მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

15

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:08-ზე, მთვარე სასწორში იქნება 15:47-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

ოზი ოსბორნი ბაბუა გახდა

ოზი ოსბორნი ბაბუა გახდა

ჯგუფი Black Sabbath-ის ლიდერი ოზი ოსბორნი ბაბუა გახდა. მუსიკოსის ვაჟს, ჯეკს და მის რძალ ლიზა სტელის გოგონა შეეძინათ. გოგონა 24 აპრილს დაიბადა. ახალშობილს სახელად პერლი დაარქვეს.

თავად ოზი ოსბორნს ოჯახში მატებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. Black Sabbath-ის ლიდერის მეუღლემ შერონ ოსბორნმა კი განაცხადა, რომ შვილიშვილის დაბადებით ძალიან გახარებულია და მის გათამამებას აპირებს.

ჯეკ ოსბორნის და ლიზა სტელის რომანი 2011 წელს დაიწყო. რამდენიმე თვეში წყვილმა ნიშნობის შესახებ გამოაცხადა. როდის აპირებენ დაქორწინებას, უცნობია.

2011 წლის ზამთარში ჯეკ ოზბორნმა განაცხადა, რომ საკუთარ მამაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. თავად ოზის, ვაჟის იდეა დიდად არ მოსწონს, რადგან მუსიკოსის აზრით, ჯეკი მხოლოდ Black Sabbath-ის წარმატების წლების ასახვას აპირებს. 

Black Sabbath-მა ახლახან გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთა.   

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება