ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ ნაგასაკის მერიას წერილი გაუგზავნა და ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრის მისამართით ხუმრობის გამო ბოდიში მოუხადა.
"ჩვენ თქვენი ქალაქის მკვიდრის გრძნობებს შეურაცხყოფა მივაყენეთ და ამისთვის ბოდიშს ვიხდით", - ნათქვამია BBC-ის გენერალური დირექტორის მარკ ტომპსონსი განცხადებაში.
სკანდალი BBC-ის იუმორისტულმა შოუმ გამოიწვია, სადაც "მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ადამიანად" იაპონელი ცუტომუ იამაგუტი დასახელდა, რომელიც შარშან 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1945 წლის 6 აგვისტოს ის ხიროსიმაში ამერიკელთა ატომურ თავდასხმას გადაურჩა.
"იამაგუტი მატარებელში ჩაჯდა და ნაგასაკში ჩავიდა, სადაც კიდევ ერთ ატომურ დაბომბვას შეესწრო და გადაურჩა", - სიცილით ყვებოდა შოუს წამყვანი.
ეს ხუმრობა ლონდონში იაპონიის საელჩომაც გააპროტესტა. BBC-მ ბოდიში საელჩოს წინაშეც მოიხადა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.