პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვფიქრობთ, წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს“ - ირაკლი კობახიძე
“ვფიქრობთ, წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს“ - ირაკლი კობახიძე

“ჩვენ მცი­რე დრო­ში მოგ­ვი­წია კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გავ­ლა კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვფიქ­რობთ, რომ წარ­მო­გიდ­გენთ ძა­ლი­ან ღირ­სე­ულ კან­დი­დატს, ბა­ტონ სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილს“, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის.

„პირ­ველ რიგ­ში, მე მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს - 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ემ­სა­ხუ­რე­ბო­და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კას, ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მხა­რეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­კეთ­და აჭა­რის­თვის გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. გან­ხორ­ცი­ელ­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტე­ბი, პროგ­რა­მე­ბი იმის­თვის, რომ გან­ვი­თარ­დეს ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და ულა­მა­ზე­სი მხა­რე ჩვე­ნი ქვეყ­ნის და, რა თქმა უნდა, ამ საქ­მეს სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა.

მე მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ პრე­ზი­დენტს. ჩვენ მცი­რე დრო­ში მოგ­ვი­წია კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გავ­ლა კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვფიქ­რობთ, რომ წარ­მო­გიდ­გენთ ძა­ლი­ან ღირ­სე­ულ კან­დი­დატს, ბა­ტონ სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვილს, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს საქ­მი­ა­ნო­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში - ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, წლე­ბის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ჩვენს ქვე­ყა­ნას. ის არის აჭა­რე­ლი, აჭა­რა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი და, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მისი საქ­მი­ა­ნო­ბა აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მას აქვს ყვე­ლა თვი­სე­ბა, მას აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბი იმი­სათ­ვის, რომ სა­თა­ნა­დოდ წარ­მარ­თოს ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

ჩვენს წი­ნა­შე არის ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ გა­მოწ­ვე­ვებს სა­უ­კე­თე­სოდ გა­არ­თმევს თავს ბა­ტო­ნი სულ­ხან თა­მა­ზაშ­ვი­ლი. მას მინ­და ვუ­სურ­ვო ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“ვფიქრობთ, წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს“ - ირაკლი კობახიძე

“ვფიქრობთ, წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, სულხან თამაზაშვილს“ - ირაკლი კობახიძე

“ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ სულხან თამაზაშვილს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს გაწეული სამსახურისთვის.

„პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს - 7 წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისთვის, რომ განვითარდეს ეს უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი მხარე ჩვენი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ძალიან ღირსეული გაგრძელება.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს. ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აქვს საქმიანობა განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში - შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ძალიან ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული და გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს ყველა თვისება, მას აქვს გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან.

ჩვენს წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გაართმევს თავს ბატონი სულხან თამაზაშვილი. მას მინდა ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.