პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მოვალთ და არ გაღიარებთ!" - მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიას
"არ მოვალთ და არ გაღიარებთ!" - მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიას

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამ კო­მი­სი­ით უნდა რომ ვა­ღი­ა­როთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამა­ზე კი მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი გვაქვს - არ მო­ვალთ და არ გა­ღი­ა­რებთ, რად­გან თქვენ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი და კო­მი­სია ხართ,- ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტია ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან გა­ეყ­ვა­ნა და და­ე­მო­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა არ გა­მო­უ­ვი­და.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამ კო­მი­სი­ით უნდა, რომ ვა­ღი­ა­როთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამა­ზე კი მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი გვაქვს - არ მო­ვალთ და არ გა­ღი­ა­რებთ, რად­გან თქვენ არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი და კო­მი­სია ხართ.

ბოლო 5 წლის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ვერ შეგ­ვა­ში­ნა, ვერ გაგ­ვიშ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი სცე­ნი­დან, პი­რი­ქით უფრო გავძლი­ერ­დით. ვერც ცი­ხით დაგ­ვა­ში­ნებს და ვერც ვე­რა­ფერს ვერ გვი­ზამს. მის ამ ქმე­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია, მისი მთავ­რო­ბა ან­ტი­ქარ­თუ­ლია, რო­მე­ლიც არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­ცხა­დე­ბულ არ­ჩე­ვანს - ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას - და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მარ­ტო და­ტო­ვოს, პარტნი­ო­რე­ბის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ასე­ვე, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს „ცი­ნიზ­მი“ უწო­და.

„ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­ცი­ლოა, როცა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე გა­ტყო­ბი­ნებს სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ჩა­ნიშ­ვნას. ბად­რის და ჩვენს იუ­რის­ტებს და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩა­ი­ნიშ­ნა. ეს არის ცი­ნიზ­მი. ქვე­ყა­ნა­ში სა­სა­მარ­თლო არ არის, ისე­ვე, რო­გორც სხვა ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი. ისი­ნი იმის რე­ვი­ზი­ას ახ­დე­ნენ, რაც მა­თი­ვე სა­სა­მარ­თლო­ში არის მი­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ავტორი:

"არ მოვალთ და არ გაღიარებთ!" - მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიას

"არ მოვალთ და არ გაღიარებთ!" - მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიას

"ქართულ ოცნებას“ ამ კომისიით უნდა რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე კი მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ, რადგან თქვენ არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია ხართ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

  • მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი პოლიტიკური ველიდან გაეყვანა და დაემონებინა, თუმცა არ გამოუვიდა.

"ქართულ ოცნებას“ ამ კომისიით უნდა, რომ ვაღიაროთ ხელისუფლება, ამაზე კი მარტივი პასუხი გვაქვს - არ მოვალთ და არ გაღიარებთ, რადგან თქვენ არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია ხართ.

ბოლო 5 წლის პოლიტიკური შეტევის განხორციელების შედეგად, ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვიშვა პოლიტიკური სცენიდან, პირიქით უფრო გავძლიერდით. ვერც ციხით დაგვაშინებს და ვერც ვერაფერს ვერ გვიზამს. მის ამ ქმედებებზე პასუხი მარტივია, მისი მთავრობა ანტიქართულია, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის კონსტიტუციით გაცხადებულ არჩევანს - ევროინტეგრაციას - და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მარტო დატოვოს, პარტნიორების გარეშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე, მამუკა ხაზარაძე, საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის სასამართლო სხდომასაც გამოეხმაურა და მიმდინარე პროცესს „ცინიზმი“ უწოდა.

„ეს ყველაფერი სასაცილოა, როცა ნახევარი საათით ადრე გატყობინებს სასამართლო სხდომის ჩანიშვნას. ბადრის და ჩვენს იურისტებს დაურეკეს და უთხრეს, რომ სასამართლო სხდომა ჩაინიშნა. ეს არის ცინიზმი. ქვეყანაში სასამართლო არ არის, ისევე, როგორც სხვა ინსტიტუციები. ისინი იმის რევიზიას ახდენენ, რაც მათივე სასამართლოში არის მიღებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.