პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო (ფოტოები)
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ერთა ლი­გის პლეი-ოფის მატ­ჩე­ბის­თვის მზა­დე­ბას დღე­ი­დან - 17 მარ­ტი­დან და­ი­წყებს. შეკ­რე­ბა­ზე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი უკვე გა­მო­ცხად­და, რის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­საც ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს.

B ლი­გა­ში ად­გი­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბელ ორ­მატ­ჩი­ან პლეი-ოფში ჩვე­ნი გუნ­დი სომ­ხე­თის ნაკ­რებს, 20 მარტს ერე­ვან­ში, ხოლო 23 მარტს თბი­ლის­ში და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. წყვილ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ერთა ლი­გის 2026/2027 წლე­ბის სე­ზონს B ლი­გა­ში ითა­მა­შებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ოლ­მა წლის პირ­ვე­ლი მატ­ჩე­ბის­თვის 25 ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მო­ი­ძა­ხა. სა­ნაკ­რე­ბო სი­ა­ში ერთი დე­ბი­უ­ტან­ტია - ოდე­სის ჩერ­ნო­მო­რე­ცის და ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, ლუკა ლა­ცა­ბი­ძე.

ერთა ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის გამო, სომ­ხეთ­თან ერე­ვან­ში გა­სა­მართ შეხ­ვედ­რას გუ­რამ კა­შია და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია გა­მო­ტო­ვე­ბენ.

კა­ში­ას არ ყოფ­ნა­ში ჩვენს ნაკ­რებს ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი უკა­პიტ­ნებს.

გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ში არ ჩა­ნან გუნ­დის ლი­დე­რე­ბი: ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე, ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი, ბუდუ, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი ზივ­ზი­ვა­ძე და ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი. ისი­ნი შეკ­რე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

  • სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა

მე­კა­რე: გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (ვა­ლენ­სია, ეს­პა­ნე­თი), გი­ორ­გი ლო­რია (ომო­ნია არა­დი­პუ, კვიპ­რო­სი), ლუკა გუ­გე­შაშ­ვი­ლი (პან­სე­რა­ი­კო­სი, სა­ბერ­ძნე­თი)

დაც­ვა: გუ­რამ კა­შია (სლო­ვა­ნი, სლო­ვა­კე­თი), ოთარ კა­კა­ბა­ძე (კრა­კო­ვია, პო­ლო­ნე­თი), ლაშა დვა­ლი (აპო­ე­ლი, კვიპ­რო­სი), ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი (სა­ლერ­ნი­ტა­ნა, იტა­ლია), გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი (კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი, და­ნია), საბა გოგ­ლი­ჩი­ძე (ემ­პო­ლი, იტა­ლია), ირაკ­ლი აზა­რო­ვი (შახ­ტა­რი, უკ­რა­ი­ნა), ლუკა ლა­ცა­ბი­ძე (ჩერ­ნო­მო­რე­ცი, უკ­რა­ი­ნა)

ნა­ხე­ვარ­დაც­ვა/თავ­დას­ხმა: ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი (შტურ­მი, ავ­სტრია), გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი (ლე­ვან­ტე, ეს­პა­ნე­თი), ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი (ნი­რე­ჰა­ზა, უნ­გრე­თი) ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი (კრა­ი­ო­ვა, რუ­მი­ნე­თი), ლე­ვან შენ­გე­ლია (ოფი კრე­ტა, სა­ბერ­ძნე­თი), გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი (გრა­ნა­და, ეს­პა­ნე­თი), გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე (უო­ტფორ­დი, ინ­გლი­სი), შოთა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი (ჩერ­კა­სი, უკ­რა­ი­ნა), გი­ორ­გი ზა­რია (კა­ი­რა­თი, ყა­ზა­ხე­თი), ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი (სენტ-ეტი­ე­ნი, საფ­რან­გე­თი), გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლი (სა­რა­ე­ვო, ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნა), ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია (პსჟ, საფ­რან­გე­თი), ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე (ჰა­ი­დე­ნ­ჰა­ი­მი, გერ­მა­ნია), გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე (ლი­ო­ნის ოლიმ­პი­კი, საფ­რან­გე­თი).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო (ფოტოები)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას დღეიდან - 17 მარტიდან დაიწყებს. შეკრებაზე ფეხბურთელების დიდი ნაწილი უკვე გამოცხადდა, რის ამსახველ ფოტოებსაც ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.

კაშიას არ ყოფნაში ჩვენს ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს.

გავრცელებულ ფოტოებში არ ჩანან გუნდის ლიდერები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ბუდუ, გიორგი ქოჩორაშვილი ზივზივაძე და ზურიკო დავითაშვილი. ისინი შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებიან.

  • საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი).