მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბოლო ხანებში მივხვდი, რომ ამორფულ სიტუაციაში ვიყავი, უნდა მესაუბრა იმაზე, რისიც მე თვითონ არ მჯეროდა“ - ცოტნე კობერიძე
“ბოლო ხანებში მივხვდი, რომ ამორფულ სიტუაციაში ვიყავი, უნდა მესაუბრა იმაზე, რისიც მე თვითონ არ მჯეროდა“ - ცოტნე კობერიძე

“ოპო­ზი­ცი­ა­ში ორი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ­სე­ბობს: ერთი თვლის, რომ არ­ჩევ­ნებს რა­ღაც ნა­წილ­ში აზრი აქვს, მე­ო­რე ნა­წი­ლი თვლის რა­დი­კა­ლიზმს და რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზორ­ში მა­ინც გე­ტყვის - „არა, მე არ მინ­და რამე ძა­ლა­დობ­რივ­ზე სა­უ­ბა­რი“ - ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გარ­კვე­უ­ლო­ბა, “- ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კოს­მა, „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ ყო­ფილ­მა წევ­რმა ცოტ­ნე კო­ბე­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში“ აღ­ნიშ­ნა, ბოლო პე­რი­ოდ­ში მას უწევ­და ისეთ სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი, რი­სიც თვი­თონ არ სჯე­რო­და.

  • მი­სი­ვე თქმით, პრობ­ლე­მუ­რი იყო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი. რო­გორც კო­ბე­რი­ძე აცხა­დებს, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხმებ­ზე უფრო პრობ­ლე­მუ­რი ოპო­ზი­ცი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი იყო.

„ზუ­რას [ჯა­ფა­რი­ძე] პო­ზი­ცია იყო დიდი ერ­თო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი, ამ პო­ზი­ცი­ის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი კო­ა­ლი­ცი­ა­ში ელე­ნეს გარ­და ორი ნიკა ნაკ­ლე­ბად იყო, სა­ჯა­რო­დაც არ იყო დიდი ერ­თო­ბა. ცდი­ლობ­დნენ კო­ა­ლი­ცი­ის, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტის როლი წინ წა­მო­ე­წი­ათ, რომ ის არის პირ­ვე­ლად­გი­ლო­სა­ნი.

ბოლო ხა­ნებ­ში მივ­ხვდი, რომ ამორ­ფულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, უნდა მე­სა­უბ­რა იმა­ზე, რი­სიც მე თვი­თონ არ მჯე­რო­და. პირ­ვე­ლი გან­სხვა­ვე­ბა ეს არის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბე­ბი. მე ვიცი ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი რო­გორ ტარ­დე­ბო­და. ვიცი 2018 წლის მე­ო­რე ტური, ამას მე ვხე­დავ­დი. მა­შინ პირ­ველ ტურ­ში ცოტა ხალ­ხი მი­ვი­და და ოპო­ზი­ცი­ამ მო­ი­გო. მე­ო­რე ტურ­ში მო­ბი­ლი­ზა­ცია იყო ბევ­რი, აღ­მოჩ­ნდა, რომ როცა ეს ხდე­ბა ე.ი. „ქო­ცე­ბის“ ექ­სე­ლის ფა­ილ­მა იმუ­შა­ვა. ამ არ­ჩევ­ნებ­ზეც [26 ოქ­ტომ­ბრის] ოპო­ზი­ცია არ იყო მზად, მო­ქა­ლა­ქე­ებს სულ სხვა რამ ვუ­თხა­რით 8 სა­ა­თამ­დე...

ჩემ­თვის „ოც­ნე­ბის“ ხმე­ბის ნა­წილ­ზე უფრო პრობ­ლე­მუ­რი იყო ოპო­ზი­ცი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი. თუ ხმე­ბის ზრდა არ ხდე­ბა პრობ­ლე­მაა და გაძ­ლევს იმის ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ხვალ ბი­ძი­ნა რომ გა­მო­ვი­დეს და არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ნიშ­ნოს იგი­ვე შე­დე­გი თუ იქ­ნე­ბა, მა­შინ რას ვა­კე­თებთ? ამის გა­აზ­რე­ბა არ ხდე­ბა, ჩემ­თვის არის პრობ­ლე­მა და მა­წუ­ხებ­და, რომ რა­ღაც თუ არ შევ­ცვა­ლეთ და იგი­ვე ვა­კე­თეთ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვა­კე­თებთ იმა­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბე­რი­ძემ.

  • მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ოპო­ზი­ცი­ამ უნდა გა­ი­აზ­როს, რომ ბრძო­ლის მე­თო­დე­ბი უნდა შეც­ვა­ლოს, რად­გან იმა­ვეს კე­თე­ბით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

„ოპო­ზი­ცი­ა­ში ორი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ­სე­ბობს: ერთი თვლის, რომ არ­ჩევ­ნებს რა­ღაც ნა­წილ­ში აზრი აქვს. ამა­ზეც გულ­წრფე­ლად არ სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ამა­ზე კი­თხვა არ და­მის­ვათ. მე­ო­რე ნა­წი­ლი თვლის რა­დი­კა­ლიზმს და რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზორ­ში მა­ინც გე­ტყვის - „არა, მე არ მინ­და რამე ძა­ლა­დობ­რივ­ზე სა­უ­ბა­რი“. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გარ­კვე­უ­ლო­ბა. ერ­თშიც გულ­წრფე­ლი უნდა იყო ან მე­ო­რე­ზე თუ ფიქ­რობ მა­შინ მა­გა­ზე უფრო მე­ტად მკა­ფიო უნდა იყო. რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცია შუ­ა­შია გა­ჩხე­რი­ლი და ერ­თმა­ნეთს დუ­მი­ლით ვა­ტყუ­ებთ, თით­ქოს, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ხდე­ბა, ეს არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი. იგი­ვეს კე­თე­ბას გა­ვეშ­ვათ და შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი მა­ინც ვი­ყოთ, რომ რა­ღაც არას­წო­რია - ეს იქ­ნე­ბა უკე­თე­სი, ვიდ­რე არ­სე­ბუ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა.

ვი­სა­უბ­რე ზუ­რას­თან. მან მი­თხრა რომ ეს­მის ჩემი. ის სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს სი­ტუ­ა­ცი­ას, დიდი ერ­თო­ბა თუ ვერ შედ­გა, არაფ­რის არ სჯე­რა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბე­რი­ძემ.

00:00 / 00:00
ავტორი:

“ბოლო ხანებში მივხვდი, რომ ამორფულ სიტუაციაში ვიყავი, უნდა მესაუბრა იმაზე, რისიც მე თვითონ არ მჯეროდა“ - ცოტნე კობერიძე

“ბოლო ხანებში მივხვდი, რომ ამორფულ სიტუაციაში ვიყავი, უნდა მესაუბრა იმაზე, რისიც მე თვითონ არ მჯეროდა“ - ცოტნე კობერიძე

“ოპოზიციაში ორი მიმდინარეობა არსებობს: ერთი თვლის, რომ არჩევნებს რაღაც ნაწილში აზრი აქვს, მეორე ნაწილი თვლის რადიკალიზმს და რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ ტელევიზორში მაინც გეტყვის - „არა, მე არ მინდა რამე ძალადობრივზე საუბარი“ - ჩემთვის მნიშვნელოვანია გარკვეულობა, “- ამის შესახებ პოლიტიკოსმა, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ყოფილმა წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ბოლო პერიოდში მას უწევდა ისეთ საკითხებზე საუბარი, რისიც თვითონ არ სჯეროდა.

  • მისივე თქმით, პრობლემური იყო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები. როგორც კობერიძე აცხადებს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხმებზე უფრო პრობლემური ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები იყო.

„ზურას [ჯაფარიძე] პოზიცია იყო დიდი ერთობისკენ მიმართული, ამ პოზიციის გამზიარებელი კოალიციაში ელენეს გარდა ორი ნიკა ნაკლებად იყო, საჯაროდაც არ იყო დიდი ერთობა. ცდილობდნენ კოალიციის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის როლი წინ წამოეწიათ, რომ ის არის პირველადგილოსანი.

ბოლო ხანებში მივხვდი, რომ ამორფულ სიტუაციაში ვიყავი, უნდა მესაუბრა იმაზე, რისიც მე თვითონ არ მჯეროდა. პირველი განსხვავება ეს არის არჩევნებთან დაკავშირებით შეფასებები. მე ვიცი ამ ქვეყანაში არჩევნები როგორ ტარდებოდა. ვიცი 2018 წლის მეორე ტური, ამას მე ვხედავდი. მაშინ პირველ ტურში ცოტა ხალხი მივიდა და ოპოზიციამ მოიგო. მეორე ტურში მობილიზაცია იყო ბევრი, აღმოჩნდა, რომ როცა ეს ხდება ე.ი. „ქოცების“ ექსელის ფაილმა იმუშავა. ამ არჩევნებზეც [26 ოქტომბრის] ოპოზიცია არ იყო მზად, მოქალაქეებს სულ სხვა რამ ვუთხარით 8 საათამდე...

ჩემთვის „ოცნების“ ხმების ნაწილზე უფრო პრობლემური იყო ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები. თუ ხმების ზრდა არ ხდება პრობლემაა და გაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ხვალ ბიძინა რომ გამოვიდეს და არჩევნები ჩანიშნოს იგივე შედეგი თუ იქნება, მაშინ რას ვაკეთებთ? ამის გააზრება არ ხდება, ჩემთვის არის პრობლემა და მაწუხებდა, რომ რაღაც თუ არ შევცვალეთ და იგივე ვაკეთეთ არაფერი შეიცვლება, არჩევნების შემდეგ ვაკეთებთ იმავეს“, - განაცხადა კობერიძემ.

  • მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ ბრძოლის მეთოდები უნდა შეცვალოს, რადგან იმავეს კეთებით არაფერი შეიცვლება.

„ოპოზიციაში ორი მიმდინარეობა არსებობს: ერთი თვლის, რომ არჩევნებს რაღაც ნაწილში აზრი აქვს. ამაზეც გულწრფელად არ საუბრობს და ამბობს, რომ ამაზე კითხვა არ დამისვათ. მეორე ნაწილი თვლის რადიკალიზმს და რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ ტელევიზორში მაინც გეტყვის - „არა, მე არ მინდა რამე ძალადობრივზე საუბარი“. ჩემთვის მნიშვნელოვანია გარკვეულობა. ერთშიც გულწრფელი უნდა იყო ან მეორეზე თუ ფიქრობ მაშინ მაგაზე უფრო მეტად მკაფიო უნდა იყო. როდესაც სიტუაცია შუაშია გაჩხერილი და ერთმანეთს დუმილით ვატყუებთ, თითქოს, არანაირი პრობლემა არ ხდება, ეს არის ჩემთვის მთავარი შემაწუხებელი. იგივეს კეთებას გავეშვათ და შეწუხებულები მაინც ვიყოთ, რომ რაღაც არასწორია - ეს იქნება უკეთესი, ვიდრე არსებულის გაგრძელება.

ვისაუბრე ზურასთან. მან მითხრა რომ ესმის ჩემი. ის სხვანაირად უყურებს სიტუაციას, დიდი ერთობა თუ ვერ შედგა, არაფრის არ სჯერა“, - განაცხადა კობერიძემ.