პოლიტიკა
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია დეტექტივი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა - "შუბლზე იარაღი მიადო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა"
დაკავებულია დეტექტივი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა - "შუბლზე იარაღი მიადო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა"

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ძა­ლა­დო­ბის და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის ფაქ­ტზე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ნ.ნ.-მ, მე­უღ­ლეს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა არა­ერ­თხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

2024 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, დაბა სუ­რამ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლეს­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მას სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა, შუბ­ლზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი მი­ა­დო და და­ზა­რა­ლე­ბულს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბას და მუ­ქა­რას შემ­დგომ­შიც აგ­რძე­ლებ­და.სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, გა­მო­ძი­ე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე აწარ­მო­ვა.

გა­მო­ი­კი­თხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა და­ნა­შა­ულ­ში მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა დე­ტექ­ტი­ვი.პრო­კუ­რა­ტუ­რის დად­გე­ნი­ლე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცავს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე (პრი­მა) მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, ამა­ვე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 11 (პრი­მა) 151-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა.სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

დაკავებულია დეტექტივი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა - "შუბლზე იარაღი მიადო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა"

დაკავებულია დეტექტივი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა - "შუბლზე იარაღი მიადო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა"

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დააკავა. ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა.

2024 წლის გაზაფხულზე, დაბა სურამში, ბრალდებული მეუღლესთან შელაპარაკების ნიადაგზე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე აწარმოვა.

გამოიკითხა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.

შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა დეტექტივი.პროკურატურის დადგენილებით, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას" - ნათქვამია ინფორმაციაში.