პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება... მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ" - ვაშაძე
"ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება... მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ" - ვაშაძე

ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გი - მტრებს ვი­მა­ტებთ, მე­გობ­რებს ვკარ­გავთ და ქვე­ყა­ნას სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა ემუქ­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნა ნიშ­ნავს სრულ კა­ტას­ტრო­ფას და მზარდ საფრ­თხეს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბის­თვის.

"ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კამ სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცია. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას მტრად აცხა­დებს, სა­ნაც­ვლოდ კი, არ­ცერ­თი მო­კავ­ში­რე არ ჰყავს, ვინც ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბას და­ი­ცავს. ივა­ნიშ­ვი­ლი წლე­ბია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ან­გრევს ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რას. მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო ზუს­ტად ისაა, რაც მტერს სურს - მარ­ტო, და­უც­ვე­ლი და ად­ვი­ლად და­სა­პყრო­ბი. ამ ვი­თა­რე­ბა­ში „ოც­ნე­ბის“ დარ­ჩე­ნა ნიშ­ნავს სრულ კა­ტას­ტრო­ფას და მზარდ საფრ­თხეს ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და მშვი­დო­ბის­თვის. დავ­სვათ მარ­ტი­ვი კი­თხვა: რო­დის იყო სა­ქარ­თვე­ლო უფრო და­ცუ­ლი?

როცა ჩვენს გვერ­დით გვედ­გა აშშ, ევ­რო­კავ­ში­რი და მათი ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კა? თუ ახლა, როცა მარ­ტო დავ­რჩით მტრის პი­რის­პირ? ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის ყო­ვე­ლი დღე ზრდის საფრ­თხეს. რაც უფრო დიდ­ხანს რჩე­ბი­ან, მით უფრო მძი­მე იქ­ნე­ბა შე­დე­გი! მო­ეშ­ვით ყალბ პრო­პა­გან­დას „მშვი­დო­ბა­ზე“ – მშვი­დო­ბა არ მო­დის სა­უბ­რით, ავ­ტოკ­რა­ტი­ით და გა­ძარ­ცუ­ლი ქვეყ­ნით. მშვი­დო­ბა და და­ცუ­ლო­ბა მო­დის მხო­ლოდ ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბით, სან­დო პარტნი­ო­რე­ბით, ხალ­ხის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მთავ­რო­ბით და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება... მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ" - ვაშაძე

"ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება... მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ" - ვაშაძე

ივანიშვილის მმართველობის შედეგი - მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ და ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

  • მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს სრულ კატასტროფას და მზარდ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.

"ივანიშვილის პოლიტიკამ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. ევროპასა და ამერიკას მტრად აცხადებს, სანაცვლოდ კი, არცერთი მოკავშირე არ ჰყავს, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას დაიცავს. ივანიშვილი წლებია მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურას. მეგობრების გარეშე დარჩენილი საქართველო ზუსტად ისაა, რაც მტერს სურს - მარტო, დაუცველი და ადვილად დასაპყრობი. ამ ვითარებაში „ოცნების“ დარჩენა ნიშნავს სრულ კატასტროფას და მზარდ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. დავსვათ მარტივი კითხვა: როდის იყო საქართველო უფრო დაცული?

როცა ჩვენს გვერდით გვედგა აშშ, ევროკავშირი და მათი ძლიერი ეკონომიკა? თუ ახლა, როცა მარტო დავრჩით მტრის პირისპირ? ივანიშვილის რეჟიმის ყოველი დღე ზრდის საფრთხეს. რაც უფრო დიდხანს რჩებიან, მით უფრო მძიმე იქნება შედეგი! მოეშვით ყალბ პროპაგანდას „მშვიდობაზე“ – მშვიდობა არ მოდის საუბრით, ავტოკრატიით და გაძარცული ქვეყნით. მშვიდობა და დაცულობა მოდის მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით, სანდო პარტნიორებით, ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობით და განვითარებული ეკონომიკით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.