პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბიშვილმა ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა... არ შეიწყალა პრეზიდენტი სააკაშვილი" - თინა ბოკუჩავა განმარტავს, რატომ დატოვა "ნაცმოძრაობამ" "წინააღმდეგობის პლატფორმა"
"ზურაბიშვილმა ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა... არ შეიწყალა პრეზიდენტი სააკაშვილი" - თინა ბოკუჩავა განმარტავს, რატომ დატოვა "ნაცმოძრაობამ" "წინააღმდეგობის პლატფორმა"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, 31 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე, მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პარ­ტი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, „წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მა“ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

კერ­ძოდ, რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 31 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სი­ახ­ლე ვერ გა­აჟ­ღე­რა.

  • გარ­და ამი­სა, ბო­კუ­ჩა­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ მან სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ შე­ი­წყა­ლა.

"31 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცია იყო ამ თა­რი­ღის ის­ტო­რი­უ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა იმ გა­ნა­ცხა­დის შემ­დეგ, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან მო­ვის­მი­ნეთ, რო­მელ­მაც, ჩემი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ვე­რა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე ვერ გა­აჟ­ღე­რა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ­დით.

ყვე­ლა­ზე დიდი დის­ტან­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შო­რის არ­სე­ბობ­და. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ერ­თმა პრო­ევ­რო­პულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მელ­მაც სცა­და შე­ე­მაგ­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პის დრო­შა, რო­დე­საც მას რუ­სე­ბი გვარ­თმე­ვენ, არ შე­ი­წყა­ლა მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ახ­სნა არ ჰქონ­და, ეს იყო პი­რად გე­მოვ­ნე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს იყო მისი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვერ შე­ე­ცი­ლე­ბო­და და ვერ შე­ე­და­ვე­ბო­და ვე­რა­ვინ“,- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

კი­თხვა­ზე, თუკი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პლატ­ფორ­მის ფარ­გლებ­ში გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, იქ­ნე­ბა თუ არა ამ გან­ცხა­დე­ბა­ში მო­აზ­რე­ბუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც“, ბო­კუ­ჩა­ვა ასე პა­სუ­ხობს - „არა, რად­გან ჩვენ იქ არ ვდგა­ვართ“.

ამას­თან, ბო­კუ­ჩა­ვამ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე და იქ „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მის­ვლა­ზე ისა­უბ­რა.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ირ­გვლივ არ­სე­ბულ პლატ­ფორ­მა­ზე 4 ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ერ­თსუ­ლოვ­ნად შე­თან­ხმდა, რომ კო­მი­სი­ა­ში არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, რაც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ და­არ­ღვია, „რი­თაც ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ არა­ნა­ი­რი კო­ორ­დი­ნა­ცია არ არ­სე­ბობს“.

„თით­ქმის, ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი იმ ფორ­მა­ტის, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ირ­გვლივ იკ­რი­ბე­ბო­და. შიდა პო­ლი­ტი­კურ ნა­წილ­ში ერ­თა­დერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­ზეც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი შევ­ჯერ­დით იყო ის, რომ არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი არ უნდა მი­სუ­ლი­ყო წუ­ლუ­კი­ა­ნის ღა­ლა­ტის კო­მი­სი­ა­ზე და ეს შე­თან­ხმე­ბაც და­არ­ღვია გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ. ამით ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ნა­ი­რი კო­ორ­დი­ნა­ცია არ არ­სე­ბობს“,- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცი­აა თუ არა, პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის მოქ­მე­დე­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს.

„ჩემი აზ­რით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კო­მი­კუ­რად ჟღერს, მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პარ­ტი­ად პრე­ტენ­ზია ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ რუ­სულ რე­ჟიმს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის სა­ხე­ლით არ­ბევ­და პირ­ველ ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო აქ­ცი­ას და სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის და­სა­ცა­ვად მის მიერ და­გე­ში­ლი დაც­ვის წევ­რე­ბი ხე­ლებს გვიგ­რეხ­დნენ და და­ზი­ა­ნე­ბას გვა­ყე­ნებ­დნენ სხე­ულ­ზე.

ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცი­აა თუ არა, ამას მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი გვაჩ­ვე­ნებს. მის გან­ზრახ­ვებ­ზე და მის სურ­ვი­ლებ­ზე კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს, რო­დე­საც დიდ დროს უთ­მობს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის უსა­მარ­თლო კრი­ტი­კას და მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ბო­კუ­ჩა­ვა გა­ხა­რი­ას მიერ კო­მი­სი­ა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს აფა­სებს და აცხა­დებს, რომ მან მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხიც კი ვერ გას­ცა.

„ზო­გი­ერ­თე­ბის შე­ფა­სე­ბა იყო, რომ სწო­რედ იმი­ტომ გა­მო­ცხად­და, რომ ჰქონ­და შიში იმი­სა, რომ შემ­დგომ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. ერ­თა­დერ­თი კი­თხვა, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­სე­ბობ­და - „ვინ გას­ცა ბრძა­ნე­ბა 20 ივ­ნისს“. ჯერ თქვა, რომ დიახ, მე გა­ვე­ცი ბრძა­ნე­ბაო, მაგ­რამ იქ [პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე] რომ მი­ვი­და, თქვა რომ, კი მე გა­ვე­ცი ბრძა­ნე­ბა წყლის ჭავ­ლის და გა­ზის ნა­წილ­ში და არა ტყვი­ე­ბის ნა­წილ­ში. ეს რა პა­სუ­ხი იყო? თა­ვად­ვე უარ­ყო ის, რა­საც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და „სუ­პერ ძა­ლო­ვა­ნი“ მი­ნის­ტრის იმი­ჯის შე­საქ­მნე­ლად“,- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ზურაბიშვილმა ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა... არ შეიწყალა პრეზიდენტი სააკაშვილი" - თინა ბოკუჩავა განმარტავს, რატომ დატოვა "ნაცმოძრაობამ" "წინააღმდეგობის პლატფორმა"

"ზურაბიშვილმა ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა... არ შეიწყალა პრეზიდენტი სააკაშვილი" - თინა ბოკუჩავა განმარტავს, რატომ დატოვა "ნაცმოძრაობამ" "წინააღმდეგობის პლატფორმა"

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, 31 მარტის აქციაზე, მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაეტოვებინა.

კერძოდ, როგორც ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სიახლე ვერ გააჟღერა.

  • გარდა ამისა, ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილთან უკმაყოფილება იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა.

"31 მარტის აქციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი აქცია იყო ამ თარიღის ისტორიულობიდან გამომდინარე, თუმცა იმ განაცხადის შემდეგ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მოვისმინეთ, რომელმაც, ჩემი აზრით, საზოგადოებისთვის ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებდით.

ყველაზე დიდი დისტანცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებობდა. რატომ? იმიტომ, რომ ერთმა პროევროპულმა პრეზიდენტმა, რომელმაც სცადა შეემაგრებინა საქართველოში ევროპის დროშა, როდესაც მას რუსები გვართმევენ, არ შეიწყალა მეორე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს ამასთან დაკავშირებით არანაირი ახსნა არ ჰქონდა, ეს იყო პირად გემოვნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს იყო მისი ექსკლუზიური უფლება, რომელსაც ვერ შეეცილებოდა და ვერ შეედავებოდა ვერავინ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, თუკი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმის ფარგლებში განცხადებას გააკეთებს, იქნება თუ არა ამ განცხადებაში მოაზრებული „ნაციონალური მოძრაობაც“, ბოკუჩავა ასე პასუხობს - „არა, რადგან ჩვენ იქ არ ვდგავართ“.

ამასთან, ბოკუჩავამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე და იქ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მისვლაზე ისაუბრა.

ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არსებულ პლატფორმაზე 4 ოპოზიციური პარტია ერთსულოვნად შეთანხმდა, რომ კომისიაში არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამოცხადებულიყო, რაც გიორგი გახარიამ დაარღვია, „რითაც ხაზი გაუსვა იმასაც, რომ არანაირი კოორდინაცია არ არსებობს“.

„თითქმის, ხუთი თვის განმავლობაში ნაწილი ვიყავი იმ ფორმატის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ იკრიბებოდა. შიდა პოლიტიკურ ნაწილში ერთადერთი გადაწყვეტილება, რაზეც პოლიტიკური პარტიები შევჯერდით იყო ის, რომ არცერთი პოლიტიკოსი არ უნდა მისულიყო წულუკიანის ღალატის კომისიაზე და ეს შეთანხმებაც დაარღვია გიორგი გახარიამ. ამით ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სინამდვილეში არანაირი კოორდინაცია არ არსებობს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, ნამდვილი ოპოზიციაა თუ არა, პარტია „გახარია საქართველოს“ ლიდერის მოქმედებები აჩვენებს.

„ჩემი აზრით, განსაკუთრებულად კომიკურად ჟღერს, მთავარ ოპოზიციონერ პარტიად პრეტენზია ადამიანისგან, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ რუსულ რეჟიმს ემსახურებოდა და რუსული რეჟიმის სახელით არბევდა პირველ ანტისაოკუპაციო აქციას და სერგეი გავრილოვის დასაცავად მის მიერ დაგეშილი დაცვის წევრები ხელებს გვიგრეხდნენ და დაზიანებას გვაყენებდნენ სხეულზე.

ნამდვილი ოპოზიციაა თუ არა, ამას მისი მოქმედებები გვაჩვენებს. მის განზრახვებზე და მის სურვილებზე კითხვის ნიშნებს ბადებს, როდესაც დიდ დროს უთმობს მთავარი ოპოზიციური ძალის უსამართლო კრიტიკას და მასთან დაპირისპირებას“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა გახარიას მიერ კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მან მთავარ კითხვაზე პასუხიც კი ვერ გასცა.

„ზოგიერთების შეფასება იყო, რომ სწორედ იმიტომ გამოცხადდა, რომ ჰქონდა შიში იმისა, რომ შემდგომ დაეკავებინათ. ერთადერთი კითხვა, რაც სინამდვილეში არსებობდა - „ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს“. ჯერ თქვა, რომ დიახ, მე გავეცი ბრძანებაო, მაგრამ იქ [პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე] რომ მივიდა, თქვა რომ, კი მე გავეცი ბრძანება წყლის ჭავლის და გაზის ნაწილში და არა ტყვიების ნაწილში. ეს რა პასუხი იყო? თავადვე უარყო ის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ამტკიცებდა „სუპერ ძალოვანი“ მინისტრის იმიჯის შესაქმნელად“,- განაცხადა ბოკუჩავამ.