პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეღარ დავდივარ, წონასწორობას ვერ ვიცავ, თორემ დღეს სტუდენტების გვერდით ვიდგებოდი... თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია, წამლები არ მშველის" - ლეო ანთაძე
"ვეღარ დავდივარ, წონასწორობას ვერ ვიცავ, თორემ დღეს სტუდენტების გვერდით ვიდგებოდი... თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია, წამლები არ მშველის" - ლეო ანთაძე

გა­ფი­ცუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი 5000-5000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, მათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბით და­ე­მუქრნენ, რის გა­მოც სტუ­დენ­ტებ­მა შე­ნო­ბა და­ტო­ვეს. გა­ფი­ცუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი 80 დღე­ზე მეტი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფო­ი­ე­ში ათევ­დნენ ღა­მეს. 9 მარტს სა­ღა­მოს კი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მათ მოს­თხო­ვა და­კა­ვე­ბუ­ლი სივ­რცე გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, რად­გან შე­ნო­ბა­ში დე­ზინ­ფექ­ცია უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო.

  • "ჩვენ დავ­ტო­ვეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თუმ­ცა გა­რეთ უფრო ძლი­ე­რე­ბი ვართ, ვაგ­რძე­ლებთ პრო­ტესტს, გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ" – ასე ამ­ბო­ბენ თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღეს, რომ სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი შე­უ­წყდათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბაც:

"ეთი­კის კო­მი­სი­ის მიერ 7 მარტს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჭი­როდ ვთვლით გან­ვმარ­ტოთ: რექ­ტო­რის მიერ ბრძა­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ჯერ არ არის გა­მო­ცე­მუ­ლი. სტუ­დენ­ტებს აქვთ უფ­ლე­ბა, გა­ა­სა­ჩივ­რონ ეთი­კის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თონ რექ­ტორს, სამი სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. რექ­ტორს აქვს ერთი თვის ვადა თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის საქ­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად".

ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ ცნო­ბილ მსა­ხი­ობს ლეო ან­თა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით..

- ეს არის ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბა, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა! სად აქვს სტუ­დენტს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ხუ­თი­ა­თასე­ბი იხა­დოს და მერე რა ხდე­ბა, უნდა და­ა­პა­ტიმ­რონ? ზო­გი­ერ­თი რე­გი­ო­ნი­დან არის, ბი­ნის ქი­რა­საც კი ვე­ღარ იხ­დის... სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ ასე­თი მო­პყრო­ბა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, მსოფ­ლი­ოს არ ახ­სოვს ასე­თი რამ, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა.

- თუ აპი­რებთ, სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რას რამე ფორ­მით?

- რა თქმა უნდა და­ვუ­ჭერ­დი, მათ გვერ­დით ვიდ­გე­ბო­დი, მაგ­რამ ვე­ღარ დავ­დი­ვარ, წო­ნას­წო­რო­ბას ვე­ღარ ვი­ცავ. დღეს ორ ნა­ბიჯს ვე­ღარ ვდგამ, ჯან­მრთე­ლო­ბამ მი­ღა­ლა­ტა... თა­ვის ქალა გა­მი­სინ­ჯეს და რა­ღაც დარ­ღვე­უ­ლია. არც წა­მა­ლი, არა­ფე­რი შვე­ლის.

- თუ ისურ­ვებ­დით მი­მარ­თოთ სტუ­დენ­ტებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?

- ზამ­თარ­ში ძა­ლი­ან მკაც­რად გა­მო­ვე­დი, არ მო­ე­წო­ნათ და მაგ­რძნო­ბი­ნეს... ამა­ზე მეტს ვერ გე­ტყვით, თავს შე­ვი­კა­ვებ. ან რაღა უნდა გი­თხრა იმა­ზე მეტი, რაც ხდე­ბა, ეს რომ ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა!

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვეღარ დავდივარ, წონასწორობას ვერ ვიცავ, თორემ დღეს სტუდენტების გვერდით ვიდგებოდი... თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია, წამლები არ მშველის" - ლეო ანთაძე

"ვეღარ დავდივარ, წონასწორობას ვერ ვიცავ, თორემ დღეს სტუდენტების გვერდით ვიდგებოდი... თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია, წამლები არ მშველის" - ლეო ანთაძე

გაფიცული სტუდენტები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი 5000-5000 ლარით დააჯარიმა, მოგვიანებით კი, მათ ადმინისტრაციული პატიმრობით დაემუქრნენ, რის გამოც სტუდენტებმა შენობა დატოვეს. გაფიცული სტუდენტები 80 დღეზე მეტი უნივერსიტეტის ფოიეში ათევდნენ ღამეს. 9 მარტს საღამოს კი, ადმინისტრაციამ მათ მოსთხოვა დაკავებული სივრცე გაეთავისუფლებინათ, რადგან შენობაში დეზინფექცია უნდა ჩატარებულიყო.

  • "ჩვენ დავტოვეთ უნივერსიტეტი, თუმცა გარეთ უფრო ძლიერები ვართ, ვაგრძელებთ პროტესტს, გაჩერებას არ ვაპირებთ" – ასე ამბობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც შეტყობინება მიიღეს, რომ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ.

მოგვიანებით გავრცელდა თეატრალური უნივერსიტეტის განცხადებაც:

"ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. სტუდენტებს აქვთ უფლება, გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად".

ამ საკითხზე სასაუბროდ ცნობილ მსახიობს ლეო ანთაძეს დავუკავშირდით..

- ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, მეტი რომ არ შეიძლება! სად აქვს სტუდენტს იმის საშუალება ხუთიათასები იხადოს და მერე რა ხდება, უნდა დააპატიმრონ? ზოგიერთი რეგიონიდან არის, ბინის ქირასაც კი ვეღარ იხდის... სტუდენტების მიმართ ასეთი მოპყრობა არასოდეს ყოფილა, მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი რამ, რაც დღეს საქართველოში ხდება.

- თუ აპირებთ, სტუდენტების მხარდაჭერას რამე ფორმით?

- რა თქმა უნდა დავუჭერდი, მათ გვერდით ვიდგებოდი, მაგრამ ვეღარ დავდივარ, წონასწორობას ვეღარ ვიცავ. დღეს ორ ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, ჯანმრთელობამ მიღალატა... თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია. არც წამალი, არაფერი შველის.

- თუ ისურვებდით მიმართოთ სტუდენტებს, ხელისუფლებას?

- ზამთარში ძალიან მკაცრად გამოვედი, არ მოეწონათ და მაგრძნობინეს... ამაზე მეტს ვერ გეტყვით, თავს შევიკავებ. ან რაღა უნდა გითხრა იმაზე მეტი, რაც ხდება, ეს რომ ძალიან დიდი უსამართლობაა!

წაიკითხეთ ასევე: