პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 წლამდე მორაგბეები 6 ერის ფესტივალამდე, სადაც ისინი იტალიას, უელსსა და ირლანდიას შეხვდებიან, 2025 წლის პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ
18 წლამდე მორაგბეები 6 ერის ფესტივალამდე, სადაც ისინი იტალიას, უელსსა და ირლანდიას შეხვდებიან, 2025 წლის პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ

18 წლამ­დე მო­რაგ­ბე­ე­ბი 6 ერის ფეს­ტი­ვა­ლამ­დე, სა­დაც ისი­ნი იტა­ლი­ას, უელსსა და ირ­ლან­დი­ას შეხ­ვდე­ბი­ან, 2025 წლის პირ­ველ ამ­ხა­ნა­გურ თა­მაშს საფ­რან­გე­თის წი­ნა­აღ­მდეგ თბი­ლის­ში, „ავ­ჭა­ლის“ სტა­დი­ონ­ზე გა­მარ­თა­ვენ.

18 წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი 7 აპ­რილ­ში საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა და სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ვიშ­ში ექ­ვსი ერის ფეს­ტი­ვალ­ზე ითა­მა­შებს, თუმ­ცა მა­ნამ­დე 18 წლამ­დელ­თა მო­რაგ­ბე­ე­ბი 2025 წლის პირ­ველ ამ­ხა­ნა­გურ თა­მაშს საფ­რან­გე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თა­ვენ თბი­ლის­ში, „ავ­ჭა­ლა­ზე“, რო­მე­ლიც 16:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და გულ­შე­მატ­კი­ვარს U18-ების გა­ცი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

ფეს­ტი­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და ექ­ვსი ერის ქვეყ­ნებ­თან (ინ­გლი­სი, საფ­რან­გე­თი, ირ­ლან­დია, უელ­სი, შოტ­ლან­დია, იტა­ლია) ერ­თად, წელს პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაც­ვლად ეს­პა­ნე­თი ითა­მა­შებს.

სა­ქარ­თვე­ლომ 18-წლამ­დელ­თა ექ­ვსი ერის ფეს­ტი­ვალ­ზე პირ­ვე­ლად წინა წელს ითა­მა­შა და ერთი თა­მა­ში მო­ი­გო - საფ­რან­გეთ­თან 20:19, შოტ­ლან­დი­ას (14:22) და ინ­გლისს (19:26) კი მცი­რე­დით ჩა­მორ­ჩა.

წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი 10 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო­სა და იტა­ლი­ის მატ­ჩით გა­იხ­სნე­ბა; 14 აპ­რილს უელსს ეთა­მა­შე­ბი­ან, ხოლო 18 აპ­რილს კი ირ­ლან­დი­ას შე­ერ­კი­ნე­ბი­ან.

ზუ­რაბ ამო­ნაშ­ვი­ლის რჩე­ულ­თა შო­რის 6 ლე­გი­ო­ნე­რია. 4 მათ­გა­ნი ფრან­გულ, ორი კი ინ­გლი­სურ კლუბს წარ­მო­ად­გენს. 45 მო­თა­მა­ში­დან 18 2008 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი და მათ 18-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­ში თა­მა­ში მო­მა­ვალ წელ­საც უწევთ. საფ­რან­გეთ­თან თა­მა­შამ­დე გუნდს კი­დევ ორი ლე­გი­ო­ნე­რი და­ე­მა­ტე­ბა - ‘ტუ­ლო­ნის’ მე­ო­რე­ხა­ზე­ლი, 18-წლამ­დელ­თა კა­პი­ტა­ნი და­ვით ბა­რა­მია და ‘მონ­პე­ლი­ეს’ მე­ო­რე­ხა­ზე­ლი ნი­კო­ლოზ ჩხორ­თო­ლია. ისი­ნი თბი­ლის­ში 25 მარტს ჩა­მო­ვიდ­ნენ.

გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ზუ­რაბ ამო­ნაშ­ვი­ლი მზა­დე­ბის პრო­ცე­სი­სა და შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა:

„მო­თა­მა­შე­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ჭა­ბუკ­თა ა ლი­გის ქვე­და ასა­კი­დან გვყავს და ჩვე­ნი მზა­დე­ბის პრო­ცე­სიც მათ გან­რიგ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, რო­დე­საც 20-წლამ­დე­ლე­ბი სამ­ხრეთ აფ­რი­კას­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­რი­ის თა­მა­შებს მარ­თავ­დნენ და ა ლიგა ის­ვე­ნებ­და, 4-დღი­ა­ნი შეკ­რე­ბა გვქონ­და ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო შეკ­რე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ჩაგ­ვი­ვარ­და. თოვ­ლის გამო გუნ­დი ვერ­ცერ­თხელ გა­ვი­და მო­ე­დან­ზე და მხო­ლოდ დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შით თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლეთ. შეკ­რე­ბის ბოლო დღეს ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში მოგ­ვი­წია ჩა­მოს­ვლა ერ­თმა­ნეთ­ში რომ გვე­თა­მა­შა“.

„ა ლი­გის ფი­ნა­ლის შემ­დეგ ბი­ჭებს ერთი დღით დას­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით და 11 მარ­ტი­დან და­ვი­წყეთ მზა­დე­ბა მარ­ტყო­ფის ბა­ზა­ზე, სა­დაც შა­ბათს ორ­მხრი­ვი თა­მა­ში გვქონ­და. ამ ეტაპ­ზე 45 კან­დი­და­ტი გვყავს, რომ­ლებ­საც 25 მარტს კი­დევ ორი ლე­გი­ო­ნე­რი და­ვით ბა­რა­მია და ნი­კო­ლოზ ჩხორ­თო­ლია და­ე­მა­ტე­ბა. ისი­ნი საფ­რან­გეთ­თან მატ­ჩის­თვის უკვე ჩვენ­თან ერ­თად იქ­ნე­ბი­ან“.

„გა­ფარ­თო­ე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან, უკვე ჩვენ­თან ერ­თად ვარ­ჯი­შო­ბენ და ვაკ­ვირ­დე­ბით ლე­გი­ო­ნე­რებს საფ­რან­გე­თი­დან, რომ­ლე­ბიც იქ არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი, ან ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში წა­ვიდ­ნენ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ გა­ვა­მარ­ტი­ვოთ ჩვე­ნი სა­თა­მა­შო სის­ტე­მა და ბი­ჭებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ეტა­პობ­რი­ვად ვაწ­ვდით, რათა გა­უ­ად­ვილ­დეთ მათი ათ­ვი­სე­ბა. შა­ბათს გვქონ­და ორ­მხრი­ვი თა­მა­ში, რო­მელ­მაც მო­თა­მა­შე­ე­ბის ფორ­მა­ზე წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვიქ­მნა“.

„საფ­რან­გე­თი 26 კა­ცით ჩა­მო­დის და ჩვენც 26 მო­თა­მა­შე გვე­ყო­ლე­ბა გა­ნა­ცხად­ში, ზუს­ტად ისე, რო­გორც ექ­ვსი ერის ფეს­ტი­ვა­ლის ფორ­მა­ტია“.

„რაც შე­ე­ხე­ბა საფ­რან­გეთს, მათ ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი გუნ­დი ყავთ. ვი­ცით, რომ ისი­ნი უკვე შერ­კე­ბი­ლე­ბი არი­ან „მარ­კუ­სის“ ბა­ზა­ზე და ემ­ზა­დე­ბი­ან ჩვენ­თან თა­მა­შის­თვის. ეს არის ჩვენ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კარ­გად მო­ვემ­ზა­დოთ ექ­ვსი ერის ფეს­ტი­ვა­ლის­თვის. გარ­და ამი­სა, არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ 18-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი დო­ნის გუნ­დებ­თან შეხ­ვედ­რა. ბევ­რი მო­თა­მა­შის­თვის საფ­რან­გეთ­თან თა­მა­ში იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნეს­თან და ექ­ვსი ერის ფეს­ტი­ვალ­ზე ჩას­ვლამ­დე მათ ექ­ნე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა რა დო­ნის მე­ტო­ქე­ებ­თან მოგ­ვი­წევს თა­მა­ში. ვფიქ­რობ, მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა მა­ღალ ტემ­პთან ადაპ­ტა­ცია იქ­ნე­ბა, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ჩემ­პი­ო­ნატ­ში თა­მა­შის ტემ­პი ძა­ლი­ან და­ბა­ლია და 2 კვი­რა­ში მოგ­ვი­წევს მას­თან ადპ­ტა­ცია“.

„ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბი ყო­ველ­თვის სპე­ცი­ფი­უ­რია და წელს არ გვყავს ისე­თი მა­სი­უ­რი ბი­ჭე­ბი, რო­გო­რიც შარ­შან გვყავ­და. გა­ფარ­თო­ე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 5 ისე­თი მო­თა­მა­შეა, რო­მელ­მაც ექ­ვსი ერის ფეს­ტი­ვალ­ზე შარ­შა­ნაც ითა­მა­შა, კი­დევ 9-მ კი 18-წლამ­დელ­თა რაგ­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მი­ი­ღო გა­მოც­დი­ლე­ბა“.

2025 წლის ექ­ვსი ერის ფეს­ტი­ვა­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან:

ნი­კო­ლოზ ტო­რა­ძე (რუ­ე­ნი, საფ­რან­გე­თი), საბა გოგ­რი­ჭი­ა­ნი (ლო­კო­მო­ტი­ვი), ნი­კო­ლოზ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე (ოი­ო­ნა, საფ­რან­გე­თი), მინ­დია ხო­რა­ვა (ორი­ა­კი, საფ­რან­გე­თი), შოთა გვრი­ტიშ­ვი­ლი (ლელო), საბა ჯი­ბღაშ­ვი­ლი (ლელო), ირაკ­ლი ყოლ­ბა­ია (ლელო), გი­ორ­გი გა­ბუ­ნია (ლელო), ნიკა ხოშ­ტა­რია (ფოთი), და­ვით ხურ­ცი­ძე (ლელო), ლუკა ჭა­კუა (ფოთი), ნიკა მი­ქა­ძე (ლელო), გოგა ბე­რი­ძე (ბა­თუ­მი), მათე მა­ხა­რა­ძე (ბა­თუ­მი), ლუკა შუ­ლა­ია (ლელო), მათე ბე­რუ­აშ­ვი­ლი (ლო­კო­მო­ტი­ვი), ლუკა ტა­ბა­ტა­ძე (არ­მია), ბექა წა­მა­ლა­ი­ძე (არ­მია), საბა გი­ორ­გი­ძე (ლელო), ნიკა ხა­ფა­ვა (ყო­ჩე­ბი), გი­ორ­გი არ­ძე­ნა­ძე (ბა­თუ­მი), გი­ორ­გი ზა­ზა­ძე (ხა­რე­ბი), თაზო მე­ი­ფა­რი­ა­ნი (აია), გაბ­რი­ელ ჩი­ქო­ვა­ნი (რა­შე­ბი), ნიკა ფან­ცუ­ლა­ია (არ­მია), ტატო ტა­ლა­ხა­ძე (აია), საბა მე­რე­ბაშ­ვი­ლი (ლელო), გაბ­რი­ელ რაზ­მა­ძე (ორი­ა­კი, საფ­რან­გე­თი), ლე­ვან ბუ­ცხრი­კი­ძე (ლელო), რეზო მა­თი­აშ­ვი­ლი (ყო­ჩე­ბი), ნიკა თექთურ­მა­ნი­ძე (ხვამ­ლი), სან­დრო გამ­ყრე­ლი­ძე (აკა­დე­მია), გი­ორ­გი ხო­ნე­ლი­ძე (ლელო), დე­მეტ­რე დევ­და­რი­ა­ნი (სენტ მერი, ინ­გლი­სი), გივი ჩიხ­ლა­ძე (აია), ოთარ ელი­აშ­ვი­ლი (გორი), იო­სებ ღვინ­ჯი­ლია (ლელო), გოგა უშ­ვე­რი­ძე (აია), დათა ახვლე­დი­ა­ნი (ლელო), ან­დრია ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი (ინ­გლი­სი), და­ვით არო­ბე­ლი­ძე (არ­მია), საბა მშვილ­და­ძე (აია), ავ­თან­დილ ზვი­ა­და­ძე (აია), გი­ორ­გი კე­კე­ლია (ლო­კო­მო­ტი­ვი), ლუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი (ლელო).

მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: ზურა ამო­ნაშ­ვი­ლი

მწვრთნე­ლე­ბი: პა­ა­ტა მა­ი­სუ­რა­ძე, მი­ხე­ილ სუ­ჯაშ­ვი­ლი

NS

ავტორი:

18 წლამდე მორაგბეები 6 ერის ფესტივალამდე, სადაც ისინი იტალიას, უელსსა და ირლანდიას შეხვდებიან, 2025 წლის პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ

18 წლამდე მორაგბეები 6 ერის ფესტივალამდე, სადაც ისინი იტალიას, უელსსა და ირლანდიას შეხვდებიან, 2025 წლის პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ

18 წლამდე მორაგბეები 6 ერის ფესტივალამდე, სადაც ისინი იტალიას, უელსსა და ირლანდიას შეხვდებიან, 2025 წლის პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გამართავენ.

18 წლამდელთა ნაკრები 7 აპრილში საფრანგეთში გაემგზავრება და საკურორტო ქალაქ ვიშში ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებს, თუმცა მანამდე 18 წლამდელთა მორაგბეები 2025 წლის პირველ ამხანაგურ თამაშს საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავენ თბილისში, „ავჭალაზე“, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივარს U18-ების გაცილების შესაძლებლობა ექნებათ.

ფესტივალში საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს.

საქართველომ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე პირველად წინა წელს ითამაშა და ერთი თამაში მოიგო - საფრანგეთთან 20:19, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა.

წლევანდელი ფესტივალი 10 აპრილს საქართველოსა და იტალიის მატჩით გაიხსნება; 14 აპრილს უელსს ეთამაშებიან, ხოლო 18 აპრილს კი ირლანდიას შეერკინებიან.

ზურაბ ამონაშვილის რჩეულთა შორის 6 ლეგიონერია. 4 მათგანი ფრანგულ, ორი კი ინგლისურ კლუბს წარმოადგენს. 45 მოთამაშიდან 18 2008 წელსაა დაბადებული და მათ 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში მომავალ წელსაც უწევთ. საფრანგეთთან თამაშამდე გუნდს კიდევ ორი ლეგიონერი დაემატება - ‘ტულონის’ მეორეხაზელი, 18-წლამდელთა კაპიტანი დავით ბარამია და ‘მონპელიეს’ მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია. ისინი თბილისში 25 მარტს ჩამოვიდნენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი მზადების პროცესისა და შემადგენლობის შესახებ გვიყვება:

„მოთამაშეების ძირითადი ნაწილი ჭაბუკთა ა ლიგის ქვედა ასაკიდან გვყავს და ჩვენი მზადების პროცესიც მათ განრიგზეა მორგებული. თებერვლის ბოლოს, როდესაც 20-წლამდელები სამხრეთ აფრიკასთან საერთაშორისო სერიის თამაშებს მართავდნენ და ა ლიგა ისვენებდა, 4-დღიანი შეკრება გვქონდა ქუთაისში, მაგრამ მეტეოროლოგიური პირობების გამო შეკრება ფაქტობრივად ჩაგვივარდა. თოვლის გამო გუნდი ვერცერთხელ გავიდა მოედანზე და მხოლოდ დარბაზში ვარჯიშით თეორიული სწავლებებით შემოვიფარგლეთ. შეკრების ბოლო დღეს ქუთაისიდან თბილისში მოგვიწია ჩამოსვლა ერთმანეთში რომ გვეთამაშა“.

„ა ლიგის ფინალის შემდეგ ბიჭებს ერთი დღით დასვენების შესაძლებლობა მივეცით და 11 მარტიდან დავიწყეთ მზადება მარტყოფის ბაზაზე, სადაც შაბათს ორმხრივი თამაში გვქონდა. ამ ეტაპზე 45 კანდიდატი გვყავს, რომლებსაც 25 მარტს კიდევ ორი ლეგიონერი დავით ბარამია და ნიკოლოზ ჩხორთოლია დაემატება. ისინი საფრანგეთთან მატჩისთვის უკვე ჩვენთან ერთად იქნებიან“.

„გაფართოებულ შემადგენლობაში არიან, უკვე ჩვენთან ერთად ვარჯიშობენ და ვაკვირდებით ლეგიონერებს საფრანგეთიდან, რომლებიც იქ არიან დაბადებული, ან ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც საფრანგეთში წავიდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავამარტივოთ ჩვენი სათამაშო სისტემა და ბიჭებს ინფორმაციას ეტაპობრივად ვაწვდით, რათა გაუადვილდეთ მათი ათვისება. შაბათს გვქონდა ორმხრივი თამაში, რომელმაც მოთამაშეების ფორმაზე წარმოდგენა შეგვიქმნა“.

„საფრანგეთი 26 კაცით ჩამოდის და ჩვენც 26 მოთამაშე გვეყოლება განაცხადში, ზუსტად ისე, როგორც ექვსი ერის ფესტივალის ფორმატია“.

„რაც შეეხება საფრანგეთს, მათ ყოველთვის გამორჩეული გუნდი ყავთ. ვიცით, რომ ისინი უკვე შერკებილები არიან „მარკუსის“ ბაზაზე და ემზადებიან ჩვენთან თამაშისთვის. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, კარგად მოვემზადოთ ექვსი ერის ფესტივალისთვის. გარდა ამისა, არაერთხელ მითქვამს, რომ 18-წლამდელთა ნაკრები განვითარების ეტაპია და მნიშვნელოვანია ასეთი დონის გუნდებთან შეხვედრა. ბევრი მოთამაშისთვის საფრანგეთთან თამაში იქნება პირველი შეხება საერთაშორისო დონესთან და ექვსი ერის ფესტივალზე ჩასვლამდე მათ ექნებათ წარმოდგენა რა დონის მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა მაღალ ტემპთან ადაპტაცია იქნება, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს ჩემპიონატში თამაშის ტემპი ძალიან დაბალია და 2 კვირაში მოგვიწევს მასთან ადპტაცია“.

„ასაკობრივი ნაკრები ყოველთვის სპეციფიურია და წელს არ გვყავს ისეთი მასიური ბიჭები, როგორიც შარშან გვყავდა. გაფართოებულ შემადგენლობაში 5 ისეთი მოთამაშეა, რომელმაც ექვსი ერის ფესტივალზე შარშანაც ითამაშა, კიდევ 9-მ კი 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მიიღო გამოცდილება“.

2025 წლის ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადებიან:

ნიკოლოზ ტორაძე (რუენი, საფრანგეთი), საბა გოგრიჭიანი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), მინდია ხორავა (ორიაკი, საფრანგეთი), შოთა გვრიტიშვილი (ლელო), საბა ჯიბღაშვილი (ლელო), ირაკლი ყოლბაია (ლელო), გიორგი გაბუნია (ლელო), ნიკა ხოშტარია (ფოთი), დავით ხურციძე (ლელო), ლუკა ჭაკუა (ფოთი), ნიკა მიქაძე (ლელო), გოგა ბერიძე (ბათუმი), მათე მახარაძე (ბათუმი), ლუკა შულაია (ლელო), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ტაბატაძე (არმია), ბექა წამალაიძე (არმია), საბა გიორგიძე (ლელო), ნიკა ხაფავა (ყოჩები), გიორგი არძენაძე (ბათუმი), გიორგი ზაზაძე (ხარები), თაზო მეიფარიანი (აია), გაბრიელ ჩიქოვანი (რაშები), ნიკა ფანცულაია (არმია), ტატო ტალახაძე (აია), საბა მერებაშვილი (ლელო), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), რეზო მათიაშვილი (ყოჩები), ნიკა თექთურმანიძე (ხვამლი), სანდრო გამყრელიძე (აკადემია), გიორგი ხონელიძე (ლელო), დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), გივი ჩიხლაძე (აია), ოთარ ელიაშვილი (გორი), იოსებ ღვინჯილია (ლელო), გოგა უშვერიძე (აია), დათა ახვლედიანი (ლელო), ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), დავით არობელიძე (არმია), საბა მშვილდაძე (აია), ავთანდილ ზვიადაძე (აია), გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), ლუკა ბერძენიშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი

NS