პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
მითხარით, როის და აგერ ვარ!
მითხარით, როის და აგერ ვარ!

გუ­ნე­ბის გა­მო­სა­კე­თებ­ლად, თუ და­მი­ჯე­რებთ, დოლ-გარ­მო­ნი არ დაგ­ჭირ­დე­ბათ - ერთი წა­უ­ღი­ღი­ნეთ, "გუ­რი­ა­ში მი­ვალ, მა­რაო" და ფე­ხე­ბი თა­ვი­სით აცეკვდე­ბა. ანდა, მარ­თლა წა­დით გუ­რი­ა­ში - ჩა­ა­ლა­გეთ ბარ­გი და "და­ა­წე­ქით" შა­რას, თან სტუმ­რე­ბიც გა­ი­ყო­ლეთ. მე, მა­გა­ლი­თად, ორი მე­გო­ბა­რი გა­ვი­ყო­ლე - ერთი ჩემი ნაც­ნო­ბი გუ­რუ­ლი მან­ქა­ნით ოზურ­გეთ­ში მი­დი­ო­და და რა მე­ნაღ­ვლე­ბო­და, ჩვენც წავ­ყე­ვით! მოკ­ლედ, გავ­ცდი სამ­ტრე­დი­ას და "შე­ვუ­ბე­რე"... "გუ­რი­ა­ში მი­ვალ, მა­რა­აა..." და... რა იყო, შე ქალო, სმე­ნა თუ არ გაქვს, სინ­დი­სიც გა­მო­გე­ლია?"შე­მი­ბე­რეს" მე­გობ­რებ­მაც და ყუ­რე­ბი გვერ­დზე გას­წი­ეს. მეც ახ­ლოს მი­ვუ­ჩოჩ­დი და, - "სულ­მა წინ, წინ გე­ი­პა­რა­აა... მივსდიე და არ გა­ჩერ­და, არც მი­ი­ღო ქრთა­მად ფა­რა­აა!"

- ნაღ­დი გუ­რუ­ლი ხარ! - ჩა­იქ­ნი­ეს ხელი მათ და სარ­კმელ­ში და­ი­წყეს ყუ­რე­ბა, - ტრა­საა, მაგ­რამ რა ტრა­სა - ასე, 15 წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო ქვა და გო­რო­ხი რომ და­გო­რავ­და, მა­შინ გა­იყ­ვა­ნეს, ჩვენ რო ვი­ცით, იმ გუ­რუ­ლის ბრძა­ნე­ბით. ის კი გა­ი­ძა­ხო­და, - ეს ლან­ჩხუ­თი-ბა­თუ­მის ტრა­სა რომ გამ­ყავს, გუ­რუ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა არ და­მაბ­რა­ლოთ, ბა­თუ­მის ხათ­რით ვა­კე­თე­ბო. ეგე­ბა, მარ­თა­ლიც იყო, - ბა­თუ­მი ახ­ლან­დელ პრე­ზი­დენ­ტსაც თავს ურ­ჩევ­ნია, დიდი-დიდი გუ­რი­ა­ში ტრა­სა­ზე ჩა­ი­ა­როს და ეგ არის!

- რა უჭირს მერე, მაი გვყავ­დეს ჯან­მრთე­ლად და არ მე­ვიკ­ლავთ თავს გუ­რუ­ლე­ბი, - რი­ხი­ა­ნად ამ­ბობს მძღო­ლი და ტრა­სა­ზე მიქ­რის.

- ნელა იარე, ბიჭო, სა­გი­ჟე­თი­დან გა­მო­ვარ­დნი­ლი­ვით რომ გარ­ბი­ხარ, შენ რა გუ­რი­ა­ში გინ­და შე­ას­წრო?! - ვუ­ღი­მით ჩვენ.

- მაი, რა­ფე­რაა, გუ­რუ­ლი რომ გა­მო­იქ­ცა სა­გი­ჟე­თი­დან და ექი­მე­ბი გა­ე­კიდ­ნენ, - არი­ქა, შეგ­ვას­წრებს გუ­რი­ა­ში და მერე რა­ფერ ვიც­ნობ­თო?! - უხა­რია მძღოლს და ამა­სო­ბა­ში ლან­ჩხუ­თის ცენ­ტრშიც შევ­დი­ვართ.

- თქვენ თუ იცით, აი კაცი ვი­ნაა, - გვე­კი­თხე­ბა ამა­ყად.

- რო­მე­ლი კაცი, - კი­სერს ვიგ­რძე­ლებთ ჩვენ, - სად ხე­დავ აქ კაცს?!

- აბა, ვი­ნაა აგერ წა­მო­ჭი­მუ­ლი?! - უკ­ვირს მძღოლს და ქან­და­კე­ბას გარს უვ­ლის, - ა, ნაღ­დი გუ­რუ­ლი, რა ვაჟ­კა­ცია, ვერ უყუ­რებთ! აგია ჩვე­ნი, გა­და­რე­უ­ლი გუ­რუ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო.

- მაგ ძეგლ­ზე ის ანეკ­დო­ტი გა­მახ­სენ­და: გუ­რულს რომ ეუბ­ნე­ბი­ან, რე­ვო­ლუ­ცია მო­ვა­წყო­თო და, - როის, რო­ი­სო გა­ი­ძა­ხის, იმ­ფე­რი გუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა მაი კაცი, - ვა­ზუს­ტებ მე.

- აგა­შე­ნა ღმერ­თმა, როის დე­ვი­წყოთ, მი­თხა­რით და აგერ ვარ მეც! - ცქმუ­ტავს გუ­ლან­თე­ბუ­ლი მძღო­ლი.

- თუ კაცი ხარ, გვი­თხა­რი, მაგ გა­და­რე­ულ გუ­რულს ხელ­ში რა უჭი­რავს და შენ­თვის მოვ­კვდე­ბით, - ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი.

- აფე­რი, კე­ტია! - გან­მარ­ტავს ისიც და პი­პინ-პი­პი­ნით აგ­რძე­ლებს გზას, - და­ვაწ­ვეთ ახლა ოზურ­გე­თის­კენ, თვა­რა, ვერ მო­ას­წრებთ ამე­ღამ ადე­სის და­ლე­ვას!

- თუ არა, მო­გას­წრე­ბი­ნე­ბენ, - შე­მო­ი­ტა­ნენ სამ ჭი­ქას ფოდ­ნო­სით, გა­ხუ­ხი­ნე­ბენ ერ­თად და მოგ­ჭა­მა ჭირი...

- აბა, სა­დაა გუ­რი­ა­ში მთე­ლი ღამე სას­მე­ლი ღვი­ნო?! - იცი­ნის მძღო­ლი და ოზურ­გე­თის­კენ მიქ­რის, - ლან­ჩხუთ­ში ხომ მა­გა­რი ბიჭი გა­ნა­ხეთ, ახლა ოზურ­გე­თი უნდა გა­ნა­ხოთ.

- იქამ­დე სად­მე, ჯი­ხურ­თან გა­ა­ჩე­რე, სი­გა­რეტს ვი­ყი­დით, - სთხოვს ჩემი მე­გო­ბა­რი, - აი, მგო­ნი, ჯი­ხუ­რიც გა­მოჩ­ნდა. გა­ა­ჩე­რე, რა.

და... ვა­ჩე­რებთ.

- აბა, თქვენ იცით, არ და­აკ­ლოთ ფილ­ტვებს პა­პი­რო­ზი, - გვმო­ძღვრავს მძღო­ლიც და უცებ თვა­ლი ფიც­რულ­ზე მიკ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბის­კენ გა­ურ­ბის - შე­ხე­დე, ბიჭო, აქა­ნე პა­პი­რო­ზი კი არა, ჩა­რი­ცხვა ყო­ფი­ლა. რაიო, რა დო­უ­წე­რი­ათ? "ჩა­რი­ცხვა თა­ვის ფას­ში, არა­ვის ბურ­დღა არ დე­ვი­ნა­ხო ნი­სი­ად!" ეტყო­ბა. გა­და­რი­ეს კაცი გა­ტყა­ვე­ბულ­მა გუ­რუ­ლებ­მა. ეჰ, წე­ვი­დეთ ახლა ოზურ­გეთ­ში, ზედ ცენ­ტრშია პა­პი­რო­ზის ბირ­ჟა.

მივ­დი­ვართ ბირ­ჟა­ზეც: - ბე­ბე­რი ხე, ზედ - სამი ლურ­სმა­ნი, ლურ­სმან­ზე - "სუმ­კე­ბი", "სუმ­კებ­ში" - "პა­პი­რო­სის პა­ჩ­კე­ბი". სულ ესაა, მაგ­რამ ვაჭ­რო­ბაა და რა ვაჭ­რო­ბა! შე­მოგ­ვეხ­ვივ­ნენ გარს - მე­ი­ხე­დე, ჩემი კაი ნენა აქეთ, ჩემი პა­პი­რო­ზი წე­ი­ღე და დამ­ლო­ცავ, იმ­ფე­რია, სა­უ­კე­თე­სოო!

- მაჩ­ვე­ნე, ერთი, მაი შენი სა­უ­კე­თე­სო პა­პი­რო­ზი, და­ნეს­ტი­ლი რომ იყოს და მო­გიბ­რუ­ნოთ, რას შობი, მერე?! - ერ­თვე­ბა ვაჭ­რო­ბა­ში მძღო­ლი.

- რა ვქნათ, ნენა, ქალს აბ­რუ­ნე­ბენ ოჯახ­ში და პა­პი­რო­ზი თუ მო­მიბ­რუ­ნე, რაია მერე?! - იხ­ტი­ბარს არ იტეხს მო­ვაჭ­რე და იქვე აზუს­ტებს: - მარა ისე დე­ევ­სოს თვა­ლი ჩემ და თქვენ მტერს, ისე დე­ე­მარ­თოს ყურ­ყუ­ტი, ისე მი­იყ­ვა­ნონ მო­ტა­ფულ-მოთქლა­ფუ­ლი სახ­ლში, რა­ფერც აი, სა­უ­კე­თე­სო პა­პი­რო­ზი არ იყოს!

და... ჩვენც ვყი­დუ­ლობთ. ფილ­ტვე­ბი არ გვე­ნაღ­ვლე­ბა და მტრე­ბის თვა­ლის და­თხრა რა სა­ნაღ­ვლოა.

...ისე, მგო­ნი, რა­ცხა ნა­მე­ტა­ნი კაი იქ­ნე­ბა, თუ "პა­პი­რო­ზი" სა­უ­კე­თე­სო არ გა­მოდ­გე­ბა.

თქვენ რას იტყვით?

ნანა რა­მიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

მითხარით, როის და აგერ ვარ!

მითხარით, როის და აგერ ვარ!

გუნების გამოსაკეთებლად, თუ დამიჯერებთ, დოლ-გარმონი არ დაგჭირდებათ - ერთი წაუღიღინეთ, "გურიაში მივალ, მარაო" და ფეხები თავისით აცეკვდება. ანდა, მართლა წადით გურიაში - ჩაალაგეთ ბარგი და "დააწექით" შარას, თან სტუმრებიც გაიყოლეთ. მე, მაგალითად, ორი მეგობარი გავიყოლე - ერთი ჩემი ნაცნობი გურული მანქანით ოზურგეთში მიდიოდა და რა მენაღვლებოდა, ჩვენც წავყევით! მოკლედ, გავცდი სამტრედიას და "შევუბერე"... "გურიაში მივალ, მარააა..." და... რა იყო, შე ქალო, სმენა თუ არ გაქვს, სინდისიც გამოგელია?"შემიბერეს" მეგობრებმაც და ყურები გვერდზე გასწიეს. მეც ახლოს მივუჩოჩდი და,  - "სულმა წინ, წინ გეიპარააა... მივსდიე და არ გაჩერდა, არც მიიღო ქრთამად ფარააა!"

- ნაღდი გურული ხარ! - ჩაიქნიეს ხელი მათ და სარკმელში დაიწყეს ყურება, - ტრასაა, მაგრამ რა ტრასა - ასე, 15 წლის წინ, საქართველოში მარტო ქვა და გოროხი რომ დაგორავდა, მაშინ გაიყვანეს, ჩვენ რო ვიცით, იმ გურულის ბრძანებით. ის კი გაიძახოდა, - ეს ლანჩხუთი-ბათუმის ტრასა რომ გამყავს, გურულების მხარდაჭერა არ დამაბრალოთ, ბათუმის ხათრით ვაკეთებო. ეგება, მართალიც იყო, - ბათუმი ახლანდელ პრეზიდენტსაც თავს ურჩევნია, დიდი-დიდი გურიაში ტრასაზე ჩაიაროს და ეგ არის! 

- რა უჭირს მერე, მაი გვყავდეს ჯანმრთელად და არ მევიკლავთ თავს გურულები, - რიხიანად ამბობს მძღოლი და ტრასაზე მიქრის.

- ნელა იარე, ბიჭო, საგიჟეთიდან გამოვარდნილივით რომ გარბიხარ, შენ რა გურიაში გინდა შეასწრო?! - ვუღიმით ჩვენ.

- მაი, რაფერაა,  გურული რომ გამოიქცა საგიჟეთიდან და ექიმები გაეკიდნენ, - არიქა, შეგვასწრებს გურიაში და მერე რაფერ ვიცნობთო?! - უხარია მძღოლს და ამასობაში ლანჩხუთის ცენტრშიც შევდივართ.

- თქვენ თუ იცით, აი კაცი ვინაა, - გვეკითხება ამაყად.

- რომელი კაცი, - კისერს ვიგრძელებთ ჩვენ, - სად ხედავ აქ კაცს?!

- აბა, ვინაა აგერ წამოჭიმული?! - უკვირს მძღოლს და ქანდაკებას გარს უვლის, - ა, ნაღდი გურული, რა ვაჟკაცია, ვერ უყურებთ! აგია ჩვენი, გადარეული გურულების სიმბოლო.

- მაგ ძეგლზე ის ანეკდოტი გამახსენდა: გურულს რომ ეუბნებიან, რევოლუცია მოვაწყოთო და, - როის, როისო გაიძახის, იმფერი გურული იქნება მაი კაცი, - ვაზუსტებ მე.

- აგაშენა ღმერთმა, როის დევიწყოთ, მითხარით და აგერ ვარ მეც! - ცქმუტავს გულანთებული მძღოლი.

- თუ კაცი ხარ, გვითხარი, მაგ გადარეულ გურულს ხელში რა უჭირავს და შენთვის მოვკვდებით, - ინტერესდებიან ჩემი მეგობრები.

- აფერი, კეტია! - განმარტავს ისიც და პიპინ-პიპინით აგრძელებს გზას, - დავაწვეთ ახლა ოზურგეთისკენ, თვარა, ვერ მოასწრებთ ამეღამ ადესის დალევას!

- თუ არა, მოგასწრებინებენ, - შემოიტანენ სამ ჭიქას ფოდნოსით, გახუხინებენ ერთად და მოგჭამა ჭირი...

- აბა, სადაა გურიაში მთელი ღამე სასმელი ღვინო?! - იცინის მძღოლი და ოზურგეთისკენ მიქრის, - ლანჩხუთში ხომ მაგარი ბიჭი განახეთ, ახლა ოზურგეთი უნდა განახოთ.

- იქამდე სადმე, ჯიხურთან გააჩერე, სიგარეტს ვიყიდით, - სთხოვს  ჩემი მეგობარი, - აი, მგონი, ჯიხურიც გამოჩნდა. გააჩერე, რა.

და... ვაჩერებთ.

- აბა, თქვენ იცით, არ დააკლოთ ფილტვებს პაპიროზი, - გვმოძღვრავს მძღოლიც და უცებ თვალი ფიცრულზე მიკრული განცხადებისკენ გაურბის - შეხედე, ბიჭო, აქანე პაპიროზი კი არა, ჩარიცხვა  ყოფილა. რაიო, რა დოუწერიათ? "ჩარიცხვა თავის ფასში, არავის ბურდღა არ დევინახო ნისიად!" ეტყობა. გადარიეს კაცი  გატყავებულმა გურულებმა. ეჰ, წევიდეთ  ახლა ოზურგეთში, ზედ ცენტრშია პაპიროზის ბირჟა.

მივდივართ ბირჟაზეც: - ბებერი ხე, ზედ - სამი ლურსმანი, ლურსმანზე - "სუმკები", "სუმკებში" - "პაპიროსის პაჩკები". სულ ესაა, მაგრამ ვაჭრობაა და რა ვაჭრობა! შემოგვეხვივნენ გარს - მეიხედე, ჩემი კაი ნენა აქეთ, ჩემი პაპიროზი წეიღე და დამლოცავ, იმფერია, საუკეთესოო!

- მაჩვენე, ერთი, მაი შენი საუკეთესო პაპიროზი, დანესტილი რომ იყოს და მოგიბრუნოთ, რას შობი, მერე?! - ერთვება ვაჭრობაში მძღოლი.

- რა ვქნათ, ნენა, ქალს აბრუნებენ ოჯახში და პაპიროზი თუ მომიბრუნე, რაია მერე?! - იხტიბარს არ იტეხს მოვაჭრე და იქვე აზუსტებს: - მარა ისე დეევსოს თვალი ჩემ და თქვენ მტერს, ისე დეემართოს ყურყუტი, ისე მიიყვანონ მოტაფულ-მოთქლაფული სახლში, რაფერც აი, საუკეთესო პაპიროზი არ იყოს!

და... ჩვენც ვყიდულობთ. ფილტვები არ გვენაღვლება და მტრების თვალის დათხრა რა სანაღვლოა.

...ისე, მგონი, რაცხა ნამეტანი კაი იქნება, თუ "პაპიროზი" საუკეთესო არ გამოდგება.

თქვენ რას იტყვით?

ნანა რამიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"