პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#აჩუქეწიგნი -  გიორგი კეკელიძე მოგიყვებათ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ წიგნის ჩუქების დღის შესახებ
#აჩუქეწიგნი -  გიორგი კეკელიძე მოგიყვებათ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ წიგნის ჩუქების დღის შესახებ

"2019 წელს, როცა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვმუ­შა­ობ­დი, კომ­პა­ნია "ბიბ­ლუს­თან“ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტე, ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრა­დი­ცია ქარ­თუ­ლა­დაც გვექ­ცია. მახ­სოვს კი­დეც რა დავ­წე­რე: "მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ერთი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და თა­ნაც ძა­ლი­ან იაფი ტრა­დი­ცია - წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე. სხვა ქვეყ­ნებ­ში რომც არ არ­სე­ბობ­დეს, რა­ტო­მაც არა - ჩვენ და­ვამ­კვიდ­რებ­დით.

თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა ყვე­ლა სა­ჩუ­ქარს ერ­თად მო­ი­ცავს: ცოდ­ნა­საც და გან­ცდა­საც, სი­ხა­რულ­საც და ტკი­ვი­ლის გაძ­ლე­ბის სწავ­ლა­საც, ნივთს, ჩა­ფიქ­რე­ბას, დაკ­ვირ­ვე­ბას, ამ დაკ­ვირ­ვე­ბით გაკ­ვირ­ვე­ბას. წიგ­ნი კა­ცობ­რი­ო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბის ჯა­მია, ისე­თი­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გო­რიც მე და შენ გვაქვს. და რა­ღაც აზ­რით, წი­ნას­წა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც ჩემ­თვის და შენ­თვის. ამი­ტო­მაც ვი­ფიქ­რე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპ­რილს დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა, წიგ­ნი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს". ეს ამ­ბა­ვი მა­შინ ბევ­რმა აი­ტა­ცა“ - გვე­უბ­ნე­ბა მწე­რა­ლი და კომ­პა­ნია "ბიბ­ლუ­სის“ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე,

რო­მე­ლიც ambebi.ge-ს რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სწო­რედ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე­ზე, თვე­სა და და ამ პე­რი­ოდ­ში და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- 2023 წელს გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვედ გა­დაგ­ვექ­ცია, რომ­ლის კულ­მი­ნა­ცია 23 აპ­რი­ლი იქ­ნე­ბო­და. ეს ამ­ბა­ვი ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა და ათა­სო­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ აი­ტა­ცა.

- და კონ­კრე­ტუ­ლად 23 აპ­რილს რა დატ­ვირ­თვა აქვს?

- 23 აპ­რი­ლი მსოფ­ლი­ოს წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, ისე­ვე, რო­გორც შექ­სპი­რი­სა და სერ­ვან­ტე­სის დღე. სა­კუთ­რივ ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია კი ეს­პა­ნე­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია - ყვა­ვი­ლე­ბის ჩუ­ქე­ბის დღის კარ­ნა­ხით. ნელ-ნელა ყვე­ლამ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, რად­გან წიგ­ნი კა­ცობ­რი­ო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბის ჯა­მია, აქამ­დე დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბა­თა სა­კუთ­რად ქცე­ვის ამ­ბა­ვი. წიგ­ნია ის "რა­ზეც ვდუმ­ვართ,” ანუ ჩვენ ვართ წიგ­ნი - ფოლკ­ნე­რი­სა არ იყოს. და წიგ­ნი, გარ­და ტექ­სტი­სა, არის ნივ­თი, რო­მე­ლიც ხსოვ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, ცოდ­ნა და გან­ცდა ერ­თა­დერთ წყა­როს - ვინ გა­ჩუ­ქა, რა­ტომ გა­ჩუ­ქა, რო­დის კი­თხუ­ლობ­დი, სად ინა­ხავ, ვინ გახ­სენ­დე­ბა… და წიგ­ნი არის მას­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რაც და ეს წარ­წე­რა შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე წიგ­ნი იყოს.

- რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რა­დაა ამ ყვე­ლა­ფერ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩარ­თუ­ლი, ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი?

- ცხა­დია, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის სკო­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა მა­ხა­რებს, მაგ­რამ გვინ­და ეს დღე კი­დევ უფრო სა­ყო­ველ­თაო გახ­დეს, თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­ნიშ­ნოს კა­ლენ­დარ­ზე და სულ ახ­სოვ­დეს.

- წელს, 23 აპ­რილს რა აქ­ტი­ვო­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი?

- პირ­ვე­ლი, რაც ამ წელს გა­მო­არ­ჩევს, სამ­წუ­ხა­რო ნი­შა­ნია - მას ირაკ­ლი გაგ­ნი­ძის ("ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი) გა­რე­შე ვა­ტა­რებთ. ირაკ­ლი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის უდი­დე­სი მხარ­დამ­ჭე­რი და წიგ­ნის სფე­როს გა­მორ­ჩე­უ­ლი მოღ­ვა­წე გახ­ლდათ - ზუს­ტად ეს­მო­და ყვე­ლა ნი­უ­ან­სი და სიღ­რმე. მისი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ერთი მხრივ, მო­ურ­ჩე­ნელ სევ­დად გას­დევს პრო­ცესს, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს მო­ტი­ვა­ცი­ას მა­ტებს - მათ შო­რის ირაკ­ლის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად - მეტი გა­ა­კე­თოს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს - წლე­ვან­დე­ლი თვის პა­რა­ლე­ლუ­რი სლო­გა­ნი, ყვე­ლა კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით #აჩუ­ქე­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა. მე­ო­რე სლო­განს ყო­ველ­წლი­უ­რად გა­მოვ­ცვლით, ხოლო სა­კუთ­რივ დღე ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­წო­დე­ბით - #აჩუ­ქე­წიგ­ნი - აღი­ნიშ­ნე­ბა.

- რა აქ­ტი­ვო­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი?

- გვინ­და, რომ მო­წო­დე­ბა - "აჩუ­ქე წიგ­ნი“ - ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ერ­თმა­ნეთს გა­უ­ზი­ა­როს, ამი­ტო­მაც და­ვი­წყეთ გა­მოწ­ვე­ვე­ბის სე­რია. მე მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე გა­მო­ვიწ­ვიე, ქალ­ბა­ტონ­მა მზე­ქა­ლამ დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, დათო ტუ­რაშ­ვილ­მა ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ნა­თი­ამ ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­უ­რი და ვნა­ხოთ ვის გა­მო­იწ­ვევს ბა­ტო­ნი ტა­რი­ე­ლი.

სხვა ბევ­რი ავ­ტო­რი, მკი­თხვე­ლი და მო­ქა­ლა­ქე ერ­თვე­ბა პრო­ცეს­ში, ისე­ვე რო­გორც არა­ერ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

23 აპ­რილს "სა­უ­კუ­ნის მწიგ­ნობ­რე­ბის" და­ჯილ­დო­ე­ბას ვგეგ­მავთ და ცხა­დია, ფას­დაკ­ლე­ბის აქ­ცი­ე­ბიც შე­მოგ­ვე­გე­ბე­ბა.

- ამ ყვე­ლა­ფერს "სითი-მოლი" უმას­პინ­ძლებს?

- წელს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღეს სწო­რედ "სითი-მოლი" უმას­პინ­ძლებს. გვინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. დე­ტა­ლებს გზა­დაგ­ზა გა­გან­დობთ.

- კი­დევ ვი­ნაა ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი?

- ძა­ლი­ან ბევ­რი ბიზ­ნე­სი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც წიგ­ნებს ან სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კებს გა­უგ­ზავ­ნი­ან ან სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებს აჩუ­ქე­ბენ. წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ წიგ­ნის კუ­თხე­ე­ბის მო­წყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მხარ­დამ­ჭე­რად - "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" შე­მოგ­ვი­ერ­თდა, ხოლო რე­გი­ო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით - "ჰა­ნი­ვე­ლი". ტრა­დი­ცი­ულ მხარ­დამ­ჭე­რად რჩე­ბა კომ­პა­ნია - "გალ­ფი".

- ამ ყვე­ლა­ფერს წინ უს­წრებ­და მად­რიდ­ში თქვე­ნი ვი­ზი­ტი. მოგ­ვი­ყე­ვით ამის შე­სა­ხებ?

- მად­რიდ­ში ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ვა­წყვეთ - ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის­თვის, საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბის­თვის და ამავდრო­უ­ლად ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. ძა­ლი­ან მალე ამ­გვარ წიგ­ნის კუ­თხე­ებს მო­ვა­წყობთ - ალექ­სან­დრი­ა­ში, ფლო­რენ­ცი­ა­ში, ბორ­დო­ში, ნი­ცა­ში, ტო­კი­ო­ში, სე­ულ­ში და ლონ­დონ­ში.

- ზო­გა­დად ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ შე­ვა­ფა­სოთ, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა და რა შე­დე­გე­ბი მო­აქვს?

- "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა" სხვა სა­ხე­ლით და ფორ­მით, 2012 წელს და­ვა­ფუძ­ნე ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში - მა­შინ "ეკ­ვი­ლიბ­რი­უ­მი" ერ­ქვა. ბიბ­ლი­ო­თე­კის მო­სა­წყო­ბად ორი­ა­თას­ზე მეტ სო­ფელ­ში ჩა­ვი­ტა­ნეთ წიგ­ნი, კომ­პი­უ­ტე­რი თუ სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი.

იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ზუს­ტად იცი­ან, რა მნიშ­ვნე­ლო­ბის ინ­სტრუ­მენ­ტია წიგ­ნი სხვა პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად, ამი­ტო­მაც ყო­ველ­დღი­უ­რად ათი­ა­თა­სო­ბით წე­რილს ვი­ღებ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან ახა­ლი წიგ­ნე­ბის მო­თხოვ­ნის სურ­ვი­ლით.

2024 წელს, როცა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წა­მო­ვე­დი, სწო­რედ ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე შემ­ხვდნენ და მი­თხრეს, რომ "ბიბ­ლუს­ში" ეს საქ­მე ახა­ლი ძა­ლის­ხმე­ვით გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა - ასე და­ი­ბა­და "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა". ასე რომ, წინ დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს.

  • რო­გორც "სითი მოლ­ში“ აცხა­დე­ბენ, ისი­ნი სი­ხა­რუ­ლით ერ­თვე­ბი­ან ამ კამ­პა­ნი­ა­ში:

"#აჩუ­ქე­წიგ­ნი - ეს უკვე ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ერ­თდე­ბით "ბიბ­ლუ­სის ჯგუფს“ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ა­ში. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­ი­ცავს არა მარ­ტო წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბას და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, არა­მედ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რით, ამ კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი გახ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

#აჩუქეწიგნი -  გიორგი კეკელიძე მოგიყვებათ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ წიგნის ჩუქების დღის შესახებ

#აჩუქეწიგნი -  გიორგი კეკელიძე მოგიყვებათ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ წიგნის ჩუქების დღის შესახებ

"2019 წელს, როცა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, კომპანია "ბიბლუსთან“ ერთად გადავწყვიტე, ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ქართულადაც გვექცია. მახსოვს კიდეც რა დავწერე: "მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, რატომაც არა - ჩვენ დავამკვიდრებდით.

თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს". ეს ამბავი მაშინ ბევრმა აიტაცა“ - გვეუბნება მწერალი და კომპანია "ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე,

რომელიც ambebi.ge-ს რომელიც ამჟამად სწორედ წიგნის ჩუქების დღეზე, თვესა და და ამ პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებზე გვესაუბრება.

- 2023 წელს გადავწყვიტეთ, რომ წიგნის ჩუქების დღე წიგნის ჩუქების თვედ გადაგვექცია, რომლის კულმინაცია 23 აპრილი იქნებოდა. ეს ამბავი ათიათასობით ადამიანმა და ათასობით დაწესებულებამ აიტაცა.

- და კონკრეტულად 23 აპრილს რა დატვირთვა აქვს?

- 23 აპრილი მსოფლიოს წიგნის საერთაშორისო დღეა, ისევე, როგორც შექსპირისა და სერვანტესის დღე. საკუთრივ ჩუქების ტრადიცია კი ესპანელების დამკვიდრებულია - ყვავილების ჩუქების დღის კარნახით. ნელ-ნელა ყველამ გააცნობიერა, რომ საუკეთესო საჩუქარია, რადგან წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, აქამდე დაგროვილ გამოცდილებათა საკუთრად ქცევის ამბავი. წიგნია ის "რაზეც ვდუმვართ,” ანუ ჩვენ ვართ წიგნი - ფოლკნერისა არ იყოს. და წიგნი, გარდა ტექსტისა, არის ნივთი, რომელიც ხსოვნის მნიშვნელოვანი ნაწილია, ცოდნა და განცდა ერთადერთ წყაროს - ვინ გაჩუქა, რატომ გაჩუქა, როდის კითხულობდი, სად ინახავ, ვინ გახსენდება… და წიგნი არის მასზე გაკეთებული წარწერაც და ეს წარწერა შეიძლება ცალკე წიგნი იყოს.

- რამდენად აქტიურადაა ამ ყველაფერში საზოგადოება ჩართული, ქართველი მკითხველი?

- ცხადია, უამრავი ადამიანია ჩართული, განსაკუთრებით სოფლის სკოლების აქტიურობა მახარებს, მაგრამ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო საყოველთაო გახდეს, თითოეულმა მოქალაქემ მოინიშნოს კალენდარზე და სულ ახსოვდეს.

- წელს, 23 აპრილს რა აქტივობებია დაგეგმილი?

- პირველი, რაც ამ წელს გამოარჩევს, სამწუხარო ნიშანია - მას ირაკლი გაგნიძის ("ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი) გარეშე ვატარებთ. ირაკლი ამ ინიციატივის უდიდესი მხარდამჭერი და წიგნის სფეროს გამორჩეული მოღვაწე გახლდათ - ზუსტად ესმოდა ყველა ნიუანსი და სიღრმე. მისი გამაოგნებელი გარდაცვალება, ერთი მხრივ, მოურჩენელ სევდად გასდევს პროცესს, თუმცა მეორე მხრივ, ყველა თანამშრომელს მოტივაციას მატებს - მათ შორის ირაკლის სახელის უკვდავსაყოფად - მეტი გააკეთოს. რაც შეეხება დანარჩენს - წლევანდელი თვის პარალელური სლოგანი, ყველა კონტექსტის გათვალისწინებით #აჩუქეთავისუფლება იქნება. მეორე სლოგანს ყოველწლიურად გამოვცვლით, ხოლო საკუთრივ დღე ტრადიციული მოწოდებით - #აჩუქეწიგნი - აღინიშნება.

- რა აქტივობებია დაგეგმილი?

- გვინდა, რომ მოწოდება - "აჩუქე წიგნი“ - ბევრმა ადამიანმა ერთმანეთს გაუზიაროს, ამიტომაც დავიწყეთ გამოწვევების სერია. მე მზექალა შანიძე გამოვიწვიე, ქალბატონმა მზექალამ დათო ტურაშვილი, დათო ტურაშვილმა ნათია ფანჯიკიძე, ნათიამ ტარიელ ხარხელაური და ვნახოთ ვის გამოიწვევს ბატონი ტარიელი.

სხვა ბევრი ავტორი, მკითხველი და მოქალაქე ერთვება პროცესში, ისევე როგორც არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება.

23 აპრილს "საუკუნის მწიგნობრების" დაჯილდოებას ვგეგმავთ და ცხადია, ფასდაკლების აქციებიც შემოგვეგებება.

- ამ ყველაფერს "სითი-მოლი" უმასპინძლებს?

- წელს წიგნის ჩუქების დღეს სწორედ "სითი-მოლი" უმასპინძლებს. გვინდა განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ღონისძიება. დეტალებს გზადაგზა გაგანდობთ.

- კიდევ ვინაა ამ პროექტში ჩართული?

- ძალიან ბევრი ბიზნესი და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლებიც წიგნებს ან სოფლის ბიბლიოთეკებს გაუგზავნიან ან საკუთარ თანამშრომლებს აჩუქებენ. წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება ძალიან აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ წიგნის კუთხეების მოწყობის მიმართულებით მხარდამჭერად - "საქართველოს ბანკი" შემოგვიერთდა, ხოლო რეგიონების მიმართულებით - "ჰანიველი". ტრადიციულ მხარდამჭერად რჩება კომპანია - "გალფი".

- ამ ყველაფერს წინ უსწრებდა მადრიდში თქვენი ვიზიტი. მოგვიყევით ამის შესახებ?

- მადრიდში ქართული ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული დიასპორისთვის, საკვირაო სკოლებისთვის და ამავდროულად ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. ძალიან მალე ამგვარ წიგნის კუთხეებს მოვაწყობთ - ალექსანდრიაში, ფლორენციაში, ბორდოში, ნიცაში, ტოკიოში, სეულში და ლონდონში.

- ზოგადად ეს ყველაფერი რომ შევაფასოთ, რას ემსახურება და რა შედეგები მოაქვს?

- "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება" სხვა სახელით და ფორმით, 2012 წელს დავაფუძნე ეროვნულ ბიბლიოთეკაში - მაშინ "ეკვილიბრიუმი" ერქვა. ბიბლიოთეკის მოსაწყობად ორიათასზე მეტ სოფელში ჩავიტანეთ წიგნი, კომპიუტერი თუ სხვა აუცილებელი ნივთი.

იმ ადამიანებმა ზუსტად იციან, რა მნიშვნელობის ინსტრუმენტია წიგნი სხვა პრობლემების დასაძლევად, ამიტომაც ყოველდღიურად ათიათასობით წერილს ვიღებ სკოლის მოსწავლეებისგან და მასწავლებლებისგან ახალი წიგნების მოთხოვნის სურვილით.

2024 წელს, როცა ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოვედი, სწორედ ირაკლი თევდორაშვილი და ირაკლი გაგნიძე შემხვდნენ და მითხრეს, რომ "ბიბლუსში" ეს საქმე ახალი ძალისხმევით გაგვეგრძელებინა - ასე დაიბადა "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება". ასე რომ, წინ დიდი გეგმები გვაქვს.

  • როგორც "სითი მოლში“ აცხადებენ, ისინი სიხარულით ერთვებიან ამ კამპანიაში:

"#აჩუქეწიგნი - ეს უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და დიდი სიამოვნებით ვუერთდებით "ბიბლუსის ჯგუფს“ ამ მნიშვნელოვან სოციალურ კამპანიაში. ეს ღონისძიება მოიცავს არა მარტო წიგნიერების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, არამედ ცნობიერების ამაღლების და განათლების წახალისებას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ამ კამპანიის შესახებ ინფორმირებულობა და ცნობადობის ამაღლება კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

იხილეთ ასევე: