მზიანი დღეები მოგვიახლოვდა. ეს კი ნიშნავს, რომ დროა პატარების გარდერობი განაახლოთ. Carter’s წარმოგიდგენთ ახალ საგაზაფხულო კოლექციას, რომელიც თქვენს შვილებს სილამაზისა და კომფორტის, თქვენ კი ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას შემოგთავაზებთ.
Carter’s, რომელიც საქართველოში ოფიციალურად 8 მაღაზიითა წარმოდგენილი, მომხმარებლებს სთავაზობს იმ უახლეს კოლექციას, რომელიც ამჟამად ბრენდის სხვა საერთაშორისო მაღაზიებსა და ონლაინ გაყიდვებშია ხელმისაწვდომი.
ახალ კოლექციაში გელოდებათ საგაზაფხულო ფერები, ნაზი პასტელური და ნათელი ტონები, რაც იდეალურია გაზაფხულის განწყობის შესაქმნელად. პრინტები ბუნებითაა შთაგონებული. ცხოველებისა და ყვავილების თემატიკა ბავშვებისთვის მხიარულ და მეგობრულ სამყაროს ქმნის, რაც მათი ახალი ინტერესების გაღვიძებაშიც ეხმარება.
ახალი კოლექციაში წარმოდგენილი ტანსაცმლის ღირებულება 29 ლარიდან 137 ლარამდე მერყეობს. ამ საფასო შეთავაზებაში წარმოდგენილია როგორც ცალკეული პროდუქცია, ისე ტანსაცმლის სეტები.
ხელმისაწვდომი ღირებულების პარალელურად, Carter’s-ის ლოიალური ბარათის მფლობელებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ Carter’s ეკომეგობრული ბრენდია, რომელიც ზრუნავს გარემოზე და მომხმარებლებს ეკომეგობრული ქსოვილისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს. ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმლის გამოყენებით თქვენი შვილის კანს ალერგიული რეაქციისა თუ სხვა ტიპის გაღიზიანებისგან დაიცავთ.
საქართველოში Carter’s-ის პროდუქცია წარმოდგენილია 8 მისამართზე: თბილისი მოლი, ისთ ფოინთი, გალერეა თბილისი, სითი მოლი გლდანი, გლდანი მოლი, ბათუმი გრანდ მოლი, სითი მოლი საბურთალო და ვაკის პარკი.
ეწვიეთ Carters-ის მაღაზიებს და აღმოაჩინეთ საგაზაფხულო კოლექცია დღესვე.
გადადით ბმულზე და იხილეთ ახალი კოლექციის კატალოგი.
R