პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელო - ძლიერი საქართველო“ თეა წულუკიანს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
"ლელო - ძლიერი საქართველო“ თეა წულუკიანს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, კო­ა­ლი­ცია „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას გეგ­მავს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რებ­მა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­დეს.

რო­გორც „ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ირაკ­ლი კუპ­რა­ძემ გან­მარ­ტა, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა სრუ­ლად იზი­ა­რებს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის პო­ზი­ცი­ას „კო­მი­სი­ის ბო­ი­კო­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ და არ და­უშ­ვებს კო­ა­ლი­ცი­ი­სა და მისი ლი­დე­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას“.

„არა­ლე­გი­ტი­მურ პარ­ლა­მენ­ტში შეკ­რე­ბილ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­დამ­სჯე­ლო რუ­სულ­მა კო­მი­სი­ამ, მიმ­დი­ნა­რე სხდო­მებ­სა და პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ე­ბის ეთე­რებ­ში, მისი წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­მა ღიად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ე.წ. კო­მი­სი­ის მი­ზა­ნი არის არა ის­ტო­რი­უ­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვი სი­მარ­თლის დად­გე­ნა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის აღ­სად­გე­ნად, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბა; სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლურ, პრო­და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ კლას­ზე თავ­დას­ხმა და მისი გა­ნად­გუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა; რუ­სუ­ლი რე­ვან­ში და კრემ­ლის სა­ხე­ლით ქარ­თუ­ლი ჯა­რის დის­კრე­დი­ტა­ცია და სა­ხელ­მწი­ფოს გა­სა­მარ­თლე­ბა.

დღეს უკვე აშ­კა­რაა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ე.წ. საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ამ ორ­გა­ნოს უპირ­ვე­ლეს და­ნიშ­ნუ­ლე­ბად და მიზ­ნად „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რე­ბის დევ­ნას ისა­ხავს. ეს ხდე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან 13 წლის თავ­ზე, რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­შია და არ­ცერ­თი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე არ არ­სე­ბობს. ე.წ კო­მი­სი­ის სხდო­მებ­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის და­მა­ზუს­ტე­ბე­ლი „კი­თხვე­ბი“ და მის მიერ პრო­პა­გან­დის­ტულ ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი, ცი­ლისმწა­მე­ლუ­რი, მუ­ქა­რა­ნა­რე­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი, შე­საძ­ლოა გან­ვი­ხი­ლოთ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­თი­თე­ბად.

ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, რე­ა­ლუ­რად არის „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, პრო­ქარ­თუ­ლი, პრო­ევ­რო­პუ­ლი ძალა, რო­მე­ლიც რუ­სულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებს და ხალ­ხს რე­ა­ლურ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას სთა­ვა­ზობს, რაც პარ­ტი­ის მზარ­დი რე­ი­ტინ­გი­თა და მისი რი­გე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბით დას­ტურ­დე­ბა. კო­ა­ლი­ცია „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ სრუ­ლად იზი­ა­რებს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის პო­ზი­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ბო­ი­კო­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ და არ და­უშ­ვებს კო­ა­ლი­ცი­ი­სა და მისი ლი­დე­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­ნაქ­მნის მხრი­დან!

მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ავა­შე­ნებთ სა­მარ­თლი­ან და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლოს, მა­ნამ­დე კი, სან­ქცი­რე­ბუ­ლი მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­შიც კი, არ ვა­პი­რებთ სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დავ­ტო­ვოთ კო­მი­სი­ა­ზე და პრო­პა­გან­დის­ტულ მე­დი­ა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი!

სა­ნამ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის საბ­ჭო­თა „ტრო­ი­კის“ მსგავ­სი კო­მი­სია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგე­ბა, ჩვენ ახ­ლა­ვე და­ვი­წყებთ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს და ასე­ვე, მივ­მარ­თავთ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ვამ­ხი­ლოთ რე­ჟი­მის რე­ა­ლუ­რი ზრახ­ვე­ბი“, - ნათ­ქვა­მია კო­ა­ლი­ცი­ის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ლელო - ძლიერი საქართველო“ თეა წულუკიანს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

"ლელო - ძლიერი საქართველო“ თეა წულუკიანს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საჯარო სივრცეში ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებმა თბილისის პროკურატურასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განმარტა, მათი პოლიტიკური ძალა სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას „კომისიის ბოიკოტირების შესახებ და არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას“.

„არალეგიტიმურ პარლამენტში შეკრებილმა ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო რუსულმა კომისიამ, მიმდინარე სხდომებსა და პროპაგანდისტული მედიების ეთერებში, მისი წევრების განცხადებებმა ღიად დაადასტურა, რომ ე.წ. კომისიის მიზანი არის არა ისტორიული და ფაქტობრივი სიმართლის დადგენა, დაზარალებული პირების უფლებების აღსადგენად, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება; საქართველოს რეალურ, პროდასავლურ პოლიტიკურ კლასზე თავდასხმა და მისი განადგურების მცდელობა; რუსული რევანში და კრემლის სახელით ქართული ჯარის დისკრედიტაცია და სახელმწიფოს გასამართლება.

დღეს უკვე აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, ამ ორგანოს უპირველეს დანიშნულებად და მიზნად „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების დევნას ისახავს. ეს ხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის თავზე, როდესაც პროკურატურა და სასამართლო ივანიშვილის ხელშია და არცერთი გამოძიებული საქმე არ არსებობს. ე.წ კომისიის სხდომებზე გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, თეა წულუკიანის დამაზუსტებელი „კითხვები“ და მის მიერ პროპაგანდისტულ ეთერში გაკეთებული მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამელური, მუქარანარევი განცხადებები, შესაძლოა განვიხილოთ სასამართლოსთვის მითითებად.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი სამიზნე, რეალურად არის „ლელო-ძლიერი საქართველო“, როგორც დამოუკიდებელი, პროქართული, პროევროპული ძალა, რომელიც რუსულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ხალხს რეალურ ალტერნატივას სთავაზობს, რაც პარტიის მზარდი რეიტინგითა და მისი რიგების გაფართოებით დასტურდება. კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ სრულად იზიარებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიციას აღნიშნული კომისიის ბოიკოტირების შესახებ და არ დაუშვებს კოალიციისა და მისი ლიდერების დისკრედიტაციას არალეგიტიმური პარლამენტის წარმონაქმნის მხრიდან!

მიტაცებული ხელისუფლების ქართველი ხალხისათვის დაბრუნების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს, მანამდე კი, სანქცირებული მურუსიძის სასამართლოს პირობებშიც კი, არ ვაპირებთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე დავტოვოთ კომისიაზე და პროპაგანდისტულ მედიაში გაჟღერებული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები!

სანამ თეა წულუკიანი და რუსული ოცნების საბჭოთა „ტროიკის“ მსგავსი კომისია დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს წინაშე წარდგება, ჩვენ ახლავე დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს და ასევე, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა საზოგადოების თვალში ვამხილოთ რეჟიმის რეალური ზრახვები“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გაჟღერებულ განცხადებაში.