პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
რომი შნაიდერის უცნობი დღიურები
რომი შნაიდერის უცნობი დღიურები

30 წელი გა­ვი­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან. მისი ცხოვ­რე­ბა თით­ქოს მარ­თლაც ელი­ტუ­რი ქრო­ნი­კე­ბის­თვის იყო შექ­მნი­ლი - მრა­ვალ­წლი­ა­ნი რო­მა­ნი ალენ დე­ლონ­თან, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბით არ დას­რულ­და, ორი უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბა, შვი­ლის ტრა­გი­კუ­ლი სიკ­ვდი­ლი...

რომი შნა­ი­დე­რის დღი­უ­რე­ბი და წიგ­ნი მისი ცხოვ­რე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოჩ­ნდა.

პირ­ვე­ლად რომი და ალე­ნი ერ­თმა­ნეთს 1958 წელს შეხ­ვდნენ, ფილმ "კრის­ტი­ნას" გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე - ალენ დე­ლო­ნი აე­რო­პორ­ტში ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლით მი­ვი­და. 1960-იანი წლე­ბის ცნო­ბი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი, რო­მელ­ზეც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში წერ­დნენ, მისი მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რე­ბის სრუ­ლი გულ­გრი­ლო­ბით და­ი­წყო. მაგ­რამ რაც მე­ტად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, მით მეტ ინ­ტე­რესს გრძნობ­დნენ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ.

"პა­რიზ­ში გა­ვი­ცა­ნი ნამდ­ვილი ალე­ნი, ეკ­ლი­ა­ნი, იმპუ­ლ­სური, მო­უ­ხე­შა­ვი ჭა­ბუ­კი, რო­მე­ლიც ჯინსსა და პე­რანგს არ იშო­რებ­და, სულ აგ­ვი­ა­ნებ­და გა­და­ღე­ბებ­ზე, მთელ ქა­ლაქს უვ­ლი­და თა­ვი­სი "რე­ნო­თი" და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ამ­ბებს ჰყვე­ბო­და, - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომი, - გა­და­ღე­ბე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან ვჩხუ­ბობ­დით და ვკა­მა­თობ­დით".

მაგ­რამ ბრი­უ­სელ­ში კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა მე­ჯლის­ზე რომი მიხ­ვდა, რომ თა­ვი­სი პარტნი­ო­რი უყ­ვარ­და. მალე ისიც გა­ირ­კვა, რომ ალე­ნიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

1959 წლის 22 მარტს და­ი­ნიშ­ნენ, თუმ­ცა რო­მის მშობ­ლებს ქა­ლიშ­ვი­ლის არ­ჩე­ვა­ნი არ მოს­წონ­დათ. რომი უკვე ცნო­ბი­ლი იყო გერ­მა­ნი­ა­ში, გერ­მა­ნე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი გამ­ხდა­რი­ყო, ალენს კი ჯერ ნაკ­ლე­ბად იც­ნობ­დნენ. "ვი­ღაც ალე­ნი", - ასე იხ­სე­ნი­ებ­და რო­მის დედა მას და ყურ­მილ­ში შვილს ჩაჰ­ყვი­რო­და: "რომი, საყ­ვა­რე­ლო, გონს მო­ე­გე, ამ ურ­ცხვს მხო­ლოდ შენი ფული და დი­დე­ბა აინ­ტე­რე­სებს. რო­გორც კი გა­მოგ­წუ­რავს, მი­გა­ტო­ვებს".

როცა დის­ტან­ცი­ა­ზე ვე­რა­ფე­რი გა­ა­წყო, რო­მის დე­დამ გა­და­წყვი­ტა, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ისეთ კა­ლა­პოტ­ში ჩა­ეს­ვა, რომ შვი­ლის კა­რი­ე­რა არ დან­გრე­უ­ლი­ყო. ცოტა ხან­ში მაგ­დამ ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მო­იწ­ვია და ორი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის პი­რა­დი საქ­მე ლა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის მოვ­ლე­ნა გახ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომი ამ­ბობ­და, რომ ალენ­თან რო­მან­მა მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა დე­დის, წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის მაგ­და შნა­ი­დე­რი­სა და მა­მი­ნაც­ვალ ჰანს ბლატ­ც­ჰა­ი­მის მე­ურ­ვე­ო­ბას გაჰ­ქ­ცე­ო­და. ისი­ნი ხომ მის ყვე­ლა ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებ­დნენ...

ქორ­წი­ლის დღე არ და­უ­ნიშ­ნავთ და პა­რიზ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ალე­ნი ისევ თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რობ­და, არც გარ­თო­ბას და ფლირტს იკ­ლებ­და. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ ეთ­მო­ბო­და, თა­ნაც, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რა: "რომი იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პირ­მ­შო იყო, რო­მელ­საც მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ვერ ვი­ტან­დი - მდი­და­რი ობი­ვა­ტე­ლე­ბის. ხუ­თწ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ში ვერ ამოვ­ძირ­კვე ის, რა­საც 20 წელი უტე­ნიდ­ნენ თავ­ში. ორ რო­მის­თან ვცხოვ­რობ­დი. ერთი გი­ჟუ­რად მიყ­ვარ­და, მე­ო­რეს კი ვერ ვი­ტან­დი".

სულ მალე ალენ დე­ლო­ნი სუ­პერ­პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, პა­რიზ­ში სახ­ლი იყი­და და რო­მის­თან ერ­თად იქ გა­და­ვი­და. თუმ­ცა გა­მუდ­მე­ბუ­ლი გა­და­ღე­ბე­ბის გამო ერ­თმა­ნეთს თით­ქმის ვერ ხე­დავ­დნენ. 1963 წელს რო­მიმ ჰო­ლი­ვუ­დურ კომ­პა­ნი­ას­თან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი და აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა. იქვე გა­ი­გო, რომ დე­ლონ­მა მსა­ხი­ობ ნა­ტა­ლი ბარ­ტე­ლე­მის­თან გა­ა­ბა რო­მა­ნი. დე­ლონ­მა მას­ზე იქორ­წი­ნა კი­დეც, შვი­ლიც გა­უჩ­ნდათ, რომი კი თა­მა­შ­გა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

"მისი ღა­ლა­ტის შემ­დეგ გა­ნა­დ­გუ­რე­ბუ­ლი და დამ­ცი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, - წერს რომი დღი­ურ­ში, - ჩემ­ზე რომ ყო­ფი­ლი­ყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მას არას­დროს დავ­ტო­ვებ­დი. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ყვე­ლა­ფერს ვპა­ტი­ობ­დი".

რო­მის დეპ­რე­სია და­ე­მარ­თა, ლო­თობ­და, პარტნი­ო­რებს ხში­რად იც­ვლი­და. 1966 წელს გა­თხოვ­და 42 წლის გერ­მა­ნელ რე­ჟი­სორ გარი მა­ი­ენ­ზე. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ვაჟი გა­უჩ­ნდა - და­ვი­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბობ­და, რომ და­ვი­დი და­ეხ­მა­რა და­წყნა­რე­ბა­ში და ალე­ნის და­ვი­წყე­ბა­ში. მაგ­რამ 1968 წელს ალე­ნი ნა­ტა­ლის და­შორ­და, შნა­ი­დერს და­უ­რე­კა და მას­თან ერ­თად ფილმ "აუზ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და­ი­თან­ხმა. პრე­მი­ე­რის დღეს სკან­და­ლი აგორ­და - რომი და ალე­ნი ერ­თმა­ნეთს ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი გა­და­ი­ღეს, ქმარს ეწყი­ნა, რო­მის­თვის კი სუ­ლერ­თი იყო...

1975 წელს რომი თა­ვის მძღოლს გაჰ­ყვა ცო­ლად და ქა­ლიშ­ვი­ლი სარა გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ ვერც ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში იპო­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბა. 1979 წელს მის­მა პირ­ველ­მა ქმარ­მა თავი მო­იკ­ლა. რო­მიმ თავი დამ­ნა­შა­ვედ იგ­რძნო და ისევ სას­მელ­ში გა­და­ეშ­ვა. ქმა­რი არ­ყის ბოთ­ლებს უმა­ლავ­და. 1981 წელს მისი 14 წლის ვაჟი გარ­და­იც­ვა­ლა - ღო­ბე­ზე ძვრე­ბო­და, ჩა­მო­ვარ­და და ლი­თო­ნის ეკ­ლებ­ზე და­ე­ცა. იმ მძი­მე დღე­ებ­ში ალენ დე­ლო­ნი რო­მის გვერ­დით იყო. "იმ დღეს, როცა და­ვი­დი მოკ­ვდა, რო­მიმ ჩვენ დაგვტო­ვა, - იხ­სე­ნებ­და ალენ დე­ლო­ნი, - მას აღარ სურ­და სი­ცო­ცხლე".

1982 წლის 29 მა­ისს 43 წლის რომი შნა­ი­დე­რი პა­რი­ზის ბი­ნა­ში მკვდა­რი იპო­ვეს - ექი­მებ­მა გუ­ლის შე­ტე­ვის დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს.

დე­ლო­ნი პირ­ვე­ლი მი­ვარ­და, მთე­ლი ღამე არ მოს­ცი­ლე­ბია, ტი­რო­და. სა­ნამ ჩა­ას­ვე­ნებ­დნენ, სამი ფოტო გა­და­უ­ღო, რომ­ლე­ბიც მას შემ­დეგ სულ უდევს სა­ფუ­ლე­ში.

რო­მის სიკ­ვდი­ლის მერე ალენს ოთხი უიღ­ბლო რო­მა­ნი ჰქონ­და, ახლა კი მარ­ტო ცხოვ­რობს. რო­მის თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულს უწო­დებს, ყო­ველ წელს აღ­ნიშ­ნავს მას­თან ნიშ­ნო­ბის თა­რიღს - 22 მარტს, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი აღი­ა­რა: "ცო­ლად უნდა მო­მეყ­ვა­ნა..."

Daily Mirror

რომი შნაიდერის უცნობი დღიურები

რომი შნაიდერის უცნობი დღიურები

30 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. მისი ცხოვრება თითქოს მართლაც ელიტური ქრონიკებისთვის იყო შექმნილი - მრავალწლიანი რომანი ალენ დელონთან, რომელიც ქორწინებით არ დასრულდა, ორი უიღბლო ქორწინება, შვილის ტრაგიკული სიკვდილი...

რომი შნაიდერის დღიურები და წიგნი მისი ცხოვრებისა და სიყვარულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.

პირველად რომი და ალენი ერთმანეთს 1958 წელს შეხვდნენ, ფილმ "კრისტინას" გადაღებების დაწყებამდე - ალენ დელონი აეროპორტში ყვავილების თაიგულით მივიდა. 1960-იანი წლების ცნობილი სასიყვარულო რომანი, რომელზეც ევროპასა და ამერიკაში წერდნენ, მისი მთავარი მოქმედი გმირების სრული გულგრილობით დაიწყო. მაგრამ რაც მეტად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მით მეტ ინტერესს გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ.

"პარიზში გავიცანი ნამდ­ვილი ალენი, ეკლიანი, იმპუ­ლ­სური, მოუხეშავი ჭაბუკი, რო­მელიც ჯინსსა და პერანგს არ იშორებდა, სულ აგვიანებდა გადაღებებზე, მთელ ქალაქს უვლიდა თავისი "რენოთი" და არაჩვეულებრივ ამბებს ჰყვებოდა, - იხსენებდა მოგვიანებით რომი, - გადაღებების პირველი დღიდან ვჩხუბობდით და ვკამათობდით".

მაგრამ ბრიუსელში კინემა­ტოგრაფისტთა მეჯლისზე რომი მიხვდა, რომ თავისი პარტნიორი უყვარდა. მალე ისიც გაირკვა, რომ ალენიც შეყვარებული იყო.

1959 წლის 22 მარტს დაინიშნენ, თუმცა რომის მშობლებს ქალიშვილის არჩევანი არ მოსწონდათ. რომი უკვე ცნობილი იყო გერმანიაში, გერმანელების საყვარელი მსახიობი გამხდარიყო, ალენს კი ჯერ ნაკლებად იცნობდნენ. "ვიღაც ალენი", - ასე იხსენიებდა რომის დედა მას და ყურმილში შვილს ჩაჰყვიროდა: "რომი, საყვარელო, გონს მოეგე, ამ ურცხვს მხოლოდ შენი ფული და დიდება აინტერესებს. როგორც კი გამოგწურავს, მიგატოვებს".

როცა დისტანციაზე ვერაფერი გააწყო, რომის დედამ გადაწყვიტა, ეს ურთიერთობა ისეთ კალაპოტში ჩაესვა, რომ შვილის კარიერა არ დანგრეულიყო. ცოტა ხანში მაგდამ ფოტოგრაფები მოიწვია და ორი ახალგაზრდა მსახიობის პირადი საქმე ლამის საერთაშორისო მასშტაბის მოვლენა გახდა. მოგვიანებით რომი ამბობდა, რომ ალენთან რომანმა მისცა საშუალება დედის, წარსულში ცნობილი მსახიობის მაგდა შნაიდერისა და მამინაცვალ ჰანს ბლატცჰაიმის მეურვეობას გაჰქცეოდა. ისინი ხომ მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ...

ქორწილის დღე არ დაუნიშნავთ და პარიზში დაბრუნებული ალენი ისევ თავისუფლად ცხოვრობდა, არც გართობას და ფლირტს იკლებდა. მას თავისუფლება არ ეთმობოდა, თანაც, როგორც მოგვიანებით აღიარა: "რომი იმ საზოგადოების პირმშო იყო, რომელსაც მე ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი - მდიდარი ობივატელების. ხუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში მასში ვერ ამოვძირკვე ის, რასაც 20 წელი უტენიდნენ თავში. ორ რომისთან ვცხოვრობდი. ერთი გიჟურად მიყვარდა, მეორეს კი ვერ ვიტანდი".

სულ მალე ალენ დელონი სუპერპოპულარული გახდა, პარიზში სახლი იყიდა და რომისთან ერთად იქ გადავიდა. თუმცა გამუდმებული გადაღებების გამო ერთმანეთს თითქმის ვერ ხედავდნენ. 1963 წელს რომიმ ჰოლივუდურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი და აშშ-ში გაემგზავრა. იქვე გაიგო, რომ დელონმა მსახიობ ნატალი ბარტელემისთან გააბა რომანი. დელონმა მასზე იქორწინა კიდეც, შვილიც გაუჩნდათ, რომი კი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"მისი ღალატის შემდეგ გა­ნა­დ­გურებული და დამცირებული ვიყავი, - წერს რომი დღიურში, - ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მას არასდროს დავტოვებდი. ძალიან მიყვარდა და ყველაფერს ვპატიობდი".

რომის დეპრესია დაემართა, ლო­თობდა, პარტნიორებს ხშირად იცვლიდა. 1966 წელს გათხოვდა 42 წლის გერმანელ რეჟისორ გარი მაიენზე. რამდენიმე თვეში ვაჟი გაუჩნდა - დავიდი. მოგვიანებით ამბობდა, რომ დავიდი დაეხმარა დაწყნარებაში და ალენის დავიწყებაში. მაგრამ 1968 წელს ალენი ნატალის დაშორდა, შნაიდერს დაურეკა და მასთან ერთად ფილმ "აუზში" მონაწილეობაზე დაითანხმა. პრემიერის დღეს სკანდალი აგორდა - რომი და ალენი ერთმანეთს ჩახუტებულები გადაიღეს, ქმარს ეწყინა, რომისთვის კი სულერთი იყო...

1975 წელს რომი თავის მძღოლს გაჰყვა ცოლად და ქალიშვილი სარა გააჩინა, მაგრამ ვერც ამ ქორწინებაში იპოვა ბედნიერება. 1979 წელს მისმა პირველმა ქმარმა თავი მოიკლა. რომიმ თავი დამნაშავედ იგრძნო და ისევ სასმელში გადაეშვა. ქმარი არყის ბოთლებს უმალავდა. 1981 წელს მისი 14 წლის ვაჟი გარდაიცვალა - ღობეზე ძვრებოდა, ჩამოვარდა და ლითონის ეკლებზე დაეცა. იმ მძიმე დღეებში ალენ დელონი რომის გვერდით იყო. "იმ დღეს, როცა დავიდი მოკვდა, რომიმ ჩვენ დაგვტოვა, - იხსენებდა ალენ დელონი, - მას აღარ სურდა სიცოცხლე".

1982 წლის 29 მაისს 43 წლის რომი შნაიდერი პარიზის ბინაში მკვდარი იპოვეს - ექიმებმა გულის შეტევის დიაგნოზი დასვეს.

დელონი პირველი მივარდა, მთელი ღამე არ მოსცილებია, ტიროდა. სანამ ჩაასვენებდნენ, სამი ფოტო გადაუღო, რომლებიც მას შემდეგ სულ უდევს საფულეში.

რომის სიკვდილის მერე ალენს ოთხი უიღბლო რომანი ჰქონდა, ახლა კი მარტო ცხოვრობს. რომის თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს უწოდებს, ყოველ წელს აღნიშნავს მასთან ნიშნობის თარიღს - 22 მარტს, ერთ-ერთ ინტერვიუში კი აღიარა: "ცოლად უნდა მომეყვანა..."

Daily Mirror

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება