2012 წლის 16 ივნისს შედგა POKER RING 2-ის უკანასკნელი, მე-9 ნახევარფინალი, რომელსაც უნდა გამოერკვია MAIN EVENT-ის მე-9 მონაწილე. ამჯერად გადაცემის წამყვანმა, დიმა ობოლაძემ, მაგიდებთან 26 პრეტენდენტს უხმო. გავეცნოთ მათ:
1) atc - თამაზ სხირტლაძე
2) bebero1986 - ვიქტორ გოგორიშვილი
3) BERRO - დათო ბერუაშვილი
4) cezarius - ცეზარ მაღლაკელიძე
5) DALIDA - არჩილ ოდიშარია
6) gigi-jija - გიორგი გახარია
7) giopapa1 - გიორგი კაკაშვილი
8) gvinjo - მანუჩარ ღვინჯილია
9) ladolado777 - ვლადიმერ ბურჭულაძე
10) MadeInG - აკაკი შონია
11) Morgan_geo2000 - ირაკლი ნაფეტვარიძე
12) p777 - ბადრი კვარაცხელია
13) pepeshi - გიორგი გელაშვილი
14) sab100 - კახა საბაური
15) shorena777 - შორენა ბეკურაშვილი
16) shpil - ილო კიწბაბაშვილი
17) totosha90 - ცოტნე მაჭავარიანი
18) trukach - დავით ბერიძე
19) TRY_HRD_FISH - ენვერ ხვიტია
20) uragan33 - ლაშა ხმალაძე
21) vloghed - ლევან ჭილაძე
22) Zigigi - გიგი მევლუფიშვილი
23) sula_beri - ნოე სულაბერიძე
24) gio_baqanidze - გიორგი ბაქანიძე
25) ruska_mayashvili - რუსკა მაყაშვილი
26) bichuta - ბიჭი ივანიშვილი
აღნიშნულ ნახევარფინალში, სპეციალურად, მოწვეულნი იყვნენ "ევროპა-ბეთის" გუნდის წევრები: shpil-ილო კიწბაბაშვილი და TRY_HRD_FISH- ენვერ ხვიტია. აგრეთვე საინტერესო იყო გადაცემა POKER RING 2-ის ტელეწამყვანების, გიორგი ბაქანიძისა და არჩილ ოდიშარიას თამაშისათვის თვალყურის დევნება. ავღნიშნოთ რომ, გიორგი მოწვეული სტუმრის სტატუსით სარგებლობდა, ხოლო ბატონი არჩილი- სატელიტების გავლით მოხვდა სტუდიაში. სამწუხაროდ DALIDA, shpil და gio_baqanidze ნაადრევად დაემშვიდობნენ საგზურისათვის ბრძოლას, ხოლო TRY_HRD_FISH-ი ვიხილეთ საფინალო მაგიდაზე.
მოდით, პირდაპირ გადავერთოდ საფინალო მაგიდაზე, რადგან მოვლენები მასზე წარმოუდგენლად განვითარდა.
11 რაუნდიანი დაძაბული ბრძოლების შემდეგ საფინალო მაგიდაზე მოხვდნენ (პოზიციების მიხედვით):
1) bebero1986 - ვიქტორ გოგორიშვილი 17600 ჩიპი
2) TRY_HRD_FISH - ენვერ ხვიტია 34700
3) p777 - ბადრი კვარაცხელია 75800 (ჩიპ-ლიდერი)
4) BERRO - დათო ბერუაშვილი 16300
5) vloghed - ლევან ჭილაძე 26400
6) giopapa1 - გიორგი კაკაშვილი 25800
7) Morgan_geo2000 - ირაკლი ნაფეტვარიძე 13900
8) bichuta - ბიჭი ივანიშვილი 19500
9) gvinjo - მანუჩარ ღვინჯილია 32100
დილერმა თამაში მე-11 რაუნდიდან, ბლაინდებით 1000/2000, გააგრძელა. თავიდანვე თვალშისაცემი იყო ბადრი კვარაცხელიას მობილიზებული და ხშირად, აგრესიულიც კი, თამაში. ბადრის მიზანი GRAND FINAL-ის საგზურის მოპოვება იყო და საფინალო მაგიდაზე სოლიდური უპირატესობით გადავიდა და საგზურის მოპოვების უმთავრეს კანდიდატათაც ითვლებოდა. თვალშისაცემია დებიუტანტების სიმრავლე საფინალო მაგიდაზე: BERRO, bebero1986, vloghed და gvinjo პირველად მოხვდნენ სტუდიაში. სასიამოვნოდ გაგვაკვირვა ბიჭი ივანიშვილმა-მეორედ მიიღო მონაწილეობა თამაშში როგორც სტუმარმა და მეორეჯერაც საფინალო მაგიდას უწია.
პირველი "ექშენი" უკვე მე-3 დარიგებაზევე ვიხილეთ. bichuta-მ vloghed-ის (A♠Q♦) 7000-იან რეიზს, ჯიბის ორ ვალეტში 22500-იანი All-in-ი გადაარტყა. რაც TRY_HRD_FISH -მა დაქოლა, ჯიბისვე ორ ათიანში. აქ ლევანმა მცირეოდენი ფიქრის შემდეგ საკუთარი კარტი დაყარა, რაც გამართლებული სვლა აღმოჩნდა. ფლოპმა (J♥5♥3♣) ენვერს მხოლოდ გულების აუტი დაუტოვა. თერნმა (8♣) და რივერმა (3♠) ბიჭის საშუალება მისცა მნიშვნელოვანი დაბლ-აფი გაეკეთებინა. შემდეგი დარიგება კი უიღბლო აღმოჩნდა Morgan_geo2000-თვის. თამაშში, პრეფლოპ A♥9♥-ით, ის ქოლით შევიდა, რაც ალბათ შეცდომა იყო, რითაც ფლოპზე დაპატიჟა ოპონენტები, მას ბიჭიმ (Q♦10♥) უპასუხა, ხოლო BB-იდან vloghed-მა Q♥9♠-ში დაჩექა. ფლოპზე 7♠6♠9♦ გაიხსნა და ირაკლი ტოპ-წყვილით ვა-ბანკზე (11900) წავიდა. ბიჭიმ დაყარა კარტი, ხოლო ლევანმა უპასუხა ირაკლი კიკერით დომინირებდა, მაგრამ თერნმა (Q♠) უკვე ის დატოვა მდევრის როლში. რივერმა (4♠) კი, საერთოდ მაგიდის მიღმა დასტოვა.
მე-12 დარიგებაზე p777-მა 7400-იანი რეიზი გააკეთა A♠7♠-ში. მას BB-მა, vloghed- ლევან ჭილაძემ უპასუხა Q♦J♦-ით. ფლოპმა- Q♠7♣3♠ ლევანის ტოპ-წყვილი, ხოლო ბადრის ორი შვიდიანი+ფლეშ-დრო გამოკვეთა. ბადრიმ გააგრძელა აგრესიული თამაში All-in-ით, ლევანი მას გაჰყვა და თერნზე გახსნილმა 2♠-მა უშანსოდ დასტოვა. რივერს (J♣) აღარაფრის შეცვლა შეეძლო. vloghed-მა მე-8 ადგილი დაიკავა. მე-14 დარიგებაზე დაასრულა ასპარეზობა "ევროპა-ბეთის" გუნდის წევრმა, ენვერ ხვიტიამ. პრეფლოპ K♥9♣-ში მან 9200-იანი All-in-ი გააკეთა. SB-ში მას giopapa1- გიორგი კაკაშვილი A♣Q♥-ით დახვდა. ბორდმა- Q♦3♥7♣ 8♥ 10♥ გიორგის უპირატესობა დააფიქსირა. 22-ე დარიგებაზე "ექშენში" კვლავ giopapa1 ვიხილეთ. A♣8♠-ში მან 32100-იანი All-in-ი გააკეთა. გიორგის BB-მ, bebero1986- ვიქტორ გოგორიშვილმა (All-in.25700) უპასუხა A♦K♦-ით. ვიქტორი, პრეფლოპზეც და ფლოპზეც (A♠Q♠J♥) თვს კომფორტულად გრძნობდა, მაგრამ გიორგიმ თერნზე 8♥ მოარტყა და დაწინაურდა. რივერმა (2♣) სიტუაცია ვეღარ შეცვალა და მაგიდასტან 5 პრედენდენტი დარჩა. 34-ე დარიგებაზე p777-მა , რომელიც ამ დროისთვის აშკარა ჩიპ-ლიდერი იყო (133300) თამაშიდან გამოთიშა მეგობარი, gvinjo- მანუჩარ ღვინჯილია. მანუჩარმა A♣K♥-ში 9200-იანი All-in-ი გააკეთა. ბადრიმ მას SB-დან უპასუხა 8♥8♣-ში. "კოინფლიპში" (Coinflip) გამარჯვებული თერნზე გახსნილმა 8♦-მა გამოავლინა (ბორდი-7♦2♣5♠8♦Q♦). ამ დარიგების შემდეგ ძნელი ასახსნელია რა დაემართა ბადრის (ალბათ საკუთარი თავისთვისაც). ყველა "ექშენში", რბილად რომ ვთქვათ, ანიავებდა საკუთარ სტეკს. უკვე 65-ე დარიგებაზე მას მხოლოდ 61600 ჩიპიღა ჰქონდა. ამ დროისთვის ჩიპ-ლიდერი bichuta იყო-98900 ჩიპით. 76-ე დარიგებაზე (ბლაინდები-3000/6000) კი ბადრიმ ჯიბის K♥K♣-ში 73600-იანი All-in-ით უპასუხა ბიჭი ივანიშვილის (7♠7♥) 83400-იან All-in-ს. მათ SB-დან K♦9♦-ში 42200-ით (All-in) უპასუხა giopapa1-მა. ბორდმა- 6♥A♣7♦ 10♣ 3♦ ერთდროულად 2 მოთამაშე გამოაგდო. მე-4 ადგილზე giopapa1 გავიდა, ხოლო მესამეზე ბადრი კვარაცხელია (სტეკის სიდიდით გათამაშებამდე). heads up-ში მოწვეული სტუმრის სტატუსით bichuta- ბიჭი ივანიშვილი და დებიუტანტი- BERRO- დათო ბერუაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც აშკარა უპირატესობა, 179200 ჩიპი 82900-ის წინააღმდეგ, ბიჭის ჰქონდა. აი, აქ კი ბიჭიმ დაიწყო ჩიპების განიავება და 95-ე დარიგებაზე (ბლაინდები-4000/8000) 9♦K♣-ში All-in-ი გააკეთა, რასაც დათომ 3♣A♦-ში 71900-იანი All-in-ით უპასუხა. ბორდმა- 10♦6♦8♦ 2♠ 4♣ ვერცერთი გააძლიერა და კიკერით (A♦) დათომ სტეკი გაადაბლა. შემდეგ დარიგებაზევე, იგრძნო რა მოწინააღმდეგის სისუსტე, დათომ 10♦A♦-ში კიდევ ერთი, 143800-იანი All-in-ი გააკეთა, ბიჭიმ მას 9♦Q♣-ით უპასუხა. ბორდს ვერცერთი მოთამაშე მოხვდა- 6♦7♥K♦ 3♣ 4♣ და ისევ კიკერით (A♦!!!) BERRO -მ გაიმარჯვა.
ამრიგად, დათო ბერუაშვილი შეუერთდა იმ 8 მოთამაშეს, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან POKER RING 2-ის გამარჯვებულის გამოსავლენად.
მე-9 თამაშის საფინალო მაგიდის საბოლოო სახე:
1) BERRO - დათო ბერუაშვილი POKER RING 2-ის გრანდ ფინალის საგზური
2) bichuta - ბიჭი ივანიშვილი 1700 ლარი
3) p777 - ბადრი კვარაცხელია 1300 ლარი
4) giopapa1 - გიორგი კაკაშვილი 1000 ლარი
5) gvinjo - მანუჩარ ღვინჯილია 900 ლარი
6) bebero1986 - ვიქტორ გოგორიშვილი 800 ლარი
7) TRY_HRD_FISH - ენვერ ხვიტია 700 ლარი
8) vloghed - ლევან ჭილაძე 600 ლარი
9) Morgan_geo2000 - ირაკლი ნაფეტვარიძე 500 ლარი