ფეხბურთს რომ ადამიანებისთვის უდიდესი ემოციები მოაქვს, ეს ცხადია და ყოველი მატჩისას მტკიცდება.
- "ინტერ მაიამი" ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბეკჰემის გუნდია, რომელმაც Concacaf-ის ჩემპიონთა თასზე შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. დევიდი კი მატჩს ოჯახთან ერთად ესწრებოდა.
ყურადღება კი ყველაზე მეტად ვიქტორია ბეკჰემმა მიიპყრო - მაშინ, როცა მოედანი ადამიანების ემოციებით "აფეთქდა", ვიკი ჩვეული მკაცრი გამომეტყველებით ადევნებდა თვალს თამაშს.
მატჩის შემდეგ დევიდ ბეკჰემმა ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
- "ამბობენ, რომ ჩემს ცოლს ფეხბურთი არ უყვარს. როგორ ბედავენ? გუშინ სტადიონზე ემოციების აფეთქება იყო უმეტესობისთვის... ვიქტორია, მიყვარხარ და ვიცი, რომ ძალიან გიყვარს ფეხბურთი და ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ"

"ჯერ კიდევ წესების გაგებას ვცდილობ", - წერს ვიქტორია ბეკჰემი.
დედის უემოციო გამომეტყველებაზე გაამახვილა ყურადღება რომეო ბეკჰემმაც, რომელიც ასევე ესწრებოდა მატჩს:
"გთხოვ დედა, შემოგვიერთდი", - წერს რომეო.
