პოლიტიკა
მსოფლიო

19

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 04:12-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
“მოულოდნელად, ქალმა პრინცს დაუყვირა“ - სკანდალური სასამართლო: რატომ გაიყვანეს პრინცი ჰარი სხდომათა დარბაზიდან დაცვის თანხლებით?
“მოულოდნელად, ქალმა  პრინცს დაუყვირა“ - სკანდალური სასამართლო: რატომ გაიყვანეს პრინცი ჰარი სხდომათა დარბაზიდან დაცვის თანხლებით?

ლონ­დო­ნის უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­სულ ორ­შა­ბათს პრინ­ცი ჰარი იყო და­ბა­რე­ბუ­ლი და მისი ერთ-ერთი სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა დრო­საც გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის გამო, სას­წრა­ფოდ, მისი გა­რეთ გაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო.

  • უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა პრინ­ცი 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ქალს გა­ა­რი­და, რო­მე­ლიც უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ო­და.

  • რო­გორც მე­დია წერს, ქა­ლის ქცე­ვამ დაც­ვის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. ის სა­სა­მარ­თლო­ში გა­მუდ­მე­ბით შფო­თავ­და და ტე­ლე­ფონ­ზე ვი­ღა­ცას ეჩხუ­ბე­ბო­და.

“მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ქალ­მა პრინცს და­უყ­ვი­რა“, - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დია.

  • სწო­რედ ამ დროს გა­და­წყვი­ტა სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გის დაც­ვამ, ჩა­რე­უ­ლი­ყო. ქალ­სა და პრინცს შო­რის დაც­ვა ჩად­გა და აღელ­ვე­ბუ­ლი პირი სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბი­დან გა­იყ­ვა­ნეს. გას­ვლი­სას კი მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­იყ­ვი­რა: "მე მხარს გი­ჭერ, პრინ­ცო ჰარი“.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წას­ვლის წინ ქალ­მა მი­მარ­თა მე­დი­ას და თქვა: "თუ პრე­სა ხარ, მა­შინ შენ ხარ მი­ზე­ზი, რომ ის ინ­გლის­ში არ არის“.

პრინ­ცი და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე მას შემ­დეგ დაბ­რუნ­და, რაც ქალი შე­ნო­ბი­დან გა­ვი­და. უც­ნო­ბია, რა სტა­ტუ­სით ეს­წრე­ბო­და ქალი მოს­მე­ნას. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის­თვის და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე უნდა მო­ეს­მი­ნათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოს­მე­ნის ნა­წი­ლი ღია იყო პრე­სის­თვის, ნა­წი­ლი და­ხუ­რულ კარს მიღ­მა შედ­გა.

  • პრინ­ცი კა­ლი­ფორ­ნი­ი­დან ლონ­დონ­ში ამ კვი­რის და­სა­წყის­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა სა­სა­მარ­თლო­ში ორ­დღი­ან მოს­მე­ნას დას­წრე­ბო­და.

ჰა­რის გან­ცხა­დე­ბით, უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცნენ, რო­დე­საც მას და მის მე­უღ­ლეს მე­გან მარ­კლს მთავ­რო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დაც­ვა მო­უხ­სნეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი 2020 წელს მოხ­და, მას შემ­დეგ რაც წყვილ­მა სა­მე­ფო ტი­ტუ­ლებ­ზე უა­რით. სა­სა­მარ­თლო და­ვაც სწო­რედ ამ თე­მას ეხე­ბო­და.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კვირის შეჯამება ნიუსრუმიდან და პალიტრა მედიის ახალი პროექტები
ავტორი:

“მოულოდნელად, ქალმა პრინცს დაუყვირა“ - სკანდალური სასამართლო: რატომ გაიყვანეს პრინცი ჰარი სხდომათა დარბაზიდან დაცვის თანხლებით?

“მოულოდნელად, ქალმა  პრინცს დაუყვირა“ - სკანდალური სასამართლო: რატომ გაიყვანეს პრინცი ჰარი სხდომათა დარბაზიდან დაცვის თანხლებით?

ლონდონის უმაღლეს სასამართლოში გასულ ორშაბათს პრინცი ჰარი იყო დაბარებული და მისი ერთ-ერთი საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა, რა დროსაც გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, სასწრაფოდ, მისი გარეთ გაყვანა გახდა საჭირო.

  • უსაფრთხოების სამსახურმა პრინცი 50 წელს გადაცილებულ ქალს გაარიდა, რომელიც უცნაურად იქცეოდა.

  • როგორც მედია წერს, ქალის ქცევამ დაცვის ყურადღება მიიპყრო. ის სასამართლოში გამუდმებით შფოთავდა და ტელეფონზე ვიღაცას ეჩხუბებოდა.

“მოულოდნელად, ქალმა პრინცს დაუყვირა“, - წერს ბრიტანული მედია.

  • სწორედ ამ დროს გადაწყვიტა სასექსის ჰერცოგის დაცვამ, ჩარეულიყო. ქალსა და პრინცს შორის დაცვა ჩადგა და აღელვებული პირი სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. გასვლისას კი მან მოულოდნელად დაიყვირა: "მე მხარს გიჭერ, პრინცო ჰარი“.

გავრცელებული ინფორმაციით, წასვლის წინ ქალმა მიმართა მედიას და თქვა: "თუ პრესა ხარ, მაშინ შენ ხარ მიზეზი, რომ ის ინგლისში არ არის“.

პრინცი დახურულ სხდომაზე მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ქალი შენობიდან გავიდა. უცნობია, რა სტატუსით ესწრებოდა ქალი მოსმენას. მედიის ინფორმაციით, მისთვის დახურულ სხდომაზე უნდა მოესმინათ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსმენის ნაწილი ღია იყო პრესისთვის, ნაწილი დახურულ კარს მიღმა შედგა.

  • პრინცი კალიფორნიიდან ლონდონში ამ კვირის დასაწყისში გაემგზავრა, რათა სასამართლოში ორდღიან მოსმენას დასწრებოდა.

ჰარის განცხადებით, უსამართლოდ მოექცნენ, როდესაც მას და მის მეუღლეს მეგან მარკლს მთავრობის მიერ დაფინანსებული დაცვა მოუხსნეს. ეს ყველაფერი 2020 წელს მოხდა, მას შემდეგ რაც წყვილმა სამეფო ტიტულებზე უარით. სასამართლო დავაც სწორედ ამ თემას ეხებოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: