პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
კლიენტთა მომსახურება
კლიენტთა მომსახურება

ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ბან­კის მი­მართ ნდო­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის დო­ნით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას სრულ­ყო­ფილს სწო­რედ კლი­ენ­ტის­თვის მი­წო­დე­ბის ფორ­მა და ოპე­რა­ტი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა ხდის. რა მო­ი­აზ­რე­ბა კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში და რა უნდა იცოდ­ნენ ბან­კის კლი­ენ­ტებ­მა. თქვენს კი­თხვებს პროკ­რე­დიტ­ბან­კის ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­ლი­ა­ლის კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ანა სა­მა­ნიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­კი­თხვე­ბი:

მკი­თხვე­ლი თა­მა­რი: თქვენს ბან­კში ან­გა­რი­შის გახ­სნი­სას უამ­რა­ვი კი­თხვა და­მის­ვეს. მა­ინ­ტე­რე­სებს რა სა­ჭი­როა ეს და რა მიზ­ნით და­მის­ვეს კი­თხვე­ბი.

ბან­კში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ და მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას უნდა იღებ­დეთ, პრო­დუქ­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა შე­ირ­ჩეს და მი­ე­სა­და­გოს კლი­ენტს მისი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით. ჩვე­ნი ბან­კის მი­ზა­ნია, ვიც­ნობ­დეთ ჩვენს კლი­ენ­ტებს. ბან­კში კლი­ენ­ტის პირ­ვე­ლი­ვე ვი­ზი­ტი­სას ვცდი­ლობთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ კლი­ენ­ტის შე­სა­ხებ, რათა პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვაც სწო­რად მო­ვახ­დი­ნოთ. ჩვე­ნი ბან­კის მი­ზა­ნი არ არის გავ­ყი­დოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტი; ჩვენ ვცდი­ლობთ, გავ­ყი­დოთ სწო­რად და ხა­რის­ხი­ა­ნად. შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფრო მეტი გვე­ცო­დი­ნე­ბა კლი­ენ­ტის შე­სა­ხებ, მით უკეთ მო­ვა­ხერ­ხებთ მის­თვის სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის შერ­ჩე­ვას.

მკი­თხვე­ლი ზაზა: ამას წი­ნათ თქვენს ბან­კში ზედ­მე­ტი დრო და­უთ­მეს ჩემი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის შე­მოწ­მე­ბას. მე ახა­ლი კლი­ენ­ტი არ ვარ და ამით ცოტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი. რის­თვი­საა სა­ჭი­რო პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­სა და ხელ­მო­წე­რის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მიერ შე­მოწ­მე­ბა?

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და ბან­კის შიდა ინ­სტრუქ­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც მოხ­დე­ბა პი­რის სრუ­ლი იდენ­ტი­ფი­კა­ცია. ფი­ზი­კუ­რი პი­რის იდენ­ტი­ფი­კა­ცია არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმ სა­ბუ­თის სა­ფუძ­ველ­ზე რომ­ლის ნამ­დვი­ლო­ბა იწ­ვევს ეჭვს, ან არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რის შე­დე­გა­დაც სა­ბუთ­ზე არ ჩანს ან არ იკი­თხე­ბა სა­ბუ­თის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი;

ბან­კის კლი­ენ­ტის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის შე­მად­გე­ნელ ნა­წილს ასე­ვე წარ­მო­ად­გენს მისი ხელ­მო­წე­რის ნი­მუ­შის შე­მოწ­მე­ბა.

თუ ბან­კის კლი­ენ­ტმა წარ­მო­ად­გი­ნა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა, ხდე­ბა მისი გა­და­მოწ­მე­ბა და­მა­ტე­ბი­თი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის მიერ, ისე­ვე რო­გორც ხელ­მო­წე­რის ნი­მუ­ში­სა.

რა თქმა უნდა, კლი­ენ­ტთა დრო­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი უსაფრ­თხო­ე­ბა და და­ცუ­ლო­ბა. ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ზუს­ტად მო­ახ­დი­ნოს კლი­ენ­ტის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მხო­ლოდ ამის შემ­დგე გა­უ­წი­ოს მას მომ­სა­ხუ­რე­ბა. იდენ­ტო­ბის დად­გე­ნას და გა­და­მოწ­მე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა, რაც კლი­ენ­ტი­სა­ვე ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მკი­თხვე­ლი რუ­სუ­და­ნი: თქვენს ბუკ­ლეტ­ში წა­ვი­კი­თხე, რომ თუ ოპე­რა­ცი­ებს ინ­ტერ­ნეტ-ბან­კინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, სა­კო­მი­სიო გა­და­სახ­დე­ლე­ბი ბევ­რად ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ბან­კში მი­ღე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის დროს? შე­გიძ­ლი­ათ ამიხ­სნათ ამ გან­სხვა­ვე­ბის მი­ზე­ზი?

პროკ­რე­დიტ ბან­კი ცდი­ლობს წა­ა­ხა­ლი­სოს კლი­ენ­ტე­ბი დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­კენ და ტა­რი­ფებ­ში გან­სხვა­ვე­ბაც სწო­რედ ამ მი­ზე­ზი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. თა­ვის მხრივ ინ­ტერ­ნეტ ბან­კინგს ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, კლი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ ბან­კში მო­უს­ვლე­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ოპე­რა­ცი­ე­ბი, და­ზო­გონ დრო და სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ ნე­ბის­მი­ერ დროს ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან; კლი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ აკონ­ტრო­ლონ თა­ვი­ან­თი ან­გა­რი­შე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად, ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. თუმ­ცა, ეს კლი­ენ­ტის არ­ჩე­ვა­ნია და ჩვე­ნი ბან­კის კლი­ენ­ტთა მრჩევ­ლე­ბი ბან­კის ფი­ლი­ა­ლებ­ში ნე­ბის­მი­ერ დროს სი­ხა­რუ­ლით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ჩვენს კლი­ენ­ტებს, აუხ­სნი­ან მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­დუ­რებ­სა თუ სა­კი­თხებს და მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს მის­ცე­მენ.

მკი­თხვე­ლი ლე­ვა­ნი: თქვენს ბან­კში ახ­ლა­ხან ავი­ღე პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თი ონ­ლა­ინ შო­პინ­გის­თვის. შე­მავ­სე­ბი­ნეს და­მა­ტე­ბი­თი გა­ნა­ცხა­დი CVV2 კო­დის გა­თიშ­ვი­სათ­ვის. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სხვა ბან­კებ­ში ამას არ ითხო­ვენ. გთხოვთ გან­მი­მარ­ტოთ რა­ტო­მაა ეს კოდი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მი. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის: ბან­კო­მა­ტით თან­ხის გა­ნაღ­დე­ბი­სას ან პოს–ტერ­მი­ნა­ლით თან­ხის გა­დახ­დი­სას სა­ჭი­როა პინ–კოდი. ასე­ვე, ინ­ტერ­ნეტ–შეს­ყიდ­ვი­სათ­ვის არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის კოდი, (ე.წ. CVV2) რო­მე­ლიც ბა­რა­თის უკა­ნა მხა­რე­საა და­ტა­ნი­ლი. ამ კო­დით ინ­ტერ­ნეტ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი დას­ტურ­დე­ბა. ამ კო­დის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით დღეს ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის ონ­ლა­ინ შეს­ყიდ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მრავ­ლა­დაა ონ­ლა­ინ შეს­ყიდ­ვის სა­ი­ტე­ბიც. მათ­თან ერ­თად მრავ­ლდე­ბა თაღ­ლი­თუ­რი ფსევ­დო­სა­ი­ტე­ბიც. შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ენ­ტის თან­ხე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, პროკ­რე­დიტ ბან­კი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს ბა­რა­თე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

კლიენტთა მომსახურება

კლიენტთა მომსახურება

ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბანკის მიმართ ნდობა მომსახურების დონით განისაზღვრება. საბანკო მომსახურებას სრულყოფილს სწორედ კლიენტისთვის მიწოდების ფორმა და ოპერატიული მომსახურება ხდის. რა მოიაზრება კლიენტთა მომსახურების სფეროში და რა უნდა იცოდნენ ბანკის კლიენტებმა. თქვენს კითხვებს პროკრედიტბანკის ცენტრალური ფილიალის კლიენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი, ანა სამანიშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი თამარი:  თქვენს ბანკში ანგარიშის გახსნისას უამრავი კითხვა დამისვეს. მაინტერესებს რა საჭიროა ეს და რა მიზნით დამისვეს კითხვები.

ბანკში პროფესიონალურ და მაღალხარისხიან მომსახურებას უნდა იღებდეთ, პროდუქტი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს და მიესადაგოს კლიენტს მისი საჭიროებისა და ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით. ჩვენი ბანკის მიზანია, ვიცნობდეთ ჩვენს კლიენტებს. ბანკში კლიენტის პირველივე ვიზიტისას ვცდილობთ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ კლიენტის შესახებ, რათა პროდუქტის შერჩევაც სწორად მოვახდინოთ. ჩვენი ბანკის მიზანი არ არის გავყიდოთ რაც შეიძლება მეტი საბანკო პროდუქტი; ჩვენ ვცდილობთ, გავყიდოთ სწორად და ხარისხიანად. შესაბამისად, რაც უფრო მეტი გვეცოდინება კლიენტის შესახებ, მით უკეთ მოვახერხებთ მისთვის საჭირო მომსახურების შერჩევას.

მკითხველი ზაზა:  ამას წინათ თქვენს ბანკში ზედმეტი დრო დაუთმეს ჩემი პირადობის მოწმობის შემოწმებას. მე ახალი კლიენტი არ ვარ და ამით ცოტა გაკვირვებული დავრჩი. რისთვისაა საჭირო პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის რამდენიმე ადამიანის მიერ შემოწმება?

საქართველოს კანონმდებლობის და ბანკის შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, საბანკო ოპერაციების წარმოება და მომსახურება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება პირის სრული იდენტიფიკაცია. ფიზიკური პირის იდენტიფიკაცია არ ხორციელდება იმ საბუთის საფუძველზე რომლის ნამდვილობა იწვევს ეჭვს, ან არის დაზიანებული, რის შედეგადაც საბუთზე არ ჩანს ან არ იკითხება საბუთის რეკვიზიტები;

ბანკის კლიენტის იდენტიფიკაციის შემადგენელ ნაწილს ასევე წარმოადგენს მისი ხელმოწერის ნიმუშის შემოწმება.

თუ ბანკის კლიენტმა წარმოადგინა დაზიანებული პირადობის მოწმობა, ხდება მისი გადამოწმება დამატებითი პასუხისმგებელი პირის მიერ, ისევე როგორც ხელმოწერის ნიმუშისა.

რა თქმა უნდა, კლიენტთა დროული მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოება და დაცულობა. ბანკის თანამშრომლის ვალდებულებაა, ზუსტად მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და მხოლოდ ამის შემდგე გაუწიოს მას მომსახურება. იდენტობის დადგენას და გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება, რაც კლიენტისავე ინტერესებს ემსახურება.

მკითხველი რუსუდანი:  თქვენს ბუკლეტში წავიკითხე, რომ თუ ოპერაციებს ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით განვახორციელებთ, საკომისიო გადასახდელები ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ბანკში მიღებული მომსახურების დროს? შეგიძლიათ ამიხსნათ ამ განსხვავების მიზეზი?

პროკრედიტ ბანკი ცდილობს წაახალისოს კლიენტები დისტანციური მომსახურებით სარგებლობისკენ და ტარიფებში განსხვავებაც სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული. თავის მხრივ ინტერნეტ ბანკინგს ბევრი უპირატესობა აქვს. მაგალითად, კლიენტებს შეუძლიათ ბანკში მოუსვლელად განახორციელონ ოპერაციები, დაზოგონ დრო და საბანკო მომსახურებით ისარგებლონ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან; კლიენტებს შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი ანგარიშები დამოუკიდებლად, ბანკის თანამშრომლის დახმარების გარეშე. თუმცა, ეს კლიენტის არჩევანია და ჩვენი ბანკის კლიენტთა მრჩევლები ბანკის ფილიალებში ნებისმიერ დროს სიხარულით მოემსახურებიან ჩვენს კლიენტებს, აუხსნიან მათთვის საინტერესო პროცედურებსა თუ საკითხებს და მათთვის სასარგებლო რჩევებს მისცემენ.

მკითხველი ლევანი: თქვენს ბანკში ახლახან ავიღე პლასტიკური ბარათი ონლაინ შოპინგისთვის. შემავსებინეს დამატებითი განაცხადი CVV2 კოდის გათიშვისათვის. რამდენადაც ვიცი, სხვა ბანკებში ამას არ ითხოვენ. გთხოვთ განმიმარტოთ რატომაა ეს კოდი ასეთი მნიშვნელოვანი.

პლასტიკური ბარათის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სხვადასხვა მექანიზმი. მაგალითისათვის: ბანკომატით თანხის განაღდებისას ან პოს–ტერმინალით თანხის გადახდისას საჭიროა პინ–კოდი. ასევე, ინტერნეტ–შესყიდვისათვის არსებობს უსაფრთხოების კოდი, (ე.წ. CVV2) რომელიც ბარათის უკანა მხარესაა დატანილი. ამ კოდით ინტერნეტში განხორციელებული ტრანზაქციები დასტურდება. ამ კოდის გააქტიურება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ინტერნეტის საშუალებით დღეს ნებისმიერი პროდუქტის ონლაინ შესყიდვაა შესაძლებელი. შესაბამისად, მრავლადაა ონლაინ შესყიდვის საიტებიც. მათთან ერთად მრავლდება თაღლითური ფსევდოსაიტებიც. შესაბამისად, კლიენტის თანხების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პროკრედიტ ბანკი ინტენსიურად მუშაობს ბარათების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას