პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტროპოლ ლისი" - ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით
"მეტროპოლ ლისი" - ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით
  • „მეტ­რო­პოლ ლისი“ „ჭკვი­ა­ნი და­სახ­ლე­ბა“ იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა

დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნია „მეტ­რო­პოლ­მა“ კერ­ძო და­სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო. ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 7 000 M2 ფარ­თობ­ზე 70-ამდე ვილა გან­თავ­სდე­ბა. პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო მო­ცუ­ლო­ბა 40 მლნ ლა­რია. პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ბე­ნე­ფი­ტი სახ­ლის პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც ქა­ლა­ქის გა­მორ­ჩე­ულ უბან­ში მი­წის მფლო­ბე­ლი „მეტ­რო­პო­ლის­გან“ სა­ჩუქ­რად მი­ი­ღებს. კომ­პა­ნია ამ­ჯე­რა­დაც სრუ­ლად მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რესს ერ­გე­ბა, სთა­ვა­ზობს მას უსაფრ­თხო და კე­თილ­მო­წყო­ბილ გა­რე­მოს, ხოლო მე­სა­კუთ­რე თა­ვად ირ­ჩევს, რო­გო­რი ტი­პის სახ­ლში უნდა ცხოვ­რე­ბა.

„მეტ­რო­პოლ ლი­სის“ პრო­ექ­ტი­სათ­ვის დე­ვე­ლო­პე­რის არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად პო­ტენ­ცი­უ­რი მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის ხუთი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვეს. მე­სა­კუთ­რე თა­ვად გა­და­წყვეტს, რო­გო­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნის სახ­ლია მის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი. „მეტ­რო­პო­ლი“ მომ­ხმა­რებ­ლებს და­მა­ტე­ბით სერ­ვის­საც სთა­ვა­ზობს და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში სახ­ლს თა­ვად აუ­შე­ნებს.

გი­ორ­გი მხე­ი­ძე, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „ჩვე­ნი მი­ზა­ნია ბიზ­ნეს­პორ­ტფე­ლის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნის შე­თა­ვა­ზე­ბა. იქ­ნე­ბა ეს სა­ცხოვ­რებ­ლად ან სა­ინ­ვეს­ტი­ცი­ოდ გან­კუთ­ვნი­ლი ბი­ნე­ბი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექ­სებ­ში თუ კერ­ძო და­სახ­ლე­ბე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან ახ­ლოს. სწო­რედ ამ კონ­ცეფ­ცი­ით შე­იქ­მნა „მეტ­რო­პოლ ლი­სის“ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 2026 წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა და „მეტ­რო­პო­ლის“ ბრენ­დის ქვეშ ახა­ლი და­სახ­ლე­ბა და ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი სუ­ბურ­ბა­ნუ­ლი კომ­პლექ­სი „მეტ­რო­პოლ ლისი“ გაჩ­ნდე­ბა.

სახ­ლე­ბი მშვიდ და ეკო­ლო­გი­უ­რად უსაფრ­თხო ად­გი­ლას - ასე­თია ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი, და­ნარ­ჩენს უკვე მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლებს მო­ვარ­გებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად ახა­ლი უბ­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას, ეს ნა­წი­ლი დე­ტა­ლუ­რად გათ­ვლი­ლია. „მეტ­რო­პოლ ლი­სის“ მცხოვ­რებ­ლე­ბი კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო სივ­რცით ისარ­გებ­ლე­ბენ. გვინ­და, და­სახ­ლე­ბის სრუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სტილს მო­ვარ­გოთ“.

სუფ­თა ჰა­ერ­ზე და მშვიდ გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე ახალ უბან­ში სულ 70-ამდე ვილა აშენ­დე­ბა. მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ფარ­თო­ბი 600 M2-ია და 1500-ამდე ადის. სა­ერ­თო გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის გან­სა­ზღვრუ­ლია 3600 M2 ტე­რი­ტო­რია. „მეტ­რო­პოლ ლი­სის“ გამ­წვა­ნე­ბულ ზო­ნა­ში მო­ე­წყო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ფუნ­ქცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი სა­ბავ­შვო და სპორ­ტუ­ლი სივ­რცე­ე­ბი, ფან­ჩა­ტუ­რე­ბი, ვე­ლო­ბი­ლი­კი და ღია კი­ნო­თე­ატ­რი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს ხე­დის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი აქვს: ლი­სის ტბა, თბი­ლი­სის ანძა და ხედი ქა­ლაქ­ზე.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბას­თან 450 მეტ­რის სი­ახ­ლო­ვე კი კომ­პლექ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბი­სა თუ მათი სტუმ­რე­ბი­სათ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბას უფრო ამარ­ტი­ვებს და მოქ­ნილს ხდის.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე „მეტ­რო­პოლს“ მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქვს და­წყე­ბუ­ლი. უკვე შე­მო­ღო­ბი­ლია სივ­რცე და გარე გა­ნა­თე­ბე­ბის შერ­ჩე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „გვინ­და, ქა­ლა­ქის ცენ­ტრთან ახ­ლოს ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სრუ­ლი­ად შევ­ცვა­ლოთ და ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო გავ­ხა­დოთ. შე­სა­ბა­მი­სად, და­გეგ­მა­რე­ბის ეტაპ­ზე­ვე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ისე­თი დე­ტა­ლე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი გა­რე­მო ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ი­სა და ჭკვი­ა­ნი სახ­ლის უახ­ლე­სი სის­ტე­მე­ბით, სა­ერ­თო სივ­რცე­ე­ბის კონ­ტრო­ლი, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ნომ­რე ნიშ­ნის ამომცნო­ბი, სა­პარ­კინ­გე ბა­რი­ე­რის მარ­თვა თუ უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბი. ხაზ­გა­სას­მე­ლია ისიც, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მონ­ტაჟ­დე­ბა ელექტრო­დამ­ტე­ნე­ბი. „მეტ­რო­პოლ ლისი“ ბა­ზარ­ზე სრუ­ლი­ად თა­ნა­მედ­რო­ვე, გა­მორ­ჩე­უ­ლი სუ­ბურ­ბა­ნუ­ლი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა“.

„მეტ­რო­პოლ ლი­სის“ პრო­ექ­ტი უკვე ჩა­ეშ­ვა და წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვე­ბიც და­წყე­ბუ­ლია. კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად ეს ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია, რად­გან მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფას­დაკ­ლე­ბი­თა და გა­დახ­დის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით სარ­გებ­ლობს. პრო­ექ­ტში კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფასი $159-$225-ია. თუმ­ცა სა­წყის ეტაპ­ზე შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი 1 M2-ზე $10-იან ფას­დაკ­ლე­ბას მი­ი­ღებს. „მეტ­რო­პოლ ლი­სის“ პრო­ექ­ტში სულ 70-ამდე მი­წის ნაკ­ვე­თი გა­ი­ყი­დე­ბა და, გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის პი­რო­ბებ­ში, კომ­პა­ნი­ა­ში გა­ყიდ­ვე­ბის სწრაფ ზრდას ვა­რა­უ­დო­ბენ.

„მეტ­რო­პოლ ლისი“ კერ­ძო და­სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტია „მეტ­რო­პო­ლი­სათ­ვის“, თუმ­ცა არა ერ­თა­დერ­თი. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ი­წყე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა შინ­დის­შიც, სა­დაც 90 ჰექ­ტარ მი­წის ფარ­თობ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 700-ამდე ვილა გან­თავ­სდე­ბა. პრო­ექ­ტში წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვე­ბი ივ­ნი­სი­დან და­ი­წყე­ბა.

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ოპე­რი­რებს. დე­ვე­ლო­პერს ამ­ჟა­მად ერთი დას­რუ­ლე­ბუ­ლი და ექ­ვსი მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი აქვს.

მეტ­რო­პო­ლის შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნი­ას ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შვი­დი პრო­ექ­ტი აქვს. თბი­ლის­ში „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი“ უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ორ­თა­ჭა­ლას“ მშე­ნებ­ლო­ბა. 2025 წელს და­ი­წყო კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი სუ­ბურ­ბა­ნუ­ლი პრო­ექ­ტის „მეტ­რო­პოლ ლი­სის“ მშე­ნებ­ლო­ბა. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

„მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.მ-ზე მე­ტია და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­ი­ცავს. მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბამ 1 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მეტროპოლ ლისი" - ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით

"მეტროპოლ ლისი" - ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით
  • „მეტროპოლ ლისი“ „ჭკვიანი დასახლება“ იქნება, რომელიც თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება

დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ კერძო დასახლების პირველი პროექტი დაიწყო. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 000 M2 ფართობზე 70-ამდე ვილა განთავსდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 40 მლნ ლარია. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიტი სახლის პროექტია, რომელსაც ქალაქის გამორჩეულ უბანში მიწის მფლობელი „მეტროპოლისგან“ საჩუქრად მიიღებს. კომპანია ამჯერადაც სრულად მომხმარებლის ინტერესს ერგება, სთავაზობს მას უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოს, ხოლო მესაკუთრე თავად ირჩევს, როგორი ტიპის სახლში უნდა ცხოვრება.

„მეტროპოლ ლისის“ პროექტისათვის დეველოპერის არქიტექტორებმა ექსკლუზიურად პოტენციური მობინადრეებისთვის ხუთი სხვადასხვა პროექტი შეიმუშავეს. მესაკუთრე თავად გადაწყვეტს, როგორი არქიტექტურული დიზაინის სახლია მისთვის კომფორტული. „მეტროპოლი“ მომხმარებლებს დამატებით სერვისსაც სთავაზობს და სურვილის შემთხვევაში სახლს თავად აუშენებს.

გიორგი მხეიძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი: „ჩვენი მიზანია ბიზნესპორტფელის დივერსიფიცირება და მომხმარებლისათვის ფართო არჩევანის შეთავაზება. იქნება ეს საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ განკუთვნილი ბინები მრავალფუნქციურ კომპლექსებში თუ კერძო დასახლებები ქალაქის ცენტრთან ახლოს. სწორედ ამ კონცეფციით შეიქმნა „მეტროპოლ ლისის“ პროექტი, რომელიც 2026 წლის ბოლოს დასრულდება და „მეტროპოლის“ ბრენდის ქვეშ ახალი დასახლება და ჩვენი კომპანიის პირველი სუბურბანული კომპლექსი „მეტროპოლ ლისი“ გაჩნდება.

სახლები მშვიდ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ადგილას - ასეთია ჩვენი ჩანაფიქრი, დანარჩენს უკვე მომხმარებლის სურვილებს მოვარგებთ.

რაც შეეხება ზოგადად ახალი უბნის განაშენიანებას, ეს ნაწილი დეტალურად გათვლილია. „მეტროპოლ ლისის“ მცხოვრებლები კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცით ისარგებლებენ. გვინდა, დასახლების სრული ინფრასტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების სტილს მოვარგოთ“.

სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალ უბანში სულ 70-ამდე ვილა აშენდება. მიწის ნაკვეთების მინიმალური ფართობი 600 M2-ია და 1500-ამდე ადის. საერთო გამოყენებისათვის განსაზღვრულია 3600 M2 ტერიტორია. „მეტროპოლ ლისის“ გამწვანებულ ზონაში მოეწყობა მრავალფეროვანი და ფუნქციურად დატვირთული საბავშვო და სპორტული სივრცეები, ფანჩატურები, ველობილიკი და ღია კინოთეატრი. განსაკუთრებული მდებარეობის გათვალისწინებით მომხმარებელს ხედის ფართო არჩევანი აქვს: ლისის ტბა, თბილისის ანძა და ხედი ქალაქზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან 450 მეტრის სიახლოვე კი კომპლექსის მცხოვრებლებისა თუ მათი სტუმრებისათვის გადაადგილებას უფრო ამარტივებს და მოქნილს ხდის.

ტერიტორიაზე „მეტროპოლს“ მიწის დამუშავების სამუშაოები აქვს დაწყებული. უკვე შემოღობილია სივრცე და გარე განათებების შერჩევა მიმდინარეობს.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „გვინდა, ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრების გამოცდილება სრულიად შევცვალოთ და ჩვენი მომხმარებლისთვის უფრო სასიამოვნო გავხადოთ. შესაბამისად, დაგეგმარების ეტაპზევე გავითვალისწინეთ ისეთი დეტალები, როგორებიცაა კეთილმოწყობილი გარემო ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის უახლესი სისტემებით, საერთო სივრცეების კონტროლი, ავტომობილის სანომრე ნიშნის ამომცნობი, საპარკინგე ბარიერის მართვა თუ უსაფრთხოების სისტემები. ხაზგასასმელია ისიც, რომ ტერიტორიაზე დამონტაჟდება ელექტროდამტენები. „მეტროპოლ ლისი“ ბაზარზე სრულიად თანამედროვე, გამორჩეული სუბურბანული პროექტი იქნება“.

„მეტროპოლ ლისის“ პროექტი უკვე ჩაეშვა და წინასწარი გაყიდვებიც დაწყებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების შესაძენად ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რადგან მომხმარებელი ფასდაკლებითა და გადახდის შეღავათიანი პირობებით სარგებლობს. პროექტში კვადრატული მეტრის ფასი $159-$225-ია. თუმცა საწყის ეტაპზე შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი 1 M2-ზე $10-იან ფასდაკლებას მიიღებს. „მეტროპოლ ლისის“ პროექტში სულ 70-ამდე მიწის ნაკვეთი გაიყიდება და, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, კომპანიაში გაყიდვების სწრაფ ზრდას ვარაუდობენ.

„მეტროპოლ ლისი“ კერძო დასახლების პირველი პროექტია „მეტროპოლისათვის“, თუმცა არა ერთადერთი. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა შინდისშიც, სადაც 90 ჰექტარ მიწის ფართობზე დაახლოებით 700-ამდე ვილა განთავსდება. პროექტში წინასწარი გაყიდვები ივნისიდან დაიწყება.

სამშენებლო კომპანია „მეტროპოლი“ თბილისსა და ბათუმში ოპერირებს. დეველოპერს ამჟამად ერთი დასრულებული და ექვსი მიმდინარე პროექტი აქვს.

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით შვიდი პროექტი აქვს. თბილისში „მეტროპოლ ბაგები“ უკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტის „მეტროპოლ ლისის“ მშენებლობა. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

NS