პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს" - ირაკლი კობახიძე
"დღეს ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს" - ირაკლი კობახიძე

"საფ­რან­გე­თის ელჩმა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას უნდა მი­ხე­დოს - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საფ­რან­გეთ­ში არა­ერ­თი მან­კი­ე­რე­ბა ვი­ხი­ლეთ, დღეს ურე­ი­ტინ­გო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავთ. არ ვსა­უბ­რობთ ამ თე­მებ­ზე, ნურც ისი­ნი ჩა­ე­რე­ვი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­მი­ე­რი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლამ უნდა სცეს პა­ტი­ვი სხვა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

"საფ­რან­გე­თის ელჩმა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას უნდა მი­ხე­დოს. თქვენ ხე­დავთ, რა ხდე­ბა საფ­რან­გეთ­ში: ერთ-ერთი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტია, რო­მელ­საც აქვს გა­მარ­ჯვე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი შან­სე­ბი და მას აღუკ­ვე­თეს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამ დროს ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­ნიშ­ვნე­ბი აქვთ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რაც არა­ვი­თარ შე­ნიშ­ვნას არ იმ­სა­ხუ­რებს.

თა­ვად სა­კუ­თარ საქ­მე­ებს მი­ხე­დონ. ჩვენ არ ვა­კე­თებთ გან­ცხა­დე­ბებს იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბა საფ­რან­გეთ­ში. ყვე­ლამ უნდა სცეს პა­ტი­ვი სხვა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, არა­ვინ უნდა ჩა­ე­რი­ოს სხვა ქვეყ­ნის საქ­მე­ებ­ში, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ამას აკე­თებს დიპ­ლო­მა­ტი, ელჩი, ეს არის ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის პირ­და­პი­რი დარ­ღვე­ვა.

ჩვე­ნი ელ­ჩე­ბი ასეთ რა­ი­მეს არ აკე­თე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საფ­რან­გეთ­ში არა­ერ­თი მან­კი­ე­რე­ბა ვი­ხი­ლეთ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, დღეს ურე­ი­ტინ­გო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავს საფ­რან­გეთს. ამის მი­უ­ხე­და­ვად არ ვსა­უბ­რობთ ამ თე­მებ­ზე, ნურც ისი­ნი ჩა­ე­რე­ვი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში, მით უმე­ტეს, ნუ გა­ა­კე­თე­ბენ ამას ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვით“, -აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

კო­ბა­ხი­ძე ასე­ვე, ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მი­სი­ვე თქმით, ამ მხრივ „რა­ი­მე ცვლი­ლე­ბას არ უნდა ვე­ლო­დოთ“.

„ეს კონ­კრე­ტუ­ლი კაცი იმ­დე­ნად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, რომ მას­ზე სე­რი­ო­ზულ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას, ვფიქ­რობ, რომ აქ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბას არ უნდა ვე­ლო­დოთ. ეს არის „დიფ სთე­ი­თის“ ერთ-ერთი და­ვა­ლე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი აზ­რით, და­მა­ში­ნე­ბელ გზავ­ნი­ლებს ახ­მო­ვა­ნებს ხოლ­მე. თუმ­ცა ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­ცერ­თი გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­ში­ნე­ბუ­ლია და არც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­შინ­დე­ბა. თა­ვის სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას უნდა მი­ხე­დოს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ავტორი:

"დღეს ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს" - ირაკლი კობახიძე

"დღეს ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს" - ირაკლი კობახიძე

"საფრანგეთის ელჩმა, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს - მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არაერთი მანკიერება ვიხილეთ, დღეს ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავთ. არ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში", - ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

  • როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველამ უნდა სცეს პატივი სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

"საფრანგეთის ელჩმა, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. თქვენ ხედავთ, რა ხდება საფრანგეთში: ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელსაც აქვს გამარჯვების სერიოზული შანსები და მას აღუკვეთეს არჩევნებში მონაწილეობა, ამ დროს ჩვენთან მიმართებაში შენიშვნები აქვთ ისეთ საკითხებზე, რაც არავითარ შენიშვნას არ იმსახურებს.

თავად საკუთარ საქმეებს მიხედონ. ჩვენ არ ვაკეთებთ განცხადებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება საფრანგეთში. ყველამ უნდა სცეს პატივი სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს დიპლომატი, ელჩი, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა.

ჩვენი ელჩები ასეთ რაიმეს არ აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არაერთი მანკიერება ვიხილეთ ამ წლების განმავლობაში, დღეს ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს. ამის მიუხედავად არ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში, მით უმეტეს, ნუ გააკეთებენ ამას ვენის კონვენციის უხეში დარღვევით“, -აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძე ასევე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ მხრივ „რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“.

„ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ვფიქრობ, რომ აქ რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. ეს არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი დავალების შემსრულებელი, რომელიც თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს ახმოვანებს ხოლმე. თუმცა ამით საზოგადოება არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულია და არც მოგვიანებით შეშინდება. თავის საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს“, - განაცხადა კობახიძემ.