"ევროპა-ბეთმა" კიდევ ერთხელ შეკრიბა პოკერის გურმანები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ ამ დღეს - წარმატებული ტელეპროექტის, POKER RING-ის მეორე სეზონის MAIN EVENT-ს, რომელიც "თი-ბი-სი ბანკის ეზოში" ჩატარდა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მოთამაშეებს, რომლებიც ერთმანეთს პირველობისთვის ეცილებოდნენ:
1) confeesa - ვაჟა ქომეთიანი
2) babuabe - გივი ჯუღელი
3) ZEMLIATRESENIE - პაატა ხმალაძე
4) guramio - გურამ ჩიქოვანი
5) Misha_r- მიშა რუხაძე
6) mamulich8 - კახი მამულაშვილი
7) IKA3003 - ირაკლი გავაშელი
8) burdiso8 - ლადო ბურდული
9) BERRO - დათო ბერუაშვილი
აღვნიშნოთ ფინალური მაგიდის სიძლიერე. მართლაც რომ ღირსეული მონაწილეები მოხვდნენ ფინალში. ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ გამოცდილი, პოკერის სამყაროში აღიარებული მოთამაშეები და შედარებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. მაგ.: გივი ჯუღელი და დათო ბერუაშვილი, პაატა ხმალაძე და ლადო ბურდული, კახი მამულაშვილი და ვაჟა ქომეთიანი და ა.შ.
პრეტენდენტები მაგიდას მიუსხდნენ 25000-იანი სტეკით. საწყისი ბლაინდი 50/100. დებიუტშივე იგრძნობოდა, რომ ფინალი ძალზედ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართებოდა. პირველივე დარიგებაზე ვიხილეთ ექშენი. ერთმანეთს ბოლო ორი ნახევარფინალის გამარჯვებულნი დაუპირისპირდნენ. ჯიბის წყვილში, 4♠4♥, burdiso8-ს რეიზს (1100) BERRO-მ ქოლით უპასუხა ჯიბისვე K♥K♦-ში. უნდა ავღნიშნოთ რომ, საწყისი ხელის გამო, თორემ მოთამაშეები სხვა შემთხვევაში უფრო მეტი აგრესიით ითამაშებდნენ აღნიშნულ კარტში. ფლოპზე A♥6♦9♠-ი გაიხსნა. აქ ლადო 600 ჩიპით შევიდა ბანკში. დათომ ისევ უპასუხა და თერნიც ვიხილეთ - 2♥. ოპონენტებმა კიდევ უფრო ფრთხილი თამაში გააგრძელეს - ჩექით. რივერზე 8♠-მა დათოს უპირატესობა დააფიქსირა. მოთამაშეებმა აღარ გარისკეს და ჩექის შემდეგ შოუდაუნზე დათომ 3550 ჩიპით გაამდიდრა საკუთარი სტეკი. მე-3 დარიგებაზე ერთბაშათ 4-მა მოთამაშემ გამოთქვა ფლოპის ნახვის სურვილი. 600-600 ჩიპით თამაშში შევიდნენ: babuabe (4♠4♦), mamulich8 (6♠7♠), burdiso8 (J♣Q♦) და BERRO (8♣10♣). ფლოპზე (5♦9♣10♥) ტოპ-წყვილით დათო დაწინაურდა, მაგრამ აქ გივიმ აგრესიულ თამაშს მიმართა და ბანკში 1500 ჩიპით შევიდა. მისი ფსონი მხოლოდ burdiso8-მ (სთრეით-დრო) დაქოლა. აქ გამოჩნდა რომ, დათოს (BERRO) გამოცდილება არ ეყო და ცოტას ნერვიულობდა კიდეც. თერნი (9♠) მოთამაშეებმა ჩექით გაათარეს, ხოლო რივერზე (7♦) გივიმ 3000-იანი ფსონი გააკეთა. ლდო იძულებული იყო კარტი დაეყარა. მე-14 დარიგებაზე დაფიქსირდა "სპლიტი" (Split Pot). mamulich8-სა (A♦J♦) და BERRO-ს (A♥J♣) შორის. აი, 58-ე დარიგებაზე კი ვიხილეთ ნამდვილი თრილერი. პრეფლოპ K♠K♣-ში confeesa-მ 1400 ჩიპით რეიზი გააკეთა. მას A♠Q♥-ში დილერმა, ZEMLIATRESENIE-მ, ხოლო BB-დან Misha_r-მა (A♥5♥) უპასუხეს. ფლოპზე 3♦2♦4♣-ი გაიხსნა და მიშას სთრეითი დააფიქსირა. მან 4500-იანი ფსონი გააკეთა, რაც ვაჟამ დაქოლა, პაატამ კი კარტი დაყარა. თერნზე (7♣) ოპონენტები 7000-7000-ი ჩიპით შევიდნენ ბანკში, ხოლო რივერზე (7♣)-8000-8000-ით. შოუდაუნის შემდეგ მიშა ჩიპლიდერად მოგვევლინა-53300 ჩიპი. ვაჟა კი მხოლოდ 4925 ჩიპის ამარა დარჩა. 59-ე დარიგების შემდეგ კი მაგიდასთან 8 მოთამაშე დარჩა. პრეფლოპ A♥10♥-ში IKA3003-მმა 1500-იანი რეიზი გააკეთა, რასაც BERRO -მ ჯიბის K♥K♦-ში All-in-ი დაახვედრა, ვაჟა სტეკის სიმცირის გამო იძულებული იყო ვა-ბანკზე წასულიყო, მითუმეტეს რომ ვალეტების წყვილი (J♠J♣) ეჭირა. ირაკლიმ კარტი დაყარა და ვიხილეთ ფლოპი - 3♠7♣8♥. რომელიც უფრო დათოს აწყობდა. თერნმა (5♠) და რივერმა (7♦) ფინალი ძალიან გამოცდილი და კარგი მოთამაშის, confeesa-ს გარეშე დატოვა.
მე-80 დარიგებაზე კიდევ უფრო გამყარდა ჩიპლიდერის პოზიციები. Misha_r-მა A♥10♣-ში რეიზი გააკეთა, რასაც BERRO-მ 9♦9♥-ში All-in-ით უპასუხა. ბორდზე გახსნილმა კარტმა - 10♦8♦5♠ 6♠ 2♥ , ახალბედა,მაგრამ პერსპექტიული მოთამაშე, დათო ბერუაშვილი, რომლის ფინალში მოხვედრა ყველამ სენსაციად აღიქვა, მე-8 ადგილზე დასტოვა. მიშას კი 83050 ჩიპი დაუგროვდა და საგრძნობლად ჩამოიტოვა ოპონენტები.
102-ე დარიგებაზე დაგვემშვიდობა guramio. მან BB-დან 3♥3♦-ში 10600 ჩიპით All-in-ი დაახვედრა ZEMLIATRESENIE-ს (SB-დან 5♦2♣-ში) ქოლს. ბორდზე გახსნილმა კარტმა - K♣5♣Q♠4♣7♠ - პაატას უპირატესობა დააფიქსირა.
ამის შემდეგ, 168-ე დარიგებამდე ძირითადად პოზიციური ბრძოლა მიმდინარეობდა ბლაინდებისთვის. აქ კი ექშენში ჯერ ისევ ჩიპლიდერი Misha_r-ი (56200 ჩიპი)) და IKA3003 ვიხილეთ. მიშამ K♦Q♦-ში რეიზი გააკეთა, რასაც იკამ პოზიციიდან 30500-იანი All-in-ი დაახვედრა A♣9♥-ით. მიშამ უპასუხა და ვიხილეთ ბორდის კარტი. 5♦2♦6♣ 8♥ 10♠-მა კიკერით (A♣) იკას სტეკის გადაბლების საშუალება მისცა და შესაბამისად მაგიდაზე ახალი ჩიპლიდერიც მოგვევლინა.
174-ე დარიგებაზე კი ბრძოლას ძალიან გამოცდილი, გივი ჯუღელი გამოეთიშა. ის BB-დან Q♠6♣-ში 7500 ჩიპით ვა-ბანკზე წავიდა. მას SB-მა, ლადო ბურდულმა 10♦5♣-ში უპასუხა.ბორდმა - 4♣J♦5♥9♠K♥ ლადო 7500 ჩიპით გააძლიერა.
176-ე დარიგებაზე კი ბრძოლას დაემშვიდობა მიშა რუხაძე, რომელიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საკმაოდ დიდხანს ლიდერობდა. აქ ისევ იკას და მიშას დაპირისპირების მოწმენი გავხდით. K♠10♥-ში იკას რეიზს მიშამ BB-დან, A♦6♥-ით 18200-იანი All-in-ი დაახვედრა. იკამ ფსონი გაათანაბრა და ფლოპი გაიხსნა. 4♦9♠2♥ 10♣ 7♥ - ი ბორდზე იმას ნიშნავდა რომ მაგიდაზე 4 პრედენდენტი დარჩა.
204-ე დარიგებაზე დაგვტოვა კიდევ ერთმა ჩიპლიდერმა - ირაკლი გავაშელმა. ირაკლის (A♦3♠) 46000-იან All-in-ს, SB-დან პაატა ხმალაძემ A♣J♥-ით უპასუხა. Q♠9♥10♥5♣K♠ - რივერზე გახსნილმა კაროლმა პაატას სთრეითი დააფიქსირა და ირაკლი მე-4 ადგილზე დასტოვა.
214-ე დარიგებაზე მნიშვნელოვანი დაბლ-აფი გააკეთა ლადო ბურდულმა. ბლაინდების ჯახში მას მამულიჩა (SB- 10♣2♣) დაუპირისპირდა. პრეფლოპ K♦6♦ -ით ლადო დომინირებდა. ფლოპზე (J♥10♦3♥) ორი ათიანით მამულიჩა 63500 ჩიპით ვა-ბანკზე წავიდა. ლადომ მას 45000 ჩიპით უპასუხა. თერნზე (8♦) და რივერზე (J♦) გახსნილმა კარტმა ყოფილი ფეხბურთელის ფლეში დააფიქსირა და კახი 18500 ჩიპის ამარა დასტოვა. რასაც 216-ე დარიგებაზე ლადოს (Q♠9♠) რეიზი და კახის (J♠6♠) All-in-ი მოჰყვა. ბორდმა - 3♣6♣2♠ A♥ 9♥, უფრო სწორად კი, რივერზე (!) გახსნილმა ცხრიანმა, ფინალამდე, სტუმრის სტატუსით მოსული ერთადერთი მოთამაშე, კახი მამულაშვილი მესამე ადგილს დააჯერა.
Heads up-ში ერთმანეთს ლადო ბურდული და პაატა ხმალაძე დაუპირისპირდნენ, სადაც ჩიპებით მცირედი უპირატესობა ZEMLIATRESENIE-ს ჰქონდა, 116500 ჩიპი 108500-ის წინააღმდეგ. ლადომ, რომელიც თითქმის მთელი ტურნირის მანძილზე ავლენდა შეუპოვარ და მებრძოლ ხასიათს, აქაც, მოდით ვთქვათ, გაიბრწყინა და 228- ე დარიგებაზე 10♣A♥-ით დაქოლა პაატას (7♠7♦) 76000-იანი All-in-ი. ფლოპზე 3♦6♠4♦-ი გაიხსნა, რითაც პაატა დომინირებდა. თერნზე გახსნილი A♠-ით კი უკვე burdiso8 დაწინაურდა. რივერმა (9♣) კი გამოავლინა POKER RING-ის მეორე სეზონის გამარჯვებული - ლადო ბურდული, რომელიც, როგორც ნამდვილ სპორტსმენს შეეფერება, მთელი ტურნირის განმავლობაში ღირსეულად და მიზანმიმართულად ასპარეზობდა.
ახლა კი გავეცნოთ ტურნირის საბოლოო ცხრილს:
1) burdiso8 - ლადო ბურდული 25000 ლარი
2) ZEMLIATRESENIE - პაატა ხმალაძე 18000 ლარი
3) mamulich8- კახი მამულაშვილი 14000 ლარი
4) IKA3003 - ირაკლი გავაშელი 11000 ლარი
5) Misha_r - მიშა რუხაძე 9000 ლარი
6) babuabe - გივი ჯუღელი 7500 ლარი
7) guramio - გურამ ჩიქოვანი 6500 ლარი
8) BERRO - დათო ბერუაშვილი 5000 ლარი
9) confeesa - ვაჟა ქომეთიანი 4000 ლარი