პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება“ რეგულაციების დაწესებას ონლაინმედიასა და სოციალურ ქსელებშიც აპირებს
"ქართული ოცნება“ რეგულაციების დაწესებას ონლაინმედიასა და სოციალურ ქსელებშიც აპირებს

სა­ტე­ლე­ვი­ზიო და რა­დიო მა­უ­წყებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბა გეგ­მავს, ინ­ტერ­ნეტ­მე­დი­ა­სა და სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეც გავ­რცელ­დე­ბა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით “მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი კო­რექ­ტირ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის სა­ხეც­ვლი­ლი ვა­რი­ან­ტი პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძემ წა­რად­გი­ნა.

გორ­დუ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექ­ტით გა­ნი­მარ­ტე­ბა თუ რა არის ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ცნე­ბის გან­მარ­ტე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი დე­ფი­ნი­ცია: - ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლის მიერ მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე ინ­ტერ­ნეტ­სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ინ­ტერ­ნეტ­დო­მე­ნის ან ინ­ტერ­ნე­ტჰოს­ტინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით, ასე­ვე თა­ვის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ან მე­სა­მე პი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბის პლატ­ფორ­მა­ზე, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა.

ინ­ტერ­ნეტ­მე­დია მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა მა­უ­წყე­ბე­ლი ან სხვა პირი, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ან სხვას­თან ერ­თად ფლობს ან იყე­ნებს ინ­ტერ­ნეტ­დო­მე­ნი­სა და ინ­ტერ­ნეტ ჰოს­ტინგს.

“მა­უ­წყებ­ლებს იმავდრო­უ­ლად აქვთ სა­ი­ტი, აქვთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი. ჩვენს მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თუ მა­უ­წყე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას, მა­გა­ლი­თად, არა­ჯე­როვ­ნად ავ­რცე­ლებს, პირს რე­ა­გი­რე­ბა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­ეძ­ლე­ბა, თუ ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­ე­თე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და თუნ­დაც ვებ-გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რე­ა­გი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ამი­ტომ, პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გან­ხილ­ვი­სას იყო გუნ­დის შე­თან­ხმე­ბა, რომ ონ­ლა­ინ მე­დი­ა­ზეც გავ­რცელ­დეს ქცე­ვის ის სტან­დარ­ტე­ბი, რაც ზო­გა­დად, მა­უ­წყებ­ლე­ბის­თვის არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. იხ­ვე­წე­ბა და ვი­თარ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უნდა არ­სე­ბობ­დეს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე არ გავ­რცელ­დე­ბა. აქ ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იგუ­ლის­ხმე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს მე­დი­ას უწო­დებს, მაგ­რამ არ ოპე­რი­რე­ბენ რო­გორც მა­უ­წყებ­ლე­ბი, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზია არ არის და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად იყე­ნე­ბენ რო­გორ სა­ი­ტებს, ასე­ვე სხვა აპ­ლი­კა­ცი­ებს და აქვთ სტრუქ­ტუ­რი­ზე­ბუ­ლი ფორ­მა“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძემ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, თუ მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს “ჩა­დე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში“ ჯა­რი­მე­ბი 2025 წლის 1-ელ ივ­ნი­სამ­დე და­ე­კის­რე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღ­სას­რუ­ლებ­ლად არ მი­ექ­ცე­ვა.

რო­გორც გორ­დუ­ლა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რათა მმარ­თველ გუნდს არ დას­წა­მონ ცილი, რომ სურს, მა­უ­წყებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვა და მათ მი­მართ ჯა­რი­მე­ბის და გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის მო­მენ­ტა­ლუ­რად, ყო­ველ­გვა­რი დრო­ის გა­რე­შე ამოქ­მე­დე­ბა.

“ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ მა­უ­წყებ­ლებს მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, პრაქ­ტი­კი­დან და კო­მი­სი­ის მი­თი­თე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კა­ნო­ნი და­იც­ვან და ზუს­ტი და ჯე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა უზ­რუნ­ველ­ყონ“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძემ.

“მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბებს პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტი მე­ო­რე მოს­მე­ნით - მუხ­ლობ­რი­ვად იხი­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ქართული ოცნება“ რეგულაციების დაწესებას ონლაინმედიასა და სოციალურ ქსელებშიც აპირებს

"ქართული ოცნება“ რეგულაციების დაწესებას ონლაინმედიასა და სოციალურ ქსელებშიც აპირებს

სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლის ამოქმედებას “ქართული ოცნების“ უმრავლესობა გეგმავს, ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

ამასთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება.

პროექტის სახეცვლილი ვარიანტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

გორდულაძის ინფორმაციით, კანონპროექტით განიმარტება თუ რა არის ინტერნეტმომსახურება. ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება შემდეგი დეფინიცია: - ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება.

ინტერნეტმედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან იყენებს ინტერნეტდომენისა და ინტერნეტ ჰოსტინგს.

“მაუწყებლებს იმავდროულად აქვთ საიტი, აქვთ სოციალური ქსელი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეგულაციის მიხედვით, თუ მაუწყებელი ინფორმაციას, მაგალითად, არაჯეროვნად ავრცელებს, პირს რეაგირება და უფლებების დაცვა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ინფორმაცია ტელეეთერის საშუალებით არის გავრცელებული, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია სოციალური ქსელით და თუნდაც ვებ-გვერდის საშუალებით, ამ ყველაფერზე რეაგირება შეუძლებელი იქნება.

ამიტომ, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იყო გუნდის შეთანხმება, რომ ონლაინ მედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს.

ეს ყველაფერი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება. აქ ის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი განცხადებით, თუ მედიაორგანიზაციებს “ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში“ ჯარიმები 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დაეკისრება, კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება აღსასრულებლად არ მიექცევა.

როგორც გორდულაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მმართველ გუნდს არ დასწამონ ცილი, რომ სურს, მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევა და მათ მიმართ ჯარიმების და გაფრთხილებების მექანიზმების მომენტალურად, ყოველგვარი დროის გარეშე ამოქმედება.

“ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაუწყებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკიდან და კომისიის მითითებებიდან გამომდინარე კანონი დაიცვან და ზუსტი და ჯეროვანი ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.