მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეიდან რომ ვეღარ დაგეხმარებით, ამ რუსეთის მონის დამსახურებაა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ვატო შაქარიშვილზე?
"დღეიდან რომ ვეღარ დაგეხმარებით, ამ რუსეთის მონის დამსახურებაა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ვატო შაქარიშვილზე?

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­ში ფონ­დე­ბის და­ყა­და­ღე­ბის დე­ტა­ლე­ბი არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი.

“მე­გობ­რე­ბო, ამ ადა­მი­ა­ნის შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე დაგ­ვა­ყა­და­ღეს. (ოფი­ცი­ა­ლუ­რად) თო­რემ სი­ნამ­დვი­ლე­ში მი­ზე­ზი ყვე­ლამ ვი­ცით - ვატო შა­ქა­რიშ­ვილი.

მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვი­საც ჩვენ­თვის მო­წე­რი­ლი გაქვთ შვი­ლე­ბის მძი­მე დი­აგ­ნოზ­ზე, შე­წყვე­ტი­ლი სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნა­ზე, ჩაჭ­რილ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე, ნი­სი­ებ­ზე, ყვე­ლამ უნდა მი­წე­როთ, აი, ამ *****-ს, რად­გან დღე­ი­დან რომ ვე­ღარ და­გეხ­მა­რე­ბით, ამ რუ­სე­თის მო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

თურ­ქე­თის კლი­ნი­კი­დან რომ ბავ­შვი მყავ­და რე­ა­ნი­მო­ბი­ლით გად­მო­საყ­ვა­ნი, მათ ოჯახს გან­სა­კუთ­რე­ბით ვთხოვ. არ გთა­გავთ, ამო­იც­ნობთ თქვე­ნა თავს,“ - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

  • ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ყა­დაღ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი რამ­დე­ნი­მე ფონ­დი. მათ შო­რის, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის, ნიკა გი­ლა­უ­რის და სხვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ახ­დე­ნენ შემ­დე­გი ფონ­დე­ბი, - ა(ა)იპ „ნა­ნუ­კას ფონ­დი“; ა(ა)იპ „ფროს­ფე­რი­თი“; ა(ა)იპ „ფონ­დი ერ­თმა­ნე­თის­თვის 24/7“; ა(ა)იპ „სირ­ცხვი­ლია“; ა(ა)იპ „თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი“; აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ფი­ნანსდე­ბა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გახ­სნი­ლია ბოლო პე­რი­ოდ­ში და 2024 წლის დე­კემ­ბრი­დან დღემ­დე, და­ხარ­ჯუ­ლი აქვთ 2.000.000 ლარ­ზე მეტი“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"დღეიდან რომ ვეღარ დაგეხმარებით, ამ რუსეთის მონის დამსახურებაა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ვატო შაქარიშვილზე?

"დღეიდან რომ ვეღარ დაგეხმარებით, ამ რუსეთის მონის დამსახურებაა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ვატო შაქარიშვილზე?

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომელში ფონდების დაყადაღების დეტალები არის განმარტებული.

“მეგობრებო, ამ ადამიანის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაგვაყადაღეს. (ოფიციალურად) თორემ სინამდვილეში მიზეზი ყველამ ვიცით - ვატო შაქარიშვილი.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩვენთვის მოწერილი გაქვთ შვილების მძიმე დიაგნოზზე, შეწყვეტილი სტატუსის აღდგენაზე, ჩაჭრილ ელექტროენერგიაზე, ნისიებზე, ყველამ უნდა მიწეროთ, აი, ამ *****-ს, რადგან დღეიდან რომ ვეღარ დაგეხმარებით, ამ რუსეთის მონის დამსახურებაა.

თურქეთის კლინიკიდან რომ ბავშვი მყავდა რეანიმობილით გადმოსაყვანი, მათ ოჯახს განსაკუთრებით ვთხოვ. არ გთაგავთ, ამოიცნობთ თქვენა თავს,“ - წერს ჟორჟოლიანი.

  • ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაყადაღდა საქართველოში მოქმედი რამდენიმე ფონდი. მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ნიკა გილაურის და სხვა.

პროკურატურამ აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, “გამოძიებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები, - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“; აღსანიშნავია, რომ მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, დახარჯული აქვთ 2.000.000 ლარზე მეტი“.

იხილეთ ასევე: