პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაყადაღდა ფონდები? - პროკურატურა მიზეზებს განმარტავს და გამოძიების შესახებ წერს
რატომ დაყადაღდა ფონდები? - პროკურატურა მიზეზებს განმარტავს და გამოძიების შესახებ წერს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ფონ­დე­ბის და­ყა­და­ღე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზე წერს.

“რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ბო­ტა­ჟის, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბის, უცხო­ე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის და უცხო­ე­თის კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 318-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 19, 318-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, 319-ე და 3211 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სხვა და სხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე, მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, ე.წ “მარ­შე­ბი“ და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნა­წილ­მა, დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღო ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი და გას­ცდა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ი­ხა­ტა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის და სხვა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ში, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში საგ­ნე­ბი­სა თუ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თავ­დას­ხმა­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში და სხვა არამ­შვი­დო­ბი­ან ქმე­დე­ბებ­ში. ად­გი­ლი ჰქონ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა ძა­ლა­დო­ბა, რბე­ვა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა, ია­რა­ღად სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რიც იყო პი­რო­ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი და ცე­ცხლგამ­ჩე­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. არა­ერ­თგზის და­ფიქ­სირ­და ე.წ. „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ. გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად მა­რაგ­დე­ბოდ­ნენ ე.წ. რეს­პი­რა­ტო­რე­ბით, “სპე­ცი­ა­ლურ აირ­წი­ნა­ღე­ბით“, ჩა­ფხუ­ტე­ბით და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რათა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ტე­ვა ყო­ფი­ლი­ყო ეფექ­ტუ­რი.

ხსე­ნე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზი­ან­და 55 ფი­ზი­კუ­რი პირი, რო­მელ­თა­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ამას­თან ცე­ცხლის გა­ჩე­ნის გზით და­ზი­ან­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი და მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ცალ­კე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბას უკე­თებ­დნენ ფი­ნან­სებს, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი ხმარ­დე­ბო­და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და იმ იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სა­ბან­კო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა, რო­მელ­თა მი­მარ­თაც არ­სე­ბობ­და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სხვა­დას­ხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და მი­წო­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ე.წ. „ფონ­დე­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პირ­და­პირ წარ­მარ­თა­ვენ თან­ხებს უკა­ნო­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, მო­უ­წო­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ და სხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის­კენ. კონ­კრე­ტუ­ლი ფონ­დე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, მი­მარ­თუ­ლია სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

  • ხდე­ბა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და და სხვა სა­ხის პი­რა­დი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტა.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ახ­დე­ნენ შემ­დე­გი ფონ­დე­ბი, - ა(ა)იპ „ნა­ნუ­კას ფონ­დი“; ა(ა)იპ „ფროს­ფე­რი­თი“; ა(ა)იპ „ფონ­დი ერ­თმა­ნე­თის­თვის 24/7“; ა(ა)იპ „სირ­ცხვი­ლია“; ა(ა)იპ „თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი“; აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ფი­ნანსდე­ბა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გახ­სნი­ლია ბოლო პე­რი­ოდ­ში და 2024 წლის დე­კემ­ბრი­დან დღემ­დე, და­ხარ­ჯუ­ლი აქვთ 2.000.000 ლარ­ზე მეტი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ე.წ. „ფონ­დე­ბი“, მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს წარ­მარ­თავ­დნენ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­სა­დე­ნად სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რის და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნის­თვის, კერ­ძოდ მი­თი­თე­ბუ­ლი „ფონ­დე­ბი­დან“ ხდე­ბო­და თან­ხე­ბის მი­ღე­ბა/გა­ცე­მა, მათ შო­რის ტრან­ზაქ­ცი­ის დროს პირ­და­პირ მი­თი­თე­ბუ­ლი შემ­დე­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით: “აქ­ცი­ის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის­თვის“, “რაც სა­ჭი­როა ბრძო­ლის­თვის“, “აქ­ცი­ე­ბის­თვის ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნა“, “პი­რო­ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად“, “აირ­წი­ნა­ღის შე­ძე­ნა წი­ნა­ხა­ზის ბავ­შვე­ბის­თვის“ და სხვა. რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით: “წი­ნა­ხა­ზის ბავ­შვე­ბის­თვის აირ­წი­ნა­ღე­ბის შე­ძე­ნა“, გან­კუთ­ვნი­ლი იყო იმ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ზე თავ­დას­ხმი­სას ე.წ. „წინა ხაზ­ზე“ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, რის შე­დე­გა­დაც, რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო ათე­უ­ლო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა, ისე­ვე რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ. იმ გა­რე­მო­ე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით, რომ ე.წ. „ფონ­დე­ბი“, შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს ახ­მა­რენ ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ პირ­თა და მათი ოჯა­ხის წევრთა ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და ამით გარ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის და­ფი­ნან­სე­ბი­სა ქმნი­ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში პირ­თა ჩარ­თვის წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ სა­ფუძ­ვლებს, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2025 წლის 17 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - ა(ა)იპ „ნა­ნუ­კას ფონ­დი“-ს , ა(ა)იპ „ფროს­ფე­რი­თი“-ს, ა(ა)იპ „ფონ­დი ერ­თმა­ნე­თის­თვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირ­ცხვი­ლია“ და ა(ა)იპ „თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი“-ს სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის და მათ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის და­ყა­და­ღე­ბა.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

რატომ დაყადაღდა ფონდები? - პროკურატურა მიზეზებს განმარტავს და გამოძიების შესახებ წერს

რატომ დაყადაღდა ფონდები? - პროკურატურა მიზეზებს განმარტავს და გამოძიების შესახებ წერს

საქართველოს პროკურატურა ფონდების დაყადაღების მიზეზებს განმარტავს და გამოძიების დეტალებზე წერს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვა და სხვა ლოკაციებზე, მიმდინარე საპროტესტო აქციები, ე.წ “მარშები“ და სხვა ღონისძიებების ნაწილმა, დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. აღნიშნული გამოიხატა პარლამენტის შენობის და სხვა კერძო საკუთრების დაზიანებაში, ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნებისა თუ ნივთიერებების გამოყენებაში, პოლიციის თანამშრომლების თავდასხმასა და ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში და სხვა არამშვიდობიან ქმედებებში. ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღად სხვადასხვა საგნების გამოყენება, როგორიც იყო პიროტექნიკური საშუალებებით სპეციალურად დამზადებული მოწყობილობები, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებები. არაერთგზის დაფიქსირდა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება პოლიციის თანამშრომელთა წინააღმდეგ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ძალადობრივი ჯგუფები სისტემატურად მარაგდებოდნენ ე.წ. რესპირატორებით, “სპეციალურ აირწინაღებით“, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებებისას სამართალდამცავებზე ძალადობრივი შეტევა ყოფილიყო ეფექტური.

ხსენებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა 55 ფიზიკური პირი, რომელთაგან უმრავლესობა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან. ამასთან ცეცხლის გაჩენის გზით დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და მწყობრიდან გამოვიდა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები. ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების პარალელურად, საჯარო სივრცეებში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს. აღნიშნულის გამო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.

გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად.

  • ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

გამოძიებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები, - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“; აღსანიშნავია, რომ მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, დახარჯული აქვთ 2.000.000 ლარზე მეტი.

მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ე.წ. „ფონდები“, მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის, კერძოდ მითითებული „ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: “აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, “რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, “აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, “პიროტექნიკის შესაძენად“, “აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და სხვა. როგორც გამოძიებით დგინდება, დიდი ოდენობით თანხები დანიშნულებით: “წინახაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა“, განკუთვნილი იყო იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებზე თავდასხმისას ე.წ. „წინა ხაზზე“ იმყოფებოდნენ და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს, რის შედეგადაც, როგორც უკვე აღინიშნა, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო ათეულობით სამართალდამცავმა, ისევე როგორც აქციის მონაწილემ. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: