კიდევ ერთი მკვლელობა კახეთში. გვიან ღამით გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
შემთხვევა, სოფლის ცენტრში ღამით მოხდა სადაც დამნაშავემ ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიმალა.
"ძალიან კარგი ბიჭი იყო, სიცოცხლით სავსე, უბოროტო... მთელი სოფელი დასტირის" - ჰყვებიან ადგილობრივები.
სროლის დროს დაიჭრა იქვე მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი. ექიმის თქმით მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება საავადმყოფო დატოვა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.