პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

პო­ლი­ცი­ამ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ერთი პირი და­ა­კა­ვა.

  • რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის და დაჭ­რის ფაქ­ტი გახ­სნა - და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.უ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ორ პირს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ჯ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჩ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

  • როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.