანი მოვიდა. იმედია, პროექტის ავტორების მოლოდინს წამყვანებიც გავამართლებთ.

- კასტინგი წამყვანების შესარჩევადაც ხომ არ ჩატარდა?

- არა, პირდაპირ დამამტკიცეს. პროექტის წარმომადგენლებს ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. 17 სექტემბრიდან ეთერში კასტინგების ვიდეოჩანაწერები გავა, ოქტომბრიდან კი "ლაივ"-კონცერტები დაიწყება, რომელსაც ყოველ ორშაბათს, მე და აჩიკო გავუძღვებით.

- კასტინგების მსვლელობისას შენ და აჩიკოს რა გევალებოდათ?

- მარტივად რომ ვთქვა - კონკურსანტებთან მეგობრობა და მათი გამხნევება გვევალებოდა. აჩიკოსთან ადრეც ვმეგობრობდი და ძალიან გამიხარდა, როცა მითხრეს, რომ ჩემი პარტნიორი სწორედ ის იქნებოდა. ერთმანეთს კარგად ვუგებთ. როცა ადამიანთან მეგობრობ, გიყვარს და აფასებ, მასთან მუშაობაც არ გაგიჭირდება.

- ალბათ, კასტინგზე უცნაური მონაწილეებიც გყავდათ. რით გაგაოცეს?

- ზოგი ემოციას განსხვავებულად გამოხატავდა, ჟიურის წევრებს უცნაურ ტექსტს უმღეროდა... ბათუმში ბევრი სიურპრიზი მოგვიწყვეს, რასაც ტელემაყურებელი აუცილებლად იხილავს.

- "საქართველოს ვარსკვლავმა" "ჯეოსტარი" ჩაანაცვლა...

- "საქართველოს ვარსკვლავი" სრულიად ახალი, განსხვავებული ფორმატის გადაცემაა. ესეც მუსიკალური კონკურსია, მაგრამ სხვანაირია...

- "რუსთავი 2"-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამას წინათ, ეთერში კურიოზებს უჩვენებდნენ. ასეთ სიტუაციებში ხშირად აღმოჩენილხარ?

- კურიოზული სიტუაციები ჩვენთვის უცხო ნამდვილად არ არის. მაგალითად, ამას წინათ ანი გიუნტერმა და ნატა ნიჟარაძემ 3-3 ტორტი ერთმანეთს სახეზე შეაზილეს. ძალიან მაგრად მახსენდება ეთერი, როცა ჩვენს წამყვანს - ვასკას თმა წითლად შევუღებეთ: სტილისტთა და ვიზაჟისტთა კონკურსის დაჯილდოებას ვაშუქებდით. პროექტის ავტორები და სტილისტები მოვიწვიეთ. მე ავანგარდული ვარცხნილობა უნდა გამეკეთებინა. ვასკა უფუნქციოდ რომ არ დარჩენილიყო, ვიფიქრე: კარგი იქნება, თუ თმას წითლად, ოღონდ - ისეთი საღებავით შეუღებავენ, რომელსაც შემდეგ იოლად მოიშორებს-მეთქი. მოკლედ, მე და ვასკა სტილისტს ერთად შევუთანხმდით, რომ ასეთ საღებავს მოიტანდა.

ვასკას თმა პირდაპირ ეთერში წითლად შევუღებეთ - ძალიან სახალისო იყო და კარგადაც გავერთეთ. ეთერის შემდეგ, საგრიმიოროში შესულმა დავინახე, ვასკას თავი ნიჟარაში ჰქონდა ჩაყოფილი და ცდილობდა, საღებავი ჩამოებანა, მაგრამ - უშედეგოდ. გაირკვა, სტილისტს ისეთი საღებავი მოეტანა, რომლითაც ქალები ჭაღარა თმას იღებავენ. ზუსტად 2 თვე, ჩემს კოლეგას წითელი თმა ჰქონდა... იმ სტილისტზე ძალიან გავბრაზდით. პირადად მე, თავი უხერხულად ვიგრძენი და ბევრიც ვინერვიულე. ვასკა "ლაითი" ადამიანია და რაც მთავარია, მისმა მეუღლემ ამ ამბავს იუმორით შეხედა. ჩემი ქმარი შინ წითელი თმით რომ მოვიდეს, ალბათ, გავგიჟდები (იცინის)!..

- გვანცა, ორსულობის პერიოდში აქტიურად მუშაობდი და ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვეში ისევ სამსახურს დაუბრუნდი. ზაფხულში მაინც თუ დაისვენე?

- ჩემი თავისთვის ვერ მოვიცალე. უბრალოდ, მოვახერხე, რომ შვილი აბასთუმანში ერთი კვირით წამეყვანა და მეც, ასე თუ ისე, დავისვენე. ჩემი ბიჭუნას განვითარების ტემპი გვაოცებს. უკვე აზრიანად თამაშობს. ძალზე მხიარულია. არ გვაწვალებს. სულ ვფიქრობ, - მეტი რა უნდა გააკეთოს, რომ უფრო მეტად მიყვარდეს-მეთქი? ყველა მეუბნება, - ლაპარაკს რომ დაიწყებს და "დედას" დაგიძახებს, მერე ნახავ, რაც დაგემართებაო. "დედას" რომ დამიძახებს, შეიძლება სიხარულისგან გული გამისკდეს! ახლახან ძიძას დავურეკე და შვილი მოვიკითხე. მითხრა: პატარამ ტელევიზორში გნახაო. თურმე, ეკრანზე რომ დამინახა, თვალები გაუშტერდა (იღიმის).

- გული არ გწყდება, რომ შვილს ბევრ დროს ვერ უთმობ?

- რაც დრო გადის, შვილთან ყოფნა უფრო დიდხანს მინდა. გუშინ, სამსახურის მერე მეგობრებმა დამირეკეს - დაქალის სახლში იკრიბებოდნენ. მანქანით მივდიოდი და ვფიქრობდი, - წავიდე თუ არა-მეთქი? რა თქმა უნდა, შვილმა "გადაწონა" და მეგობრებთან არ წავედი. ვიცოდი, რომ ჩემს ბიჭუნას 1 საათში უნდა დაეძინა და მერე ვეღარ ვეთამაშებოდი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა: ჩემს ცხოვრებაში შვილმა ბევრი რამ შეცვალა. თუკი მივხვდები, რომ ბავშვს მცირე ყურადღებასაც ვერ ვუთმობ, რაღაცას დავთმობ. ვფიქრობ, ჩემი გუნდიც ხელს შემიწყობს, რომ დრო შვილსაც დავუთმო. მოგეხსენება, კაცებს ჩვილ ბავშვებთან ურთიერთობა ცოტათი უჭირთ.

რაც დრო გადის, შვილთან ჩემი მეუღლეც უფრო მეტ დროს ატარებს. როცა პატარას მისი ხმა ესმის, ფართხალებს (იცინის). მეუღლე მუშაობაში ხელს მიწყობს. ახალ პროექტზე მუშაობისას, ბათუმში ჩემთან ერთად იყო. დილის 9 საათიდან ღამის 12-მდე გადაღებაზე ვიყავი, მაგრამ საყვედურიც კი არ დასცდენია. თუმცა, ბოლოს ყველაფერი მოსწყინდა; უჩემოდ აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის. როცა ვიცი, რომ მას ჩემი საქმე მოსწონს, ყველაფერს ორმაგი ხალისით ვაკეთებ. სანამ გავთხოვდებოდი, მეგონა, რომ გულის სიღრმეში კარიერისტი ვიყავი. ახლა ვხვდები, ასეთი ნამდვილად არ ვარ: ჩემთვის ქმარ-შვილი ყველაზე ძვირფასია. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუკი ოდესმე არჩევანის წინაშე დავდგები, კარიერას ოჯახს ვამჯობინებ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები