პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა დღესაც იგივე მაქვს: მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს“ - თამაზ ბესტაევი აგვისტოს ომზე
“რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა დღესაც იგივე მაქვს: მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს“ - თამაზ ბესტაევი აგვისტოს ომზე

“რა­ტომ არ იყო [მო­სახ­ლე­ო­ბის] ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა, რა­ტომ არ გან­ხორ­ცი­ელ­და ევა­კუ­ა­ცია? მე დას­კვნა მქონ­და და დღე­საც იგი­ვე მაქვს - გა­ი­მე­ტეს მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად“, - ასე უპა­სუ­ხა თა­მაზ ბეს­ტა­ევ­მა, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს „სამ­ხრეთ ოსე­თის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცუზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­ნის­ტრი იყო, პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომს შე­ე­ხე­ბო­და.

რო­გორც მან კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, ომის პე­რი­ოდ­ში არ­ცერ­თი ზემ­დგო­მი პი­რის­გან არც ად­გილ­ზე და არც თბი­ლი­სი­დან ინ­სტრუქ­ცია არ მი­უ­ღია, რომ მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია საფრ­თხის ქვეშ იყო და რომ და ტე­რი­ტო­რია უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. თა­მაზ ბეს­ტა­ე­ვის გან­მარ­ტე­ბით, საფრ­თხის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, ვა­სილ სა­ნებ­ლი­ძემ. ამას­თან, ბეს­ტა­ე­ვის გან­მარ­ტე­ბით, ვა­სილ სა­ნებ­ლი­ძემ მას უთხრა, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­დი­ო­და და მას წაჰ­ყვა, თუმ­ცა შეხ­ვედ­რას არ დას­წრე­ბია.

„რა მოხ­და, რა­ტომ არ იყო [მო­სახ­ლე­ო­ბის] ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა, რა­ტომ არ გან­ხორ­ცი­ელ­და ევა­კუ­ა­ცია? მე დას­კვნა მქონ­და და დღე­საც იგი­ვე მაქვს - გა­ი­მე­ტეს მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად, გა­ი­მე­ტეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გა­ი­მე­ტეს ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და მთლი­ა­ნად ის რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც იქ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, იმის მერე არც არა­ვის­თან მქო­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია, რომ რა­ღაც კი­თხვე­ბი [და­მეს­ვა]- ვინ, რას მე­ტყო­და. ეს უფრო ძა­ლოვ­ნებ­მა იცოდ­ნენ და მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რა­ტომ არ გან­ხორ­ცი­ელ­და ევა­კუ­ა­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ“, - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ ბეს­ტა­ევ­მა.

  • თა­მაზ ბეს­ტა­ე­ვის თქმით, ის უშიშ­რო­ე­ბის სხდო­მას არ დას­წრე­ბია, ამას­თან, გან­მარ­ტა, თუ რო­გორ შე­ი­ტყო იმის შე­სა­ხებ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა საფრ­თხის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და

„რუ­სუ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბი უკვე გორს ბომ­ბავ­დნენ. უკვე აშ­კა­რად ჩან­და, რომ აქეთ ბომ­ბავ­დნენ. იმ მო­მენ­ტში რომ ტყვი­ა­ვის გზა ჩა­ვი­ა­რეთ, სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბი არ შემ­ხვედ­რია. იქ, იმ მო­მენ­ტში მე რომ ჩა­მო­ვი­ა­რე, არ იყო, მაგ­რამ უკვე გორ­ში იყ­ვნენ და და­იძ­რნენ, თუ რა­ღაც, ეს მო­მენ­ტი იყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, 17 წელი გა­ვი­და და ასე კად­რი ვერ ამო­მაქვს მეხ­სი­ე­რე­ბი­დან. შე­იძ­ლე­ბა შემ­ხვდა კი­დეც, ან შე­იძ­ლე­ბა არც და­ვაკ­ვირ­დი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ ბეს­ტა­ევ­მა, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

ავტორი:

“რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა დღესაც იგივე მაქვს: მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს“ - თამაზ ბესტაევი აგვისტოს ომზე

“რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? დასკვნა დღესაც იგივე მაქვს: მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს“ - თამაზ ბესტაევი აგვისტოს ომზე

“რატომ არ იყო [მოსახლეობის] ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? მე დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს - გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად“, - ასე უპასუხა თამაზ ბესტაევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრი იყო, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეკითხვას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხებოდა.

როგორც მან კომისიის სხდომაზე განმარტა, ომის პერიოდში არცერთი ზემდგომი პირისგან არც ადგილზე და არც თბილისიდან ინსტრუქცია არ მიუღია, რომ მისი ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ იყო და რომ და ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. თამაზ ბესტაევის განმარტებით, საფრთხის შესახებ არაფერი იცოდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვასილ სანებლიძემ. ამასთან, ბესტაევის განმარტებით, ვასილ სანებლიძემ მას უთხრა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიდიოდა და მას წაჰყვა, თუმცა შეხვედრას არ დასწრებია.

„რა მოხდა, რატომ არ იყო [მოსახლეობის] ევაკუაციის გეგმა, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია? მე დასკვნა მქონდა და დღესაც იგივე მაქვს - გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მთლიანად ის რეგიონი, რომელიც იქ ფუნქციონირებდა.

სიმართლე გითხრათ, იმის მერე არც არავისთან მქონია კომუნიკაცია, რომ რაღაც კითხვები [დამესვა]- ვინ, რას მეტყოდა. ეს უფრო ძალოვნებმა იცოდნენ და მაშინდელმა ხელისუფლებამ, რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია. სამწუხაროდ, ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა თამაზ ბესტაევმა.

  • თამაზ ბესტაევის თქმით, ის უშიშროების სხდომას არ დასწრებია, ამასთან, განმარტა, თუ როგორ შეიტყო იმის შესახებ, რომ მოსახლეობა საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა

„რუსული ბომბდამშენები უკვე გორს ბომბავდნენ. უკვე აშკარად ჩანდა, რომ აქეთ ბომბავდნენ. იმ მომენტში რომ ტყვიავის გზა ჩავიარეთ, სამხედრო დანაყოფები არ შემხვედრია. იქ, იმ მომენტში მე რომ ჩამოვიარე, არ იყო, მაგრამ უკვე გორში იყვნენ და დაიძრნენ, თუ რაღაც, ეს მომენტი იყო. სიმართლე გითხრათ, 17 წელი გავიდა და ასე კადრი ვერ ამომაქვს მეხსიერებიდან. შეიძლება შემხვდა კიდეც, ან შეიძლება არც დავაკვირდი“, - განაცხადა თამაზ ბესტაევმა, რომელიც ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.