მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი ბერიკაშვილი: "შალვა ნათელაშვილი თვითონ არის პინგვინი"
გივი ბერიკაშვილი: "შალვა ნათელაშვილი თვითონ არის პინგვინი"

თე­ლავ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ცი­ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბით ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მას არ შე­არ­ჩი­ნა ამ­დე­ნი ხალ­ხის გვერ­დზე დგო­მა და აქ­ცი­ას ინ­ცი­დენ­ტიც მოჰ­ყვა. ოცზე მეტი ახალ­გაზ­რდა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან ჩა­მო­სულ სამ ახალ­გზარ­დას თავს და­ეს­ხა და უმო­წყა­ლოდ სცე­მა. მათ მი­ი­ღეს სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, რის გა­მოც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად საფრ­თხე­ე­ბი მა­ტუ­ლობს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ქვე­ყა­ნა სა­ო­მარ ვი­თა­რე­ბა­შია და არა სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში.

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი - გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დით, "ალი­ას" კი­თხვებს უპა­სუ­ხებს...

- ბა­ტო­ნო გივი, თქვენ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გვერ­დით აქ­ცი­ა­ზე, ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვით მიხ­ვე­დით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ტინგზე?

- მე ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას დედ-მა­მი­სა და ბი­ძის მე­გო­ბა­რი ვარ. დათო ივა­ნიშ­ვი­ლი და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი - მა­ნა­ნა, ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. ბი­ძი­ნას ბიძა იყო ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი და მე­გო­ბა­რი, ჩვენ დიდი ხა­ნია, ვურ­თი­ერ­თობთ. ის, რომ ამ­დე­ნი ხნის მან­ძილ­ზე არ ვჩან­დით და არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით ასე­თი ტი­პის აქ­ცი­ებ­ში, იყო თა­ვად ბა­ტონ ბი­ძი­ნას სურ­ვი­ლი. მას მი­აჩ­ნია, რომ არ­ტის­ტი ყვე­ლას­თვის უნდა იყოს არ­ტის­ტი და არა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის­თვის ან მე­ო­რე ჯგუ­ფის­თვის. კა­ხეთ­ში იყო ღო­ნის­ძი­ე­ბა და კა­ხე­ლებ­მა და­მი­ძა­ხეს. ბა­ტონ ბი­ძი­ნას ჩემ­თვის არ და­უ­რე­კავს და არ უთ­ქვამს, ჩა­მო­დიო. გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით. კა­ხე­ლებ­მა და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, - თე­ლავ­სა და გურ­ჯა­ან­ში მა­ინც აღარ ჩა­მოხ­ვა­ლო?.. წა­ვე­დი აქ­ცი­ა­ზე და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაც მი­ვი­ღე, იქ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი იქ­ცე­ო­და ძა­ლი­ან წე­სი­ე­რად, მშვი­დო­ბი­ა­ნად და კარ­გად დას­რულ­და აქ­ცია.

- რა მოხ­და, ბა­ტო­ნო გივი, აქ­ცი­ის შემ­დეგ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი - 22 წლის ან­გელ ბორ­ჩაშ­ვი­ლი, 25 წლის ხიზ­რი ქუ­შა­ნაშ­ვი­ლი და 40 წლის ხიზ­რი გა­ურ­გაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. სა­მი­ვე­ნი პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან არი­ან. და­კა­ვე­ბამ­დე მათ თავს და­ესხნენ და სას­ტი­კად სცე­მეს.

- ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რა მოხ­და, მე აქ­ცი­ი­დან ცოტა ადრე წა­მო­ვე­დი. ვერ გე­ტყვით, ზვი­ა­და­ურ­თან თუ ქის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და, ფაქ­ტია, რამ­დე­ნი­მე კაცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­აწ­ვი­ნეს. რაც შენი თვა­ლით არ გი­ნა­ხავს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ხარ, ხალ­ხი არ უნდა მო­ა­ტყუო. ამი­ტომ ამ თე­მა­ზე ბევრ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ ამ ამ­ბის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან არ მე­სი­ა­მოვ­ნა. იყალ­თო არ არის ის ად­გი­ლი, სა­დაც ასე­თი რამ უნდა უნდა მოხ­დეს. გა­უ­გო­ნა­რია, სტუ­მა­რი გყავ­დეს და 20 კაცი სა­ცემ­რად შე­მო­გიც­ვივ­დეს, ატყდეს ჩხუ­ბი და და­ვი­და­რა­ბა და ვი­ღაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდეს. რაც ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, ეს იყო - ზვი­ად ზვი­ა­და­ურ­მა სა­ჩუ­ქა­რი გად­მომ­ცა. მას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, რო­გორც სპორ­ტსმენს, კარგ ბიჭს, კარგ ქარ­თველს... ნა­ბა­დი მა­ჩუ­ქეს და ძა­ლი­ან ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი და ბედ­ნი­ე­რი წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ მერე ასე­თი უსი­ა­მოვ­ნე­ბა მოხ­და. ამის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი რომ გა­ვა­კე­თო, ამის არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არ მაქვს.

- ბა­ტო­ნო გივი, თქვე­ნი აზ­რით, ახლა რაც ხდე­ბა, ეს სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნია, თუ ომი? თქვე­ნი აზ­რით, რას­თან გვაქვს საქ­მე?

- გე­ნაც­ვა­ლე, ეგ რომ ვი­ცო­დე, სო­ლო­მონ ბრძე­ნი ვიქ­ნე­ბო­დი. მე მინ­და ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვოს იმ ხალ­ხმა, ვი­საც ეს ქვე­ყა­ნა უყ­ვარს, ვინც ამ ქვეყ­ნის ბედ­სა და მო­მა­ვალ­ზე იზ­რუ­ნებს.

- ბა­ტო­ნო გივი, თქვენ სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ბრძან­დე­ბით და თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე თა­ო­ბე­ბი იზ­რდე­ბი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, თქვენს თი­თო­ე­ულ სი­ტყვას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­გორ გგო­ნი­ათ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვოს, ის გა­ა­მარ­თლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნას?

- მა­მას შვი­ლის იმე­დი არა აქვს, მშო­ბე­ლი ზოგ­ჯერ შიმ­ში­ლობს, თავს იკ­ლავს, იკ­ლებს და შვილს აძ­ლევს, რომ კარ­გი გა­ი­ზარ­დოს. მერე ის შვი­ლი იმის­თა­ნა სა­ზი­ზღრო­ბას ჩა­ი­დენს, ან უნდა თავი მო­იკ­ლას, ან ად­გეს და მოკ­ლას. ამა­ზე წი­ნას­წარ ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა. ერთი რა­მის თქმა შე­მიძ­ლია, - ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ ბა­ტონ ბი­ძი­ნას, მე ვფიქ­რობ, რომ ეს კაცი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად არ მო­დის და საქ­მეს გა­ა­კე­თებს. მინ­და გი­თხრათ, რომ მის გვერ­დით აქ­ცი­ა­ზე მარ­თლაც კვი­რას მი­ვე­დი პირ­ვე­ლად, მა­ნამ­დე ვხვდე­ბო­დი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კი აკ­რძა­ლუ­ლი მქონ­და. მი­ვი­დო­დი სახ­ლში, ვნა­ხუ­ლობ­დი ეკას, ბავ­შვებს, თითო ჭიქა ღვი­ნოს დავ­ლევ­დით, ნარდს ვი­თა­მა­შებ­დით და და­ვიშ­ლე­ბო­დით. ამ­ბობ­და, - პო­ლი­ტი­კა არ გა­მა­გო­ნო­თო. იდე­ა­ლუ­რი მე­გო­ბა­რია, აი, ამა­ზე ვა­გებ ასი პრო­ცენ­ტით პა­სუხს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბაა, ვინც უნდა მო­ვი­დეს, და­მიჯ­დეს და და­მიმ­ტკი­ცოს, რომ ბი­ძი­ნა იდე­ა­ლუ­რი არ არის. ფაქ­ტებს და­ვუ­დებ და მიხ­ვდე­ბა, რომ ასე­თი კაცი იშ­ვი­ა­თია.

- ბა­ტო­ნო გივი, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვილ­საც და­უჯ­დე­ბით და და­უმ­ტკი­ცებთ, რომ იდე­ა­ლუ­რია? დე­ბა­ტებ­ში ბა­ტონ­მა შალ­ვამ პინგვი­ნის სუ­რა­თი მო­ი­ტა­ნა და თქვა, რომ ბი­ძი­ნა პინგვინთმოყ­ვა­რუ­ლია...

- შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი თვი­თონ არის პინგვი­ნი, რა გა­ა­ხუ­რა ბო­ლოს და ბო­ლოს საქ­მე... მე სხვა რა­მეს ვამ­ბობ, კაცო, არ მი­ნა­ხავს მე­ო­რე ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც არის ბი­ძი­ნა, რო­მე­ლიც არა­სო­დეს არა­ფერს გაყ­ვედ­რის, ყო­ველ­თვის გვერ­დში გიდ­გას, არა­სო­დეს ზღვარს არ გა­და­დის...

- პრინ­ციპ­ში, თქვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც იმე­დი­ა­ნად ხვდე­ბო­დით, ბა­ტო­ნო გივი... მი­გაჩ­ნდათ ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­უ­ლი კაცი იყო და ქვე­ყა­ნას ახე­ი­რებ­და.

- მე­ე­ე­ეე?! მე კი არა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ეგრე შეხ­ვდა, მა­გას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ამო­მა­ვალ მზეს, ისე ელო­და... ასეთ თე­მებ­ზე ტე­ლე­ფონ­ზე ინ­ტერ­ვიუ არ შე­იძ­ლე­ბა, შვი­ლო... სჯო­ბია, შევ­ხვდეთ და ერთი კარ­გი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­როთ, რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ასეთ ქველ­მოქ­მედ კაც­ზე, რო­მე­ლიც, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ათ თე­ატრს ინა­ხავს, ავ­დგე და მას­ზე ტე­ლე­ფო­ნით ვი­ლა­პა­რა­კო.

- ბა­ტო­ნო გივი, რა სჯო­ბია, თქვენ­თან ცო­ცხალ ინ­ტერ­ვი­უს, მაგ­რამ თქვე­ნი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს, ბა­რემ აქვე მი­თხა­რით, - რო­გორ გგო­ნი­ათ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი უსის­ხლოდ ჩა­ივ­ლის?

- ქარ­თველ ხალ­ხს ტვი­ნი თუ აქვს, ქვე­ყა­ნა არ უნდა და­ან­გრი­ოს. უნდა დავ­ფიქ­რდეთ, ჩვენ­თვის რა არის კარ­გი, რა არის ცუდი და ამის მი­ხედ­ვით გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

ასე­ვე იხი­ლეთ: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და გივი ბე­რი­კაშ­ვილს ქის­ტებ­მა ნაბ­დე­ბი აჩუ­ქეს

"და­ფიქ­რდით და ისე გა­დად­გით ეს ნა­ბი­ჯი" - გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი

გივი ბერიკაშვილი: "შალვა ნათელაშვილი თვითონ არის პინგვინი"

გივი ბერიკაშვილი: "შალვა ნათელაშვილი თვითონ არის პინგვინი"

თელავში ივანიშვილის აქციამ გრანდიოზული ხალხმრავლობით ჩაიარა, თუმცა ხელისუფლებამ მას არ შეარჩინა ამდენი ხალხის გვერდზე დგომა და აქციას ინციდენტიც მოჰყვა. ოცზე მეტი ახალგაზრდა აქციის მონაწილე პანკისის ხეობიდან ჩამოსულ სამ ახალგზარდას თავს დაესხა და უმოწყალოდ სცემა. მათ მიიღეს სხეულის დაზიანება, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად საფრთხეები მატულობს. ფაქტობრივად, ქვეყანა საომარ ვითარებაშია და არა საარჩევნო მარათონში.

ცნობილი მსახიობი - გივი ბერიკაშვილი, რომელიც საჯაროდ პირველად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის გვერდით, "ალიას" კითხვებს უპასუხებს...

- ბატონო გივი, თქვენ პირველად გამოჩნდით ბიძინა ივანიშვილის გვერდით აქციაზე, ვისი ინიციატივით მიხვედით "ქართული ოცნების" მიტინგზე?

- მე ბატონი ბიძინას დედ-მამისა და ბიძის მეგობარი ვარ. დათო ივანიშვილი და ჩემი ქალიშვილი - მანანა, ერთად გაიზარდნენ. ბიძინას ბიძა იყო ჩვენი ახლობელი და მეგობარი, ჩვენ დიდი ხანია, ვურთიერთობთ. ის, რომ ამდენი ხნის მანძილზე არ ვჩანდით და არ ვმონაწილეობდით ასეთი ტიპის აქციებში, იყო თავად ბატონ ბიძინას სურვილი. მას მიაჩნია, რომ არტისტი ყველასთვის უნდა იყოს არტისტი და არა ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის ან მეორე ჯგუფისთვის. კახეთში იყო ღონისძიება და კახელებმა დამიძახეს. ბატონ ბიძინას ჩემთვის არ დაურეკავს და არ უთქვამს, ჩამოდიო. გულწრფელად გეუბნებით. კახელებმა დამირეკეს და მითხრეს, - თელავსა და გურჯაანში მაინც აღარ ჩამოხვალო?.. წავედი აქციაზე და დიდი სიამოვნებაც მივიღე, იქ შეკრებილი ხალხი იქცეოდა ძალიან წესიერად, მშვიდობიანად და კარგად დასრულდა აქცია.

- რა მოხდა, ბატონო გივი, აქციის შემდეგ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები - 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი, 25 წლის ხიზრი ქუშანაშვილი და 40 წლის ხიზრი გაურგაშვილი დააკავეს. სამივენი პანკისის ხეობიდან არიან. დაკავებამდე მათ თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

- ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა, მე აქციიდან ცოტა ადრე წამოვედი. ვერ გეტყვით, ზვიადაურთან თუ ქისტებთან დაკავშირებით მოხდა, ფაქტია, რამდენიმე კაცი საავადმყოფოში დააწვინეს. რაც შენი თვალით არ გინახავს და დარწმუნებული არ ხარ, ხალხი არ უნდა მოატყუო. ამიტომ ამ თემაზე ბევრ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ამ ამბის შესახებ რომ გავიგე, ძალიან არ მესიამოვნა. იყალთო არ არის ის ადგილი, სადაც ასეთი რამ უნდა უნდა მოხდეს. გაუგონარია, სტუმარი გყავდეს და 20 კაცი საცემრად შემოგიცვივდეს, ატყდეს ჩხუბი და დავიდარაბა და ვიღაც საავადმყოფოში მოხვდეს. რაც ჩემი თვალით ვნახე, ეს იყო - ზვიად ზვიადაურმა საჩუქარი გადმომცა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც სპორტსმენს, კარგ ბიჭს, კარგ ქართველს... ნაბადი მაჩუქეს და ძალიან ნასიამოვნები და ბედნიერი წამოვედი, მაგრამ მერე ასეთი უსიამოვნება მოხდა. ამის შესახებ კომენტარი რომ გავაკეთო, ამის არავითარი უფლება არ მაქვს.

- ბატონო გივი, თქვენი აზრით, ახლა რაც ხდება, ეს საარჩევნო მარათონია, თუ ომი? თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?

- გენაცვალე, ეგ რომ ვიცოდე, სოლომონ ბრძენი ვიქნებოდი. მე მინდა ამ არჩევნებში გაიმარჯვოს იმ ხალხმა, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვინც ამ ქვეყნის ბედსა და მომავალზე იზრუნებს.

- ბატონო გივი, თქვენ სახალხო არტისტი ბრძანდებით და თქვენს შემოქმედებაზე თაობები იზრდებიან, შესაბამისად, თქვენს თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. როგორ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილმა რომ გაიმარჯვოს, ის გაამართლებს ხელისუფლებაში ყოფნას?

- მამას შვილის იმედი არა აქვს, მშობელი ზოგჯერ შიმშილობს, თავს იკლავს, იკლებს და შვილს აძლევს, რომ კარგი გაიზარდოს. მერე ის შვილი იმისთანა საზიზღრობას ჩაიდენს, ან უნდა თავი მოიკლას, ან ადგეს და მოკლას. ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ შეიძლება. ერთი რამის თქმა შემიძლია, - ძალიან კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინას, მე ვფიქრობ, რომ ეს კაცი ხელისუფლებაში ფულის საშოვნელად არ მოდის და საქმეს გააკეთებს. მინდა გითხრათ, რომ მის გვერდით აქციაზე მართლაც კვირას მივედი პირველად, მანამდე ვხვდებოდი, მაგრამ პოლიტიკაზე ლაპარაკი აკრძალული მქონდა. მივიდოდი სახლში, ვნახულობდი ეკას, ბავშვებს, თითო ჭიქა ღვინოს დავლევდით, ნარდს ვითამაშებდით და დავიშლებოდით. ამბობდა, - პოლიტიკა არ გამაგონოთო. იდეალური მეგობარია, აი, ამაზე ვაგებ ასი პროცენტით პასუხს, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ვინც უნდა მოვიდეს, დამიჯდეს და დამიმტკიცოს, რომ ბიძინა იდეალური არ არის. ფაქტებს დავუდებ და მიხვდება, რომ ასეთი კაცი იშვიათია.

- ბატონო გივი, შალვა ნათელაშვილსაც დაუჯდებით და დაუმტკიცებთ, რომ იდეალურია? დებატებში ბატონმა შალვამ პინგვინის სურათი მოიტანა და თქვა, რომ ბიძინა პინგვინთმოყვარულია...

- შალვა ნათელაშვილი თვითონ არის პინგვინი, რა გაახურა ბოლოს და ბოლოს საქმე... მე სხვა რამეს ვამბობ, კაცო, არ მინახავს მეორე ისეთი ადამიანი, როგორიც არის ბიძინა, რომელიც არასოდეს არაფერს გაყვედრის, ყოველთვის გვერდში გიდგას, არასოდეს ზღვარს არ გადადის...

- პრინციპში, თქვენ მიხეილ სააკაშვილსაც იმედიანად ხვდებოდით, ბატონო გივი... მიგაჩნდათ ახალგაზრდა, ენერგიული კაცი იყო და ქვეყანას ახეირებდა.

- მეეეეე?! მე კი არა, მთელი საქართველო ეგრე შეხვდა, მაგას მთელი საქართველო, როგორც ამომავალ მზეს, ისე ელოდა... ასეთ თემებზე ტელეფონზე ინტერვიუ არ შეიძლება, შვილო... სჯობია, შევხვდეთ და ერთი კარგი ინტერვიუ ჩავწეროთ, რანაირად შეიძლება ასეთ ქველმოქმედ კაცზე, რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ათ თეატრს ინახავს, ავდგე და მასზე ტელეფონით ვილაპარაკო.

- ბატონო გივი, რა სჯობია, თქვენთან ცოცხალ ინტერვიუს, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს, ბარემ აქვე მითხარით, - როგორ გგონიათ, ეს არჩევნები უსისხლოდ ჩაივლის?

- ქართველ ხალხს ტვინი თუ აქვს, ქვეყანა არ უნდა დაანგრიოს. უნდა დავფიქრდეთ, ჩვენთვის რა არის კარგი, რა არის ცუდი და ამის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

ასევე იხილეთ: ბიძინა ივანიშვილს და გივი ბერიკაშვილს ქისტებმა ნაბდები აჩუქეს

"დაფიქრდით და ისე გადადგით ეს ნაბიჯი" - გივი ბერიკაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"