UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც ამ დროისთვის დაღესტნელი სპორტსმენის, ისლამ მახაჩევის მწვრთნელია ილია თოფურიასა და ისლამის ბრძოლის შესაძლებლობის შესახებ საუბრობს.
"ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ - ისლამი მალე 34 წლის გახდება, ასე რომ, არ სურს ბრძოლა თოფურიასთან, ან ვოლკანოვსკისთან. სახელოვან მეტოქეებთან ჩხუბი სურს - ბიჭებთან, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ ამას.
ილია თოფურია ქვემსუბუქ ბრძოლაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ მსუბუქ წონაში ის ჯერ არ გვინახავს. ჩვენ, როგორც გუნდი, მივიჩნევთ, რომ თოფურია ძლიერი მებრძოლია - ჩემპიონი, რომელმაც ძალიან ძლიერ მეტოქეებს მოუგო. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ ქვემსუბუქ წონაში ვნახეთ.
დავუშვათ, ისლამმა ილიას მოუგო - რას აძლევს მას ეს მოგება? - უგებ ადამიანს, რომელიც ამ წონაში არაფერს წარმოადგენს. ამიტომ, ისლამის აზრით, ილიამ ჯერ სხვასთან უნდა იჩხუბოს და დამსახურებული პრეტენდენტი გახდეს.
ჩემი პირადი აზრით, ილიაზე უფრო კონკურენტუნარიანი მებრძოლი არმან ცარუკიანია. ცარუკიანი უფრო სერიოზულ მებრძოლად მიმაჩნია", - თქვა ხაბიბმა.