პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო - ნუ მეჩრებით!  კიდევ ერთხელ თუ გამაწყვეტინებთ, ავდგები და წავალ!" - კამათი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე (ვიდეო)
"თქვენ საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო - ნუ მეჩრებით!  კიდევ ერთხელ თუ გამაწყვეტინებთ, ავდგები და წავალ!" - კამათი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე (ვიდეო)

მე თქვენ, სა­ერ­თოდ არ გე­ლა­პა­რა­კე­ბით, კაცო. ხმა არ ამო­მი­ღია, თქვენ არ გე­ლა­პა­რა­კე­ბით. ნუ მეჩ­რე­ბით, და­მამ­თავ­რე­ბი­ნეთ! - ასე უპა­სუ­ხა ყო­ფილ­მა შს მი­ნის­ტრმა და პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე სო­ზარ სა­უ­ბარს.

  • დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე პა­სუ­ხობს კო­მი­სი­ის წევრთა შე­კი­თხვებს. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ კო­მი­სი­ის წევ­რებს მო­უ­წო­და, რომ 20 ივ­ნი­სის საქ­მე გა­მო­ი­ძი­ონ და ისა­უბ­რონ იმა­ზე „სა­ერ­თოდ, გავ­რი­ლო­ვი, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში“.

გა­ხა­რი­ას სწო­რედ ამ რეპ­ლი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ზარ სუ­ბა­რი და მას მო­უ­წო­და, რომ კი­თხვებს უპა­სუ­ხოს.

"თქვენ კი­თხვებს უპა­სუ­ხეთ, გა­მო­ძი­ე­ბა სა­დღაც მი­დის და მა­სა­ლე­ბი იქ დევს, ეგ არ არის თქვე­ნი საქ­მე. რა­საც გე­კი­თხე­ბით, იმას უპა­სუ­ხეთ, ძა­ლი­ან გთხოვთ“, - აღ­ნიშ­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა, რა­ზეც გა­ხა­რი­ამ უპა­სუ­ხა, რომ მას სა­ერ­თოდ არ ელა­პა­რა­კე­ბა.

"მე თქვენ, სა­ერ­თოდ არ გე­ლა­პა­რა­კე­ბით, კაცო. ხმა არ ამო­მი­ღია, თქვენ არ გე­ლა­პა­რა­კე­ბით. ნუ მეჩ­რე­ბით, და­მამ­თავ­რე­ბი­ნეთ! კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ქალ­ბა­ტო­ნო თავ­მჯდო­მა­რევ, თუ ეს კო­მი­სია არ არის მზად მო­ის­მი­ნოს პა­სუ­ხე­ბი, მე ავ­დგე­ბი და წა­ვალ. როცა მო­ემ­ზა­დე­ბით, მა­შინ და­მი­ძა­ხეთ და მო­ვალ. მე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მაქვს. “. გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

თა­ვის მხრივ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ხა­რი­ას უთხრა,რომ ნუ ნერ­ვი­უ­ლობს.

"არ ვნერ­ვი­უ­ლობ, სა­თა­მა­შოდ მო­მიყ­ვა­ნეთ აქ?“- აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ, რა­ზეც წუ­ლუ­კი­ან­მა კი­თხვით, უპა­სუ­ხა - „სა­თა­მა­შოა მაკო გო­მუ­რის ამო­თხრი­ლი თვა­ლი?“.

ამის შემ­დგომ, წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ხა­რი­ას ჰკი­თხა, ხომ არ ახ­დენ­და ზე­წო­ლას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე, რომ 20 ივ­ნი­სის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­სუ­ლი­ყო? ან მისი რო­მე­ლი­მე მო­ად­გი­ლე ხომ არ იყო ჩარ­თუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით წაყ­ვა­ნა­ში?

თა­ვის მხრივ გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ „არა“. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის არც ინ­სტრუ­მენ­ტი, არც ინ­სტრუ­მენ­ტი და არც მცდე­ლო­ბა არ ჰქო­ნია.

"შე­სა­ბა­მი­სად, მე შე­მოგ­თა­ვა­ზეთ ამ კო­მი­სი­ა­ზე, რომ და­უ­ძა­ხეთ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს და მან მოჰ­ყვეს, თუ ვინ­მე აჩ­ქა­რებ­და [საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას] ანე­ლებ­და ან რა­მეს შვრე­ბო­და“.- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ , რა­ზეც წუ­ლუ­კი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ „ამას ალ­ბათ გა­ა­კე­თე­ბენ“.

  • გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ კო­მი­სი­ის წევ­რებს კი­დევ ერთხელ უთხრა, იმის­თვის, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას შე­დე­გი ჰქონ­დეს, ნა­ხე­ვა­რი სი­მარ­თლე კი არ იყოს, არა­მედ გა­მო­ი­ძი­ონ „ვინ და რო­გორ ჩა­მო­იყ­ვა­ნა გავ­რი­ლო­ვი და ვინ უბ­რძა­ნა შტურ­მის მი­ტა­ნა შე­ნო­ბა­ზე“.

კო­მი­სი­ის წევ­რი, ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რი მას ჩა­ე­კი­თხა, რომ შტურმ­ზე მას არ ჰქონ­და კი­თხვე­ბი. „შტურმ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვართ, დრო არ დავ­კარ­გოთ“, - აღ­ნიშ­ნა ღუ­დუ­შა­ურ­მა, რა­საც გა­ხა­რი­ამ უპა­სუ­ხა, რომ მას თუ სა­უ­ბარს კი­დევ ერთხელ შე­ა­წყვე­ტი­ნებ­დნენ, კო­მი­სი­ის სხდო­მას აღარ და­ეს­წრე­ბო­და.

„მე­გობ­რე­ბო, კი­დევ ერთხელ თუ გა­მა­წყვე­ტი­ნებთ, ავ­დგე­ბი და წა­ვალ! მა­შინ რო­დე­საც მზად იქე­ბით ემო­ცი­უ­რად, მო­ის­მი­ნოთ პა­სუ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ეთან­ხმე­ბა თქვენს მო­საზ­რე­ბას, მა­შინ დავ­ბრუნ­დე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

დე­პუ­ტატ­მა ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა კვლავ სცა­და გა­ხა­რი­ას­გან მო­ეს­მი­ნა, ვინ გას­ცა ბრძა­ნე­ბა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რა­ზეც გა­ხა­რი­ამ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ „არც მას და არც მის მო­ად­გი­ლე­ებს რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცი­ათ“.

„ქალ­ბა­ტო­ნო თავ­მჯდო­მა­რევ, შე­იძ­ლე­ბა მო­მეხ­მა­როთ? ვერ ვა­გე­ბი­ნებ [ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს]. თვით დაც­ვას ჰქვია მო­გე­რი­ე­ბის რე­ჟი­მი. თუ მე ვამ­ბობ, რომ მო­გე­რი­ე­ბის რე­ჟიმ­ში, ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი, ეს ნიშ­ნავს იმას, აქამ­დეც ვთქვი და ვი­მე­ო­რებ, რომ არც მე და არც ჩემს მო­ად­გი­ლე­ებს რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ბრძა­ნე­ბა არ გაგ­ვი­ცია. ამა­ზე უკვე ვი­სა­უბ­რე ორ­ჯერ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თქვენ საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო - ნუ მეჩრებით!  კიდევ ერთხელ თუ გამაწყვეტინებთ, ავდგები და წავალ!" - კამათი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე (ვიდეო)

"თქვენ საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო - ნუ მეჩრებით!  კიდევ ერთხელ თუ გამაწყვეტინებთ, ავდგები და წავალ!" - კამათი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე (ვიდეო)

მე თქვენ, საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო. ხმა არ ამომიღია, თქვენ არ გელაპარაკებით. ნუ მეჩრებით, დამამთავრებინეთ! - ასე უპასუხა ყოფილმა შს მინისტრმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ საუბარს.

  • დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი შს მინისტრი 20 ივნისის მოვლენებზე პასუხობს კომისიის წევრთა შეკითხვებს. გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს მოუწოდა, რომ 20 ივნისის საქმე გამოიძიონ და ისაუბრონ იმაზე „საერთოდ, გავრილოვი, როგორ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის შენობაში“.

გახარიას სწორედ ამ რეპლიკას გამოეხმაურა სოზარ სუბარი და მას მოუწოდა, რომ კითხვებს უპასუხოს.

"თქვენ კითხვებს უპასუხეთ, გამოძიება სადღაც მიდის და მასალები იქ დევს, ეგ არ არის თქვენი საქმე. რასაც გეკითხებით, იმას უპასუხეთ, ძალიან გთხოვთ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ მას საერთოდ არ ელაპარაკება.

"მე თქვენ, საერთოდ არ გელაპარაკებით, კაცო. ხმა არ ამომიღია, თქვენ არ გელაპარაკებით. ნუ მეჩრებით, დამამთავრებინეთ! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალბატონო თავმჯდომარევ, თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და წავალ. როცა მოემზადებით, მაშინ დამიძახეთ და მოვალ. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. “. განაცხადა გახარიამ.

თავის მხრივ, თეა წულუკიანმა გახარიას უთხრა,რომ ნუ ნერვიულობს.

"არ ვნერვიულობ, სათამაშოდ მომიყვანეთ აქ?“- აღნიშნა გახარიამ, რაზეც წულუკიანმა კითხვით, უპასუხა - „სათამაშოა მაკო გომურის ამოთხრილი თვალი?“.

ამის შემდგომ, წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, ხომ არ ახდენდა ზეწოლას პროკურატურაზე, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო? ან მისი რომელიმე მოადგილე ხომ არ იყო ჩართული გამოძიების ამა თუ იმ მიმართულებით წაყვანაში?

თავის მხრივ გახარიამ აღნიშნა, რომ „არა“. მისივე განმარტებით, გამოძიებაზე ზემოქმედების არც ინსტრუმენტი, არც ინსტრუმენტი და არც მცდელობა არ ჰქონია.

"შესაბამისად, მე შემოგთავაზეთ ამ კომისიაზე, რომ დაუძახეთ გენერალურ პროკურორს და მან მოჰყვეს, თუ ვინმე აჩქარებდა [საქმის გამოძიებას] ანელებდა ან რამეს შვრებოდა“.- განაცხადა გახარიამ , რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ამას ალბათ გააკეთებენ“.

  • გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს კიდევ ერთხელ უთხრა, იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიას შედეგი ჰქონდეს, ნახევარი სიმართლე კი არ იყოს, არამედ გამოიძიონ „ვინ და როგორ ჩამოიყვანა გავრილოვი და ვინ უბრძანა შტურმის მიტანა შენობაზე“.

კომისიის წევრი, ალუდა ღუდუშაური მას ჩაეკითხა, რომ შტურმზე მას არ ჰქონდა კითხვები. „შტურმზე შეთანხმებული ვართ, დრო არ დავკარგოთ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ მას თუ საუბარს კიდევ ერთხელ შეაწყვეტინებდნენ, კომისიის სხდომას აღარ დაესწრებოდა.

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ თუ გამაწყვეტინებთ, ავდგები და წავალ! მაშინ როდესაც მზად იქებით ემოციურად, მოისმინოთ პასუხები, რომლებიც არ ეთანხმება თქვენს მოსაზრებას, მაშინ დავბრუნდები“, - აღნიშნა გახარიამ.

დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა კვლავ სცადა გახარიასგან მოესმინა, ვინ გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე, რაზეც გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „არც მას და არც მის მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ“.

„ქალბატონო თავმჯდომარევ, შეიძლება მომეხმაროთ? ვერ ვაგებინებ [ალუდა ღუდუშაურს]. თვით დაცვას ჰქვია მოგერიების რეჟიმი. თუ მე ვამბობ, რომ მოგერიების რეჟიმში, ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ეს ნიშნავს იმას, აქამდეც ვთქვი და ვიმეორებ, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაგვიცია. ამაზე უკვე ვისაუბრე ორჯერ“, - განაცხადა გახარიამ.

წაიკითხეთ ასევე: