ბორდიური - როგორც თანამედროვე ურბანული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი, გათვლილია ერთდროულად ფუნქციური და ესთეტიკური მიზნებისთვის. პირველ შემთხვევაში ძირითადად მოიაზრებენ საგზაო და ტროტუარის ბორდიურებს, რომლებსაც ფეხით ან მანქანით გადაადგილებისას, ქუჩებში საცალფეხო ბილიკის გასწვრივ, ასევე მაგისტრალებსა და ინდუსტრიულ ზონებში, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. მათი მიზანი ერთია - სამანქანო მოძრაობის სწორი, ორგანიზებული მართვა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა. სწორედ ამის გამო ივლება მკვეთრი საზღვრები ტროტუარებსა და ცენტრალურ გზებს შორის, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ავტომობილების საფეხმავლო სივრცეში შეჭრის რისკები და აქედან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად თავიდან ავირიდოთ ამ მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები.
რაც შეეხება ვიზუალურ მხარესა და ესთეტიკას - ამ კრიტერიუმს, ზემოთ ნახსენებ ორ სახეობაზე მეტად, მთელი თავისი არსით აკმაყოფილებს დეკორატიული ბორდიური, რომელსაც ხშირად პარკის ბორდიურადაც მოიხსენებენ, რადგან მას ძირითადად სწორედ პარკებში, საცხოვრებელი სახლების გარე სივრცეებში, სავაჭრო ცენტრებსა და სათამაშო მოედნებზე ვხვდებით.
სამი სხვადასხვა ბორდიური - სამი სხვადასხვა უპირატესობა
სამშენებლო სფეროში სპეციალისტები ზედმეტი ფიქრის გარეშე, დარწმუნებით გეტყვიან, რომ სამივე სახეობის შემთხვევაში, მათი ძირითადი მამოძრავებელი ფუნქცია ერთი და იგივეა - სამივე მიჯნავს ერთ კონკრეტულ ტერიტორიას მეორისგან, თუმცა, არსებობს მცირე განსხვავებები, რომლებიც, როგორც წესი, ხშირად თითოეულის უპირატესობად ითარგმნება.
მაგალითად, ხშირად მოისმენთ, რომ დეკორატიული ბორდიური გარემოს სრულყოფილ, დასრულებულ და სტრუქტურიზებულ იერს ანიჭებს და გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც გარემოს გაფორმება უმნიშვნელოვანესი ასპექტია. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს შეიძლება იყოს გამწვანებული ტერიტორიები ან სასეირნო ადგილები, სადაც ე.წ. ბარიერების გაკეთება სასურველია. ასეთ დროს დეკორატიული ბორდიური იდეალური და პრაქტიკული გამოსავალია ისეთი ტერიტორიების შემოსაღობად, როგორიცაა: ორიგინალური ყვავილების ბაღები, შადრევნები და სხვა ანალოგიური არქიტექტურული ობიქტები.
ამის საპირისპიროდ, საგზაო ბორდიურს გზებისა და სამრეწველო უბნების მოსაპირკეთებლად იყენებენ, რადგან ის ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების, მათ შორის მძიმე ტექნიკის საკმაოდ დატვირთულ მოძრაობასაც კი უძლებს, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს, დანარჩენ სახეობებთან შედარებით მისი გაცილებით დიდი სისქე - 15 სანტიმეტრი.
რაც შეეხება ტროტუარის ბორდიურს - გარდა იმისა, რომ ისიც ლანდშაფტის ვიზუალურ მხარეზე ზრუნავს, აგრეთვე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებაზეც. ასევე საუკეთესოდ ითავსებს დრენაჟის ფუნქციას, რათა წვიმის წყლის დინებას სწორი მიმართულება მიეცეს.
რატომ შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის ბორდიურის ფასი განსხვავებული
როცა საუბარია საგზაო, ტროტუარისა და დეკორატიულ ბორდიურებზე - პირველ რიგში აღსანიშნია ის ფაქტი, რომ სამივე არის ბეტონის ბორდიური, რაც უკვე თავის თავში პირდაპირ მოიაზრებს იმ სამ ძირითად მახასიათებელს, რასაც მომხმარებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეყრდნობიან - ესენია: ეკონომიურობა, გამძლეობა და სტაბილურობა.
აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ფასი დამოკიდებულია არა იმდენად მასალის შიგთავსზე, რამდენადაც დამზადების ტექნოლოგიასა და ამ მასალის რაოდენობაზე - იმაზე თუ რა სიმაღლის, სიგანისა და სიგრძის ბორდიურის დამზადებაა საჭირო ამა თუ იმ არქიტექტურული პროექტისთვის.
რა ზომის ბორდიურებს დაგიმზადებენ "ლეგიში"?
ბეტონის ნაკეთობების წამყვანი მწარმოებელი კომპანია "ლეგი" საკუთარ მომხმარებლებს ძირითადად ორი სხვადასხვა ზომის ბორდიურს სთავაზობს. როგორც წესი, სწორედ ამ ზომების მიხედვით განისაზღვრება მათი გამოყენების სფეროებიც.
მაგალითად, პირველი - ეს არის ბორდიური, რომლის ზომაცაა 1000x150x300-ზე და მას ძირითადად საგზაო მიმართულებით გამოიყენებენ, ხოლო ამის საპირისპიროდ მეორე - დეკორატიული ბორდიურია, შედარებით მცირე ზომის (500x80x200-ზე), რომლის დამზადებაც ნაკლები მასალის საჭიროების გამო, ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
განსხვავებული ფერის ბორდიურს განსხვავებული ღირებულება აქვს?
დიახ, ბორდიურის ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ფერზე, რაც პირობითად ორ ნაწილადაც შეიძლება დაიყოს: სტანდარტული, საწყისი ფერი - რუხი (შედარებით ბიუჯეტური გამოსავალი) და პიგმენტის შერევის შედეგად მიღებული სტანდარტულისგან განსხვავებული ფერები, როგორიცაა: წითელი, ყავისფერი და შავი - ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხა, ცხადია, მეტნაკლებად იმატებს, რადგან სასურველი ფერის მიღების პროცესი უფრო მეტ ჩარევას მოითხოვს.
"ლეგის" კონკურენტული უპირატესობა
იქ, სადაც ხარისხი და ფასი ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია და სადაც წარმოების სრულ პროცესს კვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები აკონტროლებენ - ზედმეტი კითხვის ნიშნები ფაქტობრივად არ არსებობს. კონკურენტებთან შედარებით "ლეგის’’ მთავარი უპირატესობა უახლესი გერმანული ტექნოლოგიებითა და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი საწარმოა, რომელიც საქართველოში ამჟამად უკვე ორია. აქ მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო და ევროპული სტანდარტის მქონე ბეტონის ნაკეთობები მზადდება.
საგულისხმოა ისიც, რომ კომპანია ბორდიურების (საბორტე ქვების) გარდა, ასევე აწარმოებს ვიბროდაწნეხილ ფილებსა და სამშენებლო ბლოკებს. აქვე, თამამად შეიძლება ითქვას ისიც, რომ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი, რომელსაც საწარმოში შეხვდებით, შემოწმებულია ლეგის სერტიფიცირებული ლაბორატორიის მიერ.
"ლეგიში" ხარისხის კონტროლი - უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც პროფესიონალი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი უკვე თითქმის 15 წელიწადია წარმატებით უმკლავდება.
R