სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთში ჰიტლერის უკანონი ვაჟი აღმოაჩინეს
საფრანგეთში ჰიტლერის უკანონი ვაჟი აღმოაჩინეს

საფ­რან­გეთ­ში გერ­მა­ნი­ის ფი­უ­რე­რის, ადოლფ ჰიტ­ლე­რის უკა­ნო­ნო ვაჟი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰიტ­ლე­რი­სა და ახალ­გაზ­რდა ფრან­გი გო­გო­ნას - შარ­ლო­ტა ლობ­ჟუ­ას უკა­ნო­ნო ვაჟი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს და­ი­ბა­და, სა­დაც მო­მა­ვა­ლი ფი­უ­რე­რი მო­ხა­ლი­სედ გა­ემ­გზავ­რა.

საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე, ჟან-მარი ლორე ჯერ კი­დევ 1981 წელს აცხა­დებ­და, რომ ის ჰიტ­ლე­რის მემ­კვიდ­რე იყო - მან ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით "მა­მა­შე­ნი ჰიტ­ლე­რია". ოთხი წლის შემ­დეგ ავ­ტო­რი 67 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა ვე­რა­ვის­თვის შეძ­ლო.

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი პრე­სა­ში ჟან-მარი ლო­რეს ად­ვო­კა­ტის, ფრან­სუა გი­ბოს წყა­ლო­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამ დღე­ებ­ში იუ­რის­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი კლი­ენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის უტყუ­ა­რო­ბას დო­კუ­მენ­ტე­ბი და ფო­ტო­ე­ბი ადას­ტუ­რებს.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1917 წელს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ეფ­რე­ი­ტო­რი ჰიტ­ლე­რი მსა­ხუ­რობ­და, სე­ბონ­კუ­რის კო­მუ­ნას­თან ახ­ლოს, პი­კარ­დი­ა­ში იდგა. დრო­დად­რო ჯა­რის­კა­ცი და­სას­ვე­ნებ­ლად, გა­სარ­თო­ბად და ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ზურ­გში გა­და­დი­ო­და.

პა­ტა­რა ქა­ლაქ ფურ­ნე-ან-ვეპ­ში ჰიტ­ლერ­მა 16 წლის შარ­ლო­ტა ლობ­ჟუა გა­იც­ნო. გო­გო­ნა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბა­ლახს კრეჭ­და, რო­დე­საც ქუ­ჩის მე­ო­რე მხა­რეს გერ­მა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი შე­ნიშ­ნა - ჯა­რის­კა­ცი რა­ღა­ცას ხა­ტავ­და. მე­გობ­რებ­მა შარ­ლო­ტა ჯა­რის­კაც­თან გაგ­ზავ­ნეს, რათა გა­ე­გო, რას ხა­ტავ­და ის. შარ­ლო­ტას თქმით, ჯა­რის­კა­ცი "ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი ჩან­და, მან გო­გო­ნას მი­მართ მო­უ­ლოდ­ნე­ლი სით­ბო გა­მო­ავ­ლი­ნა". ასე და­ი­წყო რო­მა­ნი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რას გაგ­რძელ­და.

ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი ფი­უ­რე­რი აღ­მოჩ­ნდა, ფრან­გუ­ლად ვერ სა­უბ­რობ­და, თუმ­ცა შარ­ლო­ტამ გერ­მა­ნუ­ლი კარ­გად იცო­და. მათ შო­რის ხან­მოკ­ლე რო­მა­ნი გა­ჩაღ­და, რომ­ლის ნა­ყო­ფიც ჟან-მარი ლო­რეა - ბი­ჭუ­ნა 1918 წლის მარ­ტში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. მე­ზობ­ლე­ბი­სა და ნაც­ნო­ბე­ბის­თვის ის უკა­ნო­ნო ბავ­შვი, გერ­მა­ნე­ლის ვაჟი იყო.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ და­ცინ­ვით დაღ­ლილ­მა შარ­ლო­ტამ სა­კუ­თა­რი შვი­ლი ცოლ-ქმარს მი­უგ­დო, რომ­ლებ­თა­ნაც მისი ერთ-ერთი და მუ­შა­ობ­და. 1934 წელს წყვილ­მა ჟან-მარი იშ­ვი­ლა და მას გვა­რი ლორე მის­ცა. ნამ­დვილ მა­მას ის არას­დროს უნა­ხავს, თუმ­ცა დე­და­მი­სი ბედი აინ­ტე­რე­სებ­და.

რო­გორც ფრან­გულ ჟურ­ნალ LePoint-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჰიტ­ლე­რი შარ­ლო­ტას ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძალ­თა (ვერ­მახ­ტი) ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, ნა­ცის­ტუ­რი ოკუ­პა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში გერ­მა­ნი­ის არ­მი­ის ოფიც­რე­ბი ფრანგ ქა­ლებს ნაღ­დი ფუ­ლით სავ­სე კონ­ვერ­ტებს უგ­ზავ­ნინ­დნენ.

Le Point-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, ჰიტ­ლე­რის ვაჟს სის­ხლის ყი­ვი­ლი არ უგვრძნია: 1939 წელს ლორე კორ­პუს­ში ჩა­ი­რი­ცხა, რო­მე­ლიც მა­ჟი­ნოს ხაზს იცავ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "კლე­მა­ნის" სა­ხე­ლით აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა­ში, 1944 წლის ზამ­თარ­ში კი არ­დე­ნახ­ში იბ­რძო­და.

50-იან წლებ­ში, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე შარ­ლო­ტამ ვაჟს მა­მის ვი­ნა­ო­ბა გა­უმ­ხი­ლა. ჟან-მას­რის­თვის ეს ნამ­დვი­ლი შოკი იყო. სა­კუ­თარ წიგნ­ში "მა­მა­შე­ნი ჰიტ­ლე­რია", რო­მე­ლიც მან 1981 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა (თუმ­ცა მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ვერ მი­ი­პყრო), ის წერ­და, რომ თავს მუ­შა­ო­ბით იქან­ცავ­და, რათა სა­კუ­თა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ არ ეფიქ­რა. "ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­ბუ­ლე­ბა არ ამი­ღია, არ ვყო­ფილ­ვარ კი­ნო­ში და არაფ­რით ვერ­თო­ბო­დი, მხო­ლოდ ვმუ­შა­ობ­დი", - წერ­და ის.

თუმ­ცა, სა­ეჭ­ვო წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ ლო­რეს ფიქ­რი არ ას­ვე­ნებ­და და 1970-იან წლებ­ში ის ჰიტ­ლერ­თან მისი კავ­ში­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ძი­ე­ბას შე­უდ­გა. 1979 წელს მან იუ­რისტ ფრან­სუა გი­ბოს მი­მარ­თა: "მე ჰიტ­ლე­რის ვაჟი ვარ. მი­თხა­რით რა ვქნა?". "ის დაბ­ნე­უ­ლი იყო და არ იცო­და, ნამ­დვი­ლად სურ­და თუ არა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბა. მე მას ბევ­რს ვე­სუბ­რე­ბო­დი, უფრო რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, ვიდ­რე - იუ­რის­ტი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გი­ბომ.

სა­კუ­თა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, ლო­რემ მეც­ნი­ე­რებს მი­მარ­თა, მათ შო­რის ჰე­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­კოს­სა და გე­ნე­ტი­კოს, ასე­ვე გრა­ფო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებს. "ყვე­ლა მათ­გა­ნი ერთ დას­კვნამ­დე მი­ვი­და: ჟან-მარი ლორე ადოლფ ჰიტ­ლე­რის ვაჟი იყო", - წერს Le Point.

ჟან-მარი ლორე 1985 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ლო­რეს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მისი სახ­ლის სხვენ­ში ნა­ხა­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, წარ­წე­რით "ჰილ­ტე­რი". არ­სე­ბობს ფი­უ­რე­რის ნა­ხა­ტი, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლი გო­გო­ნა ძა­ლი­ან გავს შარ­ლო­ტა ლობ­ჟუ­ას.

Le Point-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ას ფარ­თო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა: რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მა ეჭ­ვით უყუ­რებს ამ ის­ტო­რი­ას და აცხა­დებს, რომ ის ჰიტ­ლე­რის შე­სა­ხებ კი­დევ ერთი მი­თია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია LePoint-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

საფრანგეთში ჰიტლერის უკანონი ვაჟი აღმოაჩინეს

საფრანგეთში ჰიტლერის უკანონი ვაჟი აღმოაჩინეს

საფრანგეთში გერმანიის ფიურერის, ადოლფ ჰიტლერის უკანონო ვაჟი აღმოაჩინეს. ფრანგი ჟურნალისტების ინფორმაციით, ჰიტლერისა და ახალგაზრდა ფრანგი გოგონას - შარლოტა ლობჟუას უკანონო ვაჟი პირველი მსოფლიო ომის დროს დაიბადა, სადაც მომავალი ფიურერი მოხალისედ გაემგზავრა.

საფრანგეთის მოქალაქე, ჟან-მარი ლორე ჯერ კიდევ 1981 წელს აცხადებდა, რომ ის ჰიტლერის მემკვიდრე იყო - მან ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა, სახელწოდებით "მამაშენი ჰიტლერია". ოთხი წლის შემდეგ ავტორი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა საკუთარი წარმომავლობის დამტკიცება ვერავისთვის შეძლო.

მტკიცებულებები პრესაში ჟან-მარი ლორეს ადვოკატის, ფრანსუა გიბოს წყალობით გამოქვეყნდა. ამ დღეებში იურისტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის მონაცემების უტყუარობას დოკუმენტები და ფოტოები ადასტურებს.

ადვოკატის ინფორმაციით, 1917 წელს სამხედრო ნაწილი, რომელშიც ეფრეიტორი ჰიტლერი მსახურობდა, სებონკურის კომუნასთან ახლოს, პიკარდიაში იდგა. დროდადრო ჯარისკაცი დასასვენებლად, გასართობად და ძალების აღსადგენად სამხედრო ნაწილის ზურგში გადადიოდა.

პატარა ქალაქ ფურნე-ან-ვეპში ჰიტლერმა 16 წლის შარლოტა ლობჟუა გაიცნო. გოგონა მეგობრებთან ერთად ბალახს კრეჭდა, როდესაც ქუჩის მეორე მხარეს გერმანელი ჯარისკაცი შენიშნა - ჯარისკაცი რაღაცას ხატავდა. მეგობრებმა შარლოტა ჯარისკაცთან გაგზავნეს, რათა გაეგო, რას ხატავდა ის. შარლოტას თქმით, ჯარისკაცი "ყურადღებიანი და მეგობრული ჩანდა, მან გოგონას მიმართ მოულოდნელი სითბო გამოავლინა". ასე დაიწყო რომანი, რომელიც რამდენიმე კვირას გაგრძელდა.

ჯარისკაცი, რომელიც მომავალი ფიურერი აღმოჩნდა, ფრანგულად ვერ საუბრობდა, თუმცა შარლოტამ გერმანული კარგად იცოდა. მათ შორის ხანმოკლე რომანი გაჩაღდა, რომლის ნაყოფიც ჟან-მარი ლორეა - ბიჭუნა 1918 წლის მარტში მოევლინა ქვეყანას. მეზობლებისა და ნაცნობებისთვის ის უკანონო ბავშვი, გერმანელის ვაჟი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ დაცინვით დაღლილმა შარლოტამ საკუთარი შვილი ცოლ-ქმარს მიუგდო, რომლებთანაც მისი ერთ-ერთი და მუშაობდა. 1934 წელს წყვილმა ჟან-მარი იშვილა და მას გვარი ლორე მისცა. ნამდვილ მამას ის არასდროს უნახავს, თუმცა დედამისი ბედი აინტერესებდა.

როგორც ფრანგულ ჟურნალ LePoint-ში გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, ჰიტლერი შარლოტას ფინანსურად ეხმარებოდა. ჟურნალის ხელში აღმოჩნდა ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალთა (ვერმახტი) ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში გერმანიის არმიის ოფიცრები ფრანგ ქალებს ნაღდი ფულით სავსე კონვერტებს უგზავნინდნენ.

Le Point-ის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰიტლერის ვაჟს სისხლის ყივილი არ უგვრძნია: 1939 წელს ლორე კორპუსში ჩაირიცხა, რომელიც მაჟინოს ხაზს იცავდა. მოგვიანებით "კლემანის" სახელით აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, 1944 წლის ზამთარში კი არდენახში იბრძოდა.

50-იან წლებში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შარლოტამ ვაჟს მამის ვინაობა გაუმხილა. ჟან-მასრისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. საკუთარ წიგნში "მამაშენი ჰიტლერია", რომელიც მან 1981 წელს გამოაქვეყნა (თუმცა მაშინ საზოგადოების ყურადღება ვერ მიიპყრო), ის წერდა, რომ თავს მუშაობით იქანცავდა, რათა საკუთარი წარმომავლობის შესახებ არ ეფიქრა. "ოცი წლის განმავლობაში შვებულება არ ამიღია, არ ვყოფილვარ კინოში და არაფრით ვერთობოდი, მხოლოდ ვმუშაობდი", - წერდა ის.

თუმცა, საეჭვო წარმოშობის შესახებ ლორეს ფიქრი არ ასვენებდა და 1970-იან წლებში ის ჰიტლერთან მისი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებას შეუდგა. 1979 წელს მან იურისტ ფრანსუა გიბოს მიმართა: "მე ჰიტლერის ვაჟი ვარ. მითხარით რა ვქნა?". "ის დაბნეული იყო და არ იცოდა, ნამდვილად სურდა თუ არა ამ ინფორმაციის გახმაურება. მე მას ბევრს ვესუბრებოდი, უფრო როგორც ფსიქოლოგი, ვიდრე - იურისტი", - განუცხადა ჟურნალისტებს გიბომ.

საკუთარი წარმომავლობის დადგენის მიზნით, ლორემ მეცნიერებს მიმართა, მათ შორის ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის ისტორიკოსსა და გენეტიკოს, ასევე გრაფოლოგიის სპეციალისტებს. "ყველა მათგანი ერთ დასკვნამდე მივიდა: ჟან-მარი ლორე ადოლფ ჰიტლერის ვაჟი იყო", - წერს Le Point.

ჟან-მარი ლორე 1985 წელს გარდაიცვალა. ლორეს სიკვდილის შემდეგ მისი სახლის სხვენში ნახატები აღმოაჩინეს, წარწერით "ჰილტერი". არსებობს ფიურერის ნახატი, რომელზეც გამოსახული გოგონა ძალიან გავს შარლოტა ლობჟუას.

Le Point-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ფართო გამოხმაურება მოყვა: რამდენიმე გამოცემა ეჭვით უყურებს ამ ისტორიას და აცხადებს, რომ ის ჰიტლერის შესახებ კიდევ ერთი მითია.

მომზადებულია LePoint-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს