პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი" - მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე
"მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი" - მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე

რა გინ­დათ, ასე რომ არ­ყევთ სა­ქარ­თვე­ლოს? არ­ჩევ­ნე­ბი რომ დამ­თავ­რდა, ბევ­რი ვი­თომ შვილ და­ჭე­რი­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ აქ­ცი­ა­ზე გა­მო­სუ­ლე­ბი. მთავ­რო­ბას უნდა გა­უ­მარ­თო აქ­ცია, თუ იმ ხალ­ხს, რომ­ლებ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის მერე არ ინე­ბა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა?, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • ის ქა­და­გე­ბი­სას ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ „უცხო­ე­თი ისეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რი­თაც ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვა უნდა“.

"61 დე­პუ­ტა­ტი იქნა ოპო­ზი­ცი­ის რი­გე­ბი­დან არ­ჩე­უ­ლი. მე რო­გორც ვიცი, მი­ნი­მუმ 50-ს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა უნ­დო­და, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რის გამო ვერ შე­ვიდ­ნენ, იმ პარ­ტი­ებ­ში ხომ იყ­ვნენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, სიით გა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ლი­დე­რებ­მა უარი რომ თქვეს, ვერ გა­და­ახ­ტნენ და გა­სა­გე­ბია ჩემ­თვის. უცხო­ე­თი წა­რა­მა­რა რა­ღა­ცებს იღებს, რა­ღაც გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით, სი­ტუ­ა­ცია რომ და­ძა­ბოს და ერ­თმა­ნეთს დაგ­ვა­ჯა­ხოს, ჩვენ ხომ ჭკუა უნდა ვიხ­მა­როთ?! ერთი სა­ქარ­თვე­ლო გვაქვს, ერ­თად უნდა ვი­ყოთ და ერ­თად ცხოვ­რე­ბა უნდა ვის­წავ­ლოთ, არა­თუ ვის­წავ­ლოთ, ერ­თმა­ნე­თი უნდა შე­ვიყ­ვა­როთ, ასე არ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თმა­ნე­თის მტრო­ბით შორს ვერ წა­ვალთ. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს გა­მო­იწ­ვი­ეს, თქვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის რომ არ და­ე­ძა­ხათ და არ მი­ეყ­ვა­ნათ იქ, მერე მი­ა­ტო­ვეს, დღეს რომ ცი­ხე­ში არი­ან, იმათ მოს­თხო­ვეთ პა­სუ­ხი, სა­ლო­მეს მოს­თხო­ვეთ, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს.

მრცხვე­ნია, წმინ­და ნი­ნოს, თა­მარ მე­ფის, ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის ქვე­ყა­ნა­ში სად გაგ­ვე­პა­რა ასე­თი ადა­მი­ა­ნი, და­დის, და­დის... ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ბრძან­დე­ბით, თავ­გა­დაკ­ლუ­ლი დე­დე­ბი ხართ, სხვის შვი­ლებ­საც უფრთხილ­დე­ბით, მის­თვის კი ქარ­თვე­ლი არა­ვი­ნაა. ვე­ღარ გა­ძღა, კი­დევ ვე­უბ­ნე­ბი: ვისი სის­ხლი გინ­და, მო­ის­ვე­ნე რა. ვერ გვა­ჯო­ბებთ ქარ­თვე­ლებს ვე­რა­ვინ, ვინც არ უნდა და­გიდ­გეთ, საფ­რან­გე­თი, ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია იქ­ნე­ბა, თუ ბალ­ტი­ის­პი­რე­ლე­ბი, სკან­დი­ნა­ვი­ე­ლებს რა უნ­დათ, სა­ერ­თოდ იცი­ან, სა­ქარ­თვე­ლო სად არის? შეგ­ვეშ­ვან, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რებთ, იმ კა­ნო­ნებ­საც არ მი­ვი­ღებთ. ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის­თვის სამ­წუ­ხა­როდ, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა იმ კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა, მერე შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა გახ­დეს, კი­დევ კარ­გი, ამათ ხელ­ში პრობ­ლე­მა არ არის, მად­ლო­ბა ღმერ­თს, ისე ჩა­მოგ­ვექ­ცე­ვა ქვე­ყა­ნა. არ ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა? რო­გორ არ ვი­თარ­დე­ბა.

სწო­რად მო­ი­თხო­ვეთ რა, ვინც თქვენს შვი­ლებს აქე­ზებს, დღეს ახლა ჩვენც ვერ ვე­უბ­ნე­ბით გა­მო­უშ­ვი­თო. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს გმი­რად გახ­დი, ჯვა­რი სწე­რია, ღმერ­თმა კარ­გად ამ­ყო­ფოს, არა­ვის მის­თვის ცუდი არ უნდა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დო­ნე­ზე და­ცე­მუ­ლი უნდა იყო. რა დო­ნე­ზე და­ცე­მუ­ლი უნდა იყო, 9 აპ­რილს იქ ქარ­თვე­ლებს არ უშ­ვებ­დე და ვი­ღაც უცხო­ე­ლებს დიდი ზარ-ზე­ი­მით იღებ­დე. სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა, ჭკვი­ა­ნად იყ­ვნენ, თო­რემ ვერც ის უცხო­ე­ლი ვერ გა­ივ­ლის იქ და ვერც ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან მყა­რად. მარ­ხვის ბოლო და წე­სი­ე­რად მო­ვიქ­ცეთ, გაგ­ვახ­სენ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, უფ­ლის ქმნი­ლე­ბე­ბი ვართ.

ჩვენ არ გვინ­და ცუდი არა­ვის­თვის, მი­ხე­დონ თა­ვის თა­ვებს, ომის სპონ­სო­რე­ბი არი­ან და თვი­თონ რა ენაღ­ვლე­ბათ, სა­წყა­ლი უკ­რა­ი­ნა რა დღე­შია და კარ­გად ხე­დავთ, რა დარ­ჩე­ბა და რა - არა, ვინ იცხოვ­რებს იქ, ამ დაც­ლილ ქვე­ყა­ნას სხვე­ბი შე­ავ­სე­ბენ მერე და ჩვენც ეს გვინ­და? ამი­ტომ ჭკვი­ა­ნად, ღმერ­თის იმე­დად უნდა ვი­ყოთ და არა ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის, ან ევ­რო­კო­მის­რე­ბის.

ჩვენ, ქრის­ტი­ა­ნებ­მა უნდა ვი­სა­უბ­როთ, არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს, ვი­ღა­ცე­ბი და­ი­წყე­ბენ, ამ­ბი­ო­ნი­დან ამის თქმა არ შე­იძ­ლე­ბაო, დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ქვე­ყა­ნას გვარ­თმე­ვენ. იმას რომ ვერ მი­აღ­წი­ეს, კაცი კაც­ზე რომ ვერ გა­ა­თხო­ვეს, რა დღე­ში არი­ან, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ძალა რო­გორ გა­ი­მარ­ჯვებ­და ჩვენ­თან. ჩვენ რომ რამე ვთქვათ, ჰო­მო­ფო­ბე­ბი გა­მოვ­დი­ვართ, იმათ­მა რომ გვლან­ძღონ, მოგ­ვკლან, დაგ­ვწვან, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, ეს სა­კენ­კი თა­ვი­ანთ ერებს და­უ­ყა­რონ, ჩვენ თავი დაგ­ვა­ნე­ბონ. ღმერ­თმა სა­ქარ­თვე­ლო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და­ლო­ცოს მი­უ­ხე­და­ვად ეროვ­ნე­ბი­სა, სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა.

ჩვენ თუ ერ­თად ვიქ­ნე­ბით, ნუთუ ცი­ხე­ებს არ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ? თუ სა­ჭი­რო­ე­ბა არ იქ­ნე­ბა იმის, რომ უცხო­ეთ­ზე გა­ი­ყი­დე­ბი, მოხ­ვალ და შენს ქვე­ყა­ნას შე­უ­ტევ, ხომ უც­ბად გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ცი­ხე­ებ­საც? აბა გად­მოდ­გან ნა­ბი­ჯი, თა­ვი­ან­თი არას­წო­რი აღი­ა­რონ, გახ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბი ისევ და თუ არ და­ვეხ­მა­რე­ბით. ისე, შან­სი არ არის, სა­დაც უნდა ვიდ­გე, იქ ვდგა­ვარ, არ დავ­დგე­ბი იქ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ იბ­რძვი­ან და ჩემი ღმერ­თის­თვის არ არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი" - მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე

"მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი" - მეუფე იაკობი სალომე ზურაბიშვილზე

რა გინდათ, ასე რომ არყევთ საქართველოს? არჩევნები რომ დამთავრდა, ბევრი ვითომ შვილ დაჭერილი ოჯახის წევრები იყვნენ აქციაზე გამოსულები. მთავრობას უნდა გაუმართო აქცია, თუ იმ ხალხს, რომლებმაც არჩევნების მერე არ ინება პარლამენტში შესვლა?, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

  • ის ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ „უცხოეთი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რითაც ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა უნდა“.

"61 დეპუტატი იქნა ოპოზიციის რიგებიდან არჩეული. მე როგორც ვიცი, მინიმუმ 50-ს პარლამენტში შესვლა უნდოდა, მაგრამ ზოგიერთი ლიდერის გამო ვერ შევიდნენ, იმ პარტიებში ხომ იყვნენ გაერთიანებული, სიით გასულები იყვნენ, ლიდერებმა უარი რომ თქვეს, ვერ გადაახტნენ და გასაგებია ჩემთვის. უცხოეთი წარამარა რაღაცებს იღებს, რაღაც განცხადებებს აკეთებს ჩვენი მისამართით, სიტუაცია რომ დაძაბოს და ერთმანეთს დაგვაჯახოს, ჩვენ ხომ ჭკუა უნდა ვიხმაროთ?! ერთი საქართველო გვაქვს, ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, არათუ ვისწავლოთ, ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ, ასე არ შეიძლება, ერთმანეთის მტრობით შორს ვერ წავალთ. ის ადამიანები, რომლებმაც ეს გამოიწვიეს, თქვენი შვილებისთვის რომ არ დაეძახათ და არ მიეყვანათ იქ, მერე მიატოვეს, დღეს რომ ციხეში არიან, იმათ მოსთხოვეთ პასუხი, სალომეს მოსთხოვეთ, ყოფილ პრეზიდენტს.

მრცხვენია, წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის ქვეყანაში სად გაგვეპარა ასეთი ადამიანი, დადის, დადის... ქალბატონები ბრძანდებით, თავგადაკლული დედები ხართ, სხვის შვილებსაც უფრთხილდებით, მისთვის კი ქართველი არავინაა. ვეღარ გაძღა, კიდევ ვეუბნები: ვისი სისხლი გინდა, მოისვენე რა. ვერ გვაჯობებთ ქართველებს ვერავინ, ვინც არ უნდა დაგიდგეთ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია იქნება, თუ ბალტიისპირელები, სკანდინავიელებს რა უნდათ, საერთოდ იციან, საქართველო სად არის? შეგვეშვან, ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებთ, იმ კანონებსაც არ მივიღებთ. ქვეყნის გადარჩენისთვის სამწუხაროდ, აუცილებელი ხდება იმ კანონების მიღება, მერე შეიძლება პრობლემა გახდეს, კიდევ კარგი, ამათ ხელში პრობლემა არ არის, მადლობა ღმერთს, ისე ჩამოგვექცევა ქვეყანა. არ ვითარდება ჩვენი ქვეყანა? როგორ არ ვითარდება.

სწორად მოითხოვეთ რა, ვინც თქვენს შვილებს აქეზებს, დღეს ახლა ჩვენც ვერ ვეუბნებით გამოუშვითო. როდესაც ქვეყანაში ლაზარე გრიგორიადისს გმირად გახდი, ჯვარი სწერია, ღმერთმა კარგად ამყოფოს, არავის მისთვის ცუდი არ უნდა, წარმოიდგინეთ, რა დონეზე დაცემული უნდა იყო. რა დონეზე დაცემული უნდა იყო, 9 აპრილს იქ ქართველებს არ უშვებდე და ვიღაც უცხოელებს დიდი ზარ-ზეიმით იღებდე. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჭკვიანად იყვნენ, თორემ ვერც ის უცხოელი ვერ გაივლის იქ და ვერც ისინი იქნებიან მყარად. მარხვის ბოლო და წესიერად მოვიქცეთ, გაგვახსენდეს, რომ ადამიანები, უფლის ქმნილებები ვართ.

ჩვენ არ გვინდა ცუდი არავისთვის, მიხედონ თავის თავებს, ომის სპონსორები არიან და თვითონ რა ენაღვლებათ, საწყალი უკრაინა რა დღეშია და კარგად ხედავთ, რა დარჩება და რა - არა, ვინ იცხოვრებს იქ, ამ დაცლილ ქვეყანას სხვები შეავსებენ მერე და ჩვენც ეს გვინდა? ამიტომ ჭკვიანად, ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ და არა ვიღაც ჩინოვნიკების, ან ევროკომისრების.

ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა ვისაუბროთ, არ უნდა შეგვეშინდეს, ვიღაცები დაიწყებენ, ამბიონიდან ამის თქმა არ შეიძლებაო, დღეს აქტუალურია, ქვეყანას გვართმევენ. იმას რომ ვერ მიაღწიეს, კაცი კაცზე რომ ვერ გაათხოვეს, რა დღეში არიან, წარმოიდგინეთ, ეს ძალა როგორ გაიმარჯვებდა ჩვენთან. ჩვენ რომ რამე ვთქვათ, ჰომოფობები გამოვდივართ, იმათმა რომ გვლანძღონ, მოგვკლან, დაგვწვან, გამოხატვის თავისუფლებაა, ეს საკენკი თავიანთ ერებს დაუყარონ, ჩვენ თავი დაგვანებონ. ღმერთმა საქართველო და საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი დალოცოს მიუხედავად ეროვნებისა, სარწმუნოებისა.

ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, ნუთუ ციხეებს არ გავათავისუფლებთ? თუ საჭიროება არ იქნება იმის, რომ უცხოეთზე გაიყიდები, მოხვალ და შენს ქვეყანას შეუტევ, ხომ უცბად გავათავისუფლებთ ციხეებსაც? აბა გადმოდგან ნაბიჯი, თავიანთი არასწორი აღიარონ, გახდნენ ქართველები ისევ და თუ არ დავეხმარებით. ისე, შანსი არ არის, სადაც უნდა ვიდგე, იქ ვდგავარ, არ დავდგები იქ, სადაც საქართველოსთვის არ იბრძვიან და ჩემი ღმერთისთვის არ არიან“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

წაიკითხეთ ასევე: