პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი ჯოჯოხეთი დაგატყდებათ თავს, რომლის მსგავსიც არაფერი გინახავთ” - ტრამპი მუქარას ასრულებს: იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმებს 53 - მდე ადამიანი ემსხვერპლა
"ისეთი ჯოჯოხეთი დაგატყდებათ თავს, რომლის მსგავსიც არაფერი გინახავთ” - ტრამპი მუქარას ასრულებს: იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმებს 53 - მდე ადამიანი ემსხვერპლა

იე­მე­ნის ჰუ­სი­ტი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აშშ-მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 53-მდე გა­ი­ზარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა შო­რის ხუთი ბავ­შვია.

ამ­ბო­ხე­ბუ­ლი ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბით, აფეთ­ქე­ბე­ბი ორ­შა­ბათს დი­ლით, ალ ჯა­უ­ფი­სა და ჰუ­და­ი­დას ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მოხ­და.

აშშ-მ შა­ბათს ჰუ­სი­ტე­ბის სა­მიზ­ნე­ებ­ზე "გა­დამ­წყვე­ტი და ძლი­ე­რი" სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის ტალ­ღა და­ი­წყო. მოქ­მე­დე­ბე­ბი წი­თელ ზღვა­ში ჰუ­სი­ტე­ბის მიერ გე­მებ­ზე თავ­დას­ხმე­ბის შე­ჩე­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

ვა­შინგტო­ნი აცხა­დებს, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის ჰუ­სი­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რია, თუმ­ცა ჯგუფს ეს არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ჰუ­სი­ტე­ბის ლი­დერ­მა, აბ­დულ მა­ლიკ ალ-ჰუ­თიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ვიდ­რე აშშ იე­მენ­ზე თავ­დას­ხმებს გა­ნაგ­რძობს, მისი მებ­რძო­ლე­ბი წი­თელ ზღვა­ში აშშ-ის გე­მებს ეს­ხმი­ან თავს.

ჰუ­სი­ტე­ბის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ანის ალ-ას­ბა­ჰიმ X-ზე და­წე­რა, რომ ამ­ჯე­რად 53 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მი­სი­ვე ცნო­ბით, 98 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა.

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა, მა­იკლ უოლცმა ABC News-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ შა­ბა­თის თავ­დას­ხმე­ბის სა­მიზ­ნე "ჰუ­სი­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი იყო, რო­მელ­თა ლიკ­ვი­და­ცი­აც მოხ­და".

"ჩვენ მათ და­მან­გრე­ვე­ლი ძა­ლით და­ვარ­ტყით და ირანს გა­ვა­გე­ბი­ნეთ, რომ - საკ­მა­რი­სია!" - აღ­ნიშ­ნა უოლცმა.

აშშ-ის თავ­დაც­ვის მდი­ვან­მა, პიტ ჰეგ­სეთ­მა პი­რო­ბა დადო, რომ სა­ნამ ჰუ­სი­ტე­ბის თავ­დას­ხმე­ბი არ შე­წყდე­ბა, სა­რა­კე­ტო კამ­პა­ნია "შე­უ­ნე­ლე­ბე­ლი" იქ­ნე­ბა.

ჰუ­სი­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი წი­თე­ლი ზღვის გე­მებ­ზე თავ­დას­ხმებს მა­ნამ გა­აგ­რძე­ლე­ბენ, სა­ნამ ის­რა­ე­ლი ღა­ზას ბლო­კა­დას არ შე­წყვეტს.

ირა­ნის მხარ­და­ჭე­რით მოქ­მე­დი ამ­ბო­ხე­ბუ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ის­რა­ელს თა­ვის მტრად თვლის, სა­ნა­ა­სა და იე­მე­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთს აკონ­ტრო­ლებს, მაგ­რამ ის ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა არ არის.

ჰუ­სი­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს" შო­რის მიმ­დი­ნა­რე ომში პა­ლეს­ტი­ნე­ლებს უჭე­რენ მხარს და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მხო­ლოდ ის­რა­ელ­თან, აშშ-სთან ან დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გე­მებს ბომ­ბა­ვენ, თუმ­ცა ხში­რად ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

2023 წლის ნო­ემ­ბრი­დან ჰუ­სი­ტებ­მა წი­თელ ზღვა­სა და ადე­ნის ყუ­რე­ში ათო­ბით სა­ვაჭ­რო გემს და­ესხნენ თავს. მათ ორი გემი ჩა­ძი­რეს, მე­სა­მე და­ი­კა­ვეს და ეკი­პა­ჟის ოთხი წევ­რი მოკ­ლეს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ და­მან­გრე­ველ, სა­სიკ­ვდი­ლო ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს.

"ირა­ნის და­ფი­ნან­სე­ბით, ჰუ­სი­ტე­ბის ბან­დი­ტე­ბი აშშ-ის თვითმფრი­ნა­ვებს ეს­როდ­ნენ რა­კე­ტებს, მათ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი და მო­კავ­ში­რე­ე­ბი ამო­ი­ღეს მი­ზან­ში", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში. მან­ვე და­ა­მა­ტა, რომ ჰუ­სი­ტე­ბის "მე­კობ­რე­ო­ბა, ძა­ლა­დო­ბა და ტე­რო­რი" მი­ლი­არ­დე­ბი დაჯ­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს შე­უქ­მნა საფრ­თხე.

ჰუ­სი­ტე­ბი­სად­მი პირ­და­პი­რი მი­მარ­თვი­სას, ტრამპმა და­წე­რა, რომ თუ ისი­ნი თავ­დას­ხმებს არ შე­წყვე­ტენ, "ისე­თი ჯო­ჯო­ხე­თი და­გა­ტყდე­ბათ თავს, რომ­ლის მსგავ­სიც არა­ფე­რი გი­ნა­ხავთ”.

თუმ­ცა, ჰუ­სი­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი­სად­მი მათ მხარ­და­ჭე­რას არ შე­ამ­ცი­რებს.

ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, აბას არა­ღჩიმ გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის მთავ­რო­ბის “საქ­მე არ არის, ირანს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა უკარ­ნა­ხოს".

"შე­წყვი­ტეთ ის­რა­ე­ლის გე­ნო­ცი­დი­სა და ტე­რო­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რა," - და­წე­რა მან X-ზე კვი­რას, - "შე­წყვი­ტეთ იე­მე­ნე­ლი ხალ­ხის მკვლე­ლო­ბა."

ჰუ­სი­ტებ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ორ თავ­დას­ხმა­ზე აი­ღეს - აშშ-ის ავი­ა­მზიდ USS Harry S. Truman-ზე და წი­თელ ზღვა­ში რამ­დე­ნი­მე ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო გემ­ზე, რა­საც ისი­ნი აშშ-ს შე­ტე­ვებ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბას უწო­დე­ბენ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ისეთი ჯოჯოხეთი დაგატყდებათ თავს, რომლის მსგავსიც არაფერი გინახავთ” - ტრამპი მუქარას ასრულებს: იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმებს 53 - მდე ადამიანი ემსხვერპლა

"ისეთი ჯოჯოხეთი დაგატყდებათ თავს, რომლის მსგავსიც არაფერი გინახავთ” - ტრამპი მუქარას ასრულებს: იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმებს 53 - მდე ადამიანი ემსხვერპლა

იემენის ჰუსიტი ამბოხებულები აცხადებენ, რომ აშშ-მა მათ წინააღმდეგ ახალი დარტყმები განახორციელა, რომლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვია.

ამბოხებული ჯგუფის განცხადებით, აფეთქებები ორშაბათს დილით, ალ ჯაუფისა და ჰუდაიდას ტერიტორიებზე მოხდა.

აშშ-მ შაბათს ჰუსიტების სამიზნეებზე "გადამწყვეტი და ძლიერი" საჰაერო დარტყმების ტალღა დაიწყო. მოქმედებები წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ გემებზე თავდასხმების შეჩერებას ისახავს მიზნად.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ დაღუპულთა შორის ჰუსიტების რამდენიმე ლიდერია, თუმცა ჯგუფს ეს არ დაუდასტურებია.

ჰუსიტების ლიდერმა, აბდულ მალიკ ალ-ჰუთიმ განაცხადა, რომ ვიდრე აშშ იემენზე თავდასხმებს განაგრძობს, მისი მებრძოლები წითელ ზღვაში აშშ-ის გემებს ესხმიან თავს.

ჰუსიტების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ანის ალ-ასბაჰიმ X-ზე დაწერა, რომ ამჯერად 53 ადამიანი დაიღუპა, მისივე ცნობით, 98 ადამიანი დაიჭრა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა ABC News-ს განუცხადა, რომ შაბათის თავდასხმების სამიზნე "ჰუსიტების რამდენიმე ლიდერი იყო, რომელთა ლიკვიდაციაც მოხდა".

"ჩვენ მათ დამანგრეველი ძალით დავარტყით და ირანს გავაგებინეთ, რომ - საკმარისია!" - აღნიშნა უოლცმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა პირობა დადო, რომ სანამ ჰუსიტების თავდასხმები არ შეწყდება, სარაკეტო კამპანია "შეუნელებელი" იქნება.

ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ისინი წითელი ზღვის გემებზე თავდასხმებს მანამ გააგრძელებენ, სანამ ისრაელი ღაზას ბლოკადას არ შეწყვეტს.

ირანის მხარდაჭერით მოქმედი ამბოხებული ჯგუფი, რომელიც ისრაელს თავის მტრად თვლის, სანაასა და იემენის ჩრდილო-დასავლეთს აკონტროლებს, მაგრამ ის ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა არ არის.

ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ისინი ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში პალესტინელებს უჭერენ მხარს და ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ისრაელთან, აშშ-სთან ან დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულ გემებს ბომბავენ, თუმცა ხშირად ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

2023 წლის ნოემბრიდან ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და ადენის ყურეში ათობით სავაჭრო გემს დაესხნენ თავს. მათ ორი გემი ჩაძირეს, მესამე დაიკავეს და ეკიპაჟის ოთხი წევრი მოკლეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ დამანგრეველ, სასიკვდილო ძალას გამოიყენებს.

"ირანის დაფინანსებით, ჰუსიტების ბანდიტები აშშ-ის თვითმფრინავებს ესროდნენ რაკეტებს, მათ ჩვენი ჯარისკაცები და მოკავშირეები ამოიღეს მიზანში", - განაცხადა ტრამპმა სოციალურ მედიაში. მანვე დაამატა, რომ ჰუსიტების "მეკობრეობა, ძალადობა და ტერორი" მილიარდები დაჯდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე.

ჰუსიტებისადმი პირდაპირი მიმართვისას, ტრამპმა დაწერა, რომ თუ ისინი თავდასხმებს არ შეწყვეტენ, "ისეთი ჯოჯოხეთი დაგატყდებათ თავს, რომლის მსგავსიც არაფერი გინახავთ”.

თუმცა, ჰუსიტები აცხადებენ, რომ ეს პალესტინელებისადმი მათ მხარდაჭერას არ შეამცირებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის “საქმე არ არის, ირანს საგარეო პოლიტიკა უკარნახოს".

"შეწყვიტეთ ისრაელის გენოციდისა და ტერორიზმის მხარდაჭერა," - დაწერა მან X-ზე კვირას, - "შეწყვიტეთ იემენელი ხალხის მკვლელობა."

ჰუსიტებმა პასუხისმგებლობა ორ თავდასხმაზე აიღეს - აშშ-ის ავიამზიდ USS Harry S. Truman-ზე და წითელ ზღვაში რამდენიმე ამერიკულ სამხედრო გემზე, რასაც ისინი აშშ-ს შეტევებზე შურისძიებას უწოდებენ.

წყარო