პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეუთვალა ზურაბ ადეიშვილმა ივანიშვილს?
რა შეუთვალა ზურაბ ადეიშვილმა ივანიშვილს?

ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის, ლა­უ­რი ჯა­ნა­ში­ას ოჯახ­ში ზონ­დერე­ბის მი­ვარ­დნი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბის თემა პრე­სი­თა და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ გა­შუ­ქე­ბუ­ლა, თუმ­ცა უკვე მე­ო­რე კვი­რაა, რაც მთე­ლი ქა­ლა­ქი ჩურ­ჩუ­ლით ამ ინ­ცი­დენტზე ლა­პა­რა­კობს.

საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ლა­უ­რი (ლავ­რენ­ტი) ჯა­ნა­შია დე­და­ქა­ლა­ში საკ­მა­ოდ კო­ლო­რი­ტულ ფი­გუ­რად ით­ვლე­ბა, მას ყვე­ლა, დიდი თუ პა­ტა­რა იც­ნობს და შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ მის ოჯახ­ში ნიღ­ბი­ა­ნე­ბის ვი­ზიტს, კონ­და­ხე­ბის ტრი­ალ­სა და ნეკ­ნე­ბის მტვრე­ვას, ფარ­თო რე­ზო­ნან­სი არ მოჰ­ყო­ლო­და.

"ახა­ლი თა­ო­ბის" კომ­პე­ტენ­ტურ­მა წყა­რომ, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქუ­რი ის­ტო­რი­ე­ბის ერ­თგვა­რი მე­მა­ტი­ა­ნეა, გუ­ლის­ტკი­ვი­ლით აღ­ნიშ­ნა, რომ თურ­მე, ლა­უ­რი ჯა­ნა­შია პირ­ვე­ლად არ გამ­ხდა­რა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ტე­რო­რის მსხვერ­პლი.

ჯერ კი­დევ შო­რე­ულ და ხი­ფა­თი­ან 1992 წელს, "ზე­ი­კი­ძის ბი­ჭებს", ე.წ. "სვარ­ში­კებს" გა­უ­ტა­ცე­ბი­ათ თბი­ლი­სის ზღვა­ზე და უწ­მო­ყა­ლოდ უცე­მი­ათ, რად­გან ეჭვი შეჰ­პარ­ვი­ათ, რომ იგი პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ავ­თან­დილ ბაქ­რა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან დაძ­ვრე­ნას ცდი­ლობ­და, რად­გან დამ­ნა­შა­ვის მამა თა­ვად პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნის მა­შინ­დე­ლი პრო­კუ­რო­რის - ლაურ ჯა­ნა­ში­ას მე­გო­ბა­რი იყო.

90-იანი წლე­ბის განგსტე­რუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბით ახლა ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ, რად­გან მა­შინ, რომ "ბნე­ლი და უკუ­ნი" იყო, ამა­ზე დღეს არა­ვინ და­ვობს, მაგ­რამ დღე­ვან­დელ თბი­ლის­ში, რო­დე­საც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ხერ­ხე­მალ­შია გა­და­ტე­ხი­ლი, კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კი იმგვა­რად გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნის "უგო­ნი" და "ვაზვრა­ტიც" კი - სხვა, წინა ცხოვ­რე­ბის მწა­რე მო­გო­ნე­ბა­დღა შე­მოგ­ვრჩა, - შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფის ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა და ბა­გებ­ში მდე­ბა­რე სახლზე და­უს­ჯე­ლად თავ­დას­ხმა, ძა­ლი­ან დიდ ეჭ­ვებს იწ­ვევს.

მარ­ჩი­ე­ლო­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ამ ამ­ბავს ერთი ისე­თი პი­კან­ტუ­რი დე­ტა­ლი ახ­ლავს თან, რომ ძნე­ლია, ეს ინ­ცი­დენ­ტი ბა­ნა­ლუ­რი ყა­ჩა­ღო­ბის რან­გში გა­იყ­ვა­ნო.

საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ლა­უ­რი ჯა­ნა­შია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის, ნა­ცი­ო­ნა­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას მა­მაა. გი­ორ­გი ჯა­ნა­შია კი, რო­მელ­საც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო იუ­რის­ტთა წრე­ში "სინ­გა­პუ­რას" მეტ­სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყოვ­ლის­შემ­ძლე მი­ნის­ტრის - ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინ­ტე­რე­სებს წარ­მო­ად­გენ­და კი­დეც არა­ბულ "რა­კი­ინ­ში".

ეს კი, სწო­რედ ის "რა­კი­ი­ნია", ფო­თის პორ­ტი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" რომ ვი­თომ იყი­და (მერე გა­ყი­და) და, რომ­ლის კუთ­ვნი­ლი, თუმ­ცა კი და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ჰი­პერ­მარ­კე­ტი გახ­სნა სა­ა­კაშ­ვილ­მა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მე-8 წლის­თავ­ზე.

მოკ­ლედ, "სინ­გა­პუ­რას" მა­მის და­ტე­რო­რე­ბის ერ­თა­დერ­თი და უტყუ­ა­რი მი­ზე­ზი, ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისევ და ისევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და მის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლას უკავ­შირ­დე­ბა თურ­მე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ამ­ტკი­ცე­ბენ, ივა­ნიშ­ვი­ლი ვე­რა­ფერს დაგ­ვაკ­ლებს და ვერც ვე­რა­ნა­ირ რყე­ვებს ვერ გა­მო­იწ­ვევს გუნდშიო, რო­გორც ჩანს, არც მთლად ასეა საქ­მე:

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ყუ­რამ­დე მი­უღ­წე­ვია უტყუ­არ ცნო­ბებს, რომ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვლთან მი­სას­ვლელ გზებს ეძებს და ასეთ დე­ლი­კა­ტურ საქ­მე­ში, სხვას რომ ვე­რა­ვის ენდო, "სინ­გა­პუ­რას" თბი­ლი­სურ ოჯახ­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნიო.

უფრო მე­ტიც, სწო­რედ ლა­უ­რი ჯა­ნა­ში­ას პი­რით შე­უთ­ვლია ადე­იშ­ვილს ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, არ სთხო­ვო სა­ა­კაშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა, სა­სა­მარ­თლოს მო­გა­გე­ბი­ნებ და ისე აღ­გიდ­გენ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­სო.

შე­უ­ტყვია ეს ამ­ბა­ვი მე­რა­ბიშ­ვილს, მაგ­რამ ადე­იშ­ვილ­თან პირ­და­პირ და უშუ­ა­ლო კონ­ფლიქტს მო­რი­დე­ბია, შე­მოვ­ლი­თი გზა აურ­ჩე­ვია და ლა­უ­რი ჯა­ნა­ში­ას­თან ზონ­დერე­ბის მიგ­ზავ­ნით, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნია ადე­იშ­ვი­ლის­თვის - ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლებ და იცო­დე, არ და­გინ­დო­ბო.

"ახა­ლი თა­ო­ბა" ზონ­დერე­ბის მიერ ნა­ცემ-ნა­ბეგვ ლა­უ­რი ჯა­ნა­ში­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც თავ­დას­ხმის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა.

ლა­უ­რი ჯა­ნა­შია:

- დიახ, საქ­მე აღ­ძრუ­ლია, ვა­კის პირ­ველ ქვე­გან­ყო­ფი­ლე­ბას აქვს. რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა და რა ხდე­ბა, არ ვიცი, ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ჩამი-ჩუმი არ ის­მის, მათ ჰკი­თხეთ. ძა­ლი­ან ვარ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, და­ლე­წი­ლი ვარ. ივა­ნიშ­ვილს თუ ვის, ან რას უკავ­შირ­დე­ბა ეს, არ ვიცი, ფაქ­ტია, და­ლე­წი­ლი ვარ.

რო­გორც ხე­დავ, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, თუ ვინ და რა­ტომ და­ეს­ხა თავს, არ იცის, ჩვე­ნი წყა­როს თქმით კი, ეს ფაქ­ტი ივა­ნიშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა, ვინ იცის...

გა­მო­გი­ტყდე­ბით, არც მე­რა­ბიშ­ვი­ლის "გზავ­ნი­ლე­ბის" და არც შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის, მა­ინ­ცდა­მა­ინც, არ გვჯე­რა, მაგ­რამ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი ამ, ერთი შე­ხედ­ვით და­უ­ჯე­რე­ბელ­მა, ის­ტო­რი­ამ იმით მი­ი­პყრო, რომ უკვე თვე ხდე­ბა, რაც ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს, დღე-დღე­ზე მივ­მარ­თავთ პრე­ზი­დენტს ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის თხოვ­ნი­თო, მაგ­რამ დღემ­დე სა­ეჭ­ვოდ ით­რე­ვენ ფეხს.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, არც ვა­კის პო­ლი­ცია ცდი­ლობს მა­ინ­ცდა­მა­ინც საქ­მის გახ­სნას. 

მოკ­ლედ, ჩვენც და მკი­თხველ­საც ისღა დაგ­ვრჩე­ნია, ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნოთ თვა­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის თუ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის იუ­რი­დი­ულ პე­რი­პე­ტი­ებს, სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა ინ­სტან­ცი­ე­ბი და თა­ვად გა­მო­ვი­ტა­ნოთ მოვ­ლე­ნე­ბი­დან სა­თა­ნა­დო დას­კვნე­ბი.

და­ვაკ­ვირ­დეთ, მო­ი­თხოვს თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან და სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქტსაც და­ვე­ლო­დოთ - ფაქ­ტე­ბი თვი­თონ­ვე გას­ცე­მენ პა­სუხს ყვე­ლა­ნა­ირ ეჭვს და ვერ­სი­ას.

წინ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი გვე­ლის, ეს კი ნამ­დვი­ლად უდა­ვო ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა.

ქეთი ხო­მე­რი­კი

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები

რა შეუთვალა ზურაბ ადეიშვილმა ივანიშვილს?

რა შეუთვალა ზურაბ ადეიშვილმა ივანიშვილს?

ყოფილი პროკურორის, ლაური ჯანაშიას ოჯახში ზონდერების მივარდნისა და ყაჩაღობის ინსცენირების თემა პრესითა და ტელევიზიებით, პრაქტიკულად, არ გაშუქებულა, თუმცა უკვე მეორე კვირაა, რაც მთელი ქალაქი ჩურჩულით ამ ინციდენტზე ლაპარაკობს.

საქმე ის გახლავთ, რომ ლაური (ლავრენტი) ჯანაშია დედაქალაში საკმაოდ კოლორიტულ ფიგურად ითვლება, მას ყველა, დიდი თუ პატარა იცნობს და შეუძლებელია, რომ მის ოჯახში ნიღბიანების ვიზიტს, კონდახების ტრიალსა და ნეკნების მტვრევას, ფართო რეზონანსი არ მოჰყოლოდა.

"ახალი თაობის" კომპეტენტურმა წყარომ, რომელიც ქალაქური ისტორიების ერთგვარი მემატიანეა, გულისტკივილით აღნიშნა, რომ თურმე, ლაური ჯანაშია პირველად არ გამხდარა შეიარაღებული ხალხის მხრიდან ფიზიკური ტერორის მსხვერპლი.

ჯერ კიდევ შორეულ და ხიფათიან 1992 წელს, "ზეიკიძის ბიჭებს", ე.წ. "სვარშიკებს" გაუტაცებიათ თბილისის ზღვაზე და უწმოყალოდ უცემიათ, რადგან ეჭვი შეჰპარვიათ, რომ იგი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბაქრაძის პასუხისმგებლობიდან დაძვრენას ცდილობდა, რადგან დამნაშავის მამა თავად პოლიციის მაღალჩინოსანი და ნაძალადევის რაიონის მაშინდელი პროკურორის - ლაურ ჯანაშიას მეგობარი იყო.

90-იანი წლების განგსტერული ისტორიებით ახლა ვერავის გააკვირვებ, რადგან მაშინ, რომ "ბნელი და უკუნი" იყო, ამაზე დღეს არავინ დავობს, მაგრამ დღევანდელ თბილისში, როდესაც ორგანიზებული დანაშაული ხერხემალშია გადატეხილი, კრიმინოგენული სიტუაცია კი იმგვარად გამოსწორებული, რომ ავტომანქანის "უგონი" და "ვაზვრატიც" კი - სხვა, წინა ცხოვრების მწარე მოგონებადღა შემოგვრჩა, - შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფის ქალაქში გადაადგილება და ბაგებში მდებარე სახლზე დაუსჯელად თავდასხმა, ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს.

მარჩიელობას რომ თავი დავანებოთ, ამ ამბავს ერთი ისეთი პიკანტური დეტალი ახლავს თან, რომ ძნელია, ეს ინციდენტი ბანალური ყაჩაღობის რანგში გაიყვანო.

საქმე ის გახლავთ, რომ ლაური ჯანაშია თბილისის საკრებულოს წევრის, ნაციონალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ჯანაშიას მამაა. გიორგი ჯანაშია კი, რომელსაც სახელისუფლებო იურისტთა წრეში "სინგაპურას" მეტსახელით იცნობენ, საქართველოს იუსტიციის ყოვლისშემძლე მინისტრის - ზურაბ ადეიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია, წლების განმავლობაში მის მოადგილედ მუშაობდა და, როგორც ამბობენ, სახელისუფლებო ინტერესებს წარმოადგენდა კიდეც არაბულ "რაკიინში".

ეს კი, სწორედ ის "რაკიინია", ფოთის პორტი და ტელეკომპანია "იმედი" რომ ვითომ იყიდა (მერე გაყიდა) და, რომლის კუთვნილი, თუმცა კი დაუმთავრებელი ჰიპერმარკეტი გახსნა სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის მე-8 წლისთავზე.

მოკლედ, "სინგაპურას" მამის დატერორების ერთადერთი და უტყუარი მიზეზი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილსა და მის პოლიტიკაში შემოსვლას უკავშირდება თურმე.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალები კატეგორიულად ამტკიცებენ, ივანიშვილი ვერაფერს დაგვაკლებს და ვერც ვერანაირ რყევებს ვერ გამოიწვევს გუნდშიო, როგორც ჩანს, არც მთლად ასეა საქმე:

წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილის ყურამდე მიუღწევია უტყუარ ცნობებს, რომ ზურაბ ადეიშვილი ბიძინა ივანიშვლთან მისასვლელ გზებს ეძებს და ასეთ დელიკატურ საქმეში, სხვას რომ ვერავის ენდო, "სინგაპურას" თბილისურ ოჯახზე შეაჩერა არჩევანიო.

უფრო მეტიც, სწორედ ლაური ჯანაშიას პირით შეუთვლია ადეიშვილს ივანიშვილისთვის, არ სთხოვო სააკაშვილს მოქალაქეობის მინიჭება, სასამართლოს მოგაგებინებ და ისე აღგიდგენ მოქალაქეობასო.

შეუტყვია ეს ამბავი მერაბიშვილს, მაგრამ ადეიშვილთან პირდაპირ და უშუალო კონფლიქტს მორიდებია, შემოვლითი გზა აურჩევია და ლაური ჯანაშიასთან ზონდერების მიგზავნით, გამაფრთხილებელი მესიჯი გაუგზავნია ადეიშვილისთვის - ყველაფერი ვიცი, ყველაფერს ვაკონტროლებ და იცოდე, არ დაგინდობო.

"ახალი თაობა" ზონდერების მიერ ნაცემ-ნაბეგვ ლაური ჯანაშიას დაუკავშირდა, რომელმაც თავდასხმის ფაქტი დაადასტურა.

ლაური ჯანაშია:

- დიახ, საქმე აღძრულია, ვაკის პირველ ქვეგანყოფილებას აქვს. რა ეტაპზეა გამოძიება და რა ხდება, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ჩამი-ჩუმი არ ისმის, მათ ჰკითხეთ. ძალიან ვარ დაზარალებული, დალეწილი ვარ. ივანიშვილს თუ ვის, ან რას უკავშირდება ეს, არ ვიცი, ფაქტია, დალეწილი ვარ.

როგორც ხედავ, დაზარალებულმა, თუ ვინ და რატომ დაესხა თავს, არ იცის, ჩვენი წყაროს თქმით კი, ეს ფაქტი ივანიშვილს უკავშირდება, თუმცა, ვინ იცის...

გამოგიტყდებით, არც მერაბიშვილის "გზავნილების" და არც შეთქმულების თეორიების, მაინცდამაინც, არ გვჯერა, მაგრამ ჩვენი ინტერესი ამ, ერთი შეხედვით დაუჯერებელმა, ისტორიამ იმით მიიპყრო, რომ უკვე თვე ხდება, რაც ივანიშვილის ადვოკატებმა გამოაცხადეს, დღე-დღეზე მივმართავთ პრეზიდენტს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნითო, მაგრამ დღემდე საეჭვოდ ითრევენ ფეხს.

როგორც შევიტყვეთ, არც ვაკის პოლიცია ცდილობს მაინცდამაინც საქმის გახსნას. 

მოკლედ, ჩვენც და მკითხველსაც ისღა დაგვრჩენია, ყურადღებით ვადევნოთ თვალი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თუ მოქალაქეობის აღდგენის იურიდიულ პერიპეტიებს, სასამართლო იქნება ეს თუ სხვა ინსტანციები და თავად გამოვიტანოთ მოვლენებიდან სათანადო დასკვნები.

დავაკვირდეთ, მოითხოვს თუ არა ივანიშვილი მოქალაქეობის მინიჭებას სააკაშვილისგან და სასამართლოს ვერდიქტსაც დაველოდოთ - ფაქტები თვითონვე გასცემენ პასუხს ყველანაირ ეჭვს და ვერსიას.

წინ საინტერესო ამბები გველის, ეს კი ნამდვილად უდავო ჭეშმარიტებაა.

ქეთი ხომერიკი

გაზეთი "ახალი თაობა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა