პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა სტუდია" - განსხვავებული სათამაშოების ლაბორატორია
"პალიტრა სტუდია" - განსხვავებული სათამაშოების ლაბორატორია

„რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, „პა­ლიტ­რა სტუ­დი­ას“ წიგ­ნის ბაზ­რო­ბამ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი უკუ­კავ­ში­რი მო­უ­ტა­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყვა ჩვენს რამ­დე­ნი­მე პრო­ექტს. მო­ზარ­დე­ბი სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბით ერ­თო­ბოდ­ნენ, იქვე “მოგ­ზა­უ­რი თა­გუ­ნი­ას” ერ­თმა­ნეთს ხე­ლი­დან აც­ლიდ­ნენ პა­ტა­რე­ბი…” - აცხა­დებს სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი რუს­კა შა­ში­აშ­ვი­ლი.

„პა­ლიტ­რა სტუ­დია“ 2022 წელს შე­იქ­მნა. ეს არის სხვა­დას­ხვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი­თა და ერთი იდე­ის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი ოთხი ადა­მი­ა­ნის ერ­თო­ბა. და­არ­სე­ბის დღი­დან გუნ­დის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, შექ­მნას სა­თა­მა­შო­ე­ბი, სა­ბავ­შვო პრო­დუქ­ტე­ბი და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს ბავ­შვე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას, ფან­ტა­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სწავ­ლის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბას თა­მა­შის გზით.

- რუს­კა, რა სა­ხის სა­თა­მა­შო­ებს აწარ­მო­ებთ? რო­გო­რია პრო­ცე­სი იდე­ი­დან სა­ბო­ლოო შე­დე­გამ­დე?

ჩვენ გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის მქო­ნე იდე­ებს ვა­მუ­შა­ვებთ, ვხა­ტავთ, ვტეს­ტავთ და გარ­დავ­ქმნით “სა­თა­მა­შო­ე­ბად”. დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ მათ ფუნ­ქცი­ო­ნალს, რო­მელ­თათ­ვი­საც ფე­რებს, სტრუქ­ტუ­რას და ში­ნა­არსს ვა­თან­ხმებთ ფსი­ქო­ლო­გებ­თან. თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ტი უმ­ცი­რეს დე­ტა­ლამ­დეა ნა­ფიქ­რი და აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს.

გუნ­დი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შექ­მნას ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო, სა­ინ­ტე­რე­სო, მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი.

ჩვენ ვქმნით თო­ჯი­ნებს - რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თა­რი სამ­ყა­როს აღ­მო­ჩე­ნა­ში, სა­მა­გი­დო თა­მა­შებს - რომ­ლე­ბიც აერ­თი­ა­ნებს ოჯა­ხებს, ზღაპ­რებს - რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნურ მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა. ოთა­ხის დე­კორს და აქ­სე­სუ­ა­რებს რომ­ლე­ბიც მათ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის.

- რას გვე­ტყვით “მოგ­ზა­ურ თა­გუ­ნი­ა­ზე”?

სტუ­დი­ამ „პა­ლიტ­რა L-თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ცოტა ხნის წინ გა­მოს­ცა ნა­თე­ლა სა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­წე­რი­ლი და სა­ლო­მე ხო­ტი­ვა­რის ილუსტრა­ცი­ე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი წიგ­ნი „მოგ­ზა­უ­რი თა­გუ­ნია“.

წიგ­ნის მი­ხედ­ვით “პა­ლიტ­რა სტუ­დი­ა­ში” შე­იქ­მნა ამა­ვე სა­ხე­ლის სა­მა­გი­დო თა­მა­ში, რომ­ლის ყუთ­შიც 3 სხვა­დას­ხვა თა­მაშს იხი­ლავთ. „მოგ­ზა­უ­რი თა­გუ­ნი­ას“ წიგ­ნი და თა­მა­ში გათ­ვლი­ლია 3+ წლის ბავ­შვე­ბის­თვის. თა­გუ­ნი­ას თა­მა­შე­ბის დახ­მა­რე­ბით ბავ­შვი სწავ­ლობს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, მოთ­მი­ნე­ბა, სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, და სხვ..

- გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი გქონ­დათ ელ­ფე­ბის სტი­კე­რე­ბი და სა­ნიშ­ნე­ბი, თქვე­ნი შექ­მნი­ლი გმი­რე­ბი არი­ან? სად შევ­ძლებთ მათ ნახ­ვას?

სტუ­დი­ა­ში გვყავს სა­ლო­მე კე­ჩხუ­აშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი ელფი გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყე­ში ცხოვ­რო­ბენ და უფ­რო­სე­ბის თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვი არი­ან. ელ­ფე­ბის ის­ტო­რია ჯერ ილუსტრი­რე­ბულ წიგ­ნად არ გარ­დაქ­მნი­ლა, მაგ­რამ ამ პა­წა­წი­ნა გმი­რებს არა­ერთ პრო­ექ­ტში იხი­ლავთ.

გვაქვს ელ­ფე­ბის ილუსტრა­ცი­ე­ბით შექ­მნი­ლი ბან­ქო, სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კის სტი­კე­რე­ბი, პი­ნე­ბი, სა­ნიშ­ნე­ბი. ამას­თან, ამა­ვე აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე გვხვდე­ბა ელ­ფე­ბის მხატ­ვრე­ბის სე­რი­აც, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ცნო­ბი­ლი მხატ­ვრუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის ელ­ფე­ბი­სე­ურ ვერ­სი­ებს. ელ­ფე­ბის ეს სა­ხა­ლი­სო სე­რია ბავ­შვის ხედ­ვას ხე­ლოვ­ნე­ბას­თან აახ­ლო­ებს.

- ახალ გმი­რებ­თან ერ­თად ყვე­ლა­სათ­ვის ნაც­ნო­ბი “გუნ­დას” თე­მა­ტი­კით ახა­ლი თა­მა­შე­ბიც გქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სტენ­დზე..

დიახ, ბევრ ახალ პერ­სო­ნაჟ­თან ერ­თად, ჩვენს სტუ­დი­ა­ში ყვე­ლას­თვის ნაც­ნობ გმირს - გუნ­და­საც შეხ­ვდე­ბით. თოვ­ლის გუნ­დას „პა­ლიტ­რა სტუ­დი­ამ“ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­მა­ტა. სხვა­დას­ხვა ავ­ტორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, შევ­ქმე­ნით არა­ერ­თი ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი და სა­ხა­ლი­სო თა­მა­ში, რო­მე­ლიც გუნ­დას გმირს თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ზარ­ზე მე­ტად რე­ლე­ვან­ტურს ხდის.

გუნ­დას პაზლსა და დო­მი­ნოს ორი სი­ახ­ლე, მემო თა­მა­ში და „ვი­პო­ვე“ შე­მო­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც წიგ­ნის ბაზ­რო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩვე­ნი ბესტსე­ლე­რი გახ­და. მალე გუნ­დას თე­მა­ტი­კის არა­ერ­თი სი­ახ­ლე დაგ­ვე­მა­ტე­ბა.

- რას გვე­ტყვით სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე?

სტუ­დი­ის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, უამ­რა­ვი სა­მო­მავ­ლო გეგ­მა გვაქვს. რამ­დე­ნი­მე პრო­ექტს, რო­მელ­ზეც ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ, მალე იხი­ლავთ გა­ყიდ­ვა­ში.

- ხომ ვერ გა­მო­ყოფ­დით რო­მე­ლი­მეს?

ერთ-ერთი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტი ჭად­რა­კია, თუმ­ცა ამას ჯერ სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვებ. ვფიქ­რობ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც მალე და­ვა­ა­ნონ­სებთ.

სტუ­დი­ის პრო­დუქ­ტე­ბის დი­ზა­ინ­ზე და ილუსტრა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბენ, ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყო: სა­ლო­მე ხო­ტი­ვა­რი და სა­ლო­მე კე­ჩხუ­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პალიტრა სტუდია" - განსხვავებული სათამაშოების ლაბორატორია

"პალიტრა სტუდია" - განსხვავებული სათამაშოების ლაბორატორია

„როგორც მოსალოდნელი იყო, „პალიტრა სტუდიას“ წიგნის ბაზრობამ დიდი გამოხმაურება და უამრავი დადებითი უკუკავშირი მოუტანა. განსაკუთრებული დაინტერესება მოჰყვა ჩვენს რამდენიმე პროექტს. მოზარდები სამაგიდო თამაშებით ერთობოდნენ, იქვე “მოგზაური თაგუნიას” ერთმანეთს ხელიდან აცლიდნენ პატარები…” - აცხადებს სტუდიის ხელმძღვანელი რუსკა შაშიაშვილი.

„პალიტრა სტუდია“ 2022 წელს შეიქმნა. ეს არის სხვადასხვა შემოქმედებითი უნარებითა და ერთი იდეის გარშემო შეკრებილი ოთხი ადამიანის ერთობა. დაარსების დღიდან გუნდის მთავარი მიზანია, შექმნას სათამაშოები, საბავშვო პროდუქტები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითობას, ფანტაზიის განვითარებასა და სწავლის პროცესის გამარტივებას თამაშის გზით.

- რუსკა, რა სახის სათამაშოებს აწარმოებთ? როგორია პროცესი იდეიდან საბოლოო შედეგამდე?

ჩვენ გამორჩეული კონცეფციის მქონე იდეებს ვამუშავებთ, ვხატავთ, ვტესტავთ და გარდავქმნით “სათამაშოებად”. დიდ ყურადღებას ვაქცევთ მათ ფუნქციონალს, რომელთათვისაც ფერებს, სტრუქტურას და შინაარსს ვათანხმებთ ფსიქოლოგებთან. თითოეული პროდუქტი უმცირეს დეტალამდეა ნაფიქრი და აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

გუნდი ორიენტირებულია შექმნას ბავშვების უსაფრთხო, საინტერესო, მათ განვითარებაზე ორიენტირებული პროდუქტები.

ჩვენ ვქმნით თოჯინებს - რომლებიც ბავშვებს ეხმარება საკუთარი სამყაროს აღმოჩენაში, სამაგიდო თამაშებს - რომლებიც აერთიანებს ოჯახებს, ზღაპრებს - რომლებიც ბავშვობის ყველაზე ჯადოსნურ მოგონებად რჩება. ოთახის დეკორს და აქსესუარებს რომლებიც მათ ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.

- რას გვეტყვით “მოგზაურ თაგუნიაზე”?

სტუდიამ „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით ცოტა ხნის წინ გამოსცა ნათელა სანიშვილის მიერ დაწერილი და სალომე ხოტივარის ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი „მოგზაური თაგუნია“.

წიგნის მიხედვით “პალიტრა სტუდიაში” შეიქმნა ამავე სახელის სამაგიდო თამაში, რომლის ყუთშიც 3 სხვადასხვა თამაშს იხილავთ. „მოგზაური თაგუნიას“ წიგნი და თამაში გათვლილია 3+ წლის ბავშვებისთვის. თაგუნიას თამაშების დახმარებით ბავშვი სწავლობს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა გუნდური მუშაობა, მოთმინება, სტრატეგიების შემუშავება, და სხვ..

- გამოფენაზე წარმოდგენილი გქონდათ ელფების სტიკერები და სანიშნები, თქვენი შექმნილი გმირები არიან? სად შევძლებთ მათ ნახვას?

სტუდიაში გვყავს სალომე კეჩხუაშვილის მიერ შექმნილი ელფი გმირები, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ და უფროსების თვალისთვის უხილავი არიან. ელფების ისტორია ჯერ ილუსტრირებულ წიგნად არ გარდაქმნილა, მაგრამ ამ პაწაწინა გმირებს არაერთ პროექტში იხილავთ.

გვაქვს ელფების ილუსტრაციებით შექმნილი ბანქო, სხვადასხვა თემატიკის სტიკერები, პინები, სანიშნები. ამასთან, ამავე აქსესუარებზე გვხვდება ელფების მხატვრების სერიაც, რომელიც მოიცავს ცნობილი მხატვრული ნამუშევრების ელფებისეურ ვერსიებს. ელფების ეს სახალისო სერია ბავშვის ხედვას ხელოვნებასთან აახლოებს.

- ახალ გმირებთან ერთად ყველასათვის ნაცნობი “გუნდას” თემატიკით ახალი თამაშებიც გქონდათ წარმოდგენილი სტენდზე..

დიახ, ბევრ ახალ პერსონაჟთან ერთად, ჩვენს სტუდიაში ყველასთვის ნაცნობ გმირს - გუნდასაც შეხვდებით. თოვლის გუნდას „პალიტრა სტუდიამ“ მრავალფეროვნება შემატა. სხვადასხვა ავტორთან თანამშრომლობით, შევქმენით არაერთი ილუსტრირებული წიგნი და სახალისო თამაში, რომელიც გუნდას გმირს თანამედროვე ბაზარზე მეტად რელევანტურს ხდის.

გუნდას პაზლსა და დომინოს ორი სიახლე, მემო თამაში და „ვიპოვე“ შემოემატა, რომელიც წიგნის ბაზრობის პირველივე დღიდან ჩვენი ბესტსელერი გახდა. მალე გუნდას თემატიკის არაერთი სიახლე დაგვემატება.

- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

სტუდიის აქტიური მუშაობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, უამრავი სამომავლო გეგმა გვაქვს. რამდენიმე პროექტს, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, მალე იხილავთ გაყიდვაში.

- ხომ ვერ გამოყოფდით რომელიმეს?

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტი ჭადრაკია, თუმცა ამას ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ. ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რომელსაც მალე დავაანონსებთ.

სტუდიის პროდუქტების დიზაინზე და ილუსტრაციებზე მუშაობენ, ჩვენთვის საამაყო: სალომე ხოტივარი და სალომე კეჩხუაშვილი.