აფხაზეთის ე.წ. სახელისუფლებო ტელეგრამ-არხები ავრცელებენ ცნობას, რომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი ჩართულია აფხაზეთის დესტაბილიზაციის პროექტებში და შუამავლად ოპოზიციის "საპრეზიდენტო კანდიდატის" ადგურ არძინბას ბიძაშვილს, ადამირ ფაჩალიას (მეტსახელად ფაჩახას) იყენებს. ონიანი ცდილობს აფხაზეთის კრიმინალური სამყარო მთლიანად ჩაიგდოს ხელში და ამაში მას "ფაჩახა" ეხმარება. სწორედ ონიანმა დააფინანსა გადატრიალება და ასლან ბჟანიას გადაგდება ნოემბერში, ახლა კი "არჩევნებში" არძინბას გასამარჯვებლად ხარჯავს ფულს. დაიწერა, რომ ქართველმა კრიმინალმა აფხაზეთში არეულობისთვის 40 მილიონი რუბლი გამოყო და რამდენიმე ტრანშად გამოგზავნილი ფული ფაჩალიას ჩააქვს თბილისიდან აფხაზეთში.
ფოტოებიდან ირკვევა, "ფაჩახა" საქართველოს თამაშს ესწრებოდა ევროპის ჩემპიონატზე, თანაც საქართველოს ნაკრების ფორმით. ერთ ფოტოზე აღბეჭდილია "ფაჩახა", რომელსაც 11-ნომრიანი მაისური აცვია, მეორე ფოტოზე კი ის აღბეჭდილია ე.წ. კანონიერ ქურდ ტარიელ ონიანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან ერთად იმავე მატჩზე.ფოტოებს მოჰყვა ცნობებიც. დაიწერა, რომ ტარიელ ონიანი, ქუთაისის დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, "ფაჩახას" უმცროს ძმას უწოდებს. გაარკვიეს, რომ ონიანი აფინანსებდა ნოემბერში გადატრიალებას და ამისთვის ფაჩალია გამოიყენა. ფაჩალია დიდხანს იმალებოდა თბილისში, სადაც რამდენიმე ტრანშად მიიიღო ონიანისგან 40 მილიონი რუბლი.
დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერმა ტელეგრამ-არხმა "სოვმინმა" დაწერა, რომ ონიანი უკმაყოფილოა აფხაზი ქურდების დომინირებით და "ფაჩახას" შუამავლობით ცდილობს აფხაზეთის ქუჩა მთლიანად ჩაიგდოს ხელში: მათ სურთ აფხაზეთი ქართული კრიმინალური სინდიკატის ფილიალად აქციონ. "ფაჩახას" ონიანი ხელმძღვანელობს, კერძოდ, "ფაჩახამ" ავტოგასამართი სადგურიდან იანვარში გაიტაცა ინგუში ბიზნესმენი ფულის გამოძალვის მიზნით, როგორც ამბობენ, ონიანის მითითებით.
დაიწერა ისიც, რომ ტარიელ ონიანი შეკვეთილი მკვლელობებითაა ცნობილი, მონაწილეობდა აფხაზების, კერძოდ, რაულ ჯახიმბასთან დაპირისპირებული ბესლან ჯონუას, აფხაზი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული პირის მკვლელობაშიც. ჯონუა 2007 წელს მოსკოვში მოკლეს, მას რამდენიმე ბიზნესი ჰქონდა, ე.წ. კანონიერი ქურდი არ ყოფილა, თუმცა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა კრიმინალებშიც. მისი მკვლელობის ბრალდებით მაშინ 2 აფხაზი დააკავეს და ონიანზე არაფერი თქმულა.
ამ ფოტოებს ტელეგრამ-არხებზე აღშფოთებული განხილვები მოჰყვა, რომ ღალატია, როცა მტერი ქვეყნის ნაკრების მაისურს იცვამს აფხაზი და არა საკუთარი ქვეყნის ნაკრების. აფხაზებისთვის მიუღებელია მეგობრობა ქართველ კრიმინალთან და ადგურ არძინბას მოუწევს პასუხის გაცემა ბიძაშვილ "ფაჩახასთან" კავშირსა და ქართველი კრიმინალის დაფინანსებაზე...წაიკითხეთ სრულად