მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც ავარიის შემდეგ, 6 დღე თხრილში იყო ჩარჩენილი, გადარჩა: დაუჯერებელი ისტორიის დეტალები
ქალი, რომელიც ავარიის შემდეგ, 6 დღე თხრილში იყო ჩარჩენილი, გადარჩა:  დაუჯერებელი ისტორიის დეტალები

აშშ-ში, ინ­დი­ა­ნას შტატ­ში, სამი შვი­ლის დედა, ავა­რი­ის შემ­დეგ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. ის და­ზი­ა­ნე­ბულ მან­ქა­ნა­ში, 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ჩარ­ჩე­ნი­ლი. იმი­სათ­ვის რომ ფხიზ­ლად ყო­ფი­ლი­ყო, თხრი­ლის წყალს მა­ი­სუ­რით “ფილტრავ­და“ და სვამ­და.

41 წლის ბრი­ო­ნა კა­სე­ლი თა­ვის Ford Taurus-ში, 6 დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ჩი­კა­გოს გა­რეთ 80 მი­ლის და­შო­რე­ბით იპო­ვეს. და­ჭყლე­ტი­ლი მან­ქა­ნა თხრილ­ში იყო ჩა­ვარ­დნი­ლი და სრუ­ლი­ად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყო მთა­ვა­რი გზი­დან.

ავა­რია მას სა­ჭეს­თან ჩა­ძი­ნე­ბის შემ­დეგ მო­უ­ვი­და.

"გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, ყვი­რო­და დახ­მა­რე­ბის­თვის. ეს­მო­და მან­ქა­ნე­ბის გავ­ლა, მაგ­რამ ისი­ნი გზი­დან ვე­რა­ფერს ხე­დავ­დნენ. და­ე­ძი­ნა და გზი­დან გა­და­ვარ­და ძა­ლი­ან დიდ, ღრმა თხრილ­ში", - გა­ნა­ცხა­და და­შა­ვე­ბუ­ლის მა­მამ, დელ­მარ კალდველ­მა, WLS-თან.

მას შემ­დეგ, რაც 41 წლის ქალი იპო­ვეს, ჩი­კა­გოს ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვერ­ტმფრე­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს.

ბრი­ო­ნა კა­სე­ლი ავა­რი­ამ­დე დე­დას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. მან მშობ­ლე­ბის სახ­ლი და­ტო­ვა და მე­გობ­რე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად გა­ვი­და. რო­დე­საც უკან არ დაბ­რუნ­და, ოჯა­ხი და­უ­კავ­შირ­და პო­ლი­ცი­ას. ოლ­ქის შე­რი­ფის ოფის­მა მას­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და.

თუმ­ცა 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. ბო­ლოს, თხრილ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა სად­რე­ნა­ჟო მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე მა­მა­კაც­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა. მან­ვე იპო­ვა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც სა­ჭეს­თან გა­ჭე­დი­ლი იყო, თუმ­ცა გონ­ზე იყო და მა­მა­კაცს ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და.

CNN-ის ცნო­ბით, ავა­რი­ის შე­დე­გად კა­სელს ფე­ხის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, რის გა­მოც მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო.

“ღა­მით ტემ­პე­რა­ტუ­რა -20 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა, მაგ­რამ ის იბ­რძო­და. თხრი­ლის ჭუ­ჭყი­ან წყალ­ში მა­ი­სურს ას­ვე­ლებ­და და სვამ­და. ცდი­ლობ­და გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო“, - თქვა მა­მამ.

ქალს ფე­ხის და­კარ­გვის რის­კი ემუქ­რე­ბა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ქალი, რომელიც ავარიის შემდეგ, 6 დღე თხრილში იყო ჩარჩენილი, გადარჩა: დაუჯერებელი ისტორიის დეტალები

ქალი, რომელიც ავარიის შემდეგ, 6 დღე თხრილში იყო ჩარჩენილი, გადარჩა:  დაუჯერებელი ისტორიის დეტალები

აშშ-ში, ინდიანას შტატში, სამი შვილის დედა, ავარიის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩა. ის დაზიანებულ მანქანაში, 6 დღის განმავლობაში იყო ჩარჩენილი. იმისათვის რომ ფხიზლად ყოფილიყო, თხრილის წყალს მაისურით “ფილტრავდა“ და სვამდა.

41 წლის ბრიონა კასელი თავის Ford Taurus-ში, 6 დღიანი ძებნის შემდეგ, ჩიკაგოს გარეთ 80 მილის დაშორებით იპოვეს. დაჭყლეტილი მანქანა თხრილში იყო ჩავარდნილი და სრულიად შეუმჩნეველი იყო მთავარი გზიდან.

ავარია მას საჭესთან ჩაძინების შემდეგ მოუვიდა.

"გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, ყვიროდა დახმარებისთვის. ესმოდა მანქანების გავლა, მაგრამ ისინი გზიდან ვერაფერს ხედავდნენ. დაეძინა და გზიდან გადავარდა ძალიან დიდ, ღრმა თხრილში", - განაცხადა დაშავებულის მამამ, დელმარ კალდველმა, WLS-თან.

მას შემდეგ, რაც 41 წლის ქალი იპოვეს, ჩიკაგოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ბრიონა კასელი ავარიამდე დედასთან იმყოფებოდა. მან მშობლების სახლი დატოვა და მეგობრების მოსანახულებლად გავიდა. როდესაც უკან არ დაბრუნდა, ოჯახი დაუკავშირდა პოლიციას. ოლქის შერიფის ოფისმა მასზე ძებნა გამოაცხადა.

თუმცა 6 დღის განმავლობაში მის კვალს ვერსად მიაგნეს. ბოლოს, თხრილში გადავარდნილი მანქანა სადრენაჟო მოწყობილობებზე მომუშავე მამაკაცმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. მანვე იპოვა გაუჩინარებული ქალი, რომელიც საჭესთან გაჭედილი იყო, თუმცა გონზე იყო და მამაკაცს ეკონტაქტებოდა.

CNN-ის ცნობით, ავარიის შედეგად კასელს ფეხის სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო.

“ღამით ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცა, მაგრამ ის იბრძოდა. თხრილის ჭუჭყიან წყალში მაისურს ასველებდა და სვამდა. ცდილობდა გადარჩენილიყო“, - თქვა მამამ.

ქალს ფეხის დაკარგვის რისკი ემუქრება.

წყარო

იხილეთ ასევე: