პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე: "ყველამ იცის, რომ კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ"
ირაკლი კობახიძე: "ყველამ იცის, რომ კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ"

კონ­კრე­ტუ­ლი დო­ნო­რე­ბი ჰყავ­და იმ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან 9 აპ­რილს, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ასე­თი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი ფი­ნანსდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი დო­ნო­რე­ბის

მიერ, "რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან შორს არი­ან ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან“.

"რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლამ იცის, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი უმ­სგავ­სო­ბა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი იყო უცხო­ე­ლი დო­ნო­რე­ბის მიერ. კონ­კრე­ტუ­ლი დო­ნო­რე­ბი ჰყავ­და იმ ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან 9 აპ­რილს. ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღე­ბენ და, რა თქმა უნდა, გა­უ­ჭირ­დე­ბათ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - ისე­დაც დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან შე­სა­ბა­მი­სი დო­ნო­რე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში და მათ, რა თქმა უნდა, არ უნ­დათ, გა­ნი­ცა­დონ კი­დევ უფრო მეტი დის­კრე­დი­ტა­ცია. თუმ­ცა ჩვენ მათ მა­გივ­რად ვე­ტყვით სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თლეს და შე­ვახ­სე­ნებთ იმას, რომ ასე­თი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი ფი­ნანსდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი დო­ნო­რე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან შორს არი­ან იმ ყვე­ლაფ­რის­გან, რა­საც ჩვენ ვიც­ნობ­დით ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით.

სწო­რედ კონ­კრე­ტუ­ლი ევ­რო­პე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა ევ­რო­პუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის იმიჯ­ზე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და იმე­დი მაქვს, რომ მო­მა­ვალ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ირაკლი კობახიძე: "ყველამ იცის, რომ კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ"

ირაკლი კობახიძე: "ყველამ იცის, რომ კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ"

კონკრეტული დონორები ჰყავდა იმ ქმედებებს, რომელიც განხორციელდა "ენჯეოების“ წარმომადგენლების მხრიდან 9 აპრილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ფინანსდება კონკრეტული დონორების

მიერ, "რომლებიც ძალიან შორს არიან ევროპული ღირებულებებისგან“.

"რეალურად, ყველამ იცის, რომ ეს კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ. კონკრეტული დონორები ჰყავდა იმ ქმედებებს, რომელიც განხორციელდა "ენჯეოების“ წარმომადგენლების მხრიდან 9 აპრილს. ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისედაც დისკრედიტირებულები არიან შესაბამისი დონორები ქართული საზოგადოების თვალში და მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ, განიცადონ კიდევ უფრო მეტი დისკრედიტაცია. თუმცა ჩვენ მათ მაგივრად ვეტყვით საზოგადოებას სიმართლეს და შევახსენებთ იმას, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ფინანსდება კონკრეტული დონორების მიერ, რომლებიც ძალიან შორს არიან იმ ყველაფრისგან, რასაც ჩვენ ვიცნობდით ევროპული ღირებულებების სახით.

სწორედ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები, ჩინოვნიკები უპირისპირდებიან ევროპულ ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში და ეს, ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული სტრუქტურების იმიჯზე ქართულ საზოგადოებაში და იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ მიმართულებით ვითარება შეიცვლება”, - განაცხადა კობახიძემ.