პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა მოსადის ლეგენდარული აგენტი - რა არის ცნობილი "ჩრდილის ქალის“ შესახებ?
გარდაიცვალა მოსადის ლეგენდარული აგენტი  - რა არის ცნობილი "ჩრდილის ქალის“ შესახებ?

ალი­ზა მა­გენ-ჰა­ლე­ვი, ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ქალი,14 აპ­რილს 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­გე­ნი, მეტ­სა­ხე­ლად "ჩრდი­ლის ქალი“, და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და დაზ­ვერ­ვი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის უწყე­ბა­ში და იყო პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ქალი, რო­მელ­მაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა.

ის და­ი­ბა­და 1937 წელს, ებ­რა­ულ ოჯახ­ში, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გერ­მა­ნი­ი­დან გა­იქ­ცა. ის მო­სა­დის სამ­სა­ხურ­ში 23 წლის ასაკ­ში ჩად­გა და 1958 წლი­დან 1999 წლამ­დე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ასო­ბით ფა­რულ ოპე­რა­ცი­ა­ში.

მისი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე იყო ოტო ადოლფ აიხ­მა­ნის - ჰო­ლო­კოს­ტის შე­მოქ­მე­დი­სა და SS-ის ობერშტურმ­ბან­ფი­უ­რე­რის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა, რა დრო­საც, გერ­მა­ნუ­ლი ენის ცოდ­ნის წყა­ლო­ბით, ან­გა­რი­შებს ამ­ზა­დებ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ლი­ო­ნო­ბით ებ­რა­ე­ლის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში დე­პორ­ტი­რე­ბა­სა და ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე აიხ­მა­ნი1960 წელს, ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­მა არ­გენ­ტი­ნა­ში შე­ი­პყრო და გა­ი­ტა­ცა. ის დამ­ნა­შა­ვედ ცნეს სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში და 1962 წელს ჩა­მო­ახ­რჩვეს.

მოკ­ლედ, ალი­ზას ან­გა­რი­შებს თან­დარ­თულ­მა პი­რად­მა ჩა­ნა­წე­რებ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მო­სა­დის იმ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ ისერ ჰა­რელ­ზე, რო­მელ­მაც მისი და­წი­ნა­უ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ხან­გრძლი­ვი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო უაღ­რე­სად მგრძნო­ბი­ა­რე და დრა­მა­ტულ ოპე­რა­ცი­ებ­ში. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1960-იან წლებ­ში ეგ­ვიპ­ტის დამ­ხმა­რე გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ა­ში, იგი გაგ­ზავ­ნეს ზალცბურ­გში, ავ­სტრი­ა­ში, რათა გა­და­ე­ბი­რე­ბი­ნა გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და ეგ­ვიპ­ტის იმ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტ გამალ აბ­დელ ნა­სერ­თან, რა­საც წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თავი; მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნი­ა­ში. მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოპე­რა­ცი­ა­ში Diamond - ში, რომ­ლის მი­ზა­ნიც ერა­ყე­ლი მფრი­ნა­ვის მუ­ნირ რე­დფას გა­და­ბი­რე­ბა იყო.

მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკი­დუ­რე­სად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, ვიდ­რე უწყე­ბის მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არ გა­მოჩ­ნდა. დღემ­დე ბევ­რი რამ "ჩრდი­ლის ქა­ლის" შე­სა­ხებ კვლა­ვაც უც­ნო­ბია, მას­ზე ძა­ლი­ან მწი­რი ცნო­ბე­ბი იძებ­ნე­ბა.

მა­გე­ნი 1997-1999 წლებ­ში მო­სა­დის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას პენ­სი­ა­ში გას­ვლამ­დე იკა­ვებ­და.

უწყე­ბის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში მის­მა და­წი­ნა­უ­რე­ბამ და­არ­ღვია გენ­დერუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ი­დუმ­ლო უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად მა­მა­კა­ცე­ბი დო­მი­ნი­რებ­დნენ.

ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც მას უკავ­შირ­დე­ბა, არის ოპე­რა­ცია "ღვთის რის­ხვა“, რომ­ლის დრო­საც ლიკ­ვი­დი­რე­ბულ­ნი იქ­ნენ ტე­რო­რის­ტე­ბი. ისი­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი იყ­ვნენ 1972 წლის მი­უნ­ხე­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ის­რა­ე­ლე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის ხოც­ვა-ჟლე­ტა­ზე. კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი მსა­ხუ­რობ­და სხვა­დას­ხვა სა­ვე­ლე და სა­მე­თა­უ­რო თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ის­რა­ელ­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ და მო­სა­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თა­ო­ბე­ბის­თვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად მი­იჩ­ნე­ო­და.

ექ­ვსი წლის წინ ის­რა­ე­ლის ტე­ლე­არხ Kan 11-ის გა­და­ცე­მა "Zman Emet“-თან იშ­ვი­ათ ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­გენ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე:

"ჩვენ არას­დროს ვა­ი­ძუ­ლებთ ის­რა­ე­ლელ ქა­ლებს ლო­გინ­ში ჩა­უწვნენ სა­მიზ­ნეს გად­მო­სა­ბი­რებ­ლად... მე სხვა სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებ­დი და ეს არის ჩემი ტვი­ნი..." - თქვა მან, რო­დე­საც ჰკი­თხეს, თუ რო­გორ ახერ­ხებ­და, უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბის გა­და­ბი­რე­ბას და იქვე და­ა­მა­ტა:

"თქვენ მის შეს­წავ­ლას იწყებთ: ამოწ­მებთ სუსტ მხა­რე­ებს - ფი­ნან­სურ სირ­თუ­ლე­ებს; პი­რად ცხოვ­რე­ბას; პრობ­ლე­მას ცოლ­თან ან ქმარ­თან... ცდი­ლობთ კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბას კა­ფე­ში, სას­ტუმ­რო­ში, ცო­ტას ესა­უბ­რე­ბით, ჩა­ით­რევთ მას და შემ­დეგ ამ­ყა­რებთ კონ­ტაქტს“.

მა­გე­ნი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "მო­სა­დის“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა იყო და სამ­სა­ხუ­რი­დან 1999 წელს გა­დად­გა. ქალი გა­თხო­ვი­ლი იყო, მისი მე­უღ­ლე აბ­რა­ა­მი 2011 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. წყვილს შვი­ლე­ბი არ ჰყო­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: მი­ხე­ილ ხა­ჩი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

გარდაიცვალა მოსადის ლეგენდარული აგენტი - რა არის ცნობილი "ჩრდილის ქალის“ შესახებ?

გარდაიცვალა მოსადის ლეგენდარული აგენტი  - რა არის ცნობილი "ჩრდილის ქალის“ შესახებ?

ალიზა მაგენ-ჰალევი, ისრაელის სადაზვერვო საზოგადოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალი თანამდებობის პირი ქალი,14 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაგენი, მეტსახელად "ჩრდილის ქალი“, დაახლოებით 40 წლის განმავლობაში მსახურობდა დაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების უწყებაში და იყო პირველი და ერთადერთი ქალი, რომელმაც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

ის დაიბადა 1937 წელს, ებრაულ ოჯახში, რომელიც ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანიიდან გაიქცა. ის მოსადის სამსახურში 23 წლის ასაკში ჩადგა და 1958 წლიდან 1999 წლამდე მონაწილეობდა ასობით ფარულ ოპერაციაში.

მისი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი საქმე იყო ოტო ადოლფ აიხმანის - ჰოლოკოსტის შემოქმედისა და SS-ის ობერშტურმბანფიურერის სასამართლო განხილვა, რა დროსაც, გერმანული ენის ცოდნის წყალობით, ანგარიშებს ამზადებდა.

შეგახსენებთ, მილიონობით ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებასა და ფიზიკურ განადგურებაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე აიხმანი1960 წელს, ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა არგენტინაში შეიპყრო და გაიტაცა. ის დამნაშავედ ცნეს სამხედრო დანაშაულში და 1962 წელს ჩამოახრჩვეს.

მოკლედ, ალიზას ანგარიშებს თანდართულმა პირადმა ჩანაწერებმა შთაბეჭდილება მოახდინა მოსადის იმჟამინდელ ხელმძღვანელ ისერ ჰარელზე, რომელმაც მისი დაწინაურება გადაწყვიტა.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ქალმა მონაწილეობა მიიღო უაღრესად მგრძნობიარე და დრამატულ ოპერაციებში. ის მონაწილეობდა 1960-იან წლებში ეგვიპტის დამხმარე გერმანელი მეცნიერების წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში, იგი გაგზავნეს ზალცბურგში, ავსტრიაში, რათა გადაებირებინა გერმანელი მეცნიერი, რომელიც მუშაობდა ეგვიპტის იმჟამინდელ პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერთან, რასაც წარმატებით გაართვა თავი; მოგვიანებით იგი მუშაობდა გერმანიაში. მიიღო მონაწილეობა ოპერაციაში Diamond - ში, რომლის მიზანიც ერაყელი მფრინავის მუნირ რედფას გადაბირება იყო.

მის შესახებ ინფორმაცია უკიდურესად გასაიდუმლოებული იყო, ვიდრე უწყების მაღალ თანამდებობებზე არ გამოჩნდა. დღემდე ბევრი რამ "ჩრდილის ქალის" შესახებ კვლავაც უცნობია, მასზე ძალიან მწირი ცნობები იძებნება.

მაგენი 1997-1999 წლებში მოსადის უფროსის მოადგილის თანამდებობას პენსიაში გასვლამდე იკავებდა.

უწყების უმაღლეს ეშელონებში მისმა დაწინაურებამ დაარღვია გენდერული ბარიერები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო უსაფრთხოების ინსტიტუტში, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებდნენ.

ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც მას უკავშირდება, არის ოპერაცია "ღვთის რისხვა“, რომლის დროსაც ლიკვიდირებულნი იქნენ ტერორისტები. ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელელი სპორტსმენების ხოცვა-ჟლეტაზე. კარიერის განმავლობაში იგი მსახურობდა სხვადასხვა საველე და სამეთაურო თანამდებობებზე ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ და მოსადის თანამშრომლების თაობებისთვის საგანმანათლებლო და გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა.

ექვსი წლის წინ ისრაელის ტელეარხ Kan 11-ის გადაცემა "Zman Emet“-თან იშვიათ ინტერვიუში მაგენმა გულახდილად ისაუბრა თავის საქმიანობაზე:

"ჩვენ არასდროს ვაიძულებთ ისრაელელ ქალებს ლოგინში ჩაუწვნენ სამიზნეს გადმოსაბირებლად... მე სხვა საშუალებას ვიყენებდი და ეს არის ჩემი ტვინი..." - თქვა მან, როდესაც ჰკითხეს, თუ როგორ ახერხებდა, უცხო ქვეყნის აგენტების გადაბირებას და იქვე დაამატა:

"თქვენ მის შესწავლას იწყებთ: ამოწმებთ სუსტ მხარეებს - ფინანსურ სირთულეებს; პირად ცხოვრებას; პრობლემას ცოლთან ან ქმართან... ცდილობთ კონტაქტის დამყარებას კაფეში, სასტუმროში, ცოტას ესაუბრებით, ჩაითრევთ მას და შემდეგ ამყარებთ კონტაქტს“.

მაგენი მრავალი წლის განმავლობაში "მოსადის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო და სამსახურიდან 1999 წელს გადადგა. ქალი გათხოვილი იყო, მისი მეუღლე აბრაამი 2011 წელს გარდაიცვალა. წყვილს შვილები არ ჰყოლია.

იხილეთ ასევე:

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე