პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა" - როგორ შეეცადა რუსეთი ქართული ენის გაქრობას?
"ეს იყო რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა" - როგორ შეეცადა რუსეთი ქართული ენის გაქრობას?

47 წელი გა­ვი­და იმ დღი­დან, როცა თბი­ლის­ში, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან დაძ­რუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის (და არა მხო­ლოდ მათ­მა) პრო­ტეს­ტმა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ენის გა­უქ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი, საბ­ჭო­თა რე­ჟიმს უკან და­ა­ხე­ვი­ნა. უნდა ყვე­ლა­ფერს და­ერ­ქვას სა­ხე­ლი, ეს იყო რუ­სე­თის მო­რი­გი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სი­ფი­კა­ცი­ის­თვის.

  • ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო ასე

1977 წელს ახა­ლი საბ­ჭო­თა კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბი­სას, გაჩ­ნდა გეგ­მა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ენის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვას და სა­ხელ­მწი­ფო ენად მხო­ლოდ რუ­სუ­ლის გა­მო­ცხა­დე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის ხალ­ხთა ენე­ბი სტა­ტუსს კარ­გავ­დნენ იმ სა­ბა­ბით, რომ ისი­ნი თურ­მე ბო­ლომ­დე ვერ ას­რუ­ლებ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო ენე­ბის ფუნ­ქცი­ებს. ამ გან­ზრახ­ვას ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტით წინ აღუდ­გა. 1978 წლის 14 აპ­რილს მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო. ვი­თა­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის უმარ­თა­ვი ხდე­ბო­და.

ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ, ამ­ბობს, რომ ამ პრო­ტესტს " ვინ­მე გა­მოკ­ვე­თი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი არ ჰყო­ლია".

"იყო მუხ­ტი, რო­მელ­მაც თა­ვის­თა­ვად მო­ახ­დი­ნა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა. იყო აკა­კი ბაქ­რა­ძე, მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და სხვა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხმა­მაღ­ლა გმობ­და სი­ახ­ლეს. ასე ნელ-ნელა შემ­ზად­და 14 აპ­რი­ლი... რო­დე­საც მთავ­რო­ბის სა­სახ­ლის­კენ მივ­დი­ო­დით, ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი, ვინც მოს­წრე­ბუ­ლი იყო 1956 წლის სის­ხლი­ან მოვ­ლე­ნებს, გვე­უბ­ნე­ბო­და, - არ წახ­ვი­დეთ, გეს­ვრი­ა­ნო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდა და უკან მოვ­ბრუნ­დით, გვხვდე­ბოდ­ნენ რო­გორც გმი­რებს, რომ­ლებ­მაც შევ­ძე­ლით და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ენა. 10 წლის მერე რომ აზ­ვირთდა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ამა­ში, რა თქმა უნდა, იყო 1978 წლის 14 აპ­რი­ლის წვლი­ლი, იმ გა­მარ­ჯვე­ბის, რო­მე­ლიც ამ დღეს მო­ვი­პო­ვეთ... ეს იყო უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხის წელი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მთლი­ა­ნად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ის­ტო­რი­ა­ში, რად­გან ეს იყო პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტი, რო­მელ­საც და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტა მოჰ­ყვა და საბ­ჭო­თა სის­ტე­მამ უკან და­ი­ხია... “, - ამ­ბობს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ჩვენს სა­არ­ქი­ვო სტა­ტი­ა­ში.

"მახ­სოვს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩემი მე­გო­ბა­რი, ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი, შემ­ხვდა, გა­ზეთს აფ­რი­ა­ლებ­და და მე­ძახ­და: "თამ­რი­კო, მოდი, წა­ი­კი­თხე, ნახე რა ხდე­ბაო", ასე გა­ი­გეს ეს ამ­ბა­ვი სხვებ­მაც, სტუ­დენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ვე­უბ­ნე­ბო­დით, ვუყ­ვე­ბო­დით“, - წერს თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში თა­მარ მა­ხა­რობ­ლი­ძე, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად 18 წლის სტუ­დენ­ტი იყო.

14 აპ­რი­ლის მი­ტინგს წინ უძღო­და სტუ­დენ­ტე­ბის წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა მა­შინ­დელ უზე­ნა­ეს საბ­ჭო­ში. სწო­რედ თა­მარ­მა წა­ი­ღო ასო­ბით სტუ­დენ­ტის ხელ­მო­წე­რი­ლი წე­რი­ლი ფოს­ტა­ში, სა­ი­და­ნაც ორი და­ზღვე­უ­ლი წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნეს. გა­დახ­დის ქვი­თა­რი სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ი­ნა­ხა.

"უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას მო­ინ­დო­მეს ქვით­რის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, რომ გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი რო­გორ­მე ფოს­ტი­დან ამო­ე­ღოთ და ად­რე­სა­ტამ­დე არ მი­სუ­ლი­ყო. დიდი ბრძო­ლა გა­მო­ვი­ა­რე, რომ ქვი­თა­რი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ეს სა­ბუ­თი მე დღემ­დე მაქვს შე­ნა­ხუ­ლი. მა­შინ არ დავკვირ­ვე­ბი­ვარ, სი­გა­რე­ტის ქა­ღალ­დში გა­და­ვახ­ვიე და ჩან­თა­ში შე­ვი­ნა­ხე, იმ დღე­ებ­ში აღარ გა­მიშ­ლია და და­მით­ვა­ლი­ე­რე­ბია. წლე­ბის შემ­დეგ რომ ვნა­ხე, გა­მე­ცი­ნა, რად­გან ზედ არა­ფე­რი არ ეწე­რა, არც ორი­ვე ად­რე­სა­ტი, არც მი­სა­მარ­თი, არც გარ­კვე­უ­ლი თა­რი­ღი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი. ეს არაფ­რისმთქმე­ლი სა­ბუ­თი იყო“, - იგო­ნებს თა­მარ მა­ხა­რობ­ლი­ძე. ( თა­მარ მა­ხა­რობ­ლი­ძის მო­გო­ნე­ბე­ბი, 14 აპ­რი­ლის სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მო­გო­ნე­ბებ­თან ერ­თად, შე­სუ­ლია ანა ბა­ქა­ნი­ძის მიერ შედ­გე­ნილ ზე­პი­რი ის­ტო­რი­ე­ბის კრე­ბულ­ში, "14 აპ­რი­ლი, 1978“ - რო­მე­ლიც 2018 წელს და­ი­ბეჭ­და).

რო­გორც ფაქ­ტე­ბის მომსწრე­ნი ჰყვე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რე­ბი: არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვა, ბე­სიკ ჯორ­ბე­ნა­ძე, ლადო მი­ნაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე, და­მა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, გრი­ვერ ფა­რუ­ლა­ვა, რე­ვაზ სი­რა­ძე და სხვა­ნი. უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმ­ჟა­მინ­დელ რექ­ტორს და­ვით ჩხიკ­ვიშ­ვილს, ზე­მო­დან და­ვა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სტუ­დენ­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არა­ნა­ი­რი მოქ­მე­დე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია.

  • რო­გორ იხ­სე­ნებ­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 14 აპ­რილს?

“მი­მაჩ­ნია, რომ 1978 წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ ჩემი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. ეს იყო ის მოვ­ლე­ნა, როცა ხალ­ხმა, პირ­ველ რიგ­ში ახალ­გაზ­რდო­ბამ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აჩ­ვე­ნა, რომ შე­უძ­ლია და­იც­ვას თა­ვი­სი ენა და თა­ვი­სი სამ­შობ­ლო.

განა მე არ ვი­ცო­დი, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შეს­წო­რე­ბა რომ იყო შე­ტა­ნი­ლი, რათა ქარ­თუ­ლი ენა სა­ხელ­მწი­ფო ენა აღარ ყო­ფი­ლი­ყო. ეს გა­მოქ­ვეყ­ნდა, მაგ­რამ მთე­ლი თვე, თით­ქმის თვე ნა­ხე­ვა­რი არა­ვი­თა­რი მოძ­რა­ო­ბა არ იყო, არა­ვინ ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია. მერე, და­თი­კო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი იყო თუ არ ვცდე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი და ვკი­თხე - არ არის-მეთ­ქი არა­ფე­რი? არი­სო, მაგ­რამ ჩურ­ჩუ­ლია ჯერო... მოს­კოვ­ში, ბრეჟნევ­თან არ მივ­სულ­ვარ, სხვა თით­ქმის ყვე­ლას­თან ვი­ყა­ვი და ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბო­დი: ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა ეს ამ­ბა­ვი, ნუ აკე­თებთ ამას. ლე­ნინ­მა, სტა­ლინ­მა და­ტო­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და რა­ტომ გინ­დათ დარ­ჩეთ ის­ტო­რი­ა­ში, რომ თქვენ ამო­შა­ლეთ ეს. რა­ტომ აკე­თებთ ამას?

ბრეჟნევ­თან რა­ტომ არ მი­ვე­დი? იმი­ტომ რომ ის რე­ზერვში ყო­ფი­ლი­ყო. თუ რა­ღა­ცა გა­ჭირ­დე­ბო­და, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში მას­თან მი­ვი­დო­დი... მაგ­რამ ახ­ლოს არ გა­მი­კა­რეს. მი­თხრეს, რომ ჩვენ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ ამ ფორ­მუ­ლი­რე­ბას, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ენად ვერ დარ­ჩე­ბაო.

დი­ლით ადრე არის პარ­ლა­მენ­ტის სე­სია, სა­დაც მოხ­სე­ნე­ბით უნდა გა­მო­ვი­დე სწო­რედ ამ თე­მა­ზე, “შეს­წო­რე­ბე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში“, ეს სა­კი­თხი შე­მო­ვი­ტო­ვე ბო­ლოს­თვის. ბოლო ფრა­ზებ­ში იყო სა­უ­ბა­რი ენას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­დე­საც მოხ­სე­ნე­ბით გა­მოვ­დი­ვარ, ვხე­დავ პრე­ზი­დი­უ­მი­დან მო­დის წე­რი­ლე­ბი, ხან ინა­უ­რი წერს, ხან კოლ­დი­ნი იყო ცე­კას მე­ო­რე მდი­ვა­ნი, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და­იძ­რა ახალ­გაზ­რდო­ბა. მე­ო­რე წე­რი­ლი მი­ვი­ღე, რომ პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­დან წა­მო­ვიდ­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი. მერე იყო, ახლა ოპე­რას­თან არი­ა­ნო. რამ­დე­ნი წე­რი­ლიც არის, იმ­დე­ნი ინა­უ­რი გა­დის და ეს ხალ­ხი ნერ­ვი­უ­ლობს.

ხმე­ბიც შე­მო­დი­ო­და ქუ­ჩი­დან. ბევ­რი ხალ­ხი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით 20-30 ათა­სი, თით­ქმის ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა. უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ვი­და იმ რწმე­ნით, რომ ენა გა­და­ერ­ჩი­ნათ.

ბო­ლოს, რო­დე­საც ჩა­ვამ­თავ­რე გა­მოს­ვლა, უკვე შეკ­რე­ბი­ლია იყო უზარ­მა­ზა­რი მასა და გა­მო­ვა­ცხა­დე: “დავ­ტო­ვოთ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხელ­მწი­ფო ენად ქარ­თუ­ლი ენის გა­მო­ცხა­დე­ბას“. ვერ აღ­გი­წერთ რა ხდე­ბო­და დარ­ბაზ­ში. კო­მუ­ნის­ტე­ბი, რა­ი­კო­მის მდივ­ნე­ბი სხე­დან, ერ­თმა­ნეთს ეხ­ვე­ვი­ან, კოც­ნი­ან და მეც სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბოღ­მა მო­მაწ­ვა ყელ­ში, რომ თურ­მე რო­გორ გა­ნიც­დი­ან პარ­ტი­ულ ელი­ტა­ში. მა­შინ ჩემ­თვის გა­ვა­კე­თე დას­კვნა რომ პატ­რი­ო­ტიზ­მი და­კარ­გუ­ლი არ არის. ხდე­ბო­და ტრანსლი­რე­ბა ჩემი მოხ­სე­ნე­ბის. არ და­ი­ჯე­რეს, მო­უს­მი­ნეს მაგ­რამ არ იშ­ლე­ბი­ან. რა უნდა მექ­ნა, გა­მო­ვე­დი აი­ვან­ზე დიდი მიკრო­ფო­ნით და ვე­უბ­ნე­ბი: ხომ მო­ის­მი­ნეთ, კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ქარ­თუ­ლი ენა რჩე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ენად... მა­ინც არ და­ი­ჯე­რეს, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, “თქვენ კი ამ­ბობთ, მაგ­რამ მოს­კო­ვი რას იტყვის და ა.შ...“ მერე ჩა­მო­ვე­დი დაბ­ლა, შე­ვე­დი ამ ახალ­გაზ­რდებ­ში და ვუ­თხა­რი -“ახლა მე მივ­დი­ვარ, საქ­მე მაქვს რა­ღა­ცა და თუ გინ­და გა­მომ­ყე­ვით“. აე­დევ­ნენ და გა­მომ­ყვა ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი, ყო­ფი­ლი კი­რო­ვის ქუ­ჩით წა­ვე­დი და ჩა­ვე­დი მთავ­რო­ბის სა­სახ­ლე­ში. ეზო გა­მო­ტე­ნი­ლია ტან­კე­ბით, რო­გორც თქვენ არ და­გი­რე­კავთ და არ გი­თხო­ვი­ათ ტან­კე­ბი, ისე მე. ეს კეთ­დე­ბო­და ავ­ტო­მა­ტუ­რად, აქ რაც ხდე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ უკვე პო­ლიტ­ბი­უ­რო­ში"

  • "ეს იყო რუ­სი­ფი­კა­ცი­ის კურ­სის ბოლო ფაზა"

"ეს იყო რუ­სი­ფი­კა­ცი­ის კურ­სის ბოლო ფაზა, რაც ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვს წინა თა­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ის ემ­თხვე­ვა სტაგ­ნა­ცი­ა­სა და სის­ტე­მის კრი­ზი­სის მო­ახ­ლო­ე­ბას. ეს არის 70-იანი წლე­ბის და­სას­რუ­ლი.

იმ­ხა­ნად ცენ­ტრა­ლურ, ზედა დო­ნის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­სა და აპა­რატ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში თუ სა­მეც­ნი­ე­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რუ­სუ­ლი ენა იყო გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი. სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის და­სა­ცა­ვად სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის მშობ­ლი­ურ ენა­ზე მომ­ზა­დე­ბა არ იყო საკ­მა­რი­სი, რუ­სულ ენა­ზეც უნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო და შემ­დეგ უკვე ცენ­ტრი­დან მი­ე­ღო დას­ტუ­რი. ამ რე­ა­ლო­ბა­ში უკვე არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­საც ახ­ლე­ბუ­რად აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ენის შე­სა­ხებ ფორ­მა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რის უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ამო­ღე­ბას ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხე­ბენ. გა­სა­გე­ბია, რომ საბ­ჭო­თა კონ­სტი­ტუ­ცია ორ­სი­ტყვი­ა­ნი ანეკ­დო­ტია - არც ერთი მუხ­ლი არა­ფერს ანი­ჭებ­და მო­ქა­ლა­ქეს და თუკი რა­მეს ანი­ჭებ­და, ისიც, პრაქ­ტი­კა­ში სხვა­ნა­ი­რად მუ­შა­ობ­და.

1978 წლის აპ­რილ­ში ენის სტა­ტუ­სის დაც­ვას კონ­კრე­ტულ პი­რებს უნდა ვუ­მად­ლო­დეთ, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად აკა­კი ბაქ­რა­ძეს, რო­მელ­მაც მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ის ამ ნა­წილ­ში რა­ღაც იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მან ატე­ხა გან­გა­ში და არ შე­უ­შინ­და მუ­ქა­რა­საც კი. შემ­დეგ ამან მი­ი­ღო შე­უქ­ცე­ვა­დი სახე და ქარ­თულ ენას სტა­ტუ­სი შე­უ­ნარ­ჩუნ­და.

იდენ­ტო­ბის ამ ემო­ცი­ურ­მა აფეთ­ქე­ბამ გა­მო­იწ­ვია სრუ­ლი­ად გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი უკუ­რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად სწრა­ფი აღ­მოჩ­ნდა, რომ რე­ჟიმ­მა უკან და­ი­ხია. ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი, რა თქმა უნდა, არ შე­უ­შინ­დე­ბო­და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, მაგ­რამ ეს არის დრო, რო­დე­საც საბ­ჭო­ე­თი ცდი­ლობს სა­გა­რეო არე­ნა­ზე კომ­პრო­მი­სუ­ლი სიგ­ნა­ლე­ბი გა­უშ­ვას და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბი მო­ი­პო­ვოს (შემ­დეგ უერ­თდე­ბა ჰელ­სინ­კის აქტს და ა.შ.). ამი­ტო­მაც მას უკან და­ხე­ვამ მო­უ­წია", - ამ­ბობს ის­ტო­რი­კო­სი და საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის მკვლე­ვა­რი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან".

ის­ტო­რი­კო­სე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოთხმო­ცი­ან წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის აღ­მავ­ლო­ბას პირ­ვე­ლი ბიძ­გი სწო­რე­დაც რომ 1978 წლის 14 აპ­რილ­მა მის­ცა. ამ დღის მნიშ­ვნე­ლო­ბას არ აკ­ნი­ნე­ბენ მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ბაქ­რა­ძე, რომ­ლის თქმი­თაც, 1978 წელს ენის დაც­ვა, იმავდრო­უ­ლად, იყო ქარ­თველ­თა მიერ სა­კუ­თა­რი იდენ­ტუ­რო­ბის დაც­ვა, იმ სა­ხელ­მწი­ფოს დაც­ვა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და და რო­მე­ლიც შე­იქ­მნა ქარ­თუ­ლი ენი­სა და დე­და­ე­ნის დახ­მა­რე­ბით.

  • რა და­წე­რა New York Times-მა?

რო­გორც ირ­კვე­ვა აღ­ნიშ­ნულ მოვ­ლე­ნებს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და­სავ­ლურ პრე­სა­შიც.

idfi.ge-ის მა­სა­ლის თა­ნახ­მად, 15 აპ­რილს New York Times-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით "საბ­ჭო­თა ქარ­თვე­ლე­ბი ქუ­ჩებ­ში გა­ვიდ­ნენ სა­კუ­თა­რი სა­ხელ­მწი­ფო ენის გა­და­სარ­ჩე­ნად“, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მო­მი­ტინ­გე­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 000 იყო. სტა­ტი­ა­ში, ასე­ვე, წე­რია, რომ წინა ღა­მით ამო­უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა და­რე­კა New York Times-ის მოს­კო­ვის ბი­უ­რო­ში და მათ უთხრა: "ენას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დე­მონ­სტრა­ცი­ას ვმარ­თავთ - გაგ­ვი­მარ­თლებს, თუ არ გვეს­ვრი­ან“. ასე­ვე, New York Times-მა 18 აპ­რილს გა­მო­აქ­ვეყ­ნა კი­დევ ერთი სტა­ტია "საბ­ჭო­თა ქარ­თვე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს ენის სა­კი­თხზე“, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­და და ქარ­თულ ენას სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სი შე­უ­ნარ­ჩუ­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბე­ბია, ასე­ვე, მო­წო­დე­ბუ­ლი The Times-ის 17 აპ­რი­ლის სტა­ტი­ა­ში. სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, ორი ამე­რი­კე­ლი იუ­რის­ტი - რო­ბერ მა­კ­კეი და ერიკ რა­ი­მე­ნი, რომ­ლე­ბიც იმ დროს თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, იუ­წყე­ბოდ­ნენ, რომ ქარ­თველ­მა დე­მონ­სტრან­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის პირ­ველ მდი­ვანს, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს და­უყ­ვი­რეს, რო­დე­საც ის მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­და. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მა­კ­კეი და რა­ი­მე­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ის თვითმხილ­ვე­ლებს ესა­უბრნენ. მათ მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­ვარ­დნა­ძემ მო­მი­ტინ­გე­ებს ამ ტექ­სტით მი­მარ­თა: "ჩემო შვი­ლე­ბო, რას აკე­თებთ?“, რა­ზეც მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ყვი­რი­ლით უპა­სუ­ხეს: "ჩვენ შენი შვი­ლე­ბი არ ვართ!“

ცნო­ბის­თვის

  • ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სტა­ტუ­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე პირ­ვე­ლად 1921 წლის 21 თე­ბერ­ვალს დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა კრე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი­ვე კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­ნი­სა­ზღვრა.
  • საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი მი­ი­ღეს 1922, 1927, 1937 და 1978 წლებ­ში. ხოლო ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მწი­ფო სტა­ტუ­სი აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო 1922, 1927 და 1937 წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სსრ კონ­სტი­ტუ­ცი­ე­ბით.
  • 1978 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრო­ექ­ტში მუხ­ლი - ქარ­თუ­ლის სა­ხელ­მწი­ფო ენად გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, ამო­ი­ღეს. გაჩ­ნდა ახა­ლი 75-ე მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუ­სულ ენა­სა და სხვა ენებს, რომ­ლე­ბი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბა სარ­გებ­ლობ­და, თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი მი­ე­ნი­ჭა.
  • 75-ე მუხ­ლში ეწე­რა: "სა­ქარ­თვე­ლოს სს რეს­პუბ­ლი­კა უზ­რუნ­ველ­ყოფს ქარ­თუ­ლი ენის ხმა­რე­ბას სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნო­ებ­ში, კულ­ტუ­რულ და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და ახორ­ცი­ე­ლებს სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვას მისი ყო­ველ­მხრი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. სა­ქარ­თვე­ლოს სს რეს­პუბ­ლი­კის ყვე­ლა ამ ორ­გა­ნო­სა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი ხმა­რე­ბა რუ­სუ­ლი, აგ­რეთ­ვე, სხვა ენე­ბი­სა, რომ­ლე­ბი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბა სარ­გებ­ლობს. რა­ი­მე პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი ან შე­ზღუდ­ვე­ბი ამა თუ იმ ენის ხმა­რე­ბა­ში არ და­იშ­ვე­ბა“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ეს იყო რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა" - როგორ შეეცადა რუსეთი ქართული ენის გაქრობას?

"ეს იყო რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა" - როგორ შეეცადა რუსეთი ქართული ენის გაქრობას?

47 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაძრული სტუდენტების (და არა მხოლოდ მათმა) პროტესტმა, რომელიც ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების წინააღმდეგ იყო მიმართული, საბჭოთა რეჟიმს უკან დაახევინა. უნდა ყველაფერს დაერქვას სახელი, ეს იყო რუსეთის მორიგი ნაბიჯი საქართველოს რუსიფიკაციისთვის.

  • ყველაფერი დაიწყო ასე

1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის პროექტის მომზადებისას, გაჩნდა გეგმა, რომელიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევას და სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსულის გამოცხადებას ისახავდა მიზნად. საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ხალხთა ენები სტატუსს კარგავდნენ იმ საბაბით, რომ ისინი თურმე ბოლომდე ვერ ასრულებდნენ სახელმწიფო ენების ფუნქციებს. ამ განზრახვას ქართველი საზოგადოება მასშტაბური პროტესტით წინ აღუდგა. 1978 წლის 14 აპრილს მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ამ პროცესის მონაწილე გახლდათ, ამბობს, რომ ამ პროტესტს " ვინმე გამოკვეთილი ორგანიზატორი არ ჰყოლია".

"იყო მუხტი, რომელმაც თავისთავად მოახდინა საპროტესტო აქციის ორგანიზება. იყო აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე და სხვა უამრავი ადამიანი, რომელიც ხმამაღლა გმობდა სიახლეს. ასე ნელ-ნელა შემზადდა 14 აპრილი... როდესაც მთავრობის სასახლისკენ მივდიოდით, ასაკოვანი ხალხი, ვინც მოსწრებული იყო 1956 წლის სისხლიან მოვლენებს, გვეუბნებოდა, - არ წახვიდეთ, გესვრიანო, მაგრამ ყველაფერი რომ დამთავრდა და უკან მოვბრუნდით, გვხვდებოდნენ როგორც გმირებს, რომლებმაც შევძელით და შევინარჩუნეთ ენა. 10 წლის მერე რომ აზვირთდა ეროვნული მოძრაობა ამაში, რა თქმა უნდა, იყო 1978 წლის 14 აპრილის წვლილი, იმ გამარჯვების, რომელიც ამ დღეს მოვიპოვეთ... ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი გარდატეხის წელი არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, რადგან ეს იყო პირველი მასშტაბური პროტესტი, რომელსაც დადებითი გადაწყვეტა მოჰყვა და საბჭოთა სისტემამ უკან დაიხია... “, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენს საარქივო სტატიაში.

"მახსოვს, უნივერსიტეტში ჩემი მეგობარი, ერეკლე საღლიანი, შემხვდა, გაზეთს აფრიალებდა და მეძახდა: "თამრიკო, მოდი, წაიკითხე, ნახე რა ხდებაო", ასე გაიგეს ეს ამბავი სხვებმაც, სტუდენტები ერთმანეთს ვეუბნებოდით, ვუყვებოდით“, - წერს თავის მოგონებებში თამარ მახარობლიძე, რომელიც იმხანად 18 წლის სტუდენტი იყო.

14 აპრილის მიტინგს წინ უძღოდა სტუდენტების წერილის გაგზავნა მაშინდელ უზენაეს საბჭოში. სწორედ თამარმა წაიღო ასობით სტუდენტის ხელმოწერილი წერილი ფოსტაში, საიდანაც ორი დაზღვეული წერილი გაგზავნეს. გადახდის ქვითარი საგულდაგულოდ შეინახა.

"უნივერსიტეტში დაბრუნებისას მოინდომეს ქვითრის ხელში ჩაგდება, რომ გაგზავნილი წერილები როგორმე ფოსტიდან ამოეღოთ და ადრესატამდე არ მისულიყო. დიდი ბრძოლა გამოვიარე, რომ ქვითარი შემენარჩუნებინა. ეს საბუთი მე დღემდე მაქვს შენახული. მაშინ არ დავკვირვებივარ, სიგარეტის ქაღალდში გადავახვიე და ჩანთაში შევინახე, იმ დღეებში აღარ გამიშლია და დამითვალიერებია. წლების შემდეგ რომ ვნახე, გამეცინა, რადგან ზედ არაფერი არ ეწერა, არც ორივე ადრესატი, არც მისამართი, არც გარკვეული თარიღი იყო აღნიშნული. ეს არაფრისმთქმელი საბუთი იყო“, - იგონებს თამარ მახარობლიძე. ( თამარ მახარობლიძის მოგონებები, 14 აპრილის სხვა მონაწილეების მოგონებებთან ერთად, შესულია ანა ბაქანიძის მიერ შედგენილ ზეპირი ისტორიების კრებულში, "14 აპრილი, 1978“ - რომელიც 2018 წელს დაიბეჭდა).

როგორც ფაქტების მომსწრენი ჰყვებიან, განსაკუთრებით აქტიურობდნენ უნივერსიტეტის ლექტორები: არნოლდ ჩიქობავა, ბესიკ ჯორბენაძე, ლადო მინაშვილი, ზურაბ ჭუმბურიძე, დამანა მელიქიშვილი, გრივერ ფარულავა, რევაზ სირაძე და სხვანი. უნივერსიტეტის იმჟამინდელ რექტორს დავით ჩხიკვიშვილს, ზემოდან დავალების მიუხედავად, სტუდენტების საწინააღმდეგოდ არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია.

  • როგორ იხსენებდა ედუარდ შევარდნაძე 14 აპრილს?

“მიმაჩნია, რომ 1978 წელი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ჩემი ცხოვრებისათვის, არამედ საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ის მოვლენა, როცა ხალხმა, პირველ რიგში ახალგაზრდობამ, ხელისუფლებას აჩვენა, რომ შეუძლია დაიცვას თავისი ენა და თავისი სამშობლო.

განა მე არ ვიცოდი, რომ კონსტიტუციაში შესწორება რომ იყო შეტანილი, რათა ქართული ენა სახელმწიფო ენა აღარ ყოფილიყო. ეს გამოქვეყნდა, მაგრამ მთელი თვე, თითქმის თვე ნახევარი არავითარი მოძრაობა არ იყო, არავინ ყურადღება არ მიაქცია. მერე, დათიკო ჩხიკვიშვილი იყო თუ არ ვცდები, უნივერსიტეტის რექტორი და ვკითხე - არ არის-მეთქი არაფერი? არისო, მაგრამ ჩურჩულია ჯერო... მოსკოვში, ბრეჟნევთან არ მივსულვარ, სხვა თითქმის ყველასთან ვიყავი და ყველას ვეუბნებოდი: ცუდად დამთავრდება ეს ამბავი, ნუ აკეთებთ ამას. ლენინმა, სტალინმა დატოვა კონსტიტუციაში და რატომ გინდათ დარჩეთ ისტორიაში, რომ თქვენ ამოშალეთ ეს. რატომ აკეთებთ ამას?

ბრეჟნევთან რატომ არ მივედი? იმიტომ რომ ის რეზერვში ყოფილიყო. თუ რაღაცა გაჭირდებოდა, უკიდურეს შემთხვევაში მასთან მივიდოდი... მაგრამ ახლოს არ გამიკარეს. მითხრეს, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ამ ფორმულირებას, მაგრამ სახელმწიფო ენად ვერ დარჩებაო.

დილით ადრე არის პარლამენტის სესია, სადაც მოხსენებით უნდა გამოვიდე სწორედ ამ თემაზე, “შესწორებები კონსტიტუციაში“, ეს საკითხი შემოვიტოვე ბოლოსთვის. ბოლო ფრაზებში იყო საუბარი ენასთან დაკავშირებით. როდესაც მოხსენებით გამოვდივარ, ვხედავ პრეზიდიუმიდან მოდის წერილები, ხან ინაური წერს, ხან კოლდინი იყო ცეკას მეორე მდივანი, რომ უნივერსიტეტიდან დაიძრა ახალგაზრდობა. მეორე წერილი მივიღე, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან წამოვიდნენ ახალგაზრდები. მერე იყო, ახლა ოპერასთან არიანო. რამდენი წერილიც არის, იმდენი ინაური გადის და ეს ხალხი ნერვიულობს.

ხმებიც შემოდიოდა ქუჩიდან. ბევრი ხალხი იყო, დაახლოებით 20-30 ათასი, თითქმის ყველა ახალგაზრდა. უმრავლესობა მოვიდა იმ რწმენით, რომ ენა გადაერჩინათ.

ბოლოს, როდესაც ჩავამთავრე გამოსვლა, უკვე შეკრებილია იყო უზარმაზარი მასა და გამოვაცხადე: “დავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას“. ვერ აღგიწერთ რა ხდებოდა დარბაზში. კომუნისტები, რაიკომის მდივნები სხედან, ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან და მეც სიმართლე გითხრათ, ბოღმა მომაწვა ყელში, რომ თურმე როგორ განიცდიან პარტიულ ელიტაში. მაშინ ჩემთვის გავაკეთე დასკვნა რომ პატრიოტიზმი დაკარგული არ არის. ხდებოდა ტრანსლირება ჩემი მოხსენების. არ დაიჯერეს, მოუსმინეს მაგრამ არ იშლებიან. რა უნდა მექნა, გამოვედი აივანზე დიდი მიკროფონით და ვეუბნები: ხომ მოისმინეთ, კიდევ ვიმეორებ, ქართული ენა რჩება სახელმწიფო ენად... მაინც არ დაიჯერეს, მეუბნებოდნენ, “თქვენ კი ამბობთ, მაგრამ მოსკოვი რას იტყვის და ა.შ...“ მერე ჩამოვედი დაბლა, შევედი ამ ახალგაზრდებში და ვუთხარი -“ახლა მე მივდივარ, საქმე მაქვს რაღაცა და თუ გინდა გამომყევით“. აედევნენ და გამომყვა ასობით ათასი ადამიანი, ყოფილი კიროვის ქუჩით წავედი და ჩავედი მთავრობის სასახლეში. ეზო გამოტენილია ტანკებით, როგორც თქვენ არ დაგირეკავთ და არ გითხოვიათ ტანკები, ისე მე. ეს კეთდებოდა ავტომატურად, აქ რაც ხდებოდა ყველაფერი იცოდნენ უკვე პოლიტბიუროში"

  • "ეს იყო რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა"

"ეს იყო რუსიფიკაციის კურსის ბოლო ფაზა, რაც ძალიან კარგად ახსოვს წინა თაობის საზოგადოებას. ის ემთხვევა სტაგნაციასა და სისტემის კრიზისის მოახლოებას. ეს არის 70-იანი წლების დასასრული.

იმხანად ცენტრალურ, ზედა დონის სახელმწიფო ბიუროკრატიასა და აპარატში, სახელმწიფო სტრუქტურებში თუ სამეცნიერო დაწესებულებებში რუსული ენა იყო გაბატონებული. სამეცნიერო ხარისხის დასაცავად სამეცნიერო ნაშრომის მშობლიურ ენაზე მომზადება არ იყო საკმარისი, რუსულ ენაზეც უნდა მომზადებულიყო და შემდეგ უკვე ცენტრიდან მიეღო დასტური. ამ რეალობაში უკვე არსებობს საზოგადოება, რომელსაც ახლებურად აქვს გათავისებული და შენარჩუნებული ეროვნული იდენტობა და კონსტიტუციაში ენის შესახებ ფორმალური ჩანაწერის უმტკივნეულოდ ამოღებას ადვილად მოახერხებენ. გასაგებია, რომ საბჭოთა კონსტიტუცია ორსიტყვიანი ანეკდოტია - არც ერთი მუხლი არაფერს ანიჭებდა მოქალაქეს და თუკი რამეს ანიჭებდა, ისიც, პრაქტიკაში სხვანაირად მუშაობდა.

1978 წლის აპრილში ენის სტატუსის დაცვას კონკრეტულ პირებს უნდა ვუმადლოდეთ, მათ შორის ყველაზე მეტად აკაკი ბაქრაძეს, რომელმაც მიაქცია ყურადღება, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამ ნაწილში რაღაც იყო განსხვავებული. მან ატეხა განგაში და არ შეუშინდა მუქარასაც კი. შემდეგ ამან მიიღო შეუქცევადი სახე და ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდა.

იდენტობის ამ ემოციურმა აფეთქებამ გამოიწვია სრულიად გაუთვალისწინებელი უკურეაქცია, რომელიც იმდენად სწრაფი აღმოჩნდა, რომ რეჟიმმა უკან დაიხია. ტოტალიტარული რეჟიმი, რა თქმა უნდა, არ შეუშინდებოდა ძალის გამოყენებას, მაგრამ ეს არის დრო, როდესაც საბჭოეთი ცდილობს საგარეო არენაზე კომპრომისული სიგნალები გაუშვას და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის შესაბამისი რესურსები მოიპოვოს (შემდეგ უერთდება ჰელსინკის აქტს და ა.შ.). ამიტომაც მას უკან დახევამ მოუწია", - ამბობს ისტორიკოსი და საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან".

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედაც რომ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა. ამ დღის მნიშვნელობას არ აკნინებენ მოქმედი პოლიტიკოსებიც, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომლის თქმითაც, 1978 წელს ენის დაცვა, იმავდროულად, იყო ქართველთა მიერ საკუთარი იდენტურობის დაცვა, იმ სახელმწიფოს დაცვა, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობდა და რომელიც შეიქმნა ქართული ენისა და დედაენის დახმარებით.

  • რა დაწერა New York Times-მა?

როგორც ირკვევა აღნიშნულ მოვლენებს გამოხმაურება მოჰყვა დასავლურ პრესაშიც.

idfi.ge-ის მასალის თანახმად, 15 აპრილს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "საბჭოთა ქართველები ქუჩებში გავიდნენ საკუთარი სახელმწიფო ენის გადასარჩენად“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 20 000 იყო. სტატიაში, ასევე, წერია, რომ წინა ღამით ამოუცნობმა მამაკაცმა დარეკა New York Times-ის მოსკოვის ბიუროში და მათ უთხრა: "ენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დემონსტრაციას ვმართავთ - გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან“. ასევე, New York Times-მა 18 აპრილს გამოაქვეყნა კიდევ ერთი სტატია "საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეულო დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

საინტერესო ცნობებია, ასევე, მოწოდებული The Times-ის 17 აპრილის სტატიაში. სტატიის მიხედვით, ორი ამერიკელი იურისტი - რობერ მაკკეი და ერიკ რაიმენი, რომლებიც იმ დროს თბილისში იმყოფებოდნენ, იუწყებოდნენ, რომ ქართველმა დემონსტრანტებმა საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს დაუყვირეს, როდესაც ის მომიტინგეების დამშვიდებას ცდილობდა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაკკეი და რაიმენი დემონსტრაციის თვითმხილველებს ესაუბრნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შევარდნაძემ მომიტინგეებს ამ ტექსტით მიმართა: "ჩემო შვილებო, რას აკეთებთ?“, რაზეც მომიტინგეებმა ყვირილით უპასუხეს: "ჩვენ შენი შვილები არ ვართ!“

ცნობისთვის

  • ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი საკანონმდებლო დონეზე პირველად 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელთა კრების მიერ მიღებული საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველივე კონსტიტუციით განისაზღვრა.
  • საბჭოთა რეჟიმის პირობებში კი საქართველოს კონსტიტუციები მიიღეს 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში. ხოლო ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი აღიარებული იყო 1922, 1927 და 1937 წლებში მიღებული საქართველოს სსრ კონსტიტუციებით.
  • 1978 წლის კონსტიტუციის პროექტში მუხლი - ქართულის სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ, ამოიღეს. გაჩნდა ახალი 75-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, რუსულ ენასა და სხვა ენებს, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობდა, თანაბარი უფლებები მიენიჭა.
  • 75-ე მუხლში ეწერა: "საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე, სხვა ენებისა, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“.

იხილეთ ასევე: