პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანწუხელიძე უკვდავია" - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
"ანწუხელიძე უკვდავია" - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"ან­წუ­ხე­ლი­ძე უკ­ვდა­ვია" - ამ ლო­ზუნ­გით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, სა­დაც მან რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე მო­იხ­სე­ნია რო­გორც „უაზ­როდ გან­წი­რუ­ლი, ვი­ღა­ცის პი­ა­რის­თვის“.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა გან­ცხა­დე­ბით, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ყვე­ლა წი­თე­ლი ხაზი გა­დაკ­ვე­თეს. მათი თქმით, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე ქარ­თვე­ლი კა­ცი­სა და მებ­რძო­ლის სა­ხეა და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბა ქარ­თველ ხალ­ში ბრაზს იწ­ვევს, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ვე­რა­ფერს და­უ­პი­რის­პი­რებს.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ი­სას ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, „ოპო­ზი­ცი­ის გა­სა­შა­ვებ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის ის­ტო­რია გა­ა­შა­ვო“.

„ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა, როცა 2008 წლის ომის და იმ ტრა­გე­დი­ის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ხდე­ბა, რაც დაგ­ვე­მარ­თა. გან­ცდა მაქვს, წლე­ბის წინ, ეს გან­ცხა­დე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს კი­დევ უფრო მე­ტად გავ­ბრაზ­დე­ბო­დით, მაგ­რამ იქამ­დე მი­ვი­და სი­ტუ­ა­ცია, რომ მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბებ­მა მიგ­ვაჩ­ვია, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­წე­როს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ამ­ბავს ვაპ­რო­ტეს­ტებთ. ეს იყო გმი­რო­ბა, მას [ან­წუ­ხე­ლი­ძეს] შე­ეძ­ლო სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ბო­ლი­კის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა და დღეს ის ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ რა­ღაც იყო მის­თვის იდეა, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ძვირ­ფა­სი იყო, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე პარ­ტია, ან სა­ერ­თოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. სამ­შობ­ლო და ქვე­ყა­ნა იყო მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა, დღეს ვი­ღაც პარ­ტია, ოპო­ზი­ცია არ მოგ­წონ­დეს და იმის გამო, რომ გა­ა­შა­ვო, დგა­ხარ და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას აშა­ვებ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბე­რი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტთან არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, ად­გილ­ზე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ - „ან­წუ­ხე­ლი­ძე გმი­რია“, „ან­წუ­ხე­ლი­ძე უკ­ვდა­ვია“ და თან სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი აქვთ მი­ტა­ნი­ლი.

ასე­ვე, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

შე­გახ­სე­ნებთ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და:

„მარ­ტივ ენა­ზე რომ თქვა, რა­ტომ არ არის დღეს გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე სახ­ლში? მე მაქვს ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად უფ­ლე­ბა დავ­სვა ეს კი­თხვა. ვინ უნდა ამიკ­რძა­ლოს ამ კი­თხვის დას­მას? ვე­რა­ვინ. ამ კი­თხვას ვსვამთ. ყვე­ლა ბავ­შვს სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი მშო­ბე­ლი სახ­ლში და არა უაზ­როდ გან­წი­რუ­ლი ვი­ღა­ცის პი­ა­რის­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­კაშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ“.

ავტორი:

"ანწუხელიძე უკვდავია" - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"ანწუხელიძე უკვდავია" - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"ანწუხელიძე უკვდავია" - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მყოფი მოქალაქეები, „ქართული ოცნების“ წევრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, სადაც მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, გიორგი ანწუხელიძე მოიხსენია როგორც „უაზროდ განწირული, ვიღაცის პიარისთვის“.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, თეა წულუკიანმა და „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. მათი თქმით, გიორგი ანწუხელიძე ქართველი კაცისა და მებრძოლის სახეა და თეა წულუკიანის ამგვარი განცხადება ქართველ ხალში ბრაზს იწვევს, რომელსაც ხელისუფლება, ვერაფერს დაუპირისპირებს.

როგორც პარლამენტთან მიმდინარე აქციისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა, „ოპოზიციის გასაშავებლად არ შეიძლება ქვეყნის ისტორია გააშავო“.

„ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა, როცა 2008 წლის ომის და იმ ტრაგედიის გაუფასურება ხდება, რაც დაგვემართა. განცდა მაქვს, წლების წინ, ეს განცხადება რომ ყოფილიყო, დღეს კიდევ უფრო მეტად გავბრაზდებოდით, მაგრამ იქამდე მივიდა სიტუაცია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებებმა მიგვაჩვია, რომ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ისტორია პირდაპირ ეთერში გადაიწეროს. აქედან გამომდინარე, ამ ამბავს ვაპროტესტებთ. ეს იყო გმირობა, მას [ანწუხელიძეს] შეეძლო სახელმწიფო სიმბოლიკისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ რაღაც იყო მისთვის იდეა, რაც ყველაზე მეტად ძვირფასი იყო, ვიდრე რომელიმე პარტია, ან საერთოდ ხელისუფლება. სამშობლო და ქვეყანა იყო მისთვის პრიორიტეტული, არ შეიძლება, დღეს ვიღაც პარტია, ოპოზიცია არ მოგწონდეს და იმის გამო, რომ გააშავო, დგახარ და ქვეყნის ისტორიას აშავებ“, - განაცხადა კობერიძე.

რაც შეეხება პარლამენტთან არსებულ ვითარებას, ადგილზე მყოფი მოქალაქეები სკანდირებენ - „ანწუხელიძე გმირია“, „ანწუხელიძე უკვდავია“ და თან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

ასევე, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:

„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.