გორის რაიონის სოფელ სვენეთში პრეზიდენტის დაპირებული პირველი ვაუჩერი სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, სოსო ბეჟანიშვილის ოჯახმა მიიღო. ვაუჩერის გადასაცემად სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია მათ პირადად ესტუმრა. ოჯახის წევრების განმარტებით, მინისტრის სტუმრობა მათთვის მოულოდნელი იყო და იმის მიუხედავად, რომ მათთვის 30 ლარი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაინც მადლობლები არიან. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ადგილზე მისვლისას გაარკვია, რომ ეს ოჯახი სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ეკუთვნის.
"ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ვაუჩერით. ჩვენდა გასაოცრად, ისინი მოულოდნელად გვესტუმრნენ" - აღნიშნეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ბერბუკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, სოსო ბეჟანიშვილის დედ-მამამ, ციცო და როინ ბეჟანიშვილებმა. ბერბუკის ტერიტორიულ ორგანოში სოფელი სვენეთიც შედის.